Future's house - მომავლის სახლი

Future's house - მომავლის სახლი მომავლის სახლი არის აზროვნებისა და არაფორმალური განათლების ცენტრი.

ჩვენი მიზანია სწავლა ვაქციოთ სახალისო და საყვარელ პროცესად, შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა. შევქმნათ თითოეული ბავშვის ინტერესებზე მორგებული მეგობრული გარემო, სადაც წასვლა ყველას უხარია.

ჩვენი სასწავლო პროგრამები ბავშვებს ჩამოუყალიბებს ნებისყოფას, ლიდერობის უნარებს, ეფექტურ თვითპრეზენტაციის უნარს, მიზანდასახულობას, შემოქმედებითობას, ტოლერანტობასა და ემპათიას.

მომავლის სახლში ბავშვები ისწავლიან

არითმეტიკას, ლიტერატურას, ლოგიკას, კრიტიკულ აზროვნებას, ხელოვნებას, ხატვას, ინგლისურს, ჯანსაღი ცხოვრების წესს და ა.შ.

ლაჰილზე ისევ დიდებული დასავსე მთვარეა..და ყველაფერი ზღაპრულია დაიდუმალია -ძველი მურყვამი, უშბა, თეთნულდიდა ლამარია...ლაჰ...
07/10/2024

ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრულია და
იდუმალია -
ძველი მურყვამი, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა...
ლაშთხვერში კახთა აწვე უენო,
მუნჯი ზარია...
ქარები მისთა ჩუმთა ნაღველთა
განეკრძალვიან..
იმათ გვირგვინებს ძველთა რაინდთა
შუქი ავლია...
ტაძრის კედელზე ბადრი, ამირან,
სეფედავლეა...
ლაღამის შვლისაც აწ სილამაზე
თვალს მიფარვია...
ლაჰილზე, ალბათ, დიდებული და
სავსე მთვარეა,
და ყველაფერი ზღაპრულია და
იდუმალია -
ძველი კოშკები, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...

29/08/2024

ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი – და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა – იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც ვარსკვლავის ბინადრები. ეს მერე, წლები აქცევს ერთაბზაციან, მეცნიერულ განმარტებად ნაცნობ ვარსკვლავებს. მაგრამ ჩემთვის რატომ? – ეს ვიკითხე მხოლოდ. იმიტომ რომ – მითხრა ბებიამ – ზუსტად ვიცი, შენ განსაკუთრებით უყვარხარ. და მე რატომ? – ისევ ვიკითხე. იმიტომ რომ – მითხრა ბებიამ და დაფიქრდა – იმიტომ რომ შენ წაბლისფერი თვალები გაქვს.
უცნაური საბუთი იყო, ღმერთმანი. ჩემს ირგვლივ, ვისაც კი ვიცნობდი, ყველას წაბლისფერი თვალები ჰქონდა და რაღა მაინცდამაინც მე?
იმ ქალს ღვთისმშობელი ჰქვია – ჩაიჩურჩულა ბებიამ ძალიან უცნაურ პასუხად და გურული პირჯვარი გადაიწერა. სწრაფი, არითმიული. მამაზეციერი რომ ძლივს შეამჩნევს.
ამის მერე დავიჯერე და სულ ასე მეგონა. ამ განცდით გავდიოდი კისერმოსატეხ ხეებზე, ვხტებოდი დიდი გუბეებზე, მიყვარდებოდა ყველაზე ლამაზი გოგოები, ხელს პირველი ვწევდი გაკვეთილზე – ვიცოდი თუ არა კარგად. მახსოვდა – მსხლის ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იქ ცხოვრობს ქალი, რომელიც ჩემზე ლოცულობს და მეხმარება. მეხმარება, იმიტომ წაბლისფერი თვალები მაქვს.
ერთხელ, რაღაც წრეზე რომ დავდიოდი, მესამე თუ მეოთხე კლასში, დავინახე, რომ თხელ ფურცელზე ამობეჭდილი ათობით ერთნაირი ხატი იდო და მასწავლებელი ცეცხლის დასანთებად იყენებდა. ვუთხარი, რატომ აკეთებ მეთქი და ამ ხატს არც ძალა აქვს, არც ნაკურთხია, პირიქით, ფურცელზე ხატი როგორ შეიძლებაო. გაკვეთილი რომ დაიწყო, მოვიპარე ის ფურცლები და გამოვიქეცი. იქაურმა მღდელმა თქვა, გიორგიმ ღვთისმშობელი გადაარჩინაო და ოჯახში ეს ლეგენდაც გაჩნდა – გიორგი, რომელმაც ღვთისმშობელი გადაარჩინა. დედაჩემი დღემდე მახსენებს ხოლმე და ამ იმედით არის, რომ ოდესმე მომაგონდება.
ხოლო მე, ურწმუნო და უსაყრდენო კაცი, გამოფიტული ამ ზედაპირული ცხოვრების მორევით, ხან შემთხვევით, ტაძრის კართან აღმოვჩნდები, შევდივარ და ღვთისმშობლის ხატს ვუყურებ, როგორც ჩემი დაკარგული ბავშვობის სარკეს. როგორც სარკეს, სადაც ბევრი ოცნება მქონდა, ყოველდღიურ ღიმილს არ ვიზეპირებდი საგანგებოდ წინა საღამოს და არც უცნაური, შიშნარევი გულისცემა მაღვიძებდა გამთენიისას.
დღეს დილით, ძალიან, ძალიან მომინდა დავიჯერო, რომ სადღაც უკან, ბავშვობაში, დგას ხე, რომელიც მსხლისაა და თავზე ვარსკვლავი ჰკიდია და იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს ქალი, რომელსაც განსაკუთრებით ვუყვარვარ, რადგან წაბლისფერი თვალები მაქვს. მერე რა, რომ მილიონობით ადამიანს აქვს ასეთი თვალები. მე თუ მკითხავთ, რწმენაც ეს არის – არა ცოდნით ძებნა საყრდენისა, არამედ განცდით. ბებიაჩემმა ასე მითხრა. ბებიაჩემმა, ნათელამ.
#გიორგიკეკელიძე
#წერილებიჩემიბავშვობიდან

27/02/2024

🚀 შაბათის სკოლის ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყო!

ჩვენთან თქვენს შვილებს დახვდებათ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე გარემო 🤗

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მიმართულებებს:
🔸 აზროვნების კლუბი;
🔸 წიგნის კლუბი;
🔸 ინგლისური ენის კურსი;

ოთხთვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენი შვილი შეძლებს
🪅 გუნდურ მუშაობას;
🪅 გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს;
🪅 განივითარებს შემოქმედებით და კრეატიულ უნარებს;
🪅 ისწავლის კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას;
🪅 თამაშ-თამაშით შეიცნობს სამყაროს.

💳 სწავლის ღირებულებაა: 155 ლარი;
⏱️ მეცადინეობის ხანგრძლივობა: 2 საათი;

🔴 პროგრამა შემუშავებულია მომავლის სახლის მიერ და განხორციელდება ენების ლაბორატორიასთან თანამშრომლობით.

🔴 თქვენს შვილებთან იმუშავებს სერტიფიცირებულ მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა გუნდი.

📞 595 01 34 65;
📍 თბილისი, მიხეილ ზანდუკელის ქუჩა, №2/3.

❤️❤️ #სწავლაბედნიერებაა #მოდიმომავლისსახლში
17/02/2024

❤️❤️
#სწავლაბედნიერებაა
#მოდიმომავლისსახლში

📣 "მკითხველთა კლუბი" II -III კლასელებისთვის.🎯კითხვა და შემოქმედებითი წერა." ბავშვები საოცრებებს  ჩადიან, როდესაც კითხულო...
14/02/2024

📣 "მკითხველთა კლუბი" II -III კლასელებისთვის.

🎯კითხვა და შემოქმედებითი წერა.

" ბავშვები საოცრებებს ჩადიან, როდესაც კითხულობენ"
ასტრიდ ლინგრენი

🎯 რატომ ცალკე მხოლოდ II-III კლასები?
რადგან ეს ასაკი ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვის შესაყვარებლად, ტექსტზე მუშაობის სასწავლად, წაკითხულის გააზრების სასწავლად და წერითი უნარების გამოსამუშავებლდ.

🎯 თქვენი პატარები "მკითხველთა კლუბში" ისწავლიან:
✅️ უცხო ტექსტზე მუშაობას;
✅️ შემოქმედებითი წერის ელემენტებს;
✅️ მთავარი და არამთავარი ინფორმაციის ამოცნობას;
✅️ უცხო სიტყვების მნიშვნელობას, მათ განმარტებას და წინადადებები სწორად ჩასმას;
✅️ პრეზენტაციას და თვითპრეზენტაციას;
✅️პროექტებით სწავლას;
✅️ გაიმდიდრებენ სიტყვების მარაგს;
✅️ ისწავლიან კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას;
✅️ გახდებინ ემპათიურები
და რაც მთავარია სამომავლოდ გაიადვილებენ ყველა საგნის სწავლას მაღალ კლასებში.

"მომავლის სახლი გელოდებათ"
კვირაში ერთი დღე 1.5 სთ.
ფასი : 50 ლარი

შაბათი: 11:00 სთ
კვირა: 11:00 სთ
პარასკევი: 12:30 სთ
ოთხშაბათი: 12:30 სთ
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო
☎️ 577 25 55 71
577 25 55 72

მაშინ "მომავლის სახლის" "წიგნის კლუბის" საოცარი გარემო გელოდება
წამოგვყევით და ერთად ვიმოგზაუროთ საინტერესო ისტორიებში.

დარეგისტრირდით წიგნის კლუბში: https://docs.google.com/forms/d/18KBGaNH2p9wnjTYeTS7CfPFiI1LuHE-hF5tnujspYA8/edit?chromeless=1

#წაიკითხეწიგნებიუკეთესიიქნები
#მომავლისსახლი

 #წინასასკოლომომზად3ბა #მოდიმომავლისსახლში #სწავლაბედნიერებაა❤️❤️❤️
09/02/2024

#წინასასკოლომომზად3ბა
#მოდიმომავლისსახლში
#სწავლაბედნიერებაა

❤️❤️❤️

💥 გახანგრძლივებული ჯგუფის მეცადინეობა #მოდიმომავლისსახლში #სწავლაბედნიერებაა
17/01/2024

💥 გახანგრძლივებული ჯგუფის მეცადინეობა
#მოდიმომავლისსახლში
#სწავლაბედნიერებაა

09/01/2024

📣გახანგრძლივებული
I; II; III და IV კლ.მოსწავლეებისთვის

💥თუ მუშაობთ და დრო არ გრჩებათ შვილების სამეცადინოდ, ან უბრალოდ გინდათ მეგობრებთან ერთად თბილ და მეგობრულ გარემოში ისწავლოს გაკვეთილები, მიეჩვიოს დამოუკიდებელ მუშაობას და დროის სწორად განაწილებას, მაშინ "მომავლის სახლის" გახანგრძლივებული ჯგუფი ხელგაშლილი გელოდებათ 👋🙌

🎯 ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიონალი და გულთბილი მასწავლებლები, მეგობრული და ფერადი გარემო.
🎯 ჩვენთან გაკვეთილების სწავლა ბედნიერი პროცესია, თქვენი შვილები აქ :

✅️ ყოველდღიურად მოამზადებენ სკოლის გაკვეთილებს, ყველა საგანში, ინგლისურის ჩათვლით;
✅️ ისწავლიან დამოუკიდებელ მუშაობას;
✅️ მიეჩვევიან დროის სწორად გადანაწილებას;
✅️ შეიძენენ ახალ მეგობრებს და რაც მთავარია
✅️ მათთვის სწავლა არ იქნება იძულებითი პროცესი, არამედ სასიამოვნოდ დროის გატარება.

📌 მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით; დღეში 3 სთ.
📌ფუნქციონირებს ორი ჯგუფი :
დილის ჯგუფი : 9:00 - 13:00 სთ
შუადღის ჯგუფი: 13:00 - 16:00 სთ.
საფასური: 200 ლარი (ერთი თვე)

👋 ჩვენთან პირველი გაკვეთილი არის
უ ფ ა ს ო.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1eC2CX-BgoUJUIVhhrIoPQcA6thMw7zAAYi-gTnX7y7A/edit?chromeless=1

ან დაგვირეკეთ:

☎️ 577 25 55 71
577 25 55 72

მომავლის სახლი არის აზროვნებისა და არაფორმალური განათლების ცენტრი.

06/01/2024

📣 თუ შენი შვილი მალე სკოლაში უნდა წავიდეს და არ იცი როგორ მოამზადო ამისთვის, მაშინ ა რ ა ს ქ რ ო ლ ო ეს პოსტი შენთვისაა.

💥 წინასასკოლო მომზადების პროგრამა 5-6 წლის ბავშვებისთვის

👋 ჩვენ გეტყვით 7 მთავარ მიზეზს თუ რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ჩვენს სკოლაზე:

✅️ ჩვენი პროგრამა მორგებულია იმ პრობლემებლემების მოგვარებაზე, რომელსაც ბავშვი პირველივე დღიდან აწყდება სკოლაში;
✅️ ჩვენთან ისინი ეუფლებიან პრეზენტაციის და თვითპრეზენტაციის უნარებს;
✅️ სწავლობენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას;
✅️ ე.წ. ნული კლასის პრინციპით ვამზადებთ სკოლის პროგრამისთვის;
✅️ ჩვენთან მათ დახვდებათ სასკოლო კლასის მოდელი, თავისი ყველა მახასიათებლით.
✅️ არ დაგჭირდებათ არაფერი, აქ დაგხვდებათ ყველა სასწავლო მასალა, მასალები შედის სწავლის გადასახადში.
✅️ პირველი გაკვეთილი ჩვენთან არის საჩვენებელი და შესაბამისად
უ ფ ა ს ო.

📌️ პროგრამა დაყოფილია შემდეგი მიმართულებებით:

🎯 შაბათი:
📚 კითხვისთვის და წერისთვის მზაობა;
🖼 მეტყველება და პრეზენტაციის უნარების განვითარება;
🎨 ხელოვნება;

🎯 კვირა:
🧩 მხიარული მათემატიკა და ლოგიკა;
🔎 მეცნიერება;
✂️ გუნდური მუშაობა და პროექტები.

👌იჩქარეთ, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საახალწლო ფასდაკლება და პირველი თვე სწავლის საფასური 120 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი.

💥 გაკვეთილები ჩატარდება შაბათ კვირას 10:30 - 12:30 სთ.

🚥 მისამართი: ქ. რუსთავი, გურამიშვილის 3, გიმნაზიის მიმდებარედ.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1jwOLtWwlLJA2TMspYn9LGlep9wq4hfnI-B-8kSuKWOY/edit?chromeless=1

ან დაგვირეკეთ:

☎️ 577 25 55 71 ფატი
577 25 55 72 ლალი

მომავლის სახლი არის აზროვნებისა და არაფორმალური განათლების ცენტრი.

10/12/2023

🌷 ყოჩაღი ნიაკო 💕💕

💥 კვირა - მხიარული მათემატიკის და ლოგიკის დღე

#წინასასკოლომომზადება
#სწავლაბედნიერებაა
#მოდიმომავლისსახლში

პ.ს. ვიდეოს სურვილი დღეს მხოლოდ ნიაკომ და ანანომ გამოთქვეს 💥❤️

10/12/2023

🦋 ყოჩაღი ანანო 💕❤️❤️

💥 კვირა - მხიარული მათემატიკის და ლოგიკის დღე

#წინასასკოლომომზადება
#სწავლაბედნიერებაა
#მოდიმომავლისსახლში

პ.ს. ვიდეოს სურვილი დღეს მხოლოდ ნიაკომ და ანანომ გამოთქვეს 💥❤️

09/12/2023

"პროფესია - ექიმი"
🩺
#წინასასკოლომომზადებისპროგრამა
#სწავლაბედნიერებაა
#მოდიმომავლისსახლში

Address

გურამიშვილის ქ. #3
Rustavi
3700

Telephone

+995577255571

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Future's house - მომავლის სახლი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Future's house - მომავლის სახლი:

Share