Meta Clinic • კლინიკა მეტა

Meta Clinic • კლინიკა მეტა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Meta Clinic • კლინიკა მეტა, Medical and health, 4 Mikheil Tamarashvili Street, T'bilisi.

„მეტა“ ახალი მრავალპროფილური ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამედიცინო ცენტრია.

უახლესი ტექნოლოგიური აპარატებით აღჭურვილი კლინიკა, რომელიც მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ ექიმებს აერთიანებს, საქართველოში თანამედროვე სამედიცინო მომსახურების სტანდარტს ქმნის.

„მეტაში“ პაციენტებს დახვდებათ კომფორტული გარემო, სადაც უსაფრთხოებისა და დაცულობის ყველა ასპექტი გათვალისწინებულია. რაც მთავარია, კლინიკა მომსახ

ურების ფართო სპექტრს აერთიანებს, შესაბამისად, პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურებით ერთ სივრცეში ისარგებლონ, შედეგად კი დრო დაზოგონ. ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის სურვილების მხედველობაში სრულად მიღება კი ზრდის კმაყოფილების ხარისხს და კლინიკაში სტუმრობას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.

„მეტა კლინიკა“ გთავაზობთ მარტივ სამედიცინო მომსახურებას, რომლის მთელ პროცესშიც მთავარი თქვენ ხართ.

📣 ჩაიტარეთ სასურველი გინეკოლოგიური კვლევები მეტა კლინიკაში🔬 კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც კიდევ უფ...
19/06/2024

📣 ჩაიტარეთ სასურველი გინეკოლოგიური კვლევები მეტა კლინიკაში

🔬 კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც კიდევ უფრო აადვილებს უმაღლესი ხარისხის, სანდო და უტყუარი გინეკოლოგიური მომსახურების მიღებას.

🧪 ადგილზე მოსულ პაციენტებს შესაძლებლობა გექნებათ კვალიფიციური მედ-პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტაროთ შემდეგი სახის კვლევები:

🔹კოლპოსკოპია;
🔹ულტრასონოგრაფია (ექოსკოპიური კვლევა);
🔹საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა;
🔹სქესობრივად გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა;

📞 ვიზიტის დასაგეგმად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: +995 322 223 223
📍 მისამართი: თბილისი, თამარაშვილის 4.

👨‍⚕ ჩაეწერე კონსულტაციაზე მეტა კლინიკაში გასტროენტეროლოგ - გიგა სორდიასთან, საჭმლის მომნელებელი დაავადებების პროფილაქტიკ...
06/06/2024

👨‍⚕ ჩაეწერე კონსულტაციაზე მეტა კლინიკაში გასტროენტეროლოგ - გიგა სორდიასთან, საჭმლის მომნელებელი დაავადებების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით.

👨‍⚕️ გიგა სორდიას კლინიკური საქმიანობის მიმართულებებს წარმოადგენს:

🔹 სანაღვლე გზების პათოლოგიები;
🔹 საყლაპავისა და კუჭის დაზიანებები;
🔹 ნაწლავის დაზიანებები;
🔹 ღვიძლის დაავადებები;
🔹 პანკრეასის დაავადებები.

🛡️ გახსოვდეთ, ექიმთან დროული ვიზიტი ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია!

📞 ვიზიტის დაგეგმვისა ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: +995 322 223 223

📍 მისამართი: თბილისი, თამარაშვილის 4.

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 💙
01/06/2024

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 💙

👩‍⚕️ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ფართოდ გამოიყენება ონკოლოგიური პათოლოგიების როგორც პირველადი დიაგნოსტიკისთვის, ასევ...
27/05/2024

👩‍⚕️ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ფართოდ გამოიყენება ონკოლოგიური პათოლოგიების როგორც პირველადი დიაგნოსტიკისთვის, ასევე მკურნალობის შემდგომი შედეგების შესაფასებლად.

👩‍🔬 კვლევა სტანდარტულად ინიშნება თავის ტვინის სიმსივნური დაზიანების შემთხვევაში, მენჯის ღრუს ონკოლოგიური პათოლოგიების დროს, საჭიროებისამებრ მუცლის ღრუს გამოკვლევისას და ა.შ.

🔬 მეტა კლინიკაში არსებული მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი SIGNA™ Pioneer, უახლესი თაობის 3 ტესლა სიძლიერის აპარატით იძლევა საშუალებას აღნიშნული კვლევები ჩატარდეს უზუსტესად, უმაღლესი ხარისხით და საუკეთესო გარჩევადობით.

⚕️ მაგნიტურ-რეზონანსული სკრინინგით შესაძლებელია სხვადასხვა დაავადებისა თუ პათოლოგიის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, ამიტომაც მისი ჩატარება მიზანშეწონილია პროფილაქტიკის მიზნით და რეკომენდებულია კარცინოფობიის (ონკოლოგიური დაავადებების არსებობის შიში) მქონე ადამიანებისთვის.

🛡️ პროცედურა სრულად უსაფრთხოა პაციენტებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი კვლევა შეზღუდული არ არის.

✅ გამოკვლევას ატარებს და მონაცემებს ამუშავებს ქვეყნის წამყვან რადიოლოგთა გუნდი.

გვეწვიეთ თამარაშვილის გამზირი #4-ში და მიიღეთ 24 საათიანი მომსახურება.

☎️ გამოკვლევაზე ჩასაწერად სამუშაო საათებში (09:00-21:00) დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 223 223
📲 არასამუშაო საათებში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 373 136

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 🇬🇪
26/05/2024

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 🇬🇪

კითხვაზე თუ რატომ არის მამოგრაფიის ჩატარება მნიშვნელოვანი გიპასუხებთ 👇👉  მამოგრაფია - მაღალტექნოლოგიური კვლევაა, ძუძუს კ...
20/05/2024

კითხვაზე თუ რატომ არის მამოგრაფიის ჩატარება მნიშვნელოვანი გიპასუხებთ 👇

👉 მამოგრაფია - მაღალტექნოლოგიური კვლევაა, ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად მაშინ, როდესაც დაავადების ნიშნები თვალით ან შეხებით არ შეიგრძნობა.

ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის ასაკიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გაახალგაზრდავებულია.

დაავადების ადრეული დიაგნოსტირება ხდის მკურნალობას გაცილებით ეფექტურსა და დადებითი შედეგების მომტანს.

მეტა კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის მამოგრაფით -GE General Electric Pristina ტომოსინთეზით (3D გამოსახულებით), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ისეთი დაზიანებების აღმოჩენაც კი, რაც სტანდარტულ მამოგრამებზე უხილავია.

👆 კვლევის შედეგების სწორი შეფასებისა და ინტერპრეტაციის გარანტიას მეტა კლინიკაში დასაქმებული ქვეყნის წამყვანი რადიოლოგები უზრუნველყოფენ 🩺

☑️ მეტა სტანდარტი სამედიცინო დიაგნოსტიკაში → მომსახურება | ექსპერტები | ტექნოლოგიები | ანალიზი

📍 მისამართი: თბილისი, მიხეილ თამარაშვილის გამზირი N4
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 223 223

პაციენტთა განსაკუთრებული მომართვიანობისა და შეთავაზებით დაინტერესების გამო მეტა კლინიკა აახლებს სპეციალურ  #შეთავაზებას ...
16/05/2024

პაციენტთა განსაკუთრებული მომართვიანობისა და შეთავაზებით დაინტერესების გამო მეტა კლინიკა აახლებს სპეციალურ #შეთავაზებას 👇

📣 ენდოკრინოლოგის კონსულტაცია სრულიად #უფასოდ!

დაღლილობა, წონის ცვლილება, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მშრალი კანი, ხასიათის ცვლილება, დეპრესია, თმის ცვენა, სიცივე, სქესობრივი დისფუნქცია, უშვილობა - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის დროსაც საჭირო ხდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

🔬 კლინიკა მეტაში შესაძლებელია ყველა სახის გამოკვლევების ჩატარება, მათ შორის:

✅ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია;
✅ დენსიტომეტრია;
✅ TSH - თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში;
✅ FT4 - თიროქსინის განსაზღვრა სისხლში;
✅ Anti TPO - ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზას მიმართ;
✅ Anti TG - ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ;
✅ HOMA-ინდექსის განსაზღვრა სისხლში;

☑️ მეტა სტანდარტი სამედიცინო დიაგნოსტიკაში → მომსახურება | ექსპერტები | ტექნოლოგიები | ანალიზი

📍 მისამართი: თბილისი, მიხეილ თამარაშვილის გამზირი N4
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 223 223

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
04/05/2024

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

👨‍⚕️ მეტა კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიგი ჩიხლაძე 15-16 მარტს თურქეთში, ქალაქ სტამბულში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერ...
29/04/2024

👨‍⚕️ მეტა კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიგი ჩიხლაძე 15-16 მარტს თურქეთში, ქალაქ სტამბულში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა.

🦿 უცხოელი კოლეგების წინაშე გიგიმ მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროტეზირებასთან დაკავშირებული საკითხების, მიღწეული შედეგებისა და დაგროვებული გამოცდილებების შესახებ ისაუბრა.

🌟 საერთაშორისო პრაქტიკა თითოეულ ექიმს აძლევს საშუალებას განავითაროს ცოდნა და იზრუნოს პაციენტთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუდმივ რეჟიმში.

🩼 მეტა კლინიკის ტრავმატოლოგია/ორთოპედიის სერვისი პაციენტებს სთავაზობს სრულ დიაგნოსტიკურ და ამბულატორიულ მომსახურებას.

კონფერენციის ამსახველი დამატებითი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/jvwGY

📞 ხოლო თუ თქვენც გსურთ, ჩაეწეროთ ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ორთოპედ-ტრავმატოლოგ გიგი ჩიხლაძესთან კონსულტაციაზე მეტა კლინიკაში, დაგვიკავშირდით: + 995 322 223 223

📍 მისამართი: თბილისი, მიხეილ თამარაშვილის გამზირი N4.

🛡️ ჩაიტარე გასტროენტეროლოგიურ-ენდოსკოპიური გამოკვლევა მეტა კლინიკაში OLYMPUS-ის ულტრათანამედროვე ციფრული აპარატით - EVIS...
18/04/2024

🛡️ ჩაიტარე გასტროენტეროლოგიურ-ენდოსკოპიური გამოკვლევა
მეტა კლინიკაში OLYMPUS-ის ულტრათანამედროვე ციფრული აპარატით - EVIS EXERA III.

EVIS EXERA III უზრუნველყოფს სრულყოფილ ვიზუალიზაციას, იძლევა კონტროლისა და სამუშაო პროცესის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობას. აპარატი NBI-ის (ვიწრო ზოლის გამოსახულება) და ორფოკუსიანი ვიდეოკამერის მეშვეობით ავლენს რთულად შესამჩნევ დაზიანებებს ან მიუთითებს პოტენციურ საფრთხეებზე, როგორებიცაა მსხვილი ნაწლავის პოლიპები და ადენომა.

☑️ დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს მკურნალობის პროცესში. მაღალი ხარისხის ვიზუალური მხარდაჭერა ხელს უწყობს და ეხმარება მკურნალ ექიმს შეაფასოს საერთო მდგომარეობა, გეგმაზომიერად გადადგას ქმედითი ნაბიჯები კლინიკური შედეგების გასაუმჯობესებლად.

👩‍🔬 გამოკვლევას ატარებს და მონაცემებს ამუშავებს ქვეყნის წამყვან ენდოსკოპისტთა და გასტროენტეროლოგთა გუნდი

☎️ გამოკვლევაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 223 223

🩺 30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა.
30/03/2024

🩺 30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა.

ჩაიტარე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია მეტა კლინიკაში თქვენთვის სასურველ დროს, 24 საათის მანძილზე ⏲️🔬 კლინიკა მეტა აღჭუ...
26/03/2024

ჩაიტარე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია მეტა კლინიკაში თქვენთვის სასურველ დროს, 24 საათის მანძილზე ⏲️

🔬 კლინიკა მეტა აღჭურვილია SIGNA™ Pioneer-ის უახლესი თაობის 3 ტესლა სიძლიერის აპარატით, რომელიც იძლევა საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მიღების საშუალებას, ხასიათდება ნაკლები ხმაურითა და განიერი გვირაბით.

✅ გამოკვლევას ატარებს და მონაცემებს ამუშავებს ქვეყნის წამყვან რადიოლოგთა გუნდი.

☎️ გამოკვლევაზე ჩასაწერად სამუშაო საათებში (09:00-21:00) დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 223 223
📲 არასამუშაო საათებში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 373 136

📍 მისამართი: თბილისი, მიხეილ თამარაშვილის გამზირი N4

Address

4 Mikheil Tamarashvili Street
T'bilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 21:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 21:00
Saturday 10:00 - 16:00

Telephone

+995322223223

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Meta Clinic • კლინიკა მეტა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Meta Clinic • კლინიკა მეტა:

Share