Güven Hospital

Güven Hospital Güven Hospital Ankara - თურქული მრავალპროფილური კლინიკის წარმომადგენლობა საქართველოში

20/09/2023
20/09/2023

🎁 GIVEAWAY ALERT! 🎁

Detox your way to a healthier you with our Special 21-day Detox Program!

We're thrilled to team up with the amazing to give this gift to 3 lucky winners! 🍃

To enter:
1️⃣ Follow
2️⃣ Follow
3️⃣ Tag a friend who would love this detox journey!
4️⃣ Fill out the form in our bio linktree for a chance to win.

Don't miss out on this fantastic opportunity to kickstart your wellness journey!

Good luck to all participants! 🌟

20/09/2023
31/07/2023
Güven Hospital Ankara -🇹🇷 თურქული მრავალპროფილური კლინიკა,რომელიც მდებარეობს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში , შესაძლებლობას...
18/04/2023

Güven Hospital Ankara -🇹🇷 თურქული მრავალპროფილური კლინიკა,რომელიც მდებარეობს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში , შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ მრავალპროფილური სამედიცინო მკურნალობა .
პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მომსახურება უმაღლესი განათლების მქონე ექიმებისგან და გამოცდილი პერსონალისგან.👩‍⚕️🧑‍⚕️
თბილისში არსებული ოფისის მეშვეობით შესაძლებელია მონაცემების გადაგზავნა თურქეთში რომელსაც შეაფასებენ თურქი ექიმები . 📧
გადაგზავნილი მონაცემების საფუძველზე მიიღებთ ინფორმაციას საჭირო მკურნალობის პროცედურებზე და სავარაუდო ხარჯებზე .(მომსახურება უფასოა)
ეს ხელს შეუწყობს პაციენტის გარკვეულ დონეზე ინფორმირებას და უზრუნველყოფს სერვისის გამარტივებას .
გისურვებთ ჯანმრთელობას🙏

ენდოსკოპიაცოტამ თუ იცის, რომ ადრეულ სტადიაზე კუჭის, მსხვილი ნაწლავის და პანკრეასის კიბოს მართვა შესაძლებელია ოპერაციის გ...
18/04/2023

ენდოსკოპია
ცოტამ თუ იცის, რომ ადრეულ სტადიაზე კუჭის, მსხვილი ნაწლავის და პანკრეასის კიბოს მართვა შესაძლებელია ოპერაციის გარეშე, თერაპიული ენდოსკოპიის საშუალებით. ენდოსკოპია იყენებს თხელ, მოქნილ ზონდს, რომელიც აღჭურვილია მინიატურული კამერით. ის შეჰყავთ პირის ღრუს ან სწორი ნაწლავის მეშვეობით საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული პრობლემების შესასწავლად და დიაგნოსტირებისთვის. ბოლო დროს ენდოსკოპია შეიძლება გამოყენებულ იქნას სამკურნალოდაც: ობსტრუქციების ან სიმსივნეების მოსაშორებლად დიაგნოზის დასმის შემთხვევაში. ამას თერაპიული ენდოსკოპია ჰქვია და მას მოწინავე ტექნოლოგიები და გამოცდილი ექიმები სჭირდება. ეს მეთოდი არ საჭიროებს გაკვეთას. ამიტომ ის ამცირებს საავადმყოფოში ყოფნას 1 დღემდე და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
Güven Hospital Ankara-ში თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ეს პროცედურა გამოცდილ ექიმებთან 👩🏼‍⚕️👨🏻‍⚕️

PSMA: ᲞᲠᲝᲡᲢᲐᲢᲘᲡ ᲙᲘᲑᲝᲡ ᲛᲘᲖᲜᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲑᲐ პროსტატის სიმსივნე მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა და სიმსივნის ს...
18/04/2023

PSMA: ᲞᲠᲝᲡᲢᲐᲢᲘᲡ ᲙᲘᲑᲝᲡ ᲛᲘᲖᲜᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲑᲐ
პროსტატის სიმსივნე მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა და სიმსივნის სიკვდილიანობის მეორე მიზეზი.ეს ხდება მაშინ, როდესაც პროსტატის უჯრედები, კაკლის ზომის ჯირკვალი, მამაკაცებში შარდის ბუშტის ქვემოთ იწყებენ არანორმალურად განვითარებას და ქმნიან სიმსივნურ სტრუქტურებს. ყველაზე ხშირად ის დიაგნოზირებულია ხანდაზმულებში 65 წლის შემდეგ.
თუ დიაგნოზი და მკურნალობა დაგვიანებულია,სიმსივნე შეიძლება გავრცელდეს მიმდინარე ქსოვილებში და შემდეგ მას ხშირად აღწერენ, როგორც პროსტატის სიმსივნეს, პროსტატის მეტასტაზურ სიმსივნეს ან პროსტატის მეორად სიმსივნეს. ამ ეტაპზე მკურნალობა ვერ განკურნავს სიმსივნეს, მაგრამ მხოლოდ აკონტროლებს მას და ეხმარება სიმპტომების მართვაში.
Güven Hospital Ankara-ის გამორჩეული სპეციალისტების გუნდი მკურნალობს პროსტატის სიმსივნეს ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის და სხვა კლინიკური მეთოდების გამოყენებით.

ეპილეფსიაეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური პრობლემაა. ეს არის მოკლევადიანი, დროებითი, ქცევითი ან სენს...
18/04/2023

ეპილეფსია
ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური პრობლემაა. ეს არის მოკლევადიანი, დროებითი, ქცევითი ან სენსორული ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია ტვინში უჯრედების არანორმალური, უეცარი გათიშვით. მას შეიძლება თან ახლდეს ცნობიერების დაკარგვა, უძილობა,ინფექციები, ცხელება და შეიძლება კრუნჩხვების მიზეზი იყოს ზოგიერთი მედიკამენტი.
ეპილეფსიის დიაგნოზი ისმება კლინიკურად. ყველა საეჭვო კრუნჩხვითი შმთხვევა უნდა შეფასდეს ნევროლოგის მიერ. უნდა გამოირიცხოს მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება ეპილეფსიის მსგავსი იყოს. დიაგნოზის საფუძველს წარმოადგენს დეტალური ისტორია და ფიზიკური გამოკვლევები. ტარდება რამდენიმე მარტივი სისხლის ტესტი. EEG (ელექტროენცეფალოგრაფია) და MRT (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია)
ეპილეფსიების უმეტესობას კარგი პროგნოზი აქვს.ხშირად საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობა. ზოგიერთ შემთხვევაში, ეპილეფსია შეიძლება გაგრძელდეს სიცოცხლის ბოლომდე. უმეტეს პაციენტებში კრუნჩხვები მცირდება ან დაავადება ქრება ასაკთან ერთად, თუმცა, პაციენტებს, როგორც წესი, მედიკამენტების გამოყენება სჭირდებათ რამდენიმე წლის განმავლობაში. მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად, ეპილეფსიის სამკურნალოდ, ასევე გამოიყენება დიეტური მკურნალობა, ცთომილი (ვაგუსის) ნერვის სტიმულაცია და ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევები.
Güven Hospital Ankara-ში თქვენ შეგეძლებათ კონსულტაცია გაიაროთ საუკეთესო, გამოცდილ ნევროლოგებთან და მიიღოთ საჭირო მკურნალობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას 👩🏻‍⚕️🤍

ქოლელითიაზი – ასე ჰქვია პათოლოგიას, რომელსაც უფრო ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელით იცნობენ და რომელიც, განურჩევლად სქე...
18/04/2023

ქოლელითიაზი – ასე ჰქვია პათოლოგიას, რომელსაც უფრო ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელით იცნობენ და რომელიც, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, უმოწყალოდ გვესხმის თავს.
ნაღვლის ბუშტის კენჭები – ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელსაც ხშირად სომპტომები არ გააჩნია.
ნაღვლის ბუშტის კენჭები კრისტალური სტრუქტურებია, რომლებიც შესაძლოა ერთი ან რამდენიმე წარმოიქმნას.
არსებობს ორის სახის კენჭი: ქოლესტერინისა და პიგმენტური ქოლესტერინის კენჭები მეტწილად თეთრი ან ღია ყვითელია. მათი უმეტესობა (80%) ქოლესტეროლს შეიცავს.
პიგმენტური ქვები, ჩვეულებრივ, მუქი ფერისაა, შეიცავს ბილირუბინსა და კალციუმს და ასიდან 20 შემთხვევაში იჩენს თავს.
ნაღველკენჭოვანი დაავადება შეიძლება გართულდეს მწვავე ქოლეცისტიტით, მექანიკური სიყვითლით, რომელიც ვითარდება ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის გაჭედვის გამო და ხშირად ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.
ტკივილი, რომელიც ძირითადად მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში ვითარდება და მარცხენა მხარში ან ბეჭში გადაეცემა – უმეტესწილად ცხიმიანი ან ცხარე საკვების მიღებას უკავშირდება, ან ხანგრძლივი სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, ფსიქოემოციური გადაძაბვის ფონზე აღმოცენდება.
ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭი შესაძლოა სადინარში გაიჭედოს. ამის შედეგად სადინარი იხშობა, ნაღველი იქიდან ვეღარ გადის და ბუშტშივე გროვდება. ნაღვლის ბუშტი თანდათანობით იზრდება – თუ ნორმაში 25 მლ ტევადობისა უნდა იყოს, ზოგჯერ 200 მლ-საც. აღწევს. ყოველივე ეს კი იწვევს ტკივილს.
ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები:
* ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
* მემკვიდრეობითი ხასიათი,
* ჭარბი წონა,
* ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება.
* არასწორი დიეტა.
ნაღველკენჭოვანი დაავადების მკურნალობის ყველზე ეფექტური და საიმედო საშუალება ოპერაციული ჩარევაა. თუ ნაღვლის ბუშტში არის ნალექი, წვრილი კრისტალების შეჯგუფება ან წმინდა ქოლესტერინული ანუ რბილი ქვა, რომელიც ადვილად იშლება, შესაძლებელია კონსერვატიული მკურნოლობა ეფექტური აღმოჩნდეს.
იმ დროს როცა ნაღვლის ბუშტში დიდი ქვაა, ეს ორგანო კარგავს ფუნქციას და გარდაიქმნება საწამლავად ორგანიზმისთვის, იწვევს გულის, სახსრების და სხვა დაავადებებს, ასევე ასაკში არის რისკი რომ გადაგვარდეს სიმსივნედ, დღეს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია აღარაა რთული და არც ოპერაციის შემდგომაა საჭირო ხანგრძლივი დიეტა.
Güven Hospital Ankara-ში ნაღვლის ბუშტში კენჭების დროს ოქროს სტანდარტია ლაპარასკოპიული ოპერაციით ნაღვლის ბუშტის ამოღება, პოსტოპერაციული პერიოდი ხანმოკლეა და პაციენტი ეწერება მეორე ან მესამე დღეს. ის თუ რამდენად სასწრაფოა ოპერაცია ექიმი განსაზღვრავს პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე
მეტი საიმედოობა - Güven hospital Ankara 👩🏻‍⚕️ 👨🏻‍⚕️

ღვიძლი-ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილტრიღვიძლი, მოგეხსენებათ, ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა....
18/04/2023

ღვიძლი-ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილტრი
ღვიძლი, მოგეხსენებათ, ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მას უამრავი სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქცია აკისრია
: ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობა, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტების, ცილების, ვიტამინების წარმოქმნა და სხვა, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მთელ ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს.
ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილი ან ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა – ანალიზების ჯგუფია, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. ამ გამოკვლევით ხდება ღვიძლის ჯანმრთელობის შეფასება, მისი დაზიანების გამოვლენა და ასევე, იმ პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი, რომელთაც უკვე დადგენილი აქვთ ღვიძლის რომელიმე დაავადება.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
* ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად;
* ღვიძლის დაზიანების გამოსავლენად. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მედიკამენტმა, ალკოჰოლმა და ღვიძლის დაავადებებმა;
* როდესაც ადამიანს ღვიძლის დაავადების ნიშნები აქვს, მაგ.სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, გულისრევა და ღებინება, ქავილი. აღსანიშნავია, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე ეს სიმპტომები ყოველთვის არ იჩენს თავს;
* როდესაც ადამიანს უკვე დადგენილი აქვს ღვიძლის დაავადება, ღვიძლის ფუნქციური სინჯები პერიოდულად ინიშნება, რათა ღვიძლის მდგომარეობა და მკურნალობის ეფექტურობა შეფასდეს;
* ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით.
ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისიხლი.
ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ (საკვების ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათი). ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებით სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
ზუსტი დიაგნოზის მისაღებად კი შეგიძლიათ მიმართოთ Güven Hospital Ankara-ს 🩺🥼

რატომ შეიძლება გტკიოდეს მუცელი ამა თუ იმ ადგილას?მუცლის ტკივილი ძალიან გავრცელებული და ხშირი შემთხვევაა, თუმცა ის შეიძლე...
18/04/2023

რატომ შეიძლება გტკიოდეს მუცელი ამა თუ იმ ადგილას?
მუცლის ტკივილი ძალიან გავრცელებული და ხშირი შემთხვევაა, თუმცა ის შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა დაავადების სიმპტომი.
თუკი ერთი მათგანი შესაძლოა, მოითმინოთ, მეორე შემთხვევაში გადადება კატეგორიულად დაუშვებელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია იცოდეთ, რატომ შეიძლება გტკიოდეთ მუცელი ამა თუ იმ ადგილას.
1. ტკივილი ყველაზე მაღალ წერტილში, დიაფრაგმის ქვეშ – გასტრიტზე მიუთითებს, თუმცა შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული, ინფარქტის სიმპტომიც იყოს (განსაკუთრებით მაშინ, თუკი ტკივილი მარჯვენა ხელზე გადაეცემა). ასევე, შეიძლება აპენდიქსის მიზეზიც იყოს.
2. ტკივილი მარჯვენა ნეკნის ქვემოთ
ძლიერი ტკივილი, რომელსაც თან
ერთვის სიმძიმე, გულისრევა, გადაეცემა მარჯვენა მხარშიც – შესაძლოა, ნაღვლის ბუშტში კენჭებზე მიუთითებდეს.
ყრუ ტკივილი, რომელსაც თან მადის დაკარგვა ერთვის – სანაღვლე გზების დისკინეზიის ნიშანია. მაგრამ ასევე შესაძლოა, C, A ან B ჰეპატიტის გამწვავებით იყოს გამოწვეული.
3. მარჯვენა გვერდის ტკივილი, შესაძლოა, საშარდე გზებსა და თირკმელში კენჭის გავლით იყოს გამოწვეული,
მაგრამ ასევე, შესაძლოა, იყოს საკვერცხის, ოსტეოქონდროზის ან აპენდიქსის მიზეზიც.
4. ტკივილი მარცხენა ნეკნის ქვეშ – პანკრეატიტზე მიუთითებს. ასევე შეიძლება იყოს კუჭის ან თორმეტგოჯას წყლულის სისხლდენით გამოწვეული ტკივილი.
5. მუცლის ცენტრალურ ნაწილში ტკივილი საკვების ზედმეტი მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული, თუმცა ასევე დისბაქტირიოზზეც მიუთითებს.
6. ჭიპის ქვეშ ტკივილი – ნაწლავების გაღიზიანებაზე მეტყველებს. ხანდახან ვირუსული ინფექციის სიმპტომიც არის.
7. ტკივილი მუცლის ყველაზე ქვედა ნაწილში (მქაჩავი) – შესაძლოა, იყოს ცისტიტის, ენდომეტრიოზის, გარე ორსულობის ან უბრალოდ, კუჭის აშლილობის მიზეზი.
გახსოვდეთ : რაც არ უნდა იყოს ტკივილის მიზეზი Güven Hospital Güven Hospital Ankara -ს გამოცდილი ექიმების გუნდი თქვენ გვერდითაა
👩🏼‍⚕️👨🏻‍⚕️

ფარისებრი ჯირკვალი ფარისებრი ჯირკვალი – პათოლოგიები, მკურნალობა და პროფილაქტიკა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისგან გვეს...
18/04/2023

ფარისებრი ჯირკვალი
ფარისებრი ჯირკვალი – პათოლოგიები, მკურნალობა და პროფილაქტიკა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისგან გვესმის, რომ „ჩიყვი“ აწუხებს. როდესაც ძილი გერევათ, დაღლილობას გრძნობთ, თმის ცვენა ან ჭარბი ოფლიანობა გაქვთ, შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება იყოს დარღვეული.
რა ფუნქციას ასრულებს ფარისებრი ჯირკვალი?
ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა ნაწილშია განლაგებული და საკმაოდ პატარა ორგანოა, ის გამოიმუშავებს ორ უმნიშვნელოვანეს ჰორმონს თიროქსინს(T4) და ტრიიოდთირონინს(T3), რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმმის ყველა უჯრედზე. ფარისებრი ჯირკვალი აკონტროლებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, კერძოდ: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და მინერალების ცვლას. ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, დიდ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის მუშაობაზე, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე, ორსულობის პერიოდში ნაყოფის განვითარებაზე და ა.შ.
რა არის ჩიყვი
„ჩიყვი“ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ფარისებრი ჯირკვლის ყველა ცნობილ პათოლოგიას აერთიანებს, სინამდვილეში კი მხოლოდ გადიდებულ ფარისებრ�ჯირკვალს ნიშნავს. ქალებში ფარისებრი ჯირკვლის მაქსიმალური მოცულობა – 18 სმ- ს, ხოლო მამაკაცებში – 21 სმ-ს არ აღემატება.
როგორ ვლინდება ჩიყვი?
ჩიყვის ანუ ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას აღინიშნება:
* გამობერილობა კისრის არეში
* ყელში ზეწოლის შეგრძნება
* ხველა
* ყლაპვის გაძნელება
* სუნთქვის გაძნელება
ჩიყვის სახეებია:�
ენდემური – იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც ძირითადად იმ რეგიონებშია გავრცელებული, სადაც წყალში, ნიადაგსა და საკვებში იოდის ნაკლებობაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ასეთ გეოგრაფიულ არეალს განეკუთვნება ძირითადად მაღალმთიანი რეგიონები.�
დიფუზური – ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ერთგვაროვნად არის გადიდებული და თუ პაციენტს არ აღენიშნება ჰორმონული დარღვევები, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს;�
კვანძოვანი – როცა ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია მასში კვანძების გაჩენის გამო. კვანძი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც�კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი.�დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი – გრეივსის დაავადება. პათოლოგიური მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია და საჭიროზე მეტი რაოდენობის ჰორმონს გამოიმუშავებს.�
რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან:
* ენდემურ ზონაში მცხოვრები ადამიანები.
* პირები, ვისაც გენეტიკაში წინასწარგანწყობა აქვს.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომებია:
* დაღლილობა და გაღიზიანება
* წონის შესამჩნევი მატება ან კლება
* მტვრევადი ფრჩხილები
* თმის ცვენა
* ზედმეტად გამომშრალი კანი
* გულისცემის გახშირება ან პირიქით
* ძილიანობა
* კისრის შეშუპება
* კუნთების ტკივილი
* ჭარბი ოფლიანობა
�ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს – უმიზეზოდ დაღლას და მოთენთილობას, თმის ცვენას, ფრჩხილების მტვრევას და კანის სიმშრალეს, ხშირ შემთხვევაში როგორ წესი, ყოფით პრობლემებს უკავშირებენ. სინამდვილეში კი ენდოკრინოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.�
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები დამოკიდებულია მის ფუნქციურ მდგომარეობაზე. შესაძლოა განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება -ჰიპერთირეოზი, ან ფუნქციის დაქვეითება- ჰიპოთირეოზი.�ჰიპერთირეოზის დროს მომატებულია ნივთიერებათა ცვლა, რადგან მატულობს თიროიდული ჰორმონი, რაც თავის მხრივ გაძლიერებულ ოფლიანობას, წონაში კლებას, გულისცემის აჩქარებას იწვევს.
ასევე დამახასიათებელია:
* საერთო სისუსტე
* ადვილად დაღლა
* ხელების კანკალი
* ნაწლავთა გახშირებული მოქმედება
* შფოთვა
* უკონტროლო ემოციები
�ჰიპოთირეოზისთვის კი, პირიქით დამახასიათებელია ნივთიერებათა ცვლის დაქვეითება, რაც იწვევს ძილიანობას, კანის სიმშრალეს, თმის ცვენას და ფრჩხილების მტვრევას.�
ასევე:
* სისუსტე
* მეხსიერების გაუარესება
* წონის მატება
* ყაბზობა
* შეშუპება
ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმაშია ანუ ჰორმონალური სტატუსი შენარჩუნებულია, მაგრამ აღინიშნება სტრუქტურული ცვლილებები – კვანძოვანი წარმონაქმნები და დიფუზური გადიდება. სწორედ ამგვარი დაავადებების თავიდან ასაცილებლად და პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.�
როდესაც ლაპარაკია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაზე, ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს როგორც სტრუქტურულ (ულტრასონოგრაფიულ), ასევე ფუნქციურ (ჰორმონულ) კვლევებს. შედეგების ერთიანობაში განხილვის გარეშე სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია.
Güven Hospital Ankara - სწრაფი, კომფორტული და სანდო კლინიკა თქვენთვის და თქვენთვის საყვარელი ადამიანებისთვის

დიაბეტიდიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი), ვლინდება სისხლში გლუკოზის ცვლის დარღვევით. გლუკოზა ძალიან მნიშვნელოვანი ენერგიის წყარ...
18/04/2023

დიაბეტი
დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი), ვლინდება სისხლში გლუკოზის ცვლის დარღვევით. გლუკოზა ძალიან მნიშვნელოვანი ენერგიის წყაროა კუნთოვანი უჯრედებისა და სხვა ქსოვილებისთვის . გლუკოზა, ასევე ეხმარება ტვინს ფუნქციონირებაში.
ზოგიერთი მედიკამენტი ზრდის ინსულინის ეფექტურობას და ამცირებს ინსულინო რეზისტენტობას. ამ პრინციპზეა დამოკიდებული ტიპიური შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა. დიდი დოზით ინსულინის გამომუშავების შედეგად ხდება პანკრიასის უჯრედების ჰიპერტროფია და საბოლოოდ პანკრეასი ვეღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს და ამის შემდეგ ხდება საჭირო შაქრიანი დიაბეტის დროს, ინსულინის მედიკამენტის სახით მიღება .

18/04/2023

ანკარის კერძო გიუვენ ჰოსპიტალი, რომელიც დაარსდა 1975 წელს მსოფლიო დონის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მიზნით, აგრძელებს თანამედროვე მედიცინის მოთხოვნების გაზიარებას პაციენტებზე მრავალწლიანი გამოცდილებით. ხარისხიანი სერვისი, რომელსაც იგი ყველა სფეროში აწვდის, ზრდის პაციენტების რაოდენობას და მოთხოვნას; მზარდი მოთხოვნა ამაღლებს ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი პაციენტების მიმართ.
ჩვენმა ისტორიამ, რომელიც დაიწყო როგორც პატარა საავადმყოფო 1975 წელს, მიაღწია დიდი ზოგადი საავადმყოფოს კონცეფციას. სპეციალისტი ექიმებით, ექთნებით და დამხმარე ჯანდაცვის პერსონალით ჩვენ ვაგრძელებთ გზას ისე, რომ არ დავივიწყოთ, რომ ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი პაციენტების ნდობა...

საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით, 1975 წელს დაარსებული ანკარა გიუვენის ჰოსპიტალი წარმოად...
18/04/2023

საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით, 1975 წელს დაარსებული ანკარა გიუვენის ჰოსპიტალი წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ჰარმონიულ მოთხოვნებს და ასევე მრავალწლიან გამოცდილებას.
მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ყველა ასპექტში, ზრდის პაციენტების რაოდენობას და მოთხოვნებს და შესაბამისად, იზრდება ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვატარებთ ჩვენი პაციენტის მიმართ.
ჩვენმა ისტორიამ, რომელიც დაიწყო როგორც პატარა საავადმყოფო 1975 წელს, მიაღწია დიდ ზოგად საავადმყოფოს კონცეფციას, რომელიც შედგება სპეციალისტი ექიმებისგან, ექთნებისა და დამხმარე ჯანდაცვის პერსონალისგან.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას, რადგან ყოველთვის გვახსოვს, რომ ჩვენი პრიორიტეტია ნდობა, რომელსაც ჩვენი პაციენტები გრძნობენ...
1975 წელს დაარსებული მსოფლიო დონის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მიზნით, ანკარის კერძო გიუვენ ჰოსპიტალი აგრძელებს თანამედროვე მედიცინის მოთხოვნების გაზიარებას თავის პაციენტებზე მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე. მაღალი ხარისხის მომსახურებით.

Address

Chavchavadze Avenue 33
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 17:30
Tuesday 10:00 - 17:30
Wednesday 10:00 - 17:30
Thursday 10:00 - 17:30
Friday 10:00 - 17:30

Telephone

+995593506510

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Güven Hospital posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Güven Hospital:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category