22/09/2023
🔵10 სექტემბერს სასტუმრო ჰოლიდეი ინში კომპანია მიეთკესა და მედ თრეიდერის ორგანიზებით გაიმართა რიგით მეორე სიმპოზიუმი პედიატრიულ ნეიროქირურგიაში. წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო.
🔵ღონისძიებაზე კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვლადიმერ წიქარიშვილის და მისი კოლეგების მიერ წარმოდგენილი იყო პედიატრიულ ნეიროქირურგიაში არსებული თანამედროვე მიდგომები და განხილული იყო მკურნალობისას გამოყენებული პრაქტიკა.
🔵ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყოს ბერლინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის, შარიტეს პედიატრიული ნეიროქირურგიის ხელმძღვანელი, პროფესორი, ულრიხ ვილჰელმ თომალე, რომელმაც ისაუბრა შარიტეს ჰოსპიტალში არსებულ პრაქტიკაზე. მან ქართველ კოლეგებს, პედიატრებსა და ნევროლოგებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Med Trader • მედ თრეიდერი, Medical supply store, 145 A. Beliashvili Street, Tbilisi.