13/02/2021
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ყოველ მე-4 ადამიანს სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც ჰქონია ფსიქიკური ან ნევროლოგიური აშლილობა.
ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის სტატისტიკის თანახმად, ყოველ მე-5 ადამიანს აქვს საშუალო ან ზომიერი ფსიქიკური პრობლემა, ხოლო ყოველ 25-ე ადმიანს აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემები.
საქართველოში აღრიცხვაზე დაახლოებით 80 000 ადამიანია, რაც დაახლოებით ორჯერ უფრო ნაკლებია მსოფლიოში არსებულ მონაცემთან შედარებით.
ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმა და დისკრიმინაცია ხელს უშლის ადამიანებს განაცხადონ თავიანთი პრობლემის შესახებ, ითხოვონ მხარდაჭერა და მიიღონ საჭირო სერვისები.
მწვანე ბაფთა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების სიმბოლო. მას ვატარევთ იმისთვის რომ ოჯახის წევრებს, ახლობლებს ან უბრალოდ, ქუჩაში ჩავლილ ადამიანებს დავანახოთ, რომ ჩვენ ვზრუნავთ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თავისუფლები ვართ სტიგმისგან და ვართ ტოლერანტულები...