აგროლაბი • Agrolab

აგროლაბი • Agrolab ინოვაციები აგრარულ, კვების პროდუქტების უსაფრთოხების, ვეტერინალურ და გარემოს დაცვით სფეროში.

💫 აგროლაბი გილოცავთ შობა-ახალ წელს!
05/01/2023

💫 აგროლაბი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

🔸 შეისწავლე შენი ნიადაგის სრული პოტენციალი - "აგროლაბი" დაგეხმარებათ მიიღოთ სრული ინფორმაცია თქვენი მიწის აგროქიმიური და...
04/11/2022

🔸 შეისწავლე შენი ნიადაგის სრული პოტენციალი - "აგროლაბი" დაგეხმარებათ მიიღოთ სრული ინფორმაცია თქვენი მიწის აგროქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ.

🔸 ნიადაგის ქიმიური, ფიზიკური და მიკრობიოლოგიური შემადგენლობა გადამწყვეტ როლს თამაშობს მცენარეული კულტურის მოსავლიანობაზე. ლაბორატორიული ანალიზის შედეგი ფერმერებს ეხმარება, შეაფასოს ნიადაგის ხარისხი და სწორად დაგეგმოს აგრონომიული პროცედურები.

🔸 "აგროლაბის" ლაბორატორიაში ნიადაგის პარამეტრების განსაზღვრა საერთაშორისო სტანდარების მიხედვით ხორციელდება, ხოლო მიკრობიოლოგიურ ანალიზს საფუძვლად უდევს ულტრათანამედროვე მომავალი თაობის სექვენირება.

🔸 შეთავაზება მოიცავს "აგროლაბის" პროფესიონალი აგრონომის კონსულტაციასა და დასკვნას.

📑კვლევის შემდეგ გაიცემა სპეციალური სერტიფიკატი.
📞 032 2 800 600
📍 ბელიაშვილის #25, თბილისი
✉️ info@agrolab.com.ge
🌐 www.agrolab.com.ge

☑ 2 ნოემბერს მომავლის ფერმერი / Farmer of Future-სა  და US Embassy Tbilisi, Georgia-ს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ლაბ...
03/11/2022

☑ 2 ნოემბერს მომავლის ფერმერი / Farmer of Future-სა და US Embassy Tbilisi, Georgia-ს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ლაბორატორია “აგროლაბის” წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს შორის.


🔻 სამუშაო ვიზიტის ფარგლებში “აგროლაბის” ლაბორატორიას ეწვივნენ U.S. Department of Agriculture-სა და The University of Kansas-ის აგრარული მიმართულების დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სპეციალისტები.


👥 შეხვედრაზე განხილულ იქნა მცენარეთა დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები, ლაბორატორიული კვლევები და ინოვაციები, რომელსაც “აგროლაბი” სთავაზობს ქართველ ფერმერებს.


🔸 შეხვედრისას, “აგროლაბის” ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ იქნა მიწოდებული ინფორმაცია ჩვენს ლაბორატორიაში დანერგილი ულტრათანამედროვე მომავალი თაობის სექვენირებაზე დაფუძნებულ კვლევებზე, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს მიიღონ სრული ინფორმაცია სხვადასხვა მცენარის ფიტოპათოლოგიური დაავადებების შესახებ.


📌 მათი მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოში არსებული ხორბლის კულტურის დაავადებების პრევენციულმა ღონისძიებებმა. 

ჩვენმა წარმომადგენლებმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს ლაბორატორიაში დანერგილი კვლევების მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც სრულად ფარავს დიაგნოსტირების სრულ სპექტრს.



🤝 სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა ორმხრივი სურვილი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

☑ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (U.S. Department of Agriculture) მიერ დაფინანსებული ინვეს...
02/11/2022

☑ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (U.S. Department of Agriculture) მიერ დაფინანსებული ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL Georgia, 2022 წლის 29 ოქტომბერს, ლისის იპოდრომზე, "მესაქონლეობის ექსპო 2022" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლაბორატორია "აგროლაბმა".

🔻 ღონისძიების მხარდამჭერია "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესქონლეობაში", რომელსაც ახორციელებს Land O'Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association-სთან პარტნიორობით.

👥 ლაბორატორია "აგროლაბმა" მესაქონლეებს და ორგანიზაციებს გააცნო ზოგადი ინფორმაცია საქმიანობის შესახებ, ასევე წარუდგინა იმ კვლევების ჩამონათვალი, რომელსაც სთავაზობს მომხმარებელს.

🔸 წარმოდგენილი მესაქონლეებიდან ლაბორატორია "აგროლაბმა" ზაზა ხაჭაპურიძეს გადასცა 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი და მაკეობის სწრაფი ტესტები.

☑  სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ,,აგროლაბმა" ,,ფერმერთა ასოციაციასთან’’ ერთად , ქუთაისში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორ...
26/09/2022

☑ სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ,,აგროლაბმა" ,,ფერმერთა ასოციაციასთან’’ ერთად , ქუთაისში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.
👥 აგროლაბის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აგროლაბის საქმიანობა, ფუნქციები და ლაბორატორიული სერვისები. ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა სახის ანალიზებსა და აკრედიტებულ ლაბორატორიულ კვლევებზე, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფერმერულ სფეროში.
🔸 შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო იმერეთის რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: მეღვინეობა,მემწვანილეობა, მეთხილეობა და მათი მნიშვნელობა დღევანდელ ბაზარზე, ასევე კენკროვანი კულტურების და მოცვის ლაბორატორიული კვლევები.

☑  სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ,,აგროლაბმა" ,,ფერმერთა ასოციაციასთან’’ ერთად , ზუგდიდში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორ...
26/09/2022

☑ სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ,,აგროლაბმა" ,,ფერმერთა ასოციაციასთან’’ ერთად , ზუგდიდში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.
👥 აგროლაბის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აგროლაბის საქმიანობა, ფუნქციები და ლაბორატორიული სერვისები. ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა სახის ანალიზებსა და აკრედიტებულ ლაბორატორიულ კვლევებზე, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფერმერულ სფეროში.
🔸 შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო სამეგრელოს რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: მეთხილეობა და მათი მნიშვნელობა დღევანდელ ბაზარზე, ასევე მოცვის და სხვა კენკროვანი კულტურების ლაბორატორიული კვლევები.

🔸 დღეს სოფლის მეურნეობების ლაბორატორია ,,აგროლაბი"  ბიომეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას,,  შეხვდა. 🔸 მხარეთა შორის განხილ...
08/09/2022

🔸 დღეს სოფლის მეურნეობების ლაბორატორია ,,აგროლაბი" ბიომეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას,, შეხვდა.

🔸 მხარეთა შორის განხილული იქნა აგროლაბის საქმიანობა, ლაბორატორიული სერვისები და ფუნქციები, ასევე კომპანია,, ელკანამ“ გაგვაცნო მათი ისტორია, მიზანი და საქმიანობა.

🔸 შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო აქტუალურ საკითხებს როგორებიცაა: ბიომეურნეობები და მათი მნიშვნელობა დღევანდელ ბაზარზე, ასევე ხორბლის მარცვლის ლაბორატორიული კვლევები, მასში ქიმიური ნარჩენების განსაზღვრა და უძველესი ქართული ხორბლის ჯიშები.

🔸საუბრის ერთ-ერთი თემა იყო: ცხოველთა დაავადებები, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტის სახით გადაეცემა ადამიანს და სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

🔸 ლაბორატორია "აგროლაბსა" და მეურნეობა ასოციაცია "ელკანას" შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

🔸 ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ფერმერთა გაერთიანებაა, მისი მიზანია: ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვას, სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლის მოსახლეობის თვით აქტივობის გაზრდას.

#ელკანა #აგროლაბი

07/09/2022
07/09/2022
ბავშვთა საკვები პოტენციური ინფექციების წყაროს წარმოადგენს. ენტერობაქტერიებით გამოწვეული ინფექცია შესაძლოა 0-12 თვემდე ბა...
20/07/2022

ბავშვთა საკვები პოტენციური ინფექციების წყაროს წარმოადგენს. ენტერობაქტერიებით გამოწვეული ინფექცია შესაძლოა 0-12 თვემდე ბავშვებში სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

ზუსტი ლაბორატორიული ანალიზი აუცილებელია პროდუქციის ხარისხის კონტროლისთვის. ბავშვთა კვების მწარმობლები და მიმწოდებლები ვალდებული არიან აკონტროლონ პროდუქცია მიკრობიოლოგიურ დამაბინძურებლებზე.

ლაბორატორია აგროლაბი მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს სთავაზობს ბავშვთა კვების მიკრობიოლოგიურ ანალიზებს. კვლევები ტარდება მოლეკულურ ბიოლოგიაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით. შედეგი საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ ბავშვთა საკვების უვნებლობაში.

📑კვლევის შემდეგ გაიცემა სპეციალური სერტიფიკატი.
📞 032 2 800 600
📍 ბელიაშვილის #25, თბილისი
✉️ info@agrolab.com.ge
🌐 www.agrolab.com.ge

საქართველოში თევზის აკვაკულტურების რაოდენობა და ფართობი ყოველწლიურად იზრდება.  წარმოების ზრდა და მაქსიმალური შედეგის მიღ...
15/07/2022

საქართველოში თევზის აკვაკულტურების რაოდენობა და ფართობი ყოველწლიურად იზრდება. წარმოების ზრდა და მაქსიმალური შედეგის მიღება აუცილებლად მოითხოვს ლაბორატორიულ ანალიზს თევზის ინფექციურ დაავადებებზე. ვირუსულმა, ბაქტერილუმა და სხვა ტიპის დაავადებამ თევზის მასობრივი სიკვდილიანობა შეიძლება გამოიწვიოს.

აგროლაბის ლაბორატორია გთავაზობთ თევზის ვიბრიოზის ლაბორატორიულ კვლევას ულტრათანამედროვე მოლეკულური მეთოდით.

ლაბორატორიული დასკვნა თევზის მწარმოებელს საშუალებას აძლევს დროულად აღმოაჩინოს დაავადება აკვაკულტურაში, დასახოს მკურნალობის გზები და თავიდან აიცილოს ზიანი.

ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ კვლევა თევზის სხვა პარაზიტულ დაავადებებზეც:

• თევზის აერომონოზი ანუ ჰემორაგიული სეპტიცემია
• თევზის ვირუსულ-ჰემორაგიული სეპტიცემია
• თევზის სისხლმბადი ქსოვილების ინფექციური ნეკროზი
• თევზის ფსევდომონოზი

📑კვლევის შემდეგ გაიცემა სპეციალური სერტიფიკატი.
📞 032 2 800 600
📍 ბელიაშვილის #25, თბილისი
✉️ info@agrolab.com.ge
🌐 www.agrolab.com.ge

Address

25a Beliashvili Street
Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აგროლაბი • Agrolab posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to აგროლაბი • Agrolab:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram