14/11/2025
🌏14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა, 2025 წლის სლოგანია - "დიაბეტი და სამუშაო გარემო".
🔴მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა 589 მილიონს აღემატება (20 წლიდან-79 წლამდე).
ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის 853 მილიონს მიაღწევს.
⭕️ყოველმა მეორე დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა არ იცის რომ მას შაქრიანი დიაბეტი აქვს.
❗️ყოველი წელს 3.4 მილიონი ადამიანი იღუპება დიაბეტის გამო.
🔴შაქრიანი დიაბეტის ძირითადი სიმპტომებია:
❗️ხშირი შარდვა
❗️გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება;
❗️წონაში კლება (დიეტის და ხელშეწყობის გარეშე);
❗️მუდმივი შიმშილის გრძნობა;
❗️დაბინდული მხედველობა;
❗️ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება;
❗️მუდმივი დაღლილობა
❗️კანის სიმშრალე
❗️ჭრილობისა და წყლულების ძნელად შეხორცება
🔴შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ:
❗️ჭარბი წონა და სიმსუქნე;
❗️ანამნეზით პრედიაბეტი;
❗️45 წელს ზემოთ ასაკი;
❗️დამძიმებული მემკვიდრეობა შაქრიანი დიაბეტის მიმართ;
❗️ფიზიკურად არააქტიური ცხოვრების წესი;
❗️ანამნეზით გესტაციური დიაბეტი
❗️ბოსტნეულის, ხილის და მარცვლოვანი პროდუქტის სიმცირე ყოველდღიურ რაციონში
✅2025 წლის სლოგანი მიზნად ისახავს დიაბეტით მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერას სამუშაო გარემოში. კოლეგებისა და დამსაქმებლის ცნობიერების ამაღლებას, დისკრიმინაციის შემცირებას, რათა სამუშაო გარემო გახდეს უსაფრთხო და ჯანმრთელობის ხელშემწყობი.