01/09/2025
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!დღევანდელი ცხოვრებისეული რეალობიდან გამომდინარე,რადგან საზოგადოების უმრავლესობა სოციალური ქსელის საშუალებით ახდენს რეალიზებას,გადავწვყვიტე მეც გაავაქტიურო ჩემი ფბ.გვერდი Massage therapy/მასაჟის თერაპია თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია,ამიტომ დიდი სიხარულით მივიღებ თქვენს დახმარებას გვერდის გავრცელებასა და მეგობრების მოწვევაში.
2005 წლიდან ვარ კვალიფიციური მეთოდისტი.ჩემი პრაქტიკის უმთავრესი ნაწილი უკავშირდება ჩვილ ბავშვთა მასაჟის სრულ კომპლექსს.ეს სფერო უდიდესს პასუხისმგებლობას მოითხოვს,რადგან ჩვილ ბავშვთან ყოველი სწორი შეხება მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაზე ახდენს უდიდესს გავლენას.
ასევე ამჟამად აქტიურად ვმუშაობ 16 სახის სხვადასხვა დაავადების მიმართულებით,როგორც მოზარდებში,ასევე ზრდასრულ ადამიანებში.თითოეული პროცედურა მორგებულია ინდივიდზე ,მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
P.S.არ ვმუშაობ ცელულიტებზე და მამაკაცებთან!
მადლობა ყურადღებისთვის ! თქვენი ნდობა ჩემთვის უდიდესი სტიმულია!