A S M - მედიცინა

A S M - მედიცინა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from A S M - მედიცინა, Medical and health, Tbilisi.

,,ყბა-სახის ქირურგიულ სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის შეფასება საქართველოში"ავტორები: ალეკო სოფრომაძე, ნატა ყაზა...
13/11/2025

,,ყბა-სახის ქირურგიულ სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის შეფასება საქართველოში"

ავტორები: ალეკო სოფრომაძე, ნატა ყაზახაშვილი, ნიკა სოხაძე.

ყბა-სახის ქირურგიულ სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის შეფასება საქართველოში ავტორები ალეკო სოფრომაძე ....

გულის ფრიალი არის გულისცემის აჩქარების, არარეგულარულობის, გაძნელების ან ერთდროულად ამ ყველაფრის შეგრძნება. პაციენტი შესა...
21/04/2024

გულის ფრიალი არის გულისცემის აჩქარების, არარეგულარულობის, გაძნელების ან ერთდროულად ამ ყველაფრის შეგრძნება. პაციენტი შესაძლოა მიუთითებდეს ამ შეგრძნებაზე გულმკერდის, ყელის ან კისრის არეში. გულის ფრიალი ბევრს აშინებს!

გულის ფრიალი მარიკა დვალი 2015-12-24 20:18:11+04:00 არითმიაგულის ფრიალის მიზეზი ყველაზე ხშირად გულის რიტმის დარღვევა ანუ არითმ...

21/04/2024

იმუნიზაციის კვირეული 21-27 აპრილი, 2024
ევროპის იმუნიზაციის კვირეული, ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. მიმდინარე წელს, კვირეული 21-27 აპრილს აღინიშნება და ევროპის რეგიონში იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის (EPI) 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს პროგრამის მიღწევებზე 50 წლის განმავლობაში და იმაზე, თუ როგორ იცავს ვაქცინაცია თაობების ჯანმრთელობას ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან.

1974 წელს დაიწყო იმუნიზაციის გლობალური გაფართოებული პროგრამა, რათა ყველა ბავშვს, ყველა ქვეყანაში, ესარგებლა სიცოცხლის გადამრჩენი/შემანაჩუნებელი ვაქცინებით 6 პოტენციურად ფატალური დაავადების წინააღმდეგ. 1974 წლიდან, ვაქცინაციის წყალობით აღმოიფხვრა ყვავილი, შემცირდა ველური პოლიოვირუსის გავრცელების გეოგრაფიული დიაპაზონი ორ ქვეყანამდე; მკვეთრად შემცირდა წითელას, წითურას, ტუბერკულოზის, ყივანახველას, ტეტანუსის და დიფთერიის შემთხვევები. ვაქცინაციამ უდიდესი წვლილი შეიტანა ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაში.

რუტინული იმუნიზაციის პროგრამები განაგრძობს ინოვაციების დანერგვას და გაფართოებას და დღეისათვის, მოიცავს ბავშვებთა, მოზარდთა და მოზრდილთა ვაქცინაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული სულ მცირე 13 დაავადების წინააღმდეგ.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ვაქცინით მართვადი ინფექციებისგან და იგი უზრუნველყოფს უფასო ვაქცინაციას იმუნიზაციის კალენდრით და ეპიდჩვენებით განსაზღვრული ვაქცინებით. სახელმწიფო უზრუნველყოფს 13 ინფექციის - ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, B ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, ადამიანის პაპილომავირუსის, პნევმოკოკური ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს სეზონური გრიპის, ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციას სხვადასხვა რისკ-ჯგუფში და ანტირაბიული პრეპარატებით უზრუნველყოფას.

20/04/2024

ეპილეფსია არის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რასაც მოჰყვება განმეორებითი კრუ....

20/04/2024

ქალებში უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები: ოვულაციის დარღვევები, ჰიპერპროლაქტინემია, ჰიპერ- და ჰიპოთირეოზი, ჰიპერ...

🩺ენდოკრინული სისტემა იმ ჯირკვლებისგან შედგება, რომელიც სხეულის სხვადასხვა უბანში არიან განლაგებული. ეს ჯირკვლები კი, თავ...
20/04/2024

🩺ენდოკრინული სისტემა იმ ჯირკვლებისგან შედგება, რომელიც სხეულის სხვადასხვა უბანში არიან განლაგებული. ეს ჯირკვლები კი, თავის მხრივ, ქმნიან და გამოყოფენ ჰორმონებს.
🌡️ჰორმონები ერთგვარი ქიმიკატებია, რომლებსაც სისხლის მეშვეობით სხვადასხვა ტიპის შეტყობინება მიაქვთ ორგანოებამდე. სწორედ ეს სიგნალები ატყობინებს სხეულს რა და როდის უნდა გააკეთოს.

❓და მაინც, კონკრეტულად რას აკეთებს ენდოკრინული სისტემა და როგორ მუშაობს ის?
⭕️ჰიპოფიზის ჯირკვალი გრძნობს, როდესაც ჰორმონის დონე იზრდება და ეუბნება სხვა ჯირკვლებს, შეწყვიტონ ჰორმონების გამომუშავება და გამოყოფა. როდესაც ჰორმონის დონე გარკვეულ წერტილს ქვემოთ ეცემა, ჰიპოფიზის ჯირკვალს შეუძლია სხვა ჯირკვლებს მეტი ჰორმონის გამომუშავება დაავალოს - ამ პროცესს ჰომეოსტაზს უწოდებენ.

❇️ჰორმონები, როგორც უკვე აღვნიშნე, გავლენას ახდენენ სხეულში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესზე, მათ შორის:
📍მეტაბოლიზმზე;
📍ზრდა-განვითარებაზე;
📍ემოციებსა და განწყობაზე;
📍ფერტილობასა და სექსუალური ფუნქციაზე;
📍ძილის რეჟიმზე;
📍სისხლის წნევაზე.

📌ზოგჯერ ჯირკვლები ძალიან ბევრ ან არასაკმარის ჰორმონს გამოყოფენ. სწორედ ამ დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა: წონის მომატება, მაღალი წნევა, განწყობის დაქვეითება და ა.შ როგორც წესი, ჰორმონების გამოყოფის დარღვევა შესაძლოა, ავადმყოფობით, სტრესითა და ზოგიერთი მედიკამენტით იყოს გამოწვეული.

🔎ენდოკრინული სისტემის ყველაზე გავრცელებული დარღვევებია:
📍შაქრიანი დიაბეტი;
📍ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები;
📍ჰიპოგონადიზმი (დაბალი ტესტოსტერონი);
📍პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS);
📍ოსტეოპოროზი.

❓როგორ უნდა შეინარჩუნო ენდოკრინული სისტემის ჯანმრთელობა?
⭕️ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ენდოკრინულ სისტემას სჭირდება იგივე რამ, რაც დანარჩენ სხეულს - ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და ექიმთან რეგულარული ვიზიტი.

❗️გაითვალისწინე, რომ ენდოკრინული სისტემის პრობლემებს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:
📍ხშირი შარდვა;
📍ხშირი წყურვილი;
📍გულისრევა ან კუჭის ტკივილი, რომელიც არ ქრება;
📍წონის უეცარი კლება ან აუხსნელი მატება;
📍ძლიერი დაღლილობა ან სისუსტე;
📍ჭარბი ოფლიანობა;
📌გულის აჩქარება ან მომატებული წნევა.

📚წყარო: https://ekimo.ge/blog/endokrinuli-sistemis-funktsiebi-da-darghvevebi

19/04/2024

სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადებები დევი დევიძე 2015-11-13 18:37:22+04:00 მიუხედავად ამისა, კლინიკურ პრაქტიკაში უმეტესად ....

💌სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული დაავადებები📖სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) საკმაოდ გავრცელ...
19/04/2024

💌სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული დაავადებები

📖სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადებების განკურნება, უმეტესწილად, შესაძლებელია, მათზე ყურადღების არმიქცევამ, შესაძლოა, უნაყოფობა ან დაავადების ქრონიკული ფორმა გამოიწვიოს.
📚იმის ცოდნა, თუ რას უნდა მიაქციო ყურადღება, დაგეხმარება ეფექტურად გაუმკლავდე სგგდ-ებს, სანამ ისინი გრძელვადიან ზიანს მიაყენებენ ორგანიზმს. აი, რა უნდა იცოდე გავრცელებული სგგდ-ის შესახებ:

📌ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)

🔻HPV-ის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა, რაც დიდწილად HPV ვაქცინის ხელმისაწვდომობითაა გამოწვეული.
🔸HPV-ის ზოგიერთი ტიპი გენიტალური მეჭეჭების სახით ვლინდება. ამ ვარდისფერმა ან ხორცისფერმა მუწუკებმა შეიძლება ქავილი გამოიწვიოს, ასევე - დისკომფორტი და სისხლდენა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ამავე ვირუსის სხვა შტამები, რომლებმაც შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბო, პენისის კიბო ან პირისა და ყელის კიბო გამოიწვიოს.
🦠ვირუსის აღმოჩენა ნაცხის მეშვეობით ხორციელდება, ხოლო მისი გამწვავების თავიდან ასარიდებლად კი ვაქცინირება ხდება საჭირო.

📌ჰერპესი
🔻ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე გადამდები სგგდ-ია. არსებობს მისი ორი ვირუსული შტამი: ჰერპეს სიმპლექსის ტიპი 1 (HSV-1) და ჰერპეს სიმპლექსის ტიპი 2 (HSV-2), ორივე სქესობრივი გზით გადამდებია და იწვევს გენიტალურ ჰერპესს. სიფილისის მსგავსად, ჰერპესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფზე -განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

📌სიფილისი
🔻სიფილისი, უმეტესწილად, სოციალურ ფაქტორებზე დამოკიდებული, მაგალითად: არაჰიგიენურ გარემოზე, აივ-ის დიაგნოზზე, თამბაქოს ან ნარკოტიკების მოხმარების ისტორიაზე.
❗️სიფილისი, უმეტესწილად, სიფილისის წყლულთან პირდაპირი კონტაქტით გადადის. ინფექცია შეიძლება დაიწყოს მრგვალი, მყარი, უმტკივნეულო წყლულით, რომელიც მდებარეობს პენისზე, საშოში, ანუსზე ან პირში. ზოგჯერ ეს წყლულები შეუმჩნეველია, რადგან ისინი უმტკივნეულოა და შემდეგ სიმპტომები ქრება. თუმცა, ინფექცია აგრძელებს წინსვლას. მკურნალობის გარეშე, დაავადების შემდგომ ეტაპებზე შეიძლება დაზიანდეს გული, სისხლძარღვები, ღვიძლი, ძვლები, სახსრები და კანი.

📌ჰეპატიტი
🔻ჰეპატიტი დაავადებაა, რომელიც ღვიძლის ანთებას და ფიბროზს იწვევს. ის შეიძლება ადამიანს სქესობრივი გზითაც გადაეცეს. მას აქვს რამდენიმე ფორმა, თუმცა კი ყველა ფორმის სიმპტომები მსგავსია: დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, მუქი შარდი და კანისა და თვალების გაყვითლება.
🔸ზოგჯერ სქესობრივი გზით გადამდები, A ჰეპატიტის ვირუსი (HAV) ჩვეულებრივ გვხვდება განავალში. ის შეიძლება გავრცელდეს ოჯახში ახლო პირადი კონტაქტის, საკვების ან წყლის დაბინძურების შედეგად.
♦️B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) ასევე სქესობრივი გზით გადამდებია. მაგრამ ის ასევე შეიძლება განვითარდეს ნემსის გაზიარებით ან გადაეცეს დედიდან შვილს დაბადებისას.
📍HBV-ს მსგავსად, სქესობრივმა კავშირმა ასევე შეიძლება გაავრცელოს C ჰეპატიტის ვირუსი (HCV), რომელიც გადადის სისხლით, სპერმატოზოიდით და სხეულის სხვა სითხეებით.

📌ტრიქომონიაზი
🔻ამ სტატიის სხვა სგგდ-ებისგან განსხვავებით, ტრიქომონიაზი, რომელსაც ზოგჯერ „ტრიხს“ უწოდებენ, არის პარაზიტული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია პარაზიტი Trichomonas vaginalis-ით. მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე განკურნებადი სგგდ-ია, ტრიქომონიაზი სერიოზულად მოქმედებს ორსულ ქალებზე. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ პარაზიტულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის წონის კლება და მემბრანების გახეთქვა.
🔸ქალებში ტრიქომონიაზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქავილს, წვას, სიწითლეს ან ტკივილს სასქესო ორგანოებში; ხშირია შარდვის დროს დისკომფორტი, ასევე თხელი გამონადენი, რომელიც შეიძლება იყოს გამჭვირვალე, თეთრი, მოყვითალო ან მომწვანო უჩვეულო სუნით. მამაკაცებში სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქავილს ან გაღიზიანებას პენისის შიგნით, წვას შარდვის ან ეაკულაციის შემდეგ, ან პენისიდან გამონადენს. იმის გამო, რომ მამაკაცები, როგორც წესი, არ განიცდიან სიმპტომებს, მათ ხშირად არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან, არ მიმართავენ სამედიცინო დახმარებას და ასე ავრცელებენ ამ პარაზიტს პარტნიორებზე შემთხვევით. მკურნალობის გარეშე ეს ინფექცია შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაში.

📚წყარო: https://ekimo.ge/blog/skesobrivi-gzit-gadamdebi-qvelaze-gavrtselebuli-daavadebebi

🔊რა იწვევს ხვრინვას ქალებში?💤📝ადამიანები, რომლებიც ხვრინავენ, ხშირად სრულებით ვერ ხვდებიან დისკომფორტს, რომელსაც სხვას უ...
19/04/2024

🔊რა იწვევს ხვრინვას ქალებში?💤

📝ადამიანები, რომლებიც ხვრინავენ, ხშირად სრულებით ვერ ხვდებიან დისკომფორტს, რომელსაც სხვას უქმნიან. თუმცა, ხვრინვა, ხშირად, შეიძლება, არამხოლოდ დისკომფორტი, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამომხატველიც იყოს.

📝გამომდინარე იქიდან, რომ ხვრინვა აქტიურადაა გავრცელებული ქალებში და ეს თემა განხილვის ხშირი საგანია, გადავწყვიტეთ, გიამბოთ, თუ რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი.

1️⃣წონის მატება:
წონის მომატება ქალებში ხმამაღალი ხვრინვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. წონის გადაჭარბებულმა მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხიმის დაგროვება კისერსა და მუცელზე; ცხიმის ამ ზედმეტმა რაოდენობამ კი, შესაძლოა, შეაფერხოს ჰაერის ნაკადის მოძრაობა, რაც, საბოლოო ჯამში, ხვრინვას იწვევს.

2️⃣ორსულობა:
ბევრი ორსული ქალი ცხვირის შეშუპებისა და მუცლის ზრდის გამო ხვრინავს. ორსულობის დროს ცხვირის ღრუს სისხლძარღვები ფართოვდება. ეს იწვევს ცხვირის შეშუპებას, რაც იწვევს ხვრინვას. გარდა ამისა, ხვრინვამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა, რაც საფრთხეს უქმნის დედასაც და ახალშობილსაც, სწორედ ამიტომ, ეს ის სიმპტომია, რომელსაც ორსულმა ქალებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

3️⃣მენოპაუზა:
მენოპაუზამ შეიძლება შეამციროს ყელის კუნთების ტონუსი, რაც ქალებში ხვრინვას იწვევს.
ჰორმონების დისბალანსის გამო, ქალებს უვითარდებათ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: უძილობა, გუნება-განწყობის დარღვევა,ძილის დროს სუნთქვის დარღვევა და ხვრინვა. ხვრინვას კი თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
📍ეპიზოდები, რომლებშიც ადამიანი წყვეტს სუნთქვას
📍ძილის დროს ხშირი სუნთქვა
📍გაღვიძება მშრალი პირით
📍დილის თავის ტკივილი
📍უძილობა
📍გადაჭარბებული დღის ძილიანობა (ჰიპერსომნია)
📍სიფხიზლის დროს კონცენტრირების გაძნელება

4️⃣გადაღლილობა:
როდესაც ქალი უკიდურესად დაღლილია, ყელის კუნთოვანი ქსოვილები მოდუნებულია. სწორედ ამიტომ, ხორხიც ძალიან დუნდება და ეს, საბოლოო ჯამში, ხვრინვას იწვევს.

ობსტრუქციული ძილის აპნოე
OSA (ობსტრუქციული ძილის აპნოე) არის ძილის დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანი ძილის დროს ხანმოკლე დროით ვერ სუნთქავს. სუნთქვის ეს პაუზა მინიმუმ ათი წამი გრძელდება.

📢ძილის აპნოე ვითარდება მაშინ, როდესაც ჰაერის ნაკადის ობსტრუქცია მძიმეა; რის შედეგადაც სუნთქვის მცდელობისას ჰაერის ნაკადის შემსუბუქება, დაქვეითება ან მთლიანად ჩახშობა ხდება. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი მომენტალურად წყვეტს სუნთქვას ხვრინვებს შორის ხანმოკლე ინტერვალებით, რითაც წარმოიქმნება ჩახშობის ან სუნთქვის ხმები, რასაც, საბოლოო ჯამში, ხვრინვას ვუწოდებთ.

📚წყარო: https://ekimo.ge/blog/ra-itsvevs-khvrinvas-kalebshi

მენტალური ჯანმრთელობის 5 ყველაზე გავრცელებული პრობლემა🔈ფსიქიკურ აშლილობას ბევრნაირი ხასიათი აქვს და, შესაბამისად, ის სხვ...
19/04/2024

მენტალური ჯანმრთელობის 5 ყველაზე გავრცელებული პრობლემა

🔈ფსიქიკურ აშლილობას ბევრნაირი ხასიათი აქვს და, შესაბამისად, ის სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მენტალური პრობლემების წყარო, უმეტესწილად, გენეტიკა ან ცხოვრების სტილი ხდება. გარდა ამისა, ფსიქიკური დარღვევები შეიძლება იყოს მსუბუქი ან ქრონიკული.
🚩მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული ნაბიჯები საერთო ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ზოგიერთი აშლილობა საკმაოდ სერიოზულია და შეიძლება, პროფესიული ჩარევა დასჭირდეს.
🔽ქვემოთ მოცემულია ხუთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის ტიპი და მათთან დაკავშირებული სიმპტომები.
1️⃣ფოთვითი დარღვევები:

📣შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანი ხშირად განიცდის სტრესსა და შიშს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერმა შეიძლება, გაუჩნდეს ეს შეგრძნებები თუნდაც გასაუბრების ან საჯარო გამოსვლის დროს (რადგან ეს შეიძლება იყოს ნორმალური პასუხი სტრესზე), შფოთვითი აშლილობის მქონე პირები მსგავს შეგრძნებებს არასტრესულ გარემოშიც განიცდიან.
"შფოთვა" სინამდვილეში არის ზოგადი ტერმინი, რომელიც მოიცავს უამრავ სპეციფიკურ აშლილობას, მათ შორის:
📍გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (GAD)
📍ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD)
📍პანიკური აშლილობა
📍პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD)
📍სოციალური შფოთვითი აშლილობა

2️⃣განწყობის დარღვევები:

📣მიუხედავად იმისა, რომ დრო და დრო განწყობის ცვალებადობა ნორმალურია, განწყობის აშლილობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ უფრო მძიმე სიმპტომებით, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. კონკრეტული აშლილობის მიხედვით, ადამიანი შეიძლება იყოს მუდმივად სევდიანი, შეშფოთებული, უიმედო.. ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება, გადაჭარბებული დანაშაულის გრძნობა, შემცირებული ენერგია და სხვა. განწყობის ყველაზე გავრცელებული დარღვევებია:
📎დეპრესია
📎დისთიმია
📎ბიპოლარული აშლილობა

3️⃣ფსიქოზური დარღვევები:

📣ფსიქიკური აშლილობის ეს ტიპი ინდივიდს რეალობის განცდას აკარგვინებს. მეცნიერები თვლიან, რომ ზოგიერთმა ვირუსმა, თავის ტვინის სპეციფიკური სქემების მუშაობის პრობლემებმა, ექსტრემალურმა სტრესმა ან ტრავმამ, ასევე ნარკოტიკების მოხმარებამ შეიძლება, დიდი როლი ითამაშოს ფსიქოზური აშლილობების განვითარებაში. ყველაზე გავრცელებული ფსიქოზური დარღვევებია:
📌შიზოფრენია
📌შიზოაფექტური აშლილობა
📌მოკლე ფსიქოზური აშლილობა
📌ბოდვითი აშლილობა
📌ნივთიერებით გამოწვეული ფსიქოზური აშლილობა

4️⃣დემენცია:

📣მიუხედავად იმისა, რომ მიჩნეულია, თითქოს ეს არის ერთი ტიპის აშლილობის სახელწოდება, დემენცია არის ტერმინი, რომელიც სპეციფიკური ფსიქიკური მდგომარეობის ფართო სპექტრს მოიცავს. დემენციასთან დაკავშირებული აშლილობებით დაავადებულებმა შეიძლება განიცადონ კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითება. დემენციის ფორმებია:
🔹პარკინსონის დაავადება
🔹ფრონტტემპორალური დემენცია
🔹ჰანტინგტონის დაავადება
🔹ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი
🔹ალცჰაიმერი

5️⃣კვებითი დარღვევები:

📣ეს არის რთული ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ხშირად სამედიცინო და ფსიქოლოგის ჩარევას საჭიროებს. ეს აშლილობა იწვევს არაჯანსაღი კვების ჩვევების განვითარებას, როგორიცაა საკვების, სხეულის წონის ან სხეულის ფორმის აკვიატება. მძიმე შემთხვევებში, კვების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული შედეგები. საერთო სიმპტომები მოიცავს საკვების ძლიერ შეზღუდვას, საკვების მიღებას და შემდეგ ღებინებას ან გადაჭარბებულ ვარჯიშს. კვების დარღვევების ყველაზე გავრცელებული ტიპები მოიცავს:
♦️ნერვული ანორექსია
♦️ნერვული ბულემია
♦️ჭარბი კვების დარღვევა
♦️პიკას კვების დარღვევა
♦️რუმინაციის დარღვევა

❗️🆘❗️ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასურველია მიმართო სფეროს ექსპერტს. აქვე გეტყვით, რომ ექიმოში შეგიძლია დისტანციურად გაიარო კონსულტაცია ფსიქოლოგებთან, ფსიქოთერაპევტებთან და ფსიქიატრებთან.

📜წყარო: https://ekimo.ge/blog/mentaluri-janmrtelobis-5-qvelaze-gavrtselebuli-problema

15/04/2024
როგორია ვარიკოზის თავიდან აცილების გზებივარიკოზული ვენები არ არის მხოლოდ ფეხების სიმძიმე ან კოსმეტიკური დეფექტი:მასთან ე...
15/04/2024

როგორია ვარიკოზის თავიდან აცილების გზები

ვარიკოზული ვენები არ არის მხოლოდ ფეხების სიმძიმე ან კოსმეტიკური დეფექტი:
მასთან ერთად, სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს ვენების გაგანიერებას, რაც ამცირებს ვენების კედლების ელასტიურობას.

თუ არაფერი გაკეთდა, ვარიკოზულმა ვენებმა შეიძლება გამოიწვიოს ტროფიკული დარღვევების განვითარება, ვენების თრომბოზი ან თრომბოფლებიტი, სისხლდენა ვარიკოზული ვენებიდან.

ვარიკოზული ვენების მკურნალობის მთავარი ჩვენება თრომბოზის პროფილაქტიკაა.

ვარიკოზული ვენების განვითარების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება, ეს ამცირებს გართულებების ალბათობას და ამსუბუებს ტკივილს.
გარდა ამისა, უფრო ხშირად უნდა შეცვალოთ სხეულის პოზიცია: არ შეიძლება არა მხოლოდ დიდხანს დგომა, არამედ ჯდომა. სჯობს პოზიციის შეცვლა საათში ერთხელ და კიდევ უფრო სასარგებლოა 5-10 წუთით მოძრაობა.

გარდა ამისა, უნდა ჩაიცვათ კომფორტული ან დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, ასევე მიიღოთ კონტრასტული შხაპი: ეს ახდენს ვენის კედლის ტონუსს და ამცირებს ტკივილს.
დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მნიშვნელოვანია სიარული ან დილა-საღამოს სირბილი. კვირაში ფიზიკური აქტივობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 150–300 წუთი. კარგი იქნება, წელიწადში ერთხელ ეწვიოთ ფლბოლოგს, თუნდაც დაავადების ხილული ნიშნები არ იყოს.

სპეციალური კრემები არაეფექტურია ვარიკოზული ვენებისთვის. ვარიკოზული ვენების მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ მედიკამენტებით და კომპრესიული თერაპიით

ვარიკოზული ვენების განვითარების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება, ეს ამცირე...

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when A S M - მედიცინა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram