Blood Coagulation Center/სისხლის შედედების ცენტრი/ლაბორატორია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Blood Coagulation Center/სისხლის შედედების ცენტრი/ლაბორატორია

Blood Coagulation Center/სისხლის შედედების ცენტრი/ლაბორატორია სისხლის შედედების ცენტრი გთავაზობთ სისხლის შემადედებელი სისტემის სრულყოფილ გამოკლვევას.

📌 როგორ ხდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტირება?  ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია, გამო...
15/03/2020

📌 როგორ ხდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტირება?

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება საკმარისი არ არის. აუცილებელია დადებითი ლაბორატორიული კვლევების თანხვედრა კლინიკურ გამოვლინებებთან, როგორიცაა: თრომბოზი და სამეანო პათოლოგია (თვითნებითი აბორტი, მკვდრადშობადობა). ანუ უფრო გასაგები რომ იყოს პაციენტს, რომელსაც აღმოაჩნდება ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები აუცილებელია ამავდროულად ანამნეზში ჰქონდეს ზემოთ აღნიშნული პათოლოგიები. სამწუხაროდ საქართველოში ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტირება ხდება საერთაშორისო რეკომენდაციების გვერდის ავლით. ლაბორატორიული კვლევებიდან აუცილებელია გაკეთდეს:

👉1) მგლურას ანტიკოაგულანტის (LA)
👉2) ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულების G და M
👉3) ანტი-β2გლიკოპროტეინი1 G და M. კვლევის ღირებულება-400 ლარი.

დიაგნოზის საბოლოო ვერიფიცირებისათვის აუცილებელია ლაბორატორიული კვლევები გადამოწმდეს პირველი ანალიზის ჩატარებიდან 12 კვირაში‼️

🚗 მისამართი: თბილისი. ლუბლიანას ქუჩა N16
⏰ ორშაბათი-პარასკევი 10:00 -18:00 .
☎️ (+995) 511 161 161

#სისხლისშედედებისცენტრი🌡
#გისურვებთჯანმრთელობას😍

📌🌡ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და ორსულობა🤰    ✅აფს მეან–გინეკოლოგების დიდი პრობლემაა. ამ სინდრომთან არის დაკავშირებული შე...
15/03/2020

📌🌡ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და ორსულობა🤰

✅აფს მეან–გინეკოლოგების დიდი პრობლემაა. ამ სინდრომთან არის დაკავშირებული შემდეგი სამეანო პათოლოგიები:
🔹 ვადამდე მიუტანელი ორსულობა;
🔹მორეციდივე სპონტანური აბორტები;
🔹 ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი;
🔹 ნაადრევი მშობიარობა.
✅მსგავს გამოვლინებებს ადგილი აქვს ორსულთა 80%–ში,
რომლებსაც დაუდგინდათ ეს სინდრომი.
✅ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნათ ვადამდე მიუტანელი ორსულობა 27–42%–ში დაესვათ აფს–ის დიაგნოზი, ამავე ჯგუფში ადეკვატური მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ნაყოფის სიკვდილი დაფიქსირდა 90–95%–ში.
✅სამეანო პათოლოგიის საფუძველს წარმოადგენს პლაცენტის სისხლძარღვების თრომბოზი და ფეტოპლაცენტარული უკმარისობის განვითარება.

📍მისამართი: თბილისი. ლუბლიანას ქუჩა N16
⏰ორშაბათი -პარასკევი 09:00 -18:00 ;
📲 (+995) 511 161 161

#სისხლისშედედებისცენტრი🌡
#გისურვებთჯანმრთელობას😍

🆘 სისხლის გამათხელებლებელი საშუალებების გადამეტებული გამოყენება ორსულებში🆘 რა არის ამის მიზეზი❓🔺 ბოლო რამოდენიმე წელია ს...
14/03/2020

🆘 სისხლის გამათხელებლებელი საშუალებების გადამეტებული გამოყენება ორსულებში🆘 რა არის ამის მიზეზი❓

🔺 ბოლო რამოდენიმე წელია საქართველოში ძალიან აქტიურად გამოიყემება სისხლის გამათხელებლების საშუალებები ორსულ ქალბატონებში. უფრო მეტიც, რაც უფრო დრო გადის მით უფრო მცირდება იმ ორსული ქალბატონების რაოდენობა, რომელსაც ორსულობის პერიოდში 1 ჯერ მაინც არ გამოუყენებია სისხლის გამათხელებელი საშუალებები. საქართველოს სტატისტიკა მკვეთრად განსხავდება აშშ-ს და ევროპის სტატისტიკისაგან, სადაც სისხლის გამათხელებელი საშუალებები ინიშნება ბევრად უფრო იშვიათად და მხოლოდ მკაცრი ჩვენებით. ზემოთ მოხსენიებული მედიკამენტების ჭარბი გამოყენების მიზეზს წარმოადგეს ორსულობის პერიდოში ჩატარებული კვლევების არასწორი ინტერპრეტირება და საერთაშორისო რეკომენდაციებისა და გაიდლაინების (ACOG, RCOG, ACCP) მკაცრი კრიტერიუმების უგულვებელყოფა. ასე მაგალითად: დ-დიმერი, რომლის ნორმიდან გადახრა წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში სისხლის გამათხელებლის დანიშვნის ყველაზე ხშირ მიზეზს, საერთოდ ამოღებულია იმ ლაბორატორიული კლვევების ნუსხიდან, რის საფუძვლეზეც შესაძლებელია განისაზღვროს სისხლის გამათხელებლის დანიშვნის ჩვენება. იგივე ეხება პროთრომბინის ინდექსს და ფიბრინოგენს. ხასგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ არც დ-დიმერის არც ფიბრინოგენის და არც პროთრომბინის ინდექსის მაჩვენებლების მატება არ არის სისხლის გამათხელებლის დანიშვნის კრიტერიუმი.

🚗 მისამართი: თბილისი. ლუბლიანას ქუჩა N16
⏰ ორშაბათი -პარასკევი 10:00 -18:00 .
☎️ (+995) 511 161 161

#სისხლისშედედებისცენტრი🌡
#გისურვებთჯანმრთელობას😍

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995511161161

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Blood Coagulation Center/სისხლის შედედების ცენტრი/ლაბორატორია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Blood Coagulation Center/სისხლის შედედების ცენტრი/ლაბორატორია:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category