CoPhH -ფარმაცევტული ჰარმონიზაციის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • CoPhH -ფარმაცევტული ჰარმონიზაციის ცენტრი

CoPhH -ფარმაცევტული ჰარმონიზაციის ცენტრი GMP/GDP სტანდარტების დანერგვა, საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების რეგისტრაცია

ჩვენი გუნდი, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება მოქმედ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში, საქართველოს მიერ აღიარებული GMP/GDP სტანდარტების დანერგვის მიმართულებით გაგიწევთ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას. ჩვენი ექსპერტ- კონსულტანტების დახმარებით ასევე შეძლებთ თქვენი პროდუქტების, საკვები დანამატების ან კოსმეტიკის ევროპაში დარეგისტრირებას და სარეგისტრაციო დოსიეების მომზადებას.

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს…..
20/04/2025

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს…..

(გაგრძელება)ჩემი GDP-ური ჩანახატებიგაგიკვირდებათ და ერთხელ გადავწყვიტე  ადამიანური ურთიერთობების რისკი შემეფასებინა. FEM...
08/03/2025

(გაგრძელება)
ჩემი GDP-ური ჩანახატები

გაგიკვირდებათ და ერთხელ გადავწყვიტე ადამიანური ურთიერთობების რისკი შემეფასებინა. FEMEA- ცხრილი ერეკლემ აგვისხნა სალექციო კურსის მიმდინარეობისას,

როდესაც პრაქტიკული მეცადინეობები დავიწყეთ, გიორგიმ რისკის ანალიზის ფორმას გვაზიარა ( ასე ვთქვათ). მას შემდეგ განუყრელია :
ჩემს გონებაში, ჩემს ქვეცნობიერში, ჩემს ცხოვრებაში, სამყაროში და რაღა თქმა უნდა ჩემს საქმიანობაში.

„ ადამიანური ურთიერთობების რისკი“ -ის შეფასება გამაოგნებელი აღმოჩნდა.

RPN - ი დიდი ხანია გასცდენობდა 216-ს.

მათთვის ვინც მისი მნიშვნელობა არ იცის, მოკლედ ავხსნი RPN- რისკის პრიორიტეტულობის ხარისხს ნიშნავს და 216 -განსაკუთრებული სიმძმის მაჩვენებელია.

ცოტა მოგვიანებით, ალბად წიგნის დასრულებისას, განმარტებით ლექსიკონს დავურთავ თან და ნომერს მივანიჭებ.

დამოუკიდებელი დოკუმენტი GDP-ში არ არსებობს!

განმარტებითი ლექსიკონი - „ სოპის N 7 პუნქტი“ რატომ 7? თავად მიხვდებით.

ეს მოგვიანებით, ახლა რისკებს დავუბრუნდეთ.
რაპორტის შედეგი - კვლავ რისკის შეფასებით!

გადავწყვიტე GDP-ური ეთიკა . . . თანამდებობრივ ინსტრუქციებში გამეწერა.

ოჰ, ღმერთო ჩემო! ეს თანამდებობრივი ინსტრუქციები.
გაკვრით მათი გახსენება შეუძლებელია.

მე, რომელსაც ჩემი სხეულის თითოეულ უჯრედში გამჯდარი მაქვს წერის სიყვარული, ჩემი ხელჩანთა მუდამ სავსეა პატარა ბლოკნოტებით, კალმებით და ფურცლის ნაგლეჯებით, თანამდებობრივი ინსტრუქციების ფრაზების აწყობისას, ჩემი ქვეცნობიერის თევზი მეცოდებოდა და გამუდმებით ვგრძნობდი იშიკავას დიჟინებუულ მწყრალ მზერას.

მე და ნინო საღამოს, 8-9 საათისთვის ვსხდებოდით ონლაინ-რეჟიმში სამუშაოდ.
ის დღეც, სწორედ ასეთი დღე იყო.

თანამდებობრივი ინსტრუქციებიც რთული საკითხია. თუ არ გაქვს გაწერილი და მოვალეობები განაწილებული როგორ ავალდებულებ თანამშრომელს ამა თუ იმ საქმიანობის შესრულებას?

მეორე მხრივ, თუ პროცესი ან აქტივობა არ გაქვს გაწერილი და არ იცი ვინ რას აკეთებს“ როგორ ქმნი თანამდებობრივ ინსტრუქციას?

გადაწყვეტილების მიღება თქვენთვის მომინდვია, შესრულება ჯიდიპელებისთვის, ჭეშმარიტების დადგენა კეთილგანწყობილი ინსპექტორებისთვის.

ფრაზების მოძიება მე და ნინოს გვერგო წილად.

მე, ვზივარ ჩემი შვილის საწერ მაგიდასთან. ნინოს, ეკრანის მიღმა, უშველებელ მაგიდაზე გაუშლია სხვადასხვა ზომის ფურცლები . . .

ვფიქრობთ, ვაწყობთ, ვთარგმნით, ვშლით...
ვშლით, ვფიქრობთ, ვაწყობთ . . .
და ასე უამრავჯერ.

ბოლოს, მაშინ როდესაც ძილ-ღვიძილის ზღვარზე მყოფი ჩვენი გონება თანამდებობრივ ინსტრუქციებს დაეთანხმა მოვალეობების განაწილებაში, ჩემი ლეპტოპი ჩაქრა. ხელახლა ჩართვა აღარ მიცდია. სადაცაა ღამეს დღე შეენაცვლებოდა. ნინოს უსიტყვოდ არაფრისმთქმელი თვალებით დავემშვიდობე და . . .

დილით, საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. არაფიზიკურმა, აზრის ტკივილმა. თვალი გავახილე თუ არა, უნდობლად ჩამქრალი ლეპტოპი გამახსენდა.
უსწრაფესად ავდექი, ლეპტოპი დატენვაზე ჩავრთე და ეკრანზე მოუწესრიგებლად მიმოფანტულ ფაილებს მივადექი ჯიუტი კურსოსით.

დიასახლისის ინსტრუქცია შემხვდა პირველი, გავხსენი. დავხურე. ისევ გავხსენი.

ეკრანზე ვარსკვლავივით კიაფობს შესანიშნავი ფრაზა :
„დიასახლისს შეუძლია პასუხისმგებელი პირის მოვალეობების და არა პასუხისმგებლობის დელეგირება“

თვალებს არ ვუჯერებ. ვხსნი პასუხისმგებელი პირის ინსტრუქციას.

ჰორიზონტს მიღმა მდუმარედ მიიკლაკნება მორცხვი წინადადება „ ნარჩენების გატანა და ურნების სისუფთავის უზრუნველყოფა“.

დიახ. რატომაც არა. ჩვენ თანასწორი უფლების მქონე ადამიანები ვართ.
ლეპტოპი დავხურე.

პირადი თანამდებობრივი ინსტრუქცია გამახსენდა, ოჯახურ მოვალეობებს რომ ითვალისწინებს ის.

(გაგრძელება იქნება)

ნინო ჭელიძე
@გამომწერები
ნინო ფოცხვერაშვილი

ააიპ "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია" გთავაზობთ სასერტიფიკატო ტრენინგებს EU-GDP სტანდარტის მიმართულებით. ტრენინგის მ...
25/02/2025

ააიპ "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია" გთავაზობთ სასერტიფიკატო ტრენინგებს EU-GDP სტანდარტის მიმართულებით.

ტრენინგის მხარდამჭერია ააიპ "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია".

სასწავლო კურსები განკუთვნილია შემდეგი პირებისთვის:

** საბითუმო დისტრიბუციის განმახორციელებელი პირი _ სწავლება EU-GDP სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით;

** ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში დაკავებული ნებისმიერი პირი _ სწავლება შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით;

** ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი _ სწავლება შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

სასწავლო კურსების მიმართულებებია:

** GDP დამწყებთათვის - შესავალი და ზოგადი პრინციპები

** GDP ხელმძღვანელი პირებისთვის

** RP (პასუხისმგებელი პირი) და GDP

** GDP - გადახრების მართვა და CAPA

** GDP აუდიტი

** GDP - ვრცელი კურსი

** GDP და საბროკერო საქმიანობის განმახორციელებელი პირი

დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:👇👇

ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება

(გაგრძელება)ჩემი GDP-ური ჩანახატებიწინა ტრენინგი ცვლილებების კონტროლით დამთავრდა. უსაზღვრო პატივისცემა დაიმსახურა ჩემში....
23/02/2025

(გაგრძელება)
ჩემი GDP-ური ჩანახატები

წინა ტრენინგი ცვლილებების კონტროლით დამთავრდა. უსაზღვრო პატივისცემა დაიმსახურა ჩემში. განსაკუთრებით იმან მომხიბლა, ცვლილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ცვლილების ინიციატორს რომ უნდა აცნობო.

აუცილებლად გამოვიყენებ.

რატომ? - პატივისცემას გამოხატავს თანამშრომლის მიმართ, მის არსებობას, მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მის მოღვაწეობას კომპანიაში.

რატომ? – „ახალი“ კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

რატომ „ ახალი“ კულტურა? – GDP მხოლოდ სტანდარტი არ არის, მხოლოდ სტანდარტი ვერ იქნება ის, რაც ადამიანის სიცოცხლეს უკავშირდება.
ამიტომ ჩამოყალიბდა ახალი, GDP-ური კულტურა.

რატომ GDP-ური კულტურა?

ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის ხელშეწყობაა
სადისტრიბუციო კომპანიების მზაობა, ურთიერთდახმარება და პატივისცემა ერთმანეთის მიმართ განსახორციელებულ აქტივობებთან მიმართებაში.

რატომ?

ადამიანის გონება ქმნის თეორიულად და ადამიანი ნერგავს ფიზიკურად.

ესეც მეხუთე - რატომ?

5 რატომ? - იმედი მაქვს საკიტი ტოიოდას არ გავანაწყენებ მეტად თუ ჩავუღრმავდები.
თუმცა GDP- ფსკერამდე ვერასდროს ისწავლი, რადგან მას ფსკერი უბრალოდ არ აქვს.
მითუმეტესს როცა სადღაც იქვე . . . ყოველთვის დაცურავს GDP-ური დარდებით დამძიმებული თევზი.

რატომ ? - ჩემი ტრენერი გიორგი გამახსენდა. ერთი განუმეორებელი თვისება აქვს. ის არ გასწავლის GDP-ს, ის გასწავლის როგორ ისწავლო GDP. გიორგისეულ ფილოსოფიას თუ გაიგებ, გზა ხსნილი გაქვს . . . მხოლოდ შრომა და აზროვნება გჭირდება.
სწორედ აქ გიყალიბდება GDP-ური კულტურა. შრომის პატივისცემას სწავლობ, მხოლოდ საკუთარის არა, სხვისი შრომის პატივისცემას.

7-ჯერ გადაგზავნილი სერიის ისტორიის ფორმა გამახსენდა.

ვცდილობ მოგონებებს თავი დავაღწიო და ყურადღება მოვიკრიბო.
ჩემს ქვეცნობიერში ახალი ტრენინგი იწყება.
ლეპტოპიდან ელენეს გონიერი თვალები მიმზერს.

(გაგრძელება იქნება)

ნინო ჭელიძე

(გაგრძელება)ჩემი GDP-ური ჩანახატებიშემდეგი ტრენინგის დღე რომ დადგა,                                                     ...
22/02/2025

(გაგრძელება)
ჩემი GDP-ური ჩანახატები

შემდეგი ტრენინგის დღე რომ დადგა, გარეთ განსაკუთრებით წვიმდა, მაგრამ არაკოკისპირულად.

წვიმდა უცნაურად, უცნაური წვეთებით და გამუდმებით, ისე თითქოს ჯერ დაუმდგარი გაზაფხული იწვეთებოდა.

ტრენინგი ერეკლემ დაიწყო.
გადახრა!
გადახვევა პროცედურიდან ან სტანდარტიდან! -გვიხსნის ერეკლე რბილი, დამაჯერებელი ხმით.

ვზივარ საკუთარ თავთან ზურგშექცევით და ვცდილობ წარმოვიდგინო ჩემს გონებაში ჯერარარსებული სტანდარტიდან ან სასაწყობე სივრცეში ჭრელა-ჭრულა კაბებით მოფრიალე პერსონალის ამკრძალავი პროცედურიდან გადახვევა რა შეიძლება იყოს.

მითუმეტესს მაშინ როდესაც . . . სადღაც იქვე ნაზამთრალ მინდორს ნაზამთრალი გაზაფხული ეპარებოდა კლაკნილი ბილიკებით. ესეც გადახვევა!

ხომ ვთქვი : GDP - ცოცხალი ორგანიზმია!

ერეკლე ცვლილებების კონტროლზე გადადის, თემამ რატომღაც განსაკუთრებით დამაინტერესა.

სტანდარტი და ცვლილება!

ჩვენთან საქართველოში, თუ ჩვენთან დედამიწაზე, სტანდარტის განსხვავებული აღქმა აქვთ ადამიანებს. სტანდარტი- რაღაც „ტაბუდადებულს“ უფრო ნიშნავს ვიდრე მოთხოვნათა თანმიმდევრულ დამტკიცებულ წესს!
სტანდარტის შუაგულში განხორციელებული ცვლილება, ახსნა რთულია უნდა იგრძნო.

ჟურნალები და რეესტრები გამახსენდა - მათთან მიმართებაშიც სხვაობას ვგრძნობდი, ახსნის გარეშე.
ახალბედა ჯიდიპელებს პატარა მინიშნება : ჟურნალი ეტაპობროვად ივსება და განხორციელებულ ქმედებებს ასახავს , რეესტრი ჩამონათვალია . . . დანარჩენს თავად მიხვდით.

GDP-უპირველესად აზროვნებაა!

უფრო სწორად აზროვნების თავისუფლება!

თავად გადაწყვიტე, სტანდარტში რომელიც გეუბნება რომ პერსონალს სამუშაო ფორმა უნდა ჩააცვა- როგორ ფორმას ჩააცმევ ან წითელი ფერის შტამპს დაარტყამ ორიგინალ დოკუმენტს თუ ყვითელს.

თავისუფლება აზროვნებაშია.

(გაგრძელება იქნება)

@გამომწერები
ნინო ჭელიძე
Georgian Pharmacists Association • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია

(გაგრძელება)ჩემი GDP-ური ჩანახატებიჩემს მაყვლოვანში ვზივარ და სალათისფერ ოთახს ვიხსენებ. მაყვლოვანი მკრთალი შუქით მაქვს ...
13/02/2025

(გაგრძელება)
ჩემი GDP-ური ჩანახატები

ჩემს მაყვლოვანში ვზივარ და სალათისფერ ოთახს ვიხსენებ. მაყვლოვანი მკრთალი შუქით მაქვს განათებული, მწერებმა რომ არ შემაწუხონ წერის დროს.

მწერების ხსენებაზე „მავნებლების კონტროლის „ სოპი გამახსენდა. ახლაც ჩამესმის ყურში გიორგი რომ გვიხსნიდა როგორ იწმინდებოდა მფრინავი მწერების დამჭერი საშუალებები.

ჩემმა ნინომ მაშინ ბევრი იცინა. ბევრი რამ მიუღწეველი გვეჩვენებოდა. უკვე პრაქტიკული მეცადინეობები გვქონდა დაწყებული და ყველაფერს დეტალურად გავდიოდით.

ჩემი ნინო ჩემი ჯიდიპელი ჯგუფელია. ტრენინგზე გავიცანი. „სოპის სოპის“ წერა რომ დავიწყეთ მაშინ შემომთავაზა : ერთად ხომ არ გვემუშავა სოპებზეო? მას შემდეგ უთვალავი GDP-ური დარდი გადავიტანეთ ერთად. უსიტყვოდ ვგრძნობთ ერთმანეთს. საოცარი თვისება აქვს, მუშაობის პროცესში რამეს რომ გადავწყვეტდით ან რომელიმე ფორმას შევიმუშავებდით და გადახედვისას არ მოეწონებოდა უცებ გაჩუმდებოდა. მაშინვე ვხვდები. როცა დუმს, სახეზე მრავლისმთქმელი გამომეტყველება აქვს.
ზუსტად ვიცი ახლა მეტყვის „ ნინ, მოდი ხელახლა“. იმდენად ერთნაირად ვფიქრობდით, ხშირად ერთდროულად წამოგვიძახებია ერთი და იგივე ფრაზა.

„ ჩემი ნინო „ ჩემმა პატარა ოჯახმა შეარქვა. ისე იყვნენ შეჩვეული ყოველდღიურ, შუაღამემდე გაგრძელებულ ონლაინ- მუშაობას, ერთი დღე თუ გაგვიცდებოდა თავად მოიკითხავდნენ ხოლმე. დღემდე ძალიან უყვართ.

ამასობაში ჩემი მაყვლოვანი გამავალი მანქანის შუქმა გაანათა, მწიფე მაყვლებსა და მკვახე ყურძნის მარცვლებზე რომ გადატყდა.

სალათისფერი ოთახი გამახსენდა ისევ. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
პატარა, ორსართულიან სახლში მდებარეობდა. სახლის წინ ვარდების ბაღი ჰქონდა. რომ შეხვიდოდი პირდაპირ ხვდებოდი დიდ ოთახში, საიდანაც კარი ბაღში გადიოდა. ეს ბაღი ძალიან მიყვარდა, სხვა ხეებთან და მცენარეებთან ერთად კენკრაც ხარობდა. ბაღს ჩვენი ტრენერი გიორგი უვლიდა.

მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება პრაქტიკულ მეცადინეობაზე თვითონ, საკუთარ ხელით დაკრეფილი, ფართო ხელისგულზე მიმოფანტული ნაყოფი რომ შემოგვიტანა.
განსაკუთრებული იყო.
ტრენინგიც, ადამიანიც და ნაყოფიც.

მე ისევ მაყვლოვანში ვზივარ.
თუმცა ჩემი გონება სალათისფერ ოთახში მიხმობს. . .
ჩვენ ხომ ჯერ ისევ თეორიულ კურსს გავდივართ . . . უბრალოდ მოგონებები არ მასვენებენ.

ლეპტოპის ეკრანიდან ჩემი ტრენერები მიმზერენ.
პრეზენტაცია იხსნება.

Deviation Handling/QRM/CAPA & Change Control
გადახრების მართვა/ცვლილებების კონტროლი.

ტრენინგი იწყება იქ,
სადაც ჯერ ისევ მინებს ეხეთქება წვიმის უხეში წვეთები.
იქ, ჩემს მოგონებებში ჯერ ისევ ზამთარია.

(გაგრძელება იქნება )

ნინო ჭელიძე
@გამომწერები
ნინო ფოცხვერაშვილი
Georgian Pharmacists Association • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია

(გაგრძელება)ჩემი GDP-ური ჩანახატები პირველი ტრენინგის დასრულების მეორე დღეს მეცადინეობა ვერ მოვასწარი. თუმცა ტრენინგამდე...
12/02/2025

(გაგრძელება)

ჩემი GDP-ური ჩანახატები

პირველი ტრენინგის დასრულების მეორე დღეს მეცადინეობა ვერ მოვასწარი. თუმცა ტრენინგამდე ერთი დღე კიდევ მქონდა და ნაკლებად ვინერვიულე. ვფიქრობდი რომ მასალა შესანიშნავად გავიგე. ის ერთი დღეც რომ მიილია, იატაკზე, კედლის გამათბობელთან მოვკალათდი და ლეპტოპი ჩავრთე.

ტრენინგისთვის მასალას წინასწარ გვიგზავნიდნენ, მეც შესაბამისი პრეზენტაცია მოვძებნე და კითხვას შევუდექი. ჯერ ნაცნობი აზრების პოვნას ვცდილობდი, შემდეგ ნაცნობი ფრაზების . . .

ბოლოს ჩემს გონებაში აზრები, ფრაზები, სადღაც სასაწყობო სივრცის მიღმა მდგარი პერსონალი და ჩაფიქრებული წითელკითხვიანი კაცი რომ აირია, მივხვდი რომ ცისარტყელა - ცის სარტყელისთვის კიდევ ერთი ფერის დამატება ბევრად უფრო რთული იქნებოდა ვიდრე მეგონა . .

ტრენინგის დაწყებას მოუთმენლად ველოდი. ეკრანზე სალათისფერი ოთახი რომ გამოჩნდა, ჩემი გონება გაზაფხულის გამთბარ მიწას დაემსგავსა, ჭიანჭველები რომ იწყებენ ფუსფუსს სწორედ ასე დაიარებოდნენ ჩემს გონებაში ჩემი ფიქრები.

ტრენინგს სამივე ტრენერი ესწრებოდა, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და როგორც ყოველთვის ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.

ერეკლე საუბრობს : გაიდლაინი, დანერგვა, რისკები, ცვლილებები...

უცებ გონება მინათდება და კითხვას ვსვამ :
- ესე იგი გაიდლაინი გვასწავლის რა უნდა გავაკეთოთ და სოპი როგორ უნდა გავაკეთოთ?
ეკრანზე გიორგი გამოჩნდა :
-ვინ თქვა ეს?“
მე, საკუთარ თავში ან ...არ ვიცი საკუთარ თავს მიღმა ვიმალები.
-მე ვთქვი! -საიდანღაც ისმის ჩემი გაუბედავი ხმა.
- რა გვარის ხართ?
- ჭელიძე.
- თუ თქვენ ეხლა მეტყვით მესამე რა არის, ჩათვალეთ რომ სერტიფიკატი თქვენია.

მე. ჩემს ქვეცნობიერში უკვე დავიარები არარსებული, ჯერ დაუბეჭდავი სერტიფიკატით ხელში და ვლუღლუღებ „ ჩანაწერები“

ჩემი ჯიდიპელი ჯგუფელები მეხმარებიან და ყველა ერთად ვთანხმდებით „ დოკუმენტირება“-ზე.
გახარებული ვარ, მთელს ჯგუფს უკვე გვაქვს სერტიფიკატი. ეს იქ, სადღაც ჩემს შუასაყარში, გული რომ მიფანცქალებს გამოცდის გაფიქრებაზე.

და უცებ ერეკლეს გულისგამგმირავი კითხვა :
მაკორექტირებელი და ?

ჩემი, „გაზაფხულის გამთბარი მიწის მსგავსი გონება „ გაიყინა. ძალიან ვცდილობ.არა. ისევ ვცდილობ გავიხსენო, ისევ არა.
ზურგს უკან მწველ მზერას ვგრძნობ. უნებურად ვიხედები და. . .

გახსოვთ ალბათ, ტრენინგები ონლაინ რომ ტარდება. პიანინოს თავზე შემომჯდარი ჩემი გიორგი უკმაყოფილო სახით და ოთხი ბუთქუნა თითის ჩვენებით ხმამაღლა ჩურჩულებს:
„ ოთხი ასო დედა, „კ“ დედა! „ კ“.
CAPA.

მე შეუსვენებლად, დედამიწასავით ვბრუნავ პიანინო- ლეპტოპი! ლეპტოპი- პიანინო.

მადლობა ღმერთს! სალათისფერ ოთახში სიმშვიდეა.
გიორგის უკმაყოფილო სახეს ვუყურებ დიდი ასოებით ურცხვად რომ აწერია:
„ დედა ოროსანი ხარ!“

ჩემს ქვეცნობიერში, სადღაც, ტეხურას პირას სულს ღაფავს ოროსანი პერსონალით დამძიმებული თევზი.
საწყალი იშიკავა. მრცხვენია მისი.

გაგრძელება იქნება.

@გამომწერები
ნინო ჭელიძე

(გაგრძელება)ჩემი GDP-ური ჩანახატებისალათისფერ ოთახში სამარისებური სიჩუმე სუფევს.მხოლოდ ტრენერის ხმა ისმის. თბილი და სასი...
09/02/2025

(გაგრძელება)

ჩემი GDP-ური ჩანახატები

სალათისფერ ოთახში სამარისებური სიჩუმე სუფევს.
მხოლოდ ტრენერის ხმა ისმის. თბილი და სასიამოვნო.

ტრენერი სამი გვყავს: გიორგი, ერეკლე და ელენე.
გიორგი საკუთარ გამოცდილებასა და პროექტებზე გვესაუბრება. განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე.
უცნაური შეგრძნება მაქვს.
ვზივარ, ვფიქრობ და ვუსმენ.

მე, წლობით ყოველდღიურ, ერთფეროვან, რუტინულ საქმიანობაში ჩართულს მაოცებს მისი მუდმივი სწაფვა სიახლეებისკენ და უზომო შრომისმოყვარეობა.

შრომისმოყვარეობა -ცალკე ფენომენია.
ან გაქვს ან არა. სამსახურის ქონას არ უკავშირდება.
შინაგანია. შენს ნერვებთან ერთად იტოტება სხეულში.
უქმად ვერ ზიხარ.
შენს სხეულში თითო-თითოდ წყდება ნერვები.

ვუყურებ და არ მასვენებს „ საოცრად ნაცნობის“ შეგრძნება.
უცებ ჩემს გონებაში ჩემი მაშინდელი სამსახურის ერთი-ერთი კორპორაციული საღამო ამოტივტივდა.
უმალ ვიცანი ჩემი ტრენერი.
თანამშრომლების დაჯილდოვება მიმდინარეობდა.
ჩემს გონებაში, მიკროფონოთ ხელში დგას და სცენაზე იწვევს ჩვენს კომპანიაში, დიასახლისის პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელს.
ახლაც ჩამესმის ყურში მისი სიტყვები :
- როდესაც ოფისში მოვდივარ, ნინო (დიასახლისსაც ასე ერქვა) მუდმივად იატაკის საწმენდი ჯოხით ხელში მხვდება კიბეზე, ეს ჩემი პირადი პრიზია!

შრომის პატივისცემას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანების მიმართ სიყვარულს განსაკუთარებით.

ჩემი ქვეცნობიერის ერთ-ერთ ნაწილში ახლაც დგანან ჩემი ტრენერი და მისი სურვილით დაჯილდოვებული ნინო-დიასახლისი. ადამიანური ურთიერთობის სიმბოლო.

GDP-გაიდლაინიც ასე იწყება : პერსონალი.
ახლა რატომ გამახსენდა არ ვიცი.

პრაქტიკული მეცადინეობები რომ დავიწყეთ, რამდენიმე მტევანი შავი ალადასტური მივართვი ჯიდიპელებს. ჩვენი ეზოს ალადასტური. მუხიანის აგარაკებზე ვცხოვრობ და პატარა ეზო მაქვს. . . ვარდებით და დიდთავიანი ყვითელგულა გვირილებით სავსე.

გიორგი და ერეკლე დიდხანს მსჯელობდნენ ხომ არ იყო ეს გამოყვანილი „ შავი თითა“. ბოლოს ისევ ალადასტურზე შეჯერდნენ. მაშინ გავიგე : ჩემს ტრენერს, გიორგის ძალიან უნდოდა ყურძნის ეს ჯიში მოეშენებინა . . . მის მამას რომ ჰქონია ოდესღაც.

შემთხვევით წავაწყდი მსგავსს და კალმები მოვატანინე. მხოლოდ ერთი გადარჩა. წელს პირველი ნაყოფი აქვს. მოუთმენლად ველი მის დამწიფებას. ნერგი მინდა ვუწილადო.

უცნაურია ადამიანის გონება. არავინ იცის ფიქრები, აზრები და მოგონებები როდის და სად ამოტივტივდება. ყველაფერი ერთი მთლიანობაა. თუმცა როგორც GDP-ში. . . რეალურად ერთი მთლიანი და მუდმივად მბრუნავი, ცოცხალი და ცვალებადი ორგანიზმია. . .
GDP - ორგანიზმი ორგანიზმისთვის.

გიორგი საუბარს ამთავრებს. მას ერეკლე ენაცვლება.
ერეკლე კოლხური გარეგნობის, საოცრად სანდომიანი პირ-სახის და ძალიან განათლებული ადამიანია. მას რამდენიმე პროფესია აქვს და მისი ლექციები საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე. პრაქტიკულად ხსნის და არასოდეს გავიწყდება.
გარე აუდიტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. არ ვიცი რატომ. ამაზე ცოტა მოგვიანებით.

ერეკლეს შემდეგ ეკრანზე ელენე გამოჩნდა. პირველი რაც ჩემმა მზერამ აღიქვა, მისი დიდრონი, გონიერებით სავსე თვალები იყო. როცა ვუყურებდი, მეგონა ბაგეების ნაცვლად მისი მეტყველი თვალები საუბრობდნენ.

ტრენინგზე ძალიან მეგობრული ატმოსფერო სუფევდა და უცებ აღმოვაჩინე ელენე პატარა შვილისშვილს რომ დაატარებდა გულით, პატარა კირას . . .
დიდთავიანი ყვითელგულა გვირილები რომ უყვარს თურმე ძალიან. ჩემს ეზოში რომ ყვავის, ის გვირილები.
სადღაც შორს გავიქეცი, მოგონებებში.

ეკრანზე გახსნილ პრეზენტაციას „ ხარისხის მართვის სისტემა „ აწერია, სადაც სულ მალე დაფიქრებული წითელკითხვიანი კაცი გამოჩნდა.

ტრენინგი დასრულდა.
ლეპტოპის ეკრანი სიცარიელემ მოიცვა.
სალათისფერი ოთახი დროებით გაქრა.
ჩემს გონებაში, სადღაც ცნობიერების მიღმა ბუნდოვნად მოსჩანს ხორცშეუსხმელი თევზის ჩონჩხი.

(გაგრძელება იქნება)
@გამომწერები
ნინო ჭელიძე

ჩემი GDP-ური ჩანახატები ✍️I ნაწილი 🐠ჩემს ცხოვრებაში GDP რომ შემოიჭრა, ჯერ ისევ ძველი წელი იყო. ახალი წლის იმედები რომ იკ...
08/02/2025

ჩემი GDP-ური ჩანახატები ✍️
I ნაწილი 🐠

ჩემს ცხოვრებაში GDP რომ შემოიჭრა, ჯერ ისევ ძველი წელი იყო. ახალი წლის იმედები რომ იკლაკნება შენს ქვეცნობიერში ის „ ძველი „ წელი.

მახომ დამირეკა, ჩემმა მეგობარმა : „ ახალი სტანდარტი შემოვიდა, ფარმაცევტი მჭირდება, საწყობში ტემპერატურას, ტენიანობას რომ გააკონტროლებს. მოიფიქრე, თუ თანახმა იქნები, ტრენინგსაც გავივლით“

რამდენიმე დღე ჩემს გონებაში დაუსრულებლად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა საზომი ხელსაწყოები, ათასგვარი თერმომეტრები, ჰიგრომეტრები . . .
არსებული და არარსებული ფორმებით, ფერებით.
ბოლოს „ ტემპერატურის გაზომვის ცნება „ ღრმად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში, ფიქრები დამშვიდდნენ და დავთანხმდი.

სამსახური რა თქმა უნდა მქონდა და ძალიან მიყვარდა მაგრამ, ვიფიქრე ორ სამსახურს ერთმანეთს შევუთავსებ და ნაწვიმარ ცაზე ცისარტყელას ფერებს კიდევ ერთი ფერი შეემატება თქო . . .

ტრენინგი მაშინ დაიგეგმა ძველი წელი ახლით რომ შეიცვალა და ონლაინ მიმდინარეობდა, საღამოს საათებში.

უამრავ ფერმკრთალ დღეებს შორის სასიამოვნო სიახლე იყო, თავი კვლავ სტუდენტად ვიგრძენი და ფანქარ-კალამ-ფურცელ მომარჯვებული მოუთმენლად ველოდი საღამოს.

ჩემთან ერთად ტრენინგს ხან ნებით და ხან უნებლიეთ ჩემი გიორგიც ესწრებოდა, რომელიც როგორც შემდგომ აღმოჩნდა შესანიშნავად იმახსოვრებდა ტერმინებს.
სწავლება ყურადღებას და ცხადია ოთახში სიჩუმეს მოითხოვდა . . . ასეც იყო, თუ რა თქმა უნდა ჩემი ონავარი შვილის, ხან ტკბილეულის, ხან ხილის, ხან საკუთარი აზრების გაზიარების მუდმივ მოთხოვნებს არ ჩავთვლით, რასაც ჩემს მხრიდან ხან აღშფოთებული მზერა, ხან კი ხვეწნა-მუდარის გამომხატველი მიმიკები მოყვებოდა.

სასწავლო ჯგუფი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებისგან შესდგებოდა, ზოგი დირექტორი იყო, ზოგი ხარისხის ან საწყობის მენეჯერი, რამდენიმე თანამშრომელი სწავლების დასრულებისას ელოდებოდა საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას.

საღამოს 8 საათი შესრულდა თუ არა, zoom-ის წინასწარ გამოგზავნილ ლინკს დავაკლიკე და მოუთმენლად მივაჩერდი ეკრანს, სადაც სამი, საოცრად კეთილგანწყობილი სახე გამოჩნდა.

შუაგულ ზამთარში, მაშინ როდესაც გარეთ თოვლის ნაცვლად, ცივი წვიმის უხეში შხეპები ფანჯრის მინებს ეხეთქება, მათი ოთახის სალათისფერი საოცრად
დამამშვიდებლად მოქმედებდა ჩემზე და სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში.

იქამდე სანამ, ჩემი გონება ფერებს ისრუტავდა, ეკრანზე დიდი ასოებით გამოჩნდა:
GDP- Good distribution practice კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა. ტრენინგი დაიწყო.

(გაგრძელება იქნება)

@ნინოჭელიძე
@გამომწერები

ნინო ფოცხვერაშვილი
Georgian Pharmacists Association • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია

08/02/2025

მოგესალმებით მეგობრებო!

ვინც -სწავლება გაიარა, მან კარგად იცის რა რთული,
შრომატევადი და საინტერესო პროცესია.

სწავლების დასრულებისას კი უცებ აღმოაჩენ რომ სინამდვილეში მედიკამენტი " ცოცხალი ორგანიზმია" და მას ისეთივე მოვლა და გაფრთხილება სჭირდება როგორც ადამიანს. 🙏💊

გადავწყვიტე ჩემი GDP-ური სტუდენტობა ლიტერატურულ ჩანახატებად (მომავალში წიგნად მოვიაზრებ 📕) მექცია ფარმაცევტებისთვის და ძალიან გამიხარდება ჩემი გამოცდილება საინტერესო თუ იქნება მათთვის.

ჩემი GDP-ური ჩანახატები ✍️
I ნაწილი🐠 იხ. შემდგომ პოსტში.

ნინო ჭელიძე
@გამომწერები

ჩემი GDP-ური ჩანახატებიავტორი ნინო ჭელიძე ნინო ჭელიძის ჩანახატები(გაგრძელება) #2ჩემი GDP-ური ჩანახატებისალათისფერ ოთახში...
15/07/2024

ჩემი GDP-ური ჩანახატები
ავტორი ნინო ჭელიძე ნინო ჭელიძის ჩანახატები
(გაგრძელება) #2

ჩემი GDP-ური ჩანახატები

სალათისფერ ოთახში სამარისებური სიჩუმე სუფევს.
მხოლოდ ტრენერის ხმა ისმის. თბილი და სასიამოვნო.
ტრენერი სამი გვყავს: გიორგი, ერეკლე და ელენე.
გიორგი საკუთარ გამოცდილებასა და პროექტებზე გვესაუბრება.
განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე.
უცნაური შეგრძნება მაქვს.
ვზივარ, ვფიქრობ და ვუსმენ.
მე, წლობით ყოველდღიურ, ერთფეროვან, რუტინულ საქმიანობაში ჩართულს მაოცებს მისი მუდმივი სწაფვა სიახლეებისკენ და უზომო შრომისმოყვარეობა. შრომისმოყვარეობა -ცალკე ფენომენია.
ან გაქვს ან არა. სამსახურის ქონას არ უკავშირდება.
შინაგანია. შენს ნერვებთან ერთად იტოტება სხეულში.
უქმად ვერ ზიხარ.
შენს სხეულში თითო-თითოდ წყდება ნერვები.
ვუყურებ და არ მასვენებს „ საოცრად ნაცნობის“ შეგრძნება.
უცებ ჩემს გონებაში ჩემი მაშინდელი სამსახურის ერთი-ერთი კორპორაციული საღამო ამოტივტივდა.
უმალ ვიცანი ჩემი ტრენერი.
თანამშრომლების დაჯილდოვება მიმდინარეობდა.
ჩემს გონებაში, მიკროფონოთ ხელში დგას და სცენაზე იწვევს ჩვენს კომპანიაში, დიასახლისის პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელს.
ახლაც ჩამესმის ყურში მისი სიტყვები :
- როდესაც ოფისში მოვდივარ, ნინო (დიასახლისსაც ასე ერქვა) მუდმივად იატაკის საწმენდი ჯოხით ხელში მხვდება კიბეზე, ეს ჩემი პირადი პრიზია!
შრომის პატივისცემას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანების მიმართ სიყვარულს განსაკუთარებით. ჩემი ქვეცნობიერის ერთ-ერთ ნაწილში ახლაც დგანან ჩემი ტრენერი და მისი სურვილით დაჯილდოვებული ნინო-დიასახლისი. ადამიანური ურთიერთობის სიმბოლო.
GDP-გაიდლაინიც ასე იწყება : პერსონალი.
ახლა რატომ გამახსენდა არ ვიცი. პრაქტიკული მეცადინეობები რომ დავიწყეთ, რამდენიმე მტევანი შავი ალადასტური მივართვი ჯიდიპელებს. ჩვენი ეზოს ალადასტური. მუხიანის აგარაკებზე ვცხოვრობ და პატარა ეზო მაქვს. . . ვარდებით და დიდთავიანი ყვითელგულა გვირილებით სავსე. გიორგი და ერეკლე დიდხანს მსჯელობდნენ ხომ არ იყო ეს გამოყვანილი „ შავი თითა“. ბოლოს ისევ ალადასტურზე შეჯერდნენ. მაშინ გავიგე : ჩემს ტრენერს, გიორგის ძალიან უნდოდა ყურძნის ეს ჯიში მოეშენებინა . . . მის მამას რომ ჰქონია ოდესღაც.
შემთხვევით წავაწყდი მსგავსს და კალმები მოვატანინე. მხოლოდ ერთი გადარჩა. წელს პირველი ნაყოფი აქვს. მოუთმენლად ველი მის დამწიფებას. ნერგი მინდა ვუწილადო.
უცნაურია ადამიანის გონება. არავინ იცის ფიქრები, აზრები და მოგონებები როდის და სად ამოტივტივდება. ყველაფერი ერთი მთლიანობაა. თუმცა როგორც GDP-ში. . . რეალურად ერთი მთლიანი და მუდმივად მბრუნავი, ცოცხალი და ცვალებადი ორგანიზმია. . .
GDP - ორგანიზმი ორგანიზმისთვის.
გიორგი საუბარს ამთავრებს. მას ერეკლე ენაცვლება.
ერეკლე კოლხური გარეგნობის, საოცრად სანდომიანი პირ-სახის და ძალიან განათლებული ადამიანია. მას რამდენიმე პროფესია აქვს და მისი ლექციები საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე. პრაქტიკულად ხსნის და არასოდეს გავიწყდება.
გარე აუდიტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. არ ვიცი რატომ. ამაზე ცოტა მოგვიანებით.
ერეკლეს შემდეგ ეკრანზე ელენე გამოჩნდა. პირველი რაც ჩემმა მზერამ აღიქვა, მისი დიდრონი, გონიერებით სავსე თვალები იყო. როცა ვუყურებდი, მეგონა ბაგეების ნაცვლად მისი მეტყველი თვალები საუბრობდნენ. ტრენინგზე ძალიან მეგობრული ატმოსფერო სუფევდა და უცებ აღმოვაჩინე ელენე პატარა შვილისშვილს რომ დაატარებდა გულით, პატარა კირას . . .
დიდთავიანი ყვითელგულა გვირილები რომ უყვარს თურმე ძალიან. ჩემს ეზოში რომ ყვავის, ის გვირილები.
სადღაც შორს გავიქეცი, მოგონებებში.
ეკრანზე გახსნილ პრეზენტაციას „ ხარისხის მართვის სისტემა „ აწერია, სადაც სულ მალე დაფიქრებული წითელკითხვიანი კაცი გამოჩნდა.
ტრენინგი დასრულდა.
ლეპტოპის ეკრანი სიცარიელემ მოიცვა.
სალათისფერი ოთახი დროებით გაქრა.
ჩემს გონებაში, სადღაც ცნობიერების მიღმა ბუნდოვნად მოსჩანს ხორცშეუსხმელი თევზის ჩონჩხი.
(გაგრძელება იქნება)

Address

თბილისი, ვაკე დარიალის შესახვევი 5
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CoPhH -ფარმაცევტული ჰარმონიზაციის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to CoPhH -ფარმაცევტული ჰარმონიზაციის ცენტრი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram