31/01/2024
Paradox Omegq 3D Chews 60 Chewebel Caps
ომეგა 3D საღეჭი
ომეგა 3 თევზის ზეთი
D3 ვიტამინით
საღეჭი კაფსულა მთელი ოჯახისთვის
შავი მოცხარის გემოთი
განსხვავებული ომეგას ზეთი
მაღალი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების შემცველობით და ვიტამინი D3-თ
სუფთა და ბუნებრივი ინგრედიენტები.
პარადოქსი აერთიანებს კვლევებს ხმელთაშუა ზღვისა და არქტიკული დიეტებიდან, რის შედეგადაც შეიქმნა ბუნებრივი ზეთების უნიკალური ნაზავი, უფრო სტაბილური უფრო ეფექტური.
ინფორმაცია:
(თითო კაფსულა)
ომეგა 3 - 275 მგ
EPA, DPA, DHA - 240 მგ
ვიტამინი D3 - 400ს.ე
ინგრედიენტები:
სუფთა ომეგა 3 თევზის ზეთი, სუფთა ექსტრა ზეითუნის ზეთი, სუფთა ლიმონის ზეთი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).
კაფსულის გარსი: ჰალალი მსხვილფეხა რქოსანის ჟელატინი bp, გლიცეროლი bp, შავი მოცხარის არომატიზატორი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, შავი რკინის ოქსიდის პასტა, თეთრი ტიტანის ოქსიდის პასტა, სუკრალოზა, კარმინის წითელი.
მითითება:
რეკომენდებული დღიური მიღება: 5+ წელი: 1 კაფსულა პერორალურად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
თუ ორსულად ხართ ან იღებთ ანტიკოაგულანტებს, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ამ პროდუქტის მიღებამდე.
სხვა:
გარანტირებულია ბრიტანული ხარისხი .
შესაფერისია ჰალალისთვის.
შემცირებული შეფუთვა.
გამოყენებამდე შეამოწმეთ, რომ შეფუთვა გაუხსნელია.
ინახება 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატები არ არის გამიზნული რაიმე დაავადების სამკურნალოდ ან განკურნებისთვის.
დღის რომელი მონაკვეთია საუკეთესო ომეგა -3-ის მისაღებად?
არ არსებობს დღის არასწორი მონაკვეთი თევზის ზეთის დანამატების მისაღებად. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ადამიანები უფრო ეფექტურად ითვისებენ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, როდესაც მათ იღებენ ცხიმიან საკვებთან ერთად
სწორედ ამიტომ, შესაძლოა არ არის საუკეთესო ვარიანტი საუზმესთან ერთად მათი მიღება, რადგან ამ დროს, როგორც წესი, მხოლოდ მცირე ულუფის საჭმელს მივირთმევთ
რამდენი ხანი სჭირდება ომეგა -3-ს, რომ მაქიმალურად გამოავლინოს დადებითი ზემოქმედება და ჯანმრთელობისთვის სარგებელი?
მიუხედავად იმისა, რომ ომეგა 3 საკ.დანამატის მიღების შემდეგ ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების სისხლში მოხვედრას მხოლოდ სამი-ოთხი საათი სჭირდება, მისი მოქმედების ეფექტის გამოსავლენად მეტი დროა საჭირო. ეს იმიტომ ხდება, რომ ცხიმოვანი მჟავები ჯერ გააჯერებენ ჩვენს სისხლს, შემდეგ ნელ-ნელა იწყებენ დაგროვებას ქსოვილებში, სადაც მათი მოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. DHA და EPA ჯერ გააჯერებენ სისხლის წითელი უჯრედების მემბრანებს (24 საათში),შემდეგ გადაადგილდებიან ჩვვენს სხეულში და იმ ადგილებში, სადაც ისინი ყველაზე მეტადაა საჭირო, როგორიცაა ჩვენი ტვინი და გული. გასათვალისწინებელია, რომ ომეგა3 -ის მოქმედების დაწყება, ასევე დამოკიდებულია თევზი ზეთში EPA და DHA-ს კონცენტრაციაზე, დანამატის საერთო ხარისხზე და ა.შ.
სისხლში EPA-ს და DHA-ს ოპტიმალური დონის მიღწევას და მათ მაქსიმალურად ამოქმედებას შეიძლება დასჭირდეს ერთი თვე, მაგრამ ტვინსა და გულში ამ პროცესმა შესაძლოა 3 თვემდე დრო მოითხოვოს. ხოლო როცა საქმე ეხება სხვა სიმპტომებს (განწყობის ცვალებადობა ან ტკივილი), საკ. დანამატების მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევას შესაძლოა 6 თვემდეც კი დასჭირდეს.
ასე რომ, ომეგა -3 დანამატების მიღება არის არა სწრაფი, არამედ გრძელვადიანი გამოსავალი.
ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ომეგა -3 დანამატი არ ავლენს თავის სასარგებლო ეფექტს დაუყოვნებლივ, მნიშვნელოვანია ვიყოთ თანმიმდევრული და მივიღოთ ის მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, რათა ვნახოთ ჭეშმარიტი შედეგი. ჩვენი დანამატის ყოველდღიურად მიღების საუკეთესო გზაა მისი ჩვევად გადაქცევა, ყოველდღიურ რუტინაში მისი ჩართვა.
დაიმახსოვრეთ ომეგა3 მიღება უფრო სასარგებლოა საღამოს ნოყიერ კვებასთან ერთად, მაგალითად ვახშამთან ერთად. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მივიღოთ დანამატი რეგულარულად, იდეალურ ვარიანტში ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს
რა რაოდენობით უნდა მივიღოთ ომეგა3?
რამდენი ომეგა -3 უნდა მივიღოთ, დამოკიდებულია ჩვვენს სხეულზე, ცხოვრების წესზე და საჭიროებებზე. ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად სპორცმენები, დღეში 14 კაფსულამდე თევზის ზეთსაც კი იღებენ, რადგან ისინი ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობენ, მათ სხეულს დიდი მოთხოვნილება აქვს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავაზე, რათა შეინარჩუნონ ფორმა და იყვნენ ძლიერი ვარჯიშის დროს.
როგორც იცით სხვადასხვა სანდო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები გვირჩევს დღეში 250-დან 500 მგ-მდე კომბინირებული EPA და DHA მიღებას , ეს ეხება ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს. რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს და შესაბამისად გაიზარდოს ყოველდღიურად მისაღები კაფსულების რაოდენობაც. მიიღეთ უმაღლესი ხარისხის, სუფთა და ბუნებრივი PARDOX OMEGA 3 საკვები დანამატები, შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და გაიუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხი!