რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი, Medical and health, ქ. რუსთავი, ნ. ფიროსმანის N17, Rustavi.

17/05/2025

17 მაისი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორის - არტერიული ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევა) ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და კონტროლის შესახებ. მიმდინარე წელს კამპანიის ძირითადი გზავნილია „გაიზომე არტერიული წნევა სწორად, აკონტროლე და იცოცხლე უფრო ხანგრძლივად“, რაც ხაზს უსვამს არტერიული წნევის სწორად გაზომვის, შეფასებისა და რეგულარული კონტროლის მნიშვნელობას ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაზე.

ჰიპერტენზია ნაადრევი სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. ჰიპერტენზია იწვევს გულის იშემიური დაავადების, თავის ტვინის ინსულტისა და გულის უკმარისობის შემთხვევათა 50%-ს.
წნევის გაზომვა ძალიან მარტივი პროცედურაა, ხოლო ჰიპერტენზიის ეფექტური კონტროლი შესაძლებელია პრევენციით - ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით; სწორად შერჩეული მედიკამენტური რეგულარული მკურნალობით და კონტროლით.
გაიზომე წნევა სწორად, აკონტროლე და იცოცხლე დიდხანს!

17/05/2025
16/05/2025

ჩვილებს ძალიან მცირე რაოდენობით მარილი სჭირდებათ ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის.
• ბავშვები, 6 თვემდე, დედის რძიდან ან ბავშვთა კვების პროდუქტებიდან იღებენ მათთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს.
• დედის რძე ბუნებრივად აკმაყოფილებს ბავშვის კვების ყველა მოთხოვნას, მარილის ჩათვლით.
• ჩვილის ფორმულა არის სპეციალურად შემუშავებული, ორიენტირებული სწორ საკვებ ნივთიერებებზე.
• მნიშვნელოვანია არ დაამატოთ მარილი ჩვილის რაციონში, რადგან ადრეულ ასაკში თირკმელი სრულფასოვნად არ არის განვითარებული იმისათვის, რომ გაუმკლავდეს ნატრიუმის სიჭარბეს.
მყარი საკვების ეტაპზე გადასვლისას, (დაახლოებით 6 თვის ასაკიდან) - დაიწყეთ ბავშვისათვის მყარი საკვების მიცემა მარილის დამატების გარეშე. თუ მშობელი თავად ამზადებს ბავშვის საკვებს, უნდა გამოიყენოს მარტივი ინგრედიენტები, მარილის დამატების გარეშე.
შეეცადეთ ადრეულ ასაკშივე შეუწყოთ ხელი ბავშვებს მიეჩვიონ ნაკლებმარილიან საკვებს.
ასაკის მიხედვით, მარილის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზებია:
• 0-6 თვე: < 1 გრამი
• 6-12 თვე: 1 გრამი
• 1-3 წელი: 2 გრამი
ეტიკეტის გაცნობა
• საკვებ პროდუქტებში მარილის შემცველობის გაცნობის იდეალური გზა ეტიკეტზე არსებული ინფორმაციის წაკითხვა და ე.წ. ჯანსაღი არჩევანის გაკეთებაა.
• თითოეულ პროდუქტში მარილის შემცველობა წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რამდენ მარილს მოიხმარს თქვენი ბავშვი დღის განმავლობაში.
ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული კვებითი ჩვევები, სამომავლოდ, მნიშვნელოვნად განაპირობებს ცხოვრების სტილს.
ვაქციოთ მარილის ზომიერი მიღება ჩვევად!

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში,  02 მაისს, რუსთავის რესურს ცენტრში,   საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო ...
02/05/2025

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, 02 მაისს, რუსთავის რესურს ცენტრში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის სპეციალისტები შეხვედნენ საჯარო სკოლების სამედიცინო პერსონალს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია იმუნიზაციის ხარისხობრივი მაჩვენებლების, მართვადი ინფექციებისა და სამომავლო სამუშაო გეგმების შესახებ.

დარიგდა საინფორმაციო მასალები ბუკლეტებისა და ფლაერების სახით.

02/05/2025

• B ჰეპატიტი წარმოადგენს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ ინფექციურ დაავადებას, რომლის გამომწვევია B ჰეპატიტის ვირუსი (HBV). ვირუსული ინფექციის შედეგად ვითარდება ღვიძლის ანთებითი პროცესი, რომელიც შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ფორმით.

• ვირუსი ინფიცირებული ადამიანისაგან ვრცელდება სისხლისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების საშუალებით;
• B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ამცირებს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს. ვაქცინა ხელმისაწვდომია იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

• აცრების კალენდრის მიხედვით, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა ტარდება ბავშვის დაბადებისთანავე, 0-12 საათის განმავლობაში და 2, 3 და 4 თვის ასაკის ბავშვებში კომბინირებული ვაქცინით.

• სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 18 წლის და უფროსი ასაკის აუცრელი და/ან ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირთათვის აცრის სტატუსის მიუხედავად.

• B ჰეპატიტის სკრინინგი და დიაგნოსტიკური კვლევები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოა.

• ცხელი ხაზი: 116001 ან 1505.

ევროპის იმუნიზაციის კვირეული, ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება სლოგანით,  ,,აცერი და დაიცავი" და მისი მიზანი...
01/05/2025

ევროპის იმუნიზაციის კვირეული, ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება სლოგანით, ,,აცერი და დაიცავი" და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ნებისმიერ ადამიანს იცავს ვაქცინით მართვადი დაავადებებისაგან.

მიმდინარე წლის კამპანიის ძირითადი თემაა ,, იმუნიზაცია ყველასთვის - ჩვენ ეს შეგვიძლია". ამ მიზნით, 01 მაისს, შედგა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის სპეციალისტების სამუშაო შეხვედრა ,,მედიცინის სახლი N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის“ სამედიცინო პერსონალთან.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია იმუნიზაციის ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და სამომავლო სამუშაო გეგმების შესახებ.

დარიგდა საინფორმაციო მასალები ბუკლეტებისა და ფლაერების სახით.

მიმდინარე წლის 30 აპრილს,  ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გა...
01/05/2025

მიმდინარე წლის 30 აპრილს, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის სპეციალისტების საინფორმაციო შეხვედრა შედგა N2 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრი სამედიცინო პერსონალთან.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია იმუნიზაციის ხარისხობრივი მაჩვენებლების და სამომავლო სამუშაო გეგმების შესახებ.
დარიგდა საინფორმაციო მასალები ბუკლეტებისა და ფლაერების სახით.

01/05/2025
01/05/2025

.ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელისა და სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს, ასევე, გენიტალურ მეჭეჭებს.

• ვირუსი ვრცელდება სქესობრივი კონტაქტის, ასევე კანით კანთან კონტაქტის საშუალებით როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

• აპვ ინფექცია, ჩვეულებრივ, ქრება თავისთავად, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში და საბოლოოდ, გამოიწვიოს კიბო.

• აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეშვეობით შესაძლებე-ლია ადამიანის პაპილომავირუსთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების 90%-ზე მეტის თავიდან აცილება!

• აცრების კალენდრის მიხედვით, აპვ საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 10–12 წლის გოგონებსა და ბიჭებში.

• დამატებითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში აცრა უფასოდ ტარდება 13-45 წლის გოგონებსა და ქალებში, ასევე 13-26 წლის ბიჭებსა და მამაკაცებში.

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა

30/04/2025

• ყივანახველა ძლიერ გადამდები სასუნთქი გზების ინფექციაა. მას ახასიათებს "შეტევითი" ხასიათის ხველა, რასაც მოჰყვება მკვეთრი ამოსუნთქვა, ან ამოსუნთქვისას „სტვენა“.
• ყივანახველა ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ძირითადად ხველის ან ცემინების დროს წარმოქმნილი წვეთებით.

• ყივანახველა იწვევს მძიმე გართულებებს. განსაკუთრებით საშიშია ჩვილი ბავშვებისთვის და ამ ასაკში ავადობის და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია.

• ყივანახველას მიმართ მდგრადი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის ვაქცინის რამდენიმე დოზაა საჭირო.

• აცრა ტარდება 2, 3, 4 , 18 თვის და 5 წლის ასაკის ბავშვებში კომბინირებული ვაქცინით.

ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ყივანახველასა და მისგან გამოწველი სიკვდილის შემთხვევებს.
აცერი და დაიცავი!

30/04/2025

• ტეტანუსი პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადებაა. ბაქტერია დაბინძურებული ჭრილობიდან ხვდება ორგანიზმში და იწვევს კუნთების მტკივნეულ სპაზმს და კუნთების რიგიდობას.

აცრა აუცილებელია!
• აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა ტარდება 2, 3 , 4, 18 თვის, 5 და 14 წლის ასაკში კომბინირებული ვაქცინით.
• ინფექციის გადატანის შემდეგ ბუნებრივი იმუნიტეტი არ ყალიბდება და შესაძლებელია ხელმეორედ დაინფიცირება.
• 14 წლის შემდეგ, ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა ტარდება ყოველ მე-10 წელს, 55 წლის ასაკამდე.

დროული და სრულყოფილი ვაქცინაცია ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის ყველაზე ეფექტური

Address

ქ. რუსთავი, ნ. ფიროსმანის N17
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share