24/11/2025
ბედნიერების ნეიროქიმია: ოთხი ჰორმონი, რომლიც ჩვენს განწყობას განსაზღვრავს.
ადამიანის ემოციური კეთილდღეობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმ ნეიროქიმიურ პროცესებზე, რომლებიც ტვინში მიმდინარეობს. ოთხი ძირითადი ნეიროტრანსმიტერის - დოფამინის, ოქსიტოცინის, სეროტონინისა და ენდორფინის ერთობლიობა ქმნის პოზიტიური განწყობისა და სტრესის მართვის ბიოლოგიურ საფუძველს.
🔸 დოფამინი - მოტივაციისა და დაკმაყოფილების ჰორმონია, ის აძლიერებს ქცევებს, რომლებსაც სასიამოვნო შედეგამდე მივყავართ.
დოფამინის დონე მატულობს, როცა:
✅ვასრულებთ დავალებებს;
✅ვაღწევთ მიზნებს (თუნდაც მცირედს);
✅ვაქებთ საკუთარ თავს ;
✅ვხედავთ ჩვენს პროგრესს.
დოფამინის დისბალანსი ასოცირებულია მოტივაციის შემცირებასთან, პროკრასტრინაციასთან და ანჰედონიასთან.
🔸 ოქსიტოცინი ცნობილია როგორც სიყვარულის, ნდობის და „სოციალური ურთიერთობების ჰორმონი“. მისი დონე იზრდება:
✅ სასიამოვნო, სანდო შეხებისას;
✅ ემოციური მხარდაჭერისას;
✅ ჩახუტებისას;
✅ ემპათიისას.
კვლევების მიხედვით ოქსიტოცინი ამცირებს სტრესის ჰორმონ კორტიზოლს, აძლიერებს კავშირების, უსაფრთხოების და თანაგრძნობის განცდას, ხელს უწყობს სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ოქსიტოცინის ნაკლებობა იწვევს: სტრესის და შფოთვის მატებას,
ურთიერთობებში ნდობისა და სიახლოვის შემცირებას, ემოციური სიცარიელის/იზოლაციის განცდას,
გაძლიერებულ გაღიზიანებას.
🔸 სეროტონინი ერთ-ერთი მთავარი ნეირომედიატორია, რომელიც გავლენას ახდენს განწყობაზე, ძილზე, მადაზე ემოციურ წონასწორობაზე და საერთო სიცოცხლისუნარიანობაზე.
ის ბუნებრივად მატულობს:
✅ მზეზე ყოფნისას;
✅ ფიზიკური აქტივობისას;
✅ ჯანსაღი ძილის დროს;
სეროტონინი გვმატებს შინაგან სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას, ამშვიდებს "შინაგან ხმაურს" და გვაბრუნებს აქ, ამ მომენტში.
სეროტონინს მოაქვს მესიჯი - „ყველაფერი წესრიგშია.“
მისი დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია დეპრესიულ სპექტრთან და შფოთვით აშლილობებთან.
🔸 ენდორფინი - ტვინის მიერ გამოყოფილი ბუნებრივი ანალგეტიკია, რომელიც არა მხოლოდ ამცირებს ტკივილს, არამედ იწვევს ენერგიის მატებას და ქმნის მსუბუქ, ეიფორიულ მდგომარეობას.
მის გამოყოფას უზრუნველყოფს:
✅ სიცილი;
✅ ცეკვა;
✅ სიმღერა/მუსიკა;
✅ ნებისმიერი პოზიტიური სტიმულაცია.
ენდორფინი ხელს უწყობს სტრესის და დაძაბულობის შემსუბუქებას და ემოციური ფონის ბუნებრივად გაჯანსაღებას.
რა ხდება, როცა ენდორფინის დონე დაბალია? ადამიანს არ აქვს ენერგია და მუდმივად დაღლილი და გაღიზიანებულია, აქვს ტკივილისადმი მომატებული მგრძნობელობა, ემოციურად გამოფიტულია და რთულად უმკლავდება სტრესულ სიტუაციებს.
#ფსიქოლოგი #ფსიქოლოგია #ფსიქიკა #ფსიქიკურიჯანმრთელობა #თვითრეფლექსია #ფსიქოგანათლება #მენტალურიჯანმრთელობა #ფსიქოლოგიინგასიჭინავა