PeriCare • პერიქეა

PeriCare • პერიქეა It provides individual / group psychotherapy services for women within the German licensed program – “Early Life Care”.

საქართველოს პერინატალური ფსიქოთერაპიის საზოგადოება "პერიქეას" მიზანია ქალების ემოციური მხარდაჭერა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა ორსულობამდე, ორსულობის დროს და ორსულობის შემდგომ პერიოდში.

„პერიქეა“ ევროპული პერინატალური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და უწევს ინდივიდუალურ / ჯგუფურ ფსიქოთერაპიულ მომსახურებას ქალებს გერმანული ლიცენზირებული პროგრამის - „Early Life Care” ფარგლებში. Perinatal Psychotherapy Society Of Georgia "Pericare" aims to support women emotionally and promote mental health before, during and after pregnancy.

“Pericare” is the official representative of the European Society of Perinatal Psychotherapy in Georgia.

💜🌟 ქრისტე აღსდგა!🌿🥚პერიქეა გილოცავთ აღდგომას!  #პერიქეა
05/05/2024

💜🌟 ქრისტე აღსდგა!

🌿🥚პერიქეა გილოცავთ აღდგომას!


#პერიქეა

🔴❓მითი თუ რეალობა?"მთავარია ექიმი თავისი საქმის პროფესიონალი იყოს და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. მისი დამოკიდებულება დედი...
14/04/2024

🔴❓მითი თუ რეალობა?
"მთავარია ექიმი თავისი საქმის პროფესიონალი იყოს და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. მისი დამოკიდებულება დედის მიმართ მნიშვნელოვანი არ არის".
🔴❓თქვენ რას ფიქრობთ?
👇სინამდვილეში 👇
🟡სამწუხაროდ, სამშობიარო კლინიკებში სამედიცინო პერსონალის დეფიციტის გამო, ხშირად ხდება ისეთი მანიპულაციების გამოყენება, რაც მშობიარობის პროცესის დაჩქარებას იწვევს და ქალს თავს აგრძნობინებს სამედიცინო პროცედურის ობიექტად და არა სუბიექტად, რომელიც აქტიურად არის ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
🟡არანაკლები მნიშვნელობისაა სამედიცინო პერსონალის მიერ გამოთქმული არაეთიკური და დამამცირებელი გამონათქვამები. ეს ყველაფერი ქალში იწვევს ბრალეულობის შეგრძნებას, იმის გამო, რომ მშობიარობის პროცესი ისე ვერ წარიმართა, როგორც სასურველი იქნებოდა.
🟡 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალს დედის მიმართ ემპათიური მიდგომა გააჩნდეს. ექიმსა და პაციენტს შორის სწორი, ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა მშობიარობის წარმატებულად წარმართვის შანსებს ზრდის.

#პერიქეა

🌸 ზოგი ქალისთვის ტრავმული გამოცდილება შემდეგი ბავშვის დაგეგმვის ან მეორე ორსულობის დროს  ხდება ცნობიერი. ზოგისთვის სხვის...
10/04/2024

🌸 ზოგი ქალისთვის ტრავმული გამოცდილება შემდეგი ბავშვის დაგეგმვის ან მეორე ორსულობის დროს ხდება ცნობიერი. ზოგისთვის სხვისი გამოცდილების მოსმენის შემდეგ.

👇ის, თუ რა ტიპის ჩარევა იქნება უმჯობესი განცდილის დასამუშავებლად, შეგიძლიათ საკონსულტაციო სივრცეში გაარკვიოთ.


#პერიქეა

🌼გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებები  #პერიქეა
07/04/2024

🌼გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებები


#პერიქეა

🟣მშობიარობასთან დაკავშირებული თემები ხშირად ტაბუიზირებულია. ქალები ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან, თავს დამნაშავედ გრძ...
04/04/2024

🟣მშობიარობასთან დაკავშირებული თემები ხშირად ტაბუიზირებულია. ქალები ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან, თავს დამნაშავედ გრძნობენ და დახმარებისთვისაც იშვიათად მიმართავენ სპეციალისტს.

🟣თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი?


#პერიქეა

🟣👇მშობიარობის ტრავმა და სხვადასხვა სიმპტომები  #პერიქეა
26/03/2024

🟣👇მშობიარობის ტრავმა და სხვადასხვა სიმპტომები


#პერიქეა

👇 დღევანდელი შეხსენება 🌼  #პერიქეა
24/03/2024

👇 დღევანდელი შეხსენება 🌼


#პერიქეა

👇სიტუაციებში, რომლებიც აღქმული და განცდილია მუქარის შემცველად, სადაც ჩვენი ჩვეული დაძლევის მექანიზმები აღარ გვყოფნის, ჩვ...
20/03/2024

👇სიტუაციებში, რომლებიც აღქმული და განცდილია მუქარის შემცველად, სადაც ჩვენი ჩვეული დაძლევის მექანიზმები აღარ გვყოფნის, ჩვენი ტვინი ავტომატურად რთავს “გადაუდებელ პროგრამას“ ,რაც ევოლუციურად აქვს გამოცდილებაში. ამ პროგრამის მიზანია გაუსაძლის სიტუაციაში გადარჩენა. გადაუდებელ მდგომარეობაში ქცევის სამი შესაძლებლობა გვაქვს: ბრძოლა, გაქცევა ან გაყინვა/გაშეშება.
🟣სამშობიარო სიტუაციაში ბრძოლის და გაქცევის რეაქციის გამოვლენის შესაძლებლობა არ გვაქვს, გვრჩება მხოლოდ გაყინვის რეაქცია, როგორც გადარცენის ერთადერთი შესაძლებლობა. მსგავსი რეაქცია ფსიქიკის ნორმალური პასუხია ექსტრემალურ სიტუაციაზე და არა დარღვევა.
🟣ფსიქიკას ჭირდება დრო, რომ შოკისმომგვრელი მოვლენის შემდეგ ბალანსი აღიდგინოს. აქედან გამომდინარე, ქალებს, რომლებმაც ასეთი ექსტრემალური სიტუაცია გამოიარეს, არ შეუძლიათ მაშინვე განიცადონ ბავშვის დაბადებით გამოწვეული სიხარული.
🟣გაყინვის რეაქციის დროს ყველა გრძნობა მინიმუმამდე მცირდება-როგორც უსიამოვნო, ისე სასიამოვნო. ქალს შეიძლება დღეების და კვირების განმავლობაშიც ქონდეს განცდა, რომ საკუთარ თავს ვერ გრძნობს და აქედან გამომდინარე ბავშვსაც. მათ აქვთ განცდა, რომ ფუნქციონირებენ, მაგრამ არ ცხოვრობენ. თითქოს საკუთარ თავს ვეღარ ცნობენ (დეპერსონალიზაციის განცდა), შეიძლება გარემო და ყოველდღიურობაც განიცდებოდეს როგორც „უცხო“ (დერეალიზაციის განცდა).
🟣მთლიანობაში ეს მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ საყრდენის დაკარგვის, ნიადაგის ფეხქვეშგამოცლის შეგრძნებას.
🟣ამ პერიოდში გამოვლენილი სიმპტომები: უძილობა, შფოთვა, პანიკური შეტევები, ტირილი არის ტრავმული მოვლენის გადამუშავების მცდელობა. ჩვენ ამ სიმტომებს პოსტტრავმული დატვირთვის რეაქციებს ვუწოდებთ და არა დარღვევას, ასევე არც პოსტპარტალურ დეპრესიას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სიმპტომები მსგავსი იყოს.

#პერიქეა

👇მნიშვნელოვანი შეხსენება👇🟣ბავშვის დაბადება ქალის ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენაა, ბევრისთვის გადამწყვეტი, არაჩვეულებრ...
17/03/2024

👇მნიშვნელოვანი შეხსენება👇

🟣ბავშვის დაბადება ქალის ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენაა, ბევრისთვის გადამწყვეტი, არაჩვეულებრივი და შეუდარებელი გამოცდილება.

🟣თუმცა არც ისე ცოტა ქალისთვის იმდენად შეუდარებელი, რომ ის ტრავმულად განიცდება და დიდი ხნის განმავლობაში მტკივნეულად „გადამუშავდება“.

🌸 ყველა შენი ემოცია და გამოცდილება მისაღებია

🟣👇მშობიარობის შემდგომ ხშირად დადებითი მიზნის მქონე რჩევები, როგორიცაა „მთავარია ყველაფერმა საბოლოოდ კარგად ჩაიარა, ბოლოს...
15/03/2024

🟣👇მშობიარობის შემდგომ ხშირად დადებითი მიზნის მქონე რჩევები, როგორიცაა „მთავარია ყველაფერმა საბოლოოდ კარგად ჩაიარა, ბოლოსდაბოლოს შეწყვიტე ამაზე ფიქრი და იყავი ბედნიერი“ სრულიად კონტრპროდუქტიულია. რადგან ასეთი მარტივი რომ იყოს ქალი სიამოვნებით აირჩევდა „ბედნიერად ყოფნის“ შესაძლებლობას.
თუმცა არსებობს ჩვენი ტვინის დამხმარე და ფსიქიკის ინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერი შესაძლებლობები.

🟣პირველი სტრატეგიაა, ის რასაც ბევრი ქალი ინსტინქტურად და ავტომატურად აკეთებს თუ გარემო მხარდამჭერია: ამის შესახებ საუბარი! (პირველი რვა კვირის განმავლობაში საუბრის შესაძლებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რადგან ეს ეხმარება ფსიქიკას მომხდარისთვის ფორმის მიცემაში და რეალურად აღქმაში) რვა კვირის შემდეგ ამბის გახსენება და მოყოლა დამხმარე ფუნქციას კარგავს. ამ შემთხვევაში საჭირო ხდება ტრავმათერაპია, რადგან მხოლოდ საუბარმა შესაძლოა რეტრავმატიზაცია გამოიწვიოს და კიდევ უფრო გაართულოს მდგომარეობა.

🟣თუ სამშობიარო მოვლენა ძალიან მძიმეა-დეპერსონალიზაცია/დერეალიზაციის გამოცდილებით, მაშინ 8 კვირის დალოდებაც აზრს კარგავს და უმჯობესია დროულად ჩაერთოს ტრავმაზე ორიენტირებული სპეციალისტი. ტრავმაზე ორიენტირებული თერაპევტი დაეხმარება ქალს, მისი გამოცდილება გადავიდეს ხანგრძლივ მეხსიერებაში, რაც მიიღწევა ემოციური დისტანცირებით. რაც ნიშნავს იმას, რომ ქალს ნებისმიერ დროს შეუძლია შეიგრძნოს და თქვას: „ეს მოხდა იქ და მაშინ და ეს აუტანელი იყო, მაგრამ ახლა მე ვარ აქ და ამან ჩაიარა“. მოგონება მოვლენის შესახებ ყოველთვის სევდიანი იქნება და ასეც უნდა იყოს, თუმცა ის დაკარგავს გაუსაძლის აფექტურობას.

🟣ზოგ ქალისთვის ტრავმული გამოცდილება შემდეგი ბავშვის დაგეგმვის ან მეორე ორსულობის დროს ხდება ცნობიერი. ზოგისთვის სხვისი გამოცდილების მოსმენის შემდეგ.

🟣ის თუ რა ტიპის ჩარევა იქნება უმჯობესი, განცდილის დასამუშავებლად შეგიძლიათ საკონსულტაციო სივრცეში გაარკვიოთ.

👇 მნიშვნელოვანი შეხსენება 👇  #პერიქეა
12/03/2024

👇 მნიშვნელოვანი შეხსენება 👇


#პერიქეა

Address

Tbilisi

Telephone

+995557733444

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when PeriCare • პერიქეა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to PeriCare • პერიქეა:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram