ექიმი სტომატოლოგი ქრისტინე გელანტია Dr. Qristine Gelantia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ექიმი სტომატოლოგი ქრისტინე გელანტია Dr. Qristine Gelantia

ექიმი სტომატოლოგი ქრისტინე გელანტია Dr. Qristine Gelantia 🧑‍⚕️🥼🦷💉♥️ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-ქირურგი ♥️ სტომატოლოგი🧑‍⚕️ 🥼💉🩺♥️

26/04/2025

Geomedi Dental Clinic 🤍🦷🥼

18/03/2025

🦷🧑‍⚕️👩‍⚕️⚕️🦷სტომატოლოგიაში მიკროსკოპის გამოყენება ულტრათანამედროვე მიმართულებაა. ოპტიკური ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ უწყვეტი კონტროლი მკურნალობის პროცესში, რაც პირდაპირ აისახება მკურნალობის ხარისხზე და ორიენტირებულია კბილის ქსოვილების დაზოგვაზე.
📢მიკროსკოპი ახორციელებს სამუშაო ველის მაქსიმალურ განათებას და გადიდებას დაახლოებით 25-ჯერ, რაც გვეხმარება დავადგინოთ კბილის ზუსტი ანატომიური აგებულება და მოვახერხოთ მაქსიმალური სიზუსტით მისი აღდგენა.

მე-5 საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფენა 2024 🦷🧑‍⚕️🥼❤️
18/03/2025

მე-5 საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფენა 2024 🦷🧑‍⚕️🥼❤️

📢ს ტ ო მ ა ტ ი ტ ი                                                                  👉სტომატიტი-ლორწოვან გარსზე ანთებითი ...
16/10/2024

📢ს ტ ო მ ა ტ ი ტ ი 👉სტომატიტი-ლორწოვან გარსზე ანთებითი პროცესია, რომელიც წყლულის სახით გამოვლინდება ენაზე ან ენის ქვეშ, ლოყაზე, ტუჩებზე, ღრძილებზე ან რბილ სასაზე. წყლულების უმეტესობა მრგვალი ან ოვალურია, აქვს თეთრი ან ყვითელი ცენტრი და წითელი არშია. 🦠ს ტ ო მ ა ტ ი ტ ი ს გამომწვევი მიზეზები: 🆘1) ლორწოვანი გარსის ტრავმირება-ცუდად მორგებული პროთეზი, მოტეხილი კბილით ტრავმირება, ბრეკეტის მეშვეობით, ლოყის შიგნიდან კბეჩა, დამწვრობა, გადმოკდებული ბჟენი, ხელოვნური გვირგვინი, საკვების მიღება ცხარე, მჟავე, მწარე და სხვა... 2) ალერგიული რეაქცია- საკვებზე, სამკურნალო პრეპარატებზე, კოსმეტიკაზე. 3)ვიტამინის დეფიციტი- რკინის, თუთიის, ფოლიუმის მჟავის განსაკუთრებით კი B12-ის ნაკლებობამ. 4)სოკოვანი და სისტემური დაავადებები, ასევე ემოციურმა სტრესმა. 5)არასრულდასოვანი ჰიგიენა. 💡🔔 ს ტ ო მ ა ტ ი ტ ი ს მკურნალობა: მცირე წყლულები ორიოდე კვირის განმავლობაში შესაძლოა თავისთავადაც გაქრეს, თუკი სიმპტომებთან ერთად დაგერთოთ ზოგადი სისუსტე, მაღალი ტემპერატურა უნდა მივმართოთ ექიმს. 👉სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება ადგილობრივი საშუალებები: ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკრობული, ანტიჰისტამინური პრეპარატები, აღმდგენი მალამოები, გელები, სავლებები( სახლის პირობებში სოდიანი ან გვირილის წყალხსნარი). 👉მაგ: კარგია ჰიალურონის მჟავა, რომელსაც შეიცავს თუნდაც ანაფტინის სპრეი და ანაფტინის გელი, პირის ღრუში ქმნის შემომგასვრელ ფენას და მექანიკურად იცავს დაზიანებულ უბანს, რაც ტკივილსაც ამცირებს და წყლულის შეხორცებას უზრუნველყოფს. ლორწოვანის დასატენიანებლად კარგია ზეითუნის ზეთის გამოვლება (ცივი დაწურვით).

37 კბილის ენდოდონტიური მკურნალობა და აღდგენა 👩‍⚕️🤍👩‍⚕️
26/09/2023

37 კბილის ენდოდონტიური მკურნალობა და აღდგენა 👩‍⚕️🤍👩‍⚕️

21/09/2023

🔔🦷პირის ღრუს პროფესიონალური სამმომენტიანი წმენდა! 🦷👩‍⚕️👀ულტრაბგერის საშუალებით ანუ სქაილინგით-ხდება კბილების განთავისუფლება მაგარი ნადებისაგან ანუ ქვებისაგან. ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს, როგორც ღრძილზედა ასევე ღრძილქვეშა ნადებს, რომლებიც ღრძილების საშიში დაავადებების გამომწვევია. დროულად მოშორებული ნადები პაციენტს იხსნის კარიესის, ღრძილების და მთლიანად პაროდონტის დაავადებებისაგან. 👀ულტრაბგერითი წმენდის შედეგად თქვენ მიიღებთ სამმაგ ეფექტს:
👉1)კბილის ქვების სრული მოშორებას;
👉2)შეშუპებული ღრძილების პროფილაქტიკას;
👉3)კბილების ვიზუალურ გაუმჯობესებას. 🦷👩‍⚕️👀კბილების პროფესიული წმენდა Air-Flow სისტემით:
Air Flow აპარატი “ნადების დელიკატური მოშორების” ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ეს აპარატი აშორებს კბილებზე არსებულ რბილ ნადებს, ეგრეთწოდებილ “კვებით საღებავებს” (მაგალითად: ჩაი, ყავა და მკვეთრი ფერის მქონე ნებისმიერი სხვა პროდუქტი.), ასევე air flow აპარატით ხდება „მწეველის ნადების“ მოცილებაც. Air Flow სისტემით წმენდა სრულიად უსაფრთხოა, რადგან გამწმენდი ფხვნილის შემადგენლობაში არ შედის აგრესიული კომპონენტები. წნევის ქვეშ სპეციალური ქვიშა (ნატრიუმის ბიკარბონატი, კალციუმი, გლიცინი) წყალთან ერთად ქმნის ჭავლს, რომელიც მარტივად აშორებს ნადებს, ყოველგვარი ზიანისა და კბილების ტრავმირების გარეშე. აღნიშნული პროცედურის შემდეგ კბილები დიდი ხნით ინარჩუნებენ სიპრიალეს, სისუფთავეს და სილამაზეს.
👀Air Flow სისტემით წმენდის შედეგად პაციენტი იღებს შემდეგს:

👉1)მომენტალურ კოსმეტიკურ და თერაპიულ ეფექტს;

👉2)სისუფთავის სასიამოვნო შეგრძნებას;

👉3)ფტორიდებით გამდიდრებულ ემალს;

👉4)ბრეკეტებისა და პროტეზების შემთხვევაში ღრმა გაწმენდის საშუალებას;

👉5)რამდენიმე ტონით გათეთრებულ და ბრწყინვალე ემალს.

🦷👩‍⚕️👀სპეციალური გასაპრიალებელი პასტების დახმარებით (აბრაზიული პასტის გადაპრიალებით) კბილის ყველა ზედაპირი მუშავდება, რითაც თავიდან ვიცილილებთ მათზე ნადების მიწებებას. 🔔აქვს თუ არა პროცედურას გვერდითი მოვლენები?
პროცედურას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. ღრმად განლაგებული ნადების და ქვების მოცილებისას შესაძლებებლია ღრძილების მცირედი გაღიზიანება, რომელიც 1-2 დღეში სრულად აღდგება. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

🔔საჭიროებს თუ არა პროცედურა ანესთეზიას?
პროცედურა არ საჭიროებს ინექციურ ანესთეზიას. ტარდება ზედაპირული ანესთეზია სპეციალური გელის მეშვეობით. 🔔🦷პროცედურა გულისხმობს კბილის ქსოვილის რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით.

👉 რატომ არის სასურველი ნადების მოშორება?
წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. მცირდება ღრძილებიდან სისხლდენა, ქრება პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი. გარდა ამისა, პროფესიონალური ჰიგიენა კარიესის, ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა და არსებული ბჟენების ხანგრძლივობის გარანტიაა.
🦷👩‍⚕️👀წმენდის პროცედურები უნდა ჩატარდეს:

👉რამდენხანში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ პირის ღრუს ჰიგიენური წმენდა ჩვენს სტომატოლოგთან? არაუმეტეს 1-2 ჯერ წელიწადში, იდეალური ჰიგიენის შესანარჩუნებლად;
✅3 თვეში ერთხელ—მწველების შემთხვევში
✅3 თვეში ერთხელ – ბრეკეტებით მკურნალობისას;
✅ტრიმესტრში ერთხელ – ფეხმძიმე დედებისთვის (ულტრაბგერითი სკალერის გარეშე);
✅წელიწადში ორჯერ – კბილების და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

👩‍⚕️🦷საჭიროა თუ არა სარძევე კბილების მკურნალობა? აუცილებელია, რადგან ბავშვებს კარიესი ძალიან სწრაფად უვითარდებათ. იმას რ...
19/09/2023

👩‍⚕️🦷საჭიროა თუ არა სარძევე კბილების მკურნალობა?
აუცილებელია, რადგან ბავშვებს კარიესი ძალიან სწრაფად უვითარდებათ. იმას რაც დიდებთან შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, ბავშვებთან რამდენიმე თვე, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირაც კი საკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ სარძევე კბილები დროებითია, ძირითად კბილებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, ამიტომ ბავშვის კბილებს დროული მკურნალობა ესაჭიროება, რომ მათი ნაადრები ამოღება არ მოხდეს. სარძევე კბილების შენარჩუნება მათ დროულ ბუნებრივ მოცლამდე თავიდან აგვაცილებს არასასურველ შედეგებს. მაგალითად, 👉სრულფასოვანი ღეჭვის დარღვევას( დაშლილი კბილებით ძნელია საკვების დაღეჭვა. ეს კი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას: რთულდება საკვების გადამუშავება და შეთვისება. ორგანიზმი ვერ იღებს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს) რაც კუჭ-ნაწლავის დაავადებებს იწვევს. 👉კბილთა რიგის მთლიანობა სწორ მეტყველებას უზრუნველყოფს. 👉გარდა ამისა კბილების ნაადრევ ამოღებას თანკბილვის დარღვევამდე მივყავართ. (სარძევე კბილის ქვეშ მდებარეობს მუდმივი კბილის ჩანასახი. სარძევე კბილის ინფექციამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს მუდმივი კბილის ამოჭრასა და განვითარებაზე. მითუმეტეს თუ ბავშვს სარძევე კბილი ისე დაეშალა, რომ დროზე ადრე ამოსაღები გაუხდა, ეს გამოიწვევს იმას, რომ მუდმივ კბილს აღარ დარჩება ადგილი, რადგან მისი ადგილი მის გვერდით მდგომმა კბილმა დაიკავა და შესაბამისად ადგილიც დაპატარავდა, რაც შემდგომში იწვევს თანკბილვის დარღვევას). 🔔👩‍⚕️🦷კარიესის პროფილაქტიკა ბავშვებში

ბავშვებში კარიესის პროფილქტიკა მოიცავს რამოდენიმე მიმართულებას: სწორი კვება, პირადი და პროფესიონალური ჰიგიენა.

👉პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა:ჰიგიენა სახლის პირობებში გულისხმობს, როგორც კი მოხდება პირველი კბილის ამოჭრა მშობლების ჯაგრისებს უნდა დაემატოს პატარას ჯაგრისიც. იგივე ეხება კბილის პასტასაც. თავიდან კბილების ხეხვა შესაძლოა მოხდეს თითზე დახვეული მარლით, ან სპეციალური ჯაგრისით. ნადების მოშორება უნდა მოხდეს ყველა ზედაპირიდან. აუცილებელია კბილის პასტის და ჯაგრისის შერჩევა ასაკის მიხედვით.

👉კარიესის პროფილაქტიკა სწორად შერჩეული საკვები რაციონით:რაც ეხება კვებას დაბადებიდან ბავშვი უნდა იყოს ძუძუთი კვებაზე. დედის რძის სასარგებლო მოქმედებს ბავშვის იმუნიტეტზე, ხოლო წოვის პროცესი დადებითად მოქმედებს ყბა-სახის სისტემის განვითარებაზე. შემდგომ ბავშვი უნდა მიაჩვიოთ რძის პროდუქტებს. წლინახევრის ასაკიდან სასურველია კეფირის, მოგვიანებით ხაჭოს და ყველის მიცემა. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მუდმივი კბილების ჩასახვა გრძელდება 3 წლამდე. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს კალციუმი.

👉პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა: ეს ღონისძიება გულისხმობს სტომატოლოგის და ჰიგიენისტის პერიოდულ ვიზიტებს. კბილების ამოჭრის შემდეგ ექიმი გასწავლით სწორ ჰიგიენას, თუ როგორ და რითი უნდა იხეხოთ კბილები. თუკი არსებობს კბილის ქვა საჭიროა მისი მოცილება პროფესიული წმენდით. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ წელიწადში 2-ჯერ აუცილებელია პროფილაქტიკური ვიზიტების ჩატარება. ხოლო პრობლემური პირის ღრუს შემთხვევაში 3 თვეში ერთხელ. ძირითადად ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბავშვთა ასაკში სხვადასხვა პათოლოგიები ძალიან სწრაფად განიცდიან პროგრესს. ადრეული დიაგნოსტიკა კი დაგეხმარებათ დროულად, შედარებით უმტკივნეულოდ და ნაკლები დანახარჯებით აღმოფხვრათ პრობლემები♥️♥️🤍🤍

🔔🦷კარიესის განვითარების სტადიები და სიმპტომები:კარიესული ღრუ განვითარდება მაშინ , როდესაც ბაქტერიები გამოყოფენ მჟავას რო...
19/09/2023

🔔🦷კარიესის განვითარების სტადიები და სიმპტომები:კარიესული ღრუ განვითარდება მაშინ , როდესაც ბაქტერიები გამოყოფენ მჟავას რომელიც ჯერ მინანქარს დააზიანებს და შემდეგ მის ქვეშმდებარე ქსოვილ დენტინს, დროთა განმავლობაში, ღრუ იზრდება და საბოლოოდ კბილის ღრმა დაზიანებამდე მივყავართ.
🦷არსებობს კარიესის განვითარების სტადიები:
👉ლაქის სტადია –ეს არის კარიესის განვითარების ადრეული სტადია. კბილის მინანქარზე ჩნდება თეთრი ან პიგმენტური ლაქა. ამ დროს მინანქარში მცირდება კალციუმის, ფტორის, ფოსფორისა და სხვა მიკროელემენტების შემცველობა. მინანქარი კარგავს ერთფეროვნებასა და ბზინვარებას, შემდეგ კი რბილდება.
👉ზედაპირული კარიესი – ამ დროს დესტრუქციული პროცესები მიმდინარეობს მხოლოდ მინანქარში.
👉საშუალო კარიესი – ამ შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი სცილდება მინანქარ–დენტინის საზღვარს, თუმცა ფესვამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილი აშორებს.
👉ღრმა კარიესი – ასეთ დროს ფესვამდე დარჩენილია კბილის საღი ქსოვილის ძალიან თხელი ფენა. თუ კარიესს დროულად არ ვუმკურნალებთ, კარიესი შეიძლება გართულდეს, რაც გამოიხატება პულპიტითა(ნერვის ანთება) და/ან პერიოდონტიტით(ფესვის ირგვლივი ქსოვილების ანთება), რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, კბილის დაკარგვის მიზეზი გახდეს. 🔔🦷ს ი მ პ ტ ო მ ე ბ ი: საწყის სტადიაზე შეიძლება შეუმჩნეველი იყოს და არ გამოვლინდეს რაიმე სიმპტომი, ხოლო როცა ღრუ იზრდება უკვე შესამჩნევი ხდება 👉კბილზე მომატებული მგრძნობელობა. 👉მიზეზობრივი ხასიათის ტკივილები თერმულ, მექნიკურ და ქიმიურ გამღიზიანებელზე, რომელიც მიზეზის მოხსნის შემდეგ ქრება და ტკივილის შეგრძნებაც აღარ გრძელდება (ცხელზე, ცივზე, ტკბილზე, საკვების ან სასმელის მიღების დროს). 👉კბილის ზედაპირზე შავი ან ყავისფერი ლაქები. 👉ცუდი სუნი პირის ღრუში. 👉დეფექტი (ღრუს) არსებობა კბილებზე. 👩‍⚕️ 🗣️გაითვალისწინეთ დროული ვიზიტი ექიმთან თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ხარჯებს და ასევე მკურმალობის პროცესიც ნაკლებ დროს წაგართმევთ 👩‍⚕️

🦷🔔რა არის კარიესი?                                    კარიესი არის პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსო...
19/09/2023

🦷🔔რა არის კარიესი? კარიესი არის პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რის შედეგადაც ყალიბდება კარიესული ღრუ. 👀🔔კარიესის ხელშემწყობი ფაქტორები: 👉კვება-კარიესის წარმოქმნაში დიდი მნიშვნელობა აქვს კვების ხასიათს. დიდი რაოდებოთ ტკბილელულის მიღება იწვევს კბილების კარიესული ინტენსივობის გაზრდას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყურადღება უნდა მიექცეს გამოყენებული ნახშირწყლების არა მარტო რაოდენობას, არამედ პირის ღრუში მათი მოხვედრის სიხშირეს და დაყოვნების ხანგრძლივობას, ასევე რბილი საკვები რომელიც არ საჭიროებს მექანიკურ დამუშავებას იწვევს ნადებს, რომელიც უშუალოდ ხელს უწყობს კარიესის წარმოქმნას. 👉არასათანადო ჰიგიენა 👉მემკვიდრული წინაპირობა 👉ვიტამინების დეფიციტი 👉კუჭ-ნაწლავის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, დაბალი იმუნიტეტი და სხვა... 🔔 🦷 კარიესის თავიდან ასაცილებლად საჭიროა! 👉ჰიგიენის სრულყოფილი დაცვა (კბილების დილა-საღამოს გამოხეხვა, ჯაგრისის 2 თვეში ერთხელ გამოცვლა, ფტორის შემცველი პასტების გამოყენება, ასევე სასურველია გამოიყენოთ კბილთაშორისი ჯაგრულები , კბილის ძაფი და ირიგატორი). 👉სწორი კვება (ტკბილეულის, მჟავე და მარილიანი საკვების შეზღუდვა, გაზიანი სამსელების მიღების მინიმალურ დონემდე დაყვანა). 👉ზოგადი დაავადების მკურნალობა. 👉კბილ-ყბათა დეფექტების გასწორება
👉რეგულარულად ეწვიეთ სტომატოლოგს რადგან შეამოწმოთ პირის ღრუს მდგომარეობა.
👉 ჩაიტარეთ პროფესიული ჰიგიენა კლინიკაში წელიწადში ორჯერ.

🦷პროცედურა გულისხმობს კბილის ქსოვილის რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას ულტრათანამედროვე აპარატურის გამ...
05/04/2023

🦷პროცედურა გულისხმობს კბილის ქსოვილის რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით.

👉 რატომ არის სასურველი ნადების მოშორება?
წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. მცირდება ღრძილებიდან სისხლდენა, ქრება პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი. გარდა ამისა, პროფესიონალური ჰიგიენა კარიესის, ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა და არსებული ბჟენების ხანგრძლივობის გარანტიაა.
🦷წმენდის პროცედურები უნდა ჩატარდეს:

👉არაუმეტეს 1-2 ჯერ წელიწადში, იდეალური ჰიგიენის შესანარჩუნებლად;
✅3 თვეში ერთხელ—მწველების შემთხვევში
✅3 თვეში ერთხელ – ბრეკეტებით მკურნალობისას;
✅ტრიმესტრში ერთხელ – ფეხმძიმე დედებისთვის (ულტრაბგერითი სკალერის გარეშე);
✅წელიწადში ორჯერ – კბილების და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. 💥პროცედურას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. ღრმად განლაგებული ნადების და ქვების მოცილებისას შესაძლებებლია ღრძილების მცირედი გაღიზიანება, რომელიც 1-2 დღეში სრულად აღდგება. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს 👩‍⚕️🦷🤍

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ექიმი სტომატოლოგი ქრისტინე გელანტია Dr. Qristine Gelantia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category