14/08/2024
📣 #ძლიერიქალი
,,ძლიერი ქალები ქმნიან ძლიერ და განვითარებულ მომავალს 🤍
მე ვარ თამარ ცირეკიძე ,პროფესიით ექიმი, სამი შვილის დედა.
ძალა არის ნება არ მისცე საკუთარ თავს სისუსტის უფლება. ძალაა როცა არ გეშინია!
არ გეშინია თქვა რა გინდა.
არ გეშინია მიიღო გადაწყვეტილება.
არ გეშინია იმოძრაო, მაშინაც კი, როცა გზა არ ჩანს.
არ გეშინია რეალობას გაუსწორო თვალი.
არ გეშინია სიახლის.
არ გეშინია განსხვავებულობის.
არ გეშინია განვითარების.
არ გეშინია გახდე ბევრი და იყო ყველგან, სადაც საჭირო ხარ.
და მთავარი, არ გეშინია ეძებო საკუთარი თავი და იარო მისკენ.‼️
იარო მტკიცედ, მყარი ნაბიჯებით, ჯიუტად, სანამ არ იპოვი, სანამ არ აღმოაჩენ ვინ ხარ და რა შეგიძლია. იარო მშვიდად.
მე ვფიქრობ ძალას სქესი არ აქვს, მაგრამ ქალის ძალას ფასი დიდი აქვს. რადგან საწყისია, საყრდენია, მიმართულების მიმცემია და რაც ყველაზე მთავარია, გადამდებია.
და თუ ასეა, მაშინ ძვირფასო ქალებო, ქალბატონებო, გოგონებო, არ შევჩერდეთ.
ვიგრძნოთ, გადავწყვიტოთ, ვიმოძრაოთ,
განვვითარდეთ.
ესაა გზა, ვიყოთ მეტად რეალიზებული, შემდგარი, წარმატებული, ჯანსაღი და ბედნიერი. ვიყოთ ცოტა მეტი ჩვენი თავი. 🤍
და მთავარი, ასეთი ძალა ყოველთვის ამარცხებს ძალადობას. 🙌
ძლიერი ქალები ქმნიან ძლიერ და განვითარებულ მომავალს.🤍
ჩემი მხარდაჭერა მშვიდობიან და ჯანსაღ მსოფლიოს, რომელსაც ძლიერი ქალები ქმნიან!🕊
ვიწვევ ყველა ძლიერ ქალს “🙏🏻
🔗 https://okmagazine.ge/ok-kampanias-sitlikeagirl-ok-saqartvelo-uertdeba/
Dr. Tamar Tsirekidze