KidCo. სამედიცინო გენეტიკის და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • KidCo. სამედიცინო გენეტიკის და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ცენტრი

KidCo. სამედიცინო გენეტიკის და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ცენტრი პედიატრიული მომსახურების საუკეთესო გამოცდილება

20/10/2023

🔴 ორშაბათიდან-23.10.2023 ჩვენს კლინიკაში შესაძლებელი იქნება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია, 4 კომპონენტიანი ვაქცინით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით- 0322251712, ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.

🦠 მიმდინარე სეზონზე გავრცელებულ ვირუსებთან დაკავშირებით,  #კიდკო გირჩევთ:1⃣ ჩაიტარეთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცი...
20/12/2022

🦠 მიმდინარე სეზონზე გავრცელებულ ვირუსებთან დაკავშირებით, #კიდკო გირჩევთ:

1⃣ ჩაიტარეთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თქვენ და თქვენმა პატარებმა.

2⃣ ნიღბის გამოყენება ხალხმრავალ ადგილებში და ხელების ხშირი დაბანა ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს.

3⃣ ცხელების შემთხვევაში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე და გამოიყენეთ სიცხის დამწევი პრეპარატები- (პარაცეტამოლი ან იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები)

4⃣ არ მიიღოთ ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე.

5⃣ თუ თქვენი ბავშვი არის 3 თვემდე ასაკის და მას აქვს ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ღებინება ან დიარეა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

🖇 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📞 +032 2 251712

02/12/2022

🩺 როგორია ერთი დღე პედიატრთან კიდკოში და როგორ ამარტივებს #კიდკოს გუნდი კლინიკაში ვიზიტს ბავშვისა და მშობლისთვის ⬇

👧 მენარქე - იგივე პირველი მენსტრუაცია, საშუალოდ 10-14 წლის ასაკში იწყება და ის მოზარდი გოგონებისთვის საყურადღებო ეტაპია....
22/11/2022

👧 მენარქე - იგივე პირველი მენსტრუაცია, საშუალოდ 10-14 წლის ასაკში იწყება და ის მოზარდი გოგონებისთვის საყურადღებო ეტაპია.

🟣 ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია პირველი მენსტრუაციული ციკლი, რომელსაც გოგონები სხვადასხვანაირად აღიქვამენ. პირველი - ეს შესაძლოა იყოს შეგრძენება, რომ ის გაიზარდა, ბავშვობის ეტაპი თითქოსდა დასრულდა, მზადება შვილოსნობისთვის და მეორე - აქამდე არარსებული შეგრძნება - ციკლის დროს ტკივილის და დისკომფორტის განცდა, მოძრაობის თავისუფლების შეზღუდვა. ფიქრი იმაზე, ხვდებიან თუ არა ამ ცვლილებებს გარშემომყოფები და ა.შ.

🌱 სქესობრივი მომწიფების პროცესში მნიშვნელოვანია ვიზიტი გინეკოლოგთან, ჰორმონალური მდგომარეობის განსაზღვრა, კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და სასქესო ორგანოს ექოსკოპიური თუ გარეგანი დათვალიერება.

🖇 #კიდკოს ბავშვთა გინეკოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

📞 +032 2 251712

#ბავშვთაგინეკოლოგია #პირველიმენსტრუაცია

🔛 ოჯახზე ორიენტირებული ზრუნვა  #კიდკოს პრიორიტეტია
18/11/2022

🔛 ოჯახზე ორიენტირებული ზრუნვა #კიდკოს პრიორიტეტია

- რა არის დღის სტაციონარი და რა უპირატესობა აქვს მას❓ - კლინიკა  #კიდკოში ფუნქციონირებს დღის სტაციონარის პედიატრიული გან...
11/11/2022

- რა არის დღის სტაციონარი და რა უპირატესობა აქვს მას❓

- კლინიკა #კიდკოში ფუნქციონირებს დღის სტაციონარის პედიატრიული განყოფილება, რაც გულისხმობს მკურნალობას დღის განმავლობაში, ხოლო ღამით პაციენტები ბრუნდებიან სახლში, ექიმის შემდგომი მეთვალყურეობით.

🔝 დღის სტაციონარის უპირატესობაა, რომ იგი სრულად არის მორგებული ბავშვსა და მშობელზე.

🔛 ინდივიდუალური პალატები, სადაც პატარა პაციენტები დღის განმავლობაში იმყოფებიან, უზრუნველყოფილია სველი წერტილებით. ასევე, ბავშვთან შესაძლებელია მშობლის ან მისთვის სასურველი ადამიანის დასწრება, რაც მათ კიდევ უფრო უმარტივებთ მკურნალობის პროცესს.

🖇 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📞 +032 2 251712

📌 კიდკოში პაციენტთა ნაკადების მართვა ბავშვებსა და მშობლებზეა მორგებული ⬇1⃣ ექიმთან ვიზიტი განისაზღვრება მინიმუმ 30 წუთით...
09/11/2022

📌 კიდკოში პაციენტთა ნაკადების მართვა ბავშვებსა და მშობლებზეა მორგებული ⬇

1⃣ ექიმთან ვიზიტი განისაზღვრება მინიმუმ 30 წუთით. პაციენტთა ჩაწერები იგეგმება ისეთი ინტერვალებით, რომ არ მოხდეს ბავშვების ერთმანეთთან გადაკვეთა, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს რიგის პრინციპს.

2⃣ მოავადე და ჯანმრთელი პაციენტების (რომლებმაც მომართეს კლინიკას გეგმიური შემოწმებისთვის ან ვაქცინაციაზე) ვიზიტები ხორციელდება ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ზონაში, რაც გვაძლევს საშუალებას, მინიმუმამდე დავიყვანოთ "კლინიკაში ინფიცირების შემთხვევები"

3⃣ შემდგომი ვიზიტი 10 დღის განმავლობაში უფასოა და შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ვიდეოკონსულტაციით.

🖇 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📞 +032 2 251712

✅ კიდკო აგრძელებს შეთავაზებას - პედიატრის კონსულტაციას და ნეიროსონოსკოპიას 65 ლარად 135 ლარის მაგივრად.👶 ახალშობილობის პ...
03/11/2022

✅ კიდკო აგრძელებს შეთავაზებას - პედიატრის კონსულტაციას და ნეიროსონოსკოპიას 65 ლარად 135 ლარის მაგივრად.

👶 ახალშობილობის პერიოდში საფუძველი ეყრება ბავშვის შემდგომ განვითარებასა და ჯანმრთელობას.

🔛 ამ დროს მნიშვნელოვანია ჩვილის დეტალური გასინჯვა, ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქომოტორულიგანვითარების შეფასება.

🩺 დაბადების შემდეგ ბავშვს უტარდება სხვადასხვა სკრინინგული კვლევა, მათ შორის ნეიროსონოსკოპია, რაც გულისხმობს თავის ტვინის ულტრაბგერით კვლევას დიდი ყიფლიბანდის მეშვეობით.

✅ პროცედურა უსაფრთხოა და არ საჭიროებს დიდ დროს.

🗓 სასურველია, ჩატარდეს დაბადებიდან არაუგვიანეს 1 თვეში და საჭიროების შემთხვევაში იძლევა საშუალებას დავაკვირდეთ ბავშვის თავის ტვინის განვითარებას სანამ ყიფლიბანდი რჩება ღია.

🖇 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

📞 +032 2 251712

🥣 ბავშვების უმეტესობას არ უყვარს წვნიანი კერძი, რაც ხშირად ხდება მათი ტირილისა და ,შესაბამისად, მშობლების მღელვარების მი...
01/11/2022

🥣 ბავშვების უმეტესობას არ უყვარს წვნიანი კერძი, რაც ხშირად ხდება მათი ტირილისა და ,შესაბამისად, მშობლების მღელვარების მიზეზი.

🍲 რეალურად, წვნიანი კერძი ერთ ფიალაში თავმოყრილი, ბოსტნეულის, ხორცისა და წყლის კომბინაციაა, ნახარშის სახით.

🥦🥩 სინამდვილეში კი ცალკე მირთმეული უმი ან თერმულად სწორად დამუშავებული ბოსტნეული და ხორცი ბევრად უფრო ჯანსაღი და სასარგებლოა.

🫗 ამასთან ერთად, თუ ბავშვი დღის განმავლობაში იღებს 2 ლიტრამდე წყალს - ანაცვლებს წვნიანი კერძის საჭიროებას.

☑ მშობლებს ვურჩევდით, ნუ დავაძალებთ ბავშვებს წვნიანის მირთმევას, თუ ეს მათზე სტრესულად მოქმედებს. უმჯობესია, ჩავრთოთ ისინი საკვების მომზადების პროცესში და დავეხმაროთ დამოუკიდებლად კვების უნარების ჩამოყალიბებაში.

🖇 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📞 +032 2 251712

გაიცანით  #კიდკოს გუნდი💭 მარიამ გუგუშვილი - საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი და ევრო...
27/10/2022

გაიცანით #კიდკოს გუნდი

💭 მარიამ გუგუშვილი - საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი და ევროპის გინეკოლოგ პედიატრთა ასოციაციის წევრი - გოგონების სქესობრივ მომწიფებაზე, გვირჩევს:

🟣 5 ძირითადი ცვლილება სქესობრივი მომწიფების დროს:

✔ სიმაღლეში ზრდა ,რომელიც წინ უსწრებს მენსტრუალური ციკლის დაწყებას
✔ მენჯის ფორმის ცვლილება - გაფართოება
✔ ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის შემცველობის ზრდა
✔ სარძევე ჯირკვლების განვითარება - ჩამოყალიბება
✔ გამჭვირვალე/უფერო გამონადენი, მენსტრუალური ციკლი

🟣 ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია პირველი მენსტრუაციული ციკლი, რომელსაც გოგონები სხვადასხვანაირად აღიქვამენ. პირველი - ეს შესაძლოა იყოს შეგრძენება, რომ ის გაიზარდა, ბავშვობის ეტაპი თითქოსდა დასრულდა, მზადება შვილოსნობისთვის და მეორე - აქამდე არარსებული შეგრძნება - ციკლის დროს ტკივილის და დისკომფორტის განცდა, მოძრაობის თავისუფლების შეზღუდვა. ფიქრი იმაზე, ხვდებიან თუ არა ამ ცვლილებებს გარშემომყოფები და ა.შ.

🟣 პუბერტატულ პერიოდში დგება საკუთრი სხეულის დაკვირვების და შეცნობის ეტაპი. გოგონები ხშირად იკეტებიან სააბაზანოში და აკვირდებიან ცვლილებებს საკუთარ სხეულში. ზოგიერთი შესაძლოა ძალიან მგრძნობიარე იყოს ამ ცვლილებების მიმართ და კონფლიქტი ჰქონდეს საკუთან სხულთან.

🟡 ამ პერიოდში შეიძლება თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმა როგორიცაა აკნე , დისმენორეა (მენსტრუალური ციკლის დარღვევა) , მტკივნეული მენსტურაცია, წონაში მომატება და ჭარბი გამონადენი საშოდან.

❗ამ პროცესის სწორად სამართავად, საჭიროა გინეკოლოგთან კონსულტაციის გავლა

🖇 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📞 +032 2 251712

📣 განსაკუთრებული შეთავაზება➡  #კიდკო გთავაზობთ ორთოპედის კონსულტაციას და მენჯ-ბარძაყის სახსრის ექოსკოპიას 70 ლარად  140 ...
25/10/2022

📣 განსაკუთრებული შეთავაზება

➡ #კიდკო გთავაზობთ ორთოპედის კონსულტაციას და მენჯ-ბარძაყის სახსრის ექოსკოპიას 70 ლარად 140 ლარის ნაცვლად.

🦵 საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე დაკვირვება იწყება ახალშობილობის პერიოდიდან და გრძელდება ზრდასრულ ასაკამდე. ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად საჭიროა ბავშვის კლინიკური შეფასება და პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება, რაც გვაძლევს საშუალებას ამოვიცნოთ და გამოვავლინოთ თანდაყოლილი თუ შეძენილი პათოლოგია.

👉 უნდა აღინიშნოს, რომ 3-თვემდე ასაკი არის მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც ტარდება მენჯ-ბარძაყის სახსრის სკრინინგული ექოსკოპიური კვლევა თანდაყოლილი დისპლაზიის გამორიცხვის მიზნით, რადგან ამ ასაკში დაწყებული მკურნალობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დაავადების გამოსავალს.

👉 გახსოვდეთ! თუ ბავშვს აღენიშნება მენჯ-ბარძაყის სახსრის შეფასების დადებითი ტესტები, ანამნეზში მშობლების ან და-ძმის მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგია, იგი მიეკუთვნება რისკის ჯგუფს და საჭიროებს ორთოპედის კონსულტაციას.

🖇 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📞 +032 2 251712

🟣 დაბინძურებული ჰაერი, მავნე გამოსხივება, სტრესი და არაჯანსაღი კვება - ასეთია ეკოლოგიური გარემო, სადაც მოზარდებს უწევთ ც...
18/10/2022

🟣 დაბინძურებული ჰაერი, მავნე გამოსხივება, სტრესი და არაჯანსაღი კვება - ასეთია ეკოლოგიური გარემო, სადაც მოზარდებს უწევთ ცხოვრება.

↔ ბავშვების ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია სწორი, სრულფასოვანი დაბალანსებული კვება, რის გარეშეც იქმნება სხვადასხვა დაავადების გამოვლენის რისკი.

🔝 დაბალანსებული კვება, მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტის და საკმარისი სითხის მიღება, მოწესრიგებული კვების რეჟიმი, ის ძირითადი საკითხებია, რასაც მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება და გაითვალისწინონ ექიმის რჩევები.

🖇 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📞 +032 2 251712

13/10/2022

კიდკოს გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

👶 ახალშობილობის პერიოდში საფუძველი ეყრება ბავშვის შემდგომ განვითარებასა და ჯანმრთელობას. 🔛 ამ დროს მნიშვნელოვანია ჩვილის...
12/10/2022

👶 ახალშობილობის პერიოდში საფუძველი ეყრება ბავშვის შემდგომ განვითარებასა და ჯანმრთელობას.

🔛 ამ დროს მნიშვნელოვანია ჩვილის დეტალური გასინჯვა, ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქომოტორულიგანვითარების შეფასება.

🩺 დაბადების შემდეგ ბავშვს უტარდება სხვადასხვა სკრინინგული კვლევა, მათ შორის ნეიროსონოსკოპია, რაც გულისხმობს თავის ტვინის ულტრაბგერით კვლევას დიდი ყიფლიბანდის მეშვეობით.

✅ პროცედურა უსაფრთხოა და არ საჭიროებს დიდ დროს.

🗓 სასურველია, ჩატარდეს დაბადებიდან არაუგვიანეს 1 თვეში და საჭიროების შემთხვევაში იძლევა საშუალებას დავაკვირდეთ ბავშვის თავის ტვინის განვითარებას სანამ ყიფლიბანდი რჩება ღია.

🧠 არსებობს თავის ტვინის თანდაყოლილი დაავადებები, რომლებიც დაბადებისთანავე არ ვლინდება კლინიკურად ან ვლინდება მოგვიანებით. მათი მიზეზი ხშირად უცნობია.

🔝 სწორედ ამიტომ, რუტინული ნეიროსონოსკოპია გვაძლევს საშუალებას ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ პრობლემა და შევძლოთ მისი დროულად აღმოფხვრა.

✅ კიდკო გთავაზობთ პედიატრის კონსულტაციას და ნეიროსონოსკოპიას 65 ლარად 135 ლარის მაგივრად.

🖇 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

📞 +032 2 251712

🟠 ჭარბი წონა ბავშვებსა და მოზარდებში ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული პათოლოგიაა. ↔ იგი ბევრ რისკთან არის ასოცირებული, რო...
04/10/2022

🟠 ჭარბი წონა ბავშვებსა და მოზარდებში ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული პათოლოგიაა.

↔ იგი ბევრ რისკთან არის ასოცირებული, როგორებიცაა:

⚪ შაქრიანი დიაბეტი
⚪ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
⚪ მოზარდებში ზრდა-განვითარების და სქესობრივი მომწიფების დარღვევები და სხვა.

🟠 #კიდკოს ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნატალია მოსულიშვილი გვირჩევს:

🔛 ჭარბ წონასთან ბრძოლაში ერთ-ერთი ეფექტური მისი პრევენციაა, რაც მოითხოვს მშობლის ჩართულობასაც.

🍏 აუცილებელია, ბავშვს მცირე ასაკიდანვე ვასწავლოთ ჯანსაღი არჩევანის გაკეთება, მივაჩვიოთ სწორ კვებას და ფიზიკურ აქტივობას დღის განმავლობაში.

🩺 მნიშვნელოვანია, ექიმთან დროული ვიზიტი, რადგან სწორი და ადრეული დიაგნოსტიკა ნებისმიერი დაავადების დამარცხების საუკეთესო წინაპირობაა.

🖇 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

📞 +032 2 251712

🦠 სეზონური გრიპებისა და მათი გართულებებისგან თავის დასაცავად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური გამოსავალია.🔝  #კიდკოში უკვე შე...
29/09/2022

🦠 სეზონური გრიპებისა და მათი გართულებებისგან თავის დასაცავად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური გამოსავალია.

🔝 #კიდკოში უკვე შესაძლებელია ჩაიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან, 4-კომპონენტიანი ვაქცინით.

🖇 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📞 +032 2 251712

Address

K. Chachava 1/5 , კონსტანტინე ჩაჩავას 1/5
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322251712

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when KidCo. სამედიცინო გენეტიკის და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to KidCo. სამედიცინო გენეტიკის და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ცენტრი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category