25/01/2024
იანტრა-მედიტაციის 21 დღიანი მარათონი 3 თებერვლიდან
იანტრა - სამყაროს სიბრძნის ენერგო-ინფორმაციული კოდია, რომლითაც ხდება ადამიანის ცნობიერების ყველა დონისა და განზომილების წმენდა-ტრანსფორმაცია-ავსება საწყისი შემოქმედი ენერგიებით;
იანტრა - შემოქმედების საბოლოო მიზნის განმსაზღვრელი მატრიცაა ცხოვრების ყველა სფეროში;
იანტრა - ფსიქო-ენერგეტიკული სქემა-დიაგრამაა, რომელიც საფუძვლად უდევს ყველაფრის სიცოცხლეს - უმცირესი უჯრედიდან დაწყებული, ადამიანს, პლანეტას, გალაქტიკას;
21დღიანი იანტრა-მედიტაციური პრაქტიკები გაძლევთ - უძლიერეს უნიკალურ ინსტრუმენტებს საკუთარ ქვეცნობიერთან, არაცნობიერთან, ზეცნობიერთან სამუშაოდ, მთელი თქვენი პოტენციალების გამოსავლენად ცხოვრებაში, ნამდვილი მე-ს შესაცნობად და ყოველდღიურობის გადაყვანას სრულიად ახალ განზომილებაში, სადაც თქვენ ხართ თავისუფალი, ენერგიით სავსე, იდეებითა და დადებითი თვისებებით სავსე, საკუთარი მიზნებისკენ ნათელი და მსუბუქი, ეფექტური ნაყოფიერი გზებით მავალი, აქ და ახლა გასხივოსნებული ცნობიერების მატარებელი.
21 დღიანი იანტრა-მედიტაციის მარათონი იწყება 3 თებერვალს, მედიტაციები შესრულდება დილით და საღამოს, იქნება ჩანაწერები, რომელთა საშუალებით შემოუერთდებით და შეასრულებთ მათ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას. თქვენ მთელი ამ ხნის მანძილზე ისაზრდოებთ ერთიანი ენერგეტიკული ველიდან, რომელიც ავსილი იქნება მუდამ სიყვარულით, სინათლით, სიბრძნით, ზეციური ელექსირით.
ერთობლივი მედიტაციები შესრულდება როგორც ფეისბუქზე, ასევე ზუმში.
21 დღიანი იანტრა-მარათონის ენერგო-ბალანსია 70 სიყვარულის ლარი.
აი ეს არის ანგარიშები, და აუცილებლად მოიწერეთ შემდგომში პირადად მესენჯერში https://www.facebook.com/mzeonaiberieli/ რომ ჩაგწეროთ ფეისბუქ დახურულ ჯგუფში.
1. საქართველოს ბანკის ანგარიში GE25BG0000000143300400 ირმა ხარაზიშვილი.
2. ნებისმიერი ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილით. მიმღების მონაცემები: IRMA KHARAZISHVILI. TBILISI. GEORGIA.
უფრო ვრცლად ამ მარათონის შესახებ, იანტრების შესახებ გიზიარებთ ვიდეო-მოწვევას, რაც უკვე არის შესავალი ამ საოცარი მარათონისათვის.
უდიდესი მადლობა ყველას შემოერთებისათვის, რადგანაც ყველაფერი, რასაც თქვენს გულებსა და ცნობიერებაში ანათლებთ და ხსნით - ნათლდება და იხსნება მთელ სამყაროში. თქვენ ხდებით სინათლისა და სიბრძნის წმინდა გამტარი. დალოცვილი ყოფილიყოს თქვენი სულის უნიკალური გზა დედამიწაზე.
სიყვარულით გულიდან გულში მზეონა იბერიელი.
https://www.facebook.com/mzeonaiberieli/
21 დღიანი იანტრა-მედიტაციის მარათონი იწყება 3 თებერვალს, მედიტაციები შესრულდება დილით და საღამოს, იქნება ჩანაწერ.....