29/01/2023
სახის კანი ყოველთვის მოვლილი და მკვრივი რომ იყოს, აუცილებელია მისი სწორი მოვლა. მოვლის ერთ–ერთი ხერხია მასაჟი. გარდა იმისა რომ ეს არის შესანიშნავი პრევენციული მეთოდი, მასაჟი ასევე აღადგენს კანის ელასტიურობას, ხელს უწყობს სილამაზის აღდგენას.
რით არის სასარგებლო მასაჟი?
მასაჟის სამკურნალო ეფექტი მდგომარეობს ლიმფური დინების გააქტიურებაში და ქსოვილებისთვის სისხლის მიწოდების გაუმჯობესებაში . ამავდროულად , მნიშვნელოვანია რომ არ გაიწელოს კანის ნაზი ზედაპირი , რომელიც საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს სხვადასხვა ფიზიკურ ზემოქმედებაზე.
უკუჩვენებები
მასაჟის ჩატარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახის ზედაპირიზე არ აღინიშნება არანაირი ანთებითი პროცესი, რადგან ამ შემთხვევაში მასაჟი გამოიწვევს მდგომარეობის გამწვავებას. ასევე სახის მასაჟი უკუნაჩვენებია ადამიანებისთვის , რომლებსაც ახასიათებთ კუპეროზისადმი მიდრეკილება.
მასაჟის ტექნიკა
მასაჟს ატარებენ სპეციალურად შემუშავებული ტექნიკით. მსუბუქი მოსრიალე მოძრაობები,რომლებიც მიმართულია მასაჟის ხაზების გასწვრივ არ წელავენ კანს, პირიქით უფრო ამკვრივებენ და აჯანსაღებენ მას.
მასაჟისტთან რამდენიმე ვიზიტის შემდეგ თქვენ გაგიქრებათ ტომრები თვალების ქვეშ, წვრილი ნაოჭების ქსელი და კანი გახდება ხავერდოვანი.მასაჟის სეანსის დროს მთლიანი სახე მუშავდება მცენარეული წარმოშობის ზეთებით, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მსუბუქ და ნაზ ზემოქმედებას კანზე, არამედ კვებავენ მას ვიტამინებით და აქტიური ნივთიერებებით.
თუ შევადარებთ მასაჟის კურსის შედეგს პლასტიკური ოპერაციის შედეგთან, შეიძლება ითქვას, რომ პირველ შემთხვევაში შედეგი არც თუ ისე ჩამორჩება.