21/04/2021
იცოდით, რომ
კოღოს ნესტარი ანუ ხორთუმი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალო საწრუპი. ის შედგება 6 ცალ-ცალკე გრძელი და წვრილი ნაწილისგან - ნემსებისგან, რომლებიც დაცულია გარეთა ტუჩით.
დიახ, ისინი გარჭობენ არა 1, არამედ 6 ნემსს!
ზოგიერთ მათგანს აქვს სამართებელივით მჭრელი კბილები, რომლებიც ჭრის კანს.
კოღოს ხორთუმის ამ ნემსებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს:
ზოგი კანში სისხლძარღვებს პოულობს,
ზოგს კოღოს ნერწყვი შეჰყავს.
ნერწყვში შედის 100-ზე მეტი სხვადასხვა ნივთიერება, რომელთა უმეტესობა ორგანული ნივთიერებები - ეგრეთწოდებული ენზიმებია
მათი დანიშნულებაა სისხლის შედედების შეჩერება და ნაკადის გაძლიერება.
არსებობს აგრეთვე სხვა ნივთიერებებიც, რომლებიც ადგილობრივი გაუტკივარებისთვის გამოიყენება.
როგორც კი ისინი შიგნით შევა, მსხვერპლი ვერაფერს ვეღარ იგრძნობს სანამ კოღო არ გაფრინდება და ნაკბენი ადგილი არ მოექავება.
ამის მიზეზი მარტივია -ადამიანთა უმეტესობა ვერ იტანს ამ ენზიმებს.