06/11/2024
🦠 ახალი დიაგნოსტიკური და თერაპიული გამოწვევა - ინოვაზიური სოკოვანი ინფექციები.
▪️ Aspergillus fumigatus არის სოკო, რომელიც ასკომიცეტების გვარს მიეკუთვნება და წარმოადგენს ინვაზიური სოკოვანი ინფექციის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს იმუნოსუპრესირებულ ადამიანებში.
🌬️ A. Fumigatus-ის სპორები ატმოსფეროში ყველგანაა გავრცელებული და შესაბამისად, ადამიანები ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ სპორას ჩაისუნთქავენ. სოკო უფრო მეტად პათოგენური იმუნოკომპრომეტირებულ პირებში ხდება, რადგან მარტივად დაძლევს მათ დამცავ საშუალებებს და შემდგომ მთელ რიგ დაავადებებს იწვევს, რომლებსაც ასპერგილოზს უწოდებენ.
🌏 ადამიანის დაავადების იმუნოსუპრესანტების სამკურნალოდ გამოყენების გაზრდის გამო შეფასებულია, რომ A. Fumigatus-ით ინფიცირებით ყოველწლიურად 600000-ზე მეტი იღუპება, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 25-დან 90%-მდეა.
🩺 პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე იმუნოკომპრომეტირება, ასპერგილუსი შეიძლება ჰემატოგენურად გავრცელდეს ორგანიზმში და უმძიმესი სეფსისი გამოიწვიოს, რომელიც ხშირად ლეტალურად მთავრდება.
🩻 IA-ს ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ არასპეციფიკურია. უმეტეს შემთხვევაში, სხეულის ტემპერატურის მომატება 38°C-ზე ზემოთ, მშრალი ხველა, ქოშინი და გულმკერდის ტკივილი.
🏥 ადრეული დიაგნოზი ინვაზიური ფილტვის ასპერგილოზის წარმატებული მკურნალობის მნიშვნელოვანი პირობაა. რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში ის უნდა ჩატარდეს კლინიკური სიმპტომების გამოვლენის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში.
🩸 ასპარგილოზის ადრეული დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება სისხლის კვლევა, რაც მოიცავს ასპარგილას ანტიგენის( გალაქტომანანის) და სპეციფიური ანტისხეულების -IgA, IgM IgG-ს გამოვლინებას საკვლევ ნიმუშში.
🩸 ინვაზიური ფილტვის ასპერგილოზის გარდა, ალერგიული ბრონქულ-ფილტვის ასპერგილოზის დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია სისხლში გალაქტომანანის განსაზღვრა, ასპერგილას სპეციფიკური IgE IgA, IgM და IgG დონის შეფასებასთან ერთად.
👩🔬 სისხლის ანალიზის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმუნოს ლაბორატორიაში
▪️ ღირებულება: 95 ლარი
📞 0322109108
📍 თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N5.
#იმუნო #ლაბორატორია #ანალიზი #კვლევა #სოკო