Nana Aleksidze/ნანა ალექსიძე, ფსიქოლოგი/psychologist

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Nana Aleksidze/ნანა ალექსიძე, ფსიქოლოგი/psychologist

Nana Aleksidze/ნანა ალექსიძე, ფსიქოლოგი/psychologist ფსიქოლოგი, დოქტორი, ქოუᲩი
სფერო: ფსიქოკონსულტირება, ფსიქოᲗერაპია, ქოუᲩინგი
ფსიქო-განაᲗლება

1."Stand up straight with your shoulders back."2. "Treat yourself like someone you are responsible for helping."3."Make ...
09/05/2026

1."Stand up straight with your shoulders back."

2. "Treat yourself like someone you are responsible for helping."

3."Make friends with people who want the best for you."

4."Compare yourself to who you were yesterday, not to who someone else is today."

5."Do not let your children do anything that makes you dislike them."

6. Set your house in perfect order before you criticize the world."

7."Pursue what is meaningful (not what is expedient)."

8."Tell the truth – or, at least, don't lie."

9."Assume that the person you are listening to might know something you don't."

10 "Be precise in your speech."

11."Do not bother children when they are skateboarding."

12."Pet a cat when you encounter one on the street.

„გასწორდით, მხრებᲨი გაიმარᲗეᲗ.“

„მოექეცით საკუთარ თავს ისე, როგორც ადამიანს, რომლის დახმარებაზეც პასუხისმგებლობა გაქვთ.“

„დაუმეგობრდით იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენთვის საუკეთესო სურთ.“

„შეადარეთ თავი იმას, ვინც გუშინ იყავით და არა იმას, ვინც დღეს არის სხვა.“

„ნუ მისცემთ თქვენს შვილებს უფლებას, გააკეთონ ისეთი რამ, რაც მათ არ მოსწონთ.“

„მოაწესრიგეთ თქვენი სახლი, სანამ სამყაროს გააკრიტიკებთ.“

„მიჰყევით იმას, რაც მნიშვნელოვანია (და არა იმას, რაც მიზანშეწონილია).“

„თქვით სიმართლე - ან, სულ მცირე, ნუ მოიტყუებით.“

„დაუშვით, რომ ადამიანმა, რომელსაც უსმენთ, შეიძლება იცოდეს ის, რაც თქვენ არ იცით.“

„იყავით ზუსტი თქვენს მეტყველებაში.“

„ნუ შეაწუხებთ ბავშვებს, როდესაც ისინი სკეიტბორდზე სრიალებენ.“

„მოეფერეთ კატას, როდესაც ქუჩაში წააწყდებით.“

ჯორდან პეტერსონის 12 წესი ანალიზი წარმოადგენს ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, მითოლოგიის, რელიგიისა და ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკული გამოცდილების ნაზავს.

ავტორი ცდილობს ადამიანის ცხოვრების ქაოსსა და წესრიგს შორის ბალანსის ახსნას და აყალიბებს 12 წესს, რომლებიც ინდივიდს ეხმარება პასუხისმგებლობის, თვითგანვითარებისა და შინაგანი სტაბილურობის მიღწევაში.

ცხოვრება ბუნებრივად შეიცავს ტკივილს, ქაოსს და გაურკვევლობას;

ადამიანს შეუძლია ამ სირთულეების გადალახვა პასუხისმგებლობის აღებით;

პიროვნული განვითარება იწყება საკუთარი თავის მოწესრიგებით და არა სამყაროს შეცვლის მცდელობით;

წესრიგსა და ქაოსს შორის ბალანსი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის საფუძველია.

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი

1. „დადექი სწორად და მხრები გაშალე“
ეს წესი ეხება სხეულის პოზასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შორის კავშირს.

პეტერსონი იყენებს ლობსტერების მაგალითს, რათა აჩვენოს, რომ:

თავდაჯერებული პოზა ზრდის სოციალური ეფექტურობის განცდას;

სხეულის ენა გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე;

ადამიანი უნდა მოიქცეს ისე, თითქოს მისი არსებობა მნიშვნელოვანია.

2. „მოექეცი საკუთარ თავს ისე, როგორც ადამიანს, ვის დახმარებასაც ცდილობ“
ადამიანები ხშირად სხვებზე უკეთ ზრუნავენ, ვიდრე საკუთარ თავზე.

პეტერსონი აქ საუბრობს:

თვითპატივისცემაზე;

თვითზრუნვაზე;

თვითდამსჯელი შინაგანი კრიტიკის შემცირებაზე.

3. „იმეგობრე ადამიანებთან, რომლებიც შენთვის საუკეთესოს ისურვებენ“
გარემო ძლიერ გავლენას ახდენს პიროვნებაზე.

პეტერსონის აზრით:

ტოქსიკური ურთიერთობები ხელს უშლის ზრდას;

მხარდამჭერი სოციალური წრე აძლიერებს განვითარებას;

ურთიერთობები ხშირად ასახავს ადამიანის თვითღირებულებას.

4. „შეადარე საკუთარი თავი იმას, ვინც გუშინ იყავი და არა სხვებს“
ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წესია.

ძირითადი იდეა:

სოციალური შედარება ხშირად იწვევს შფოთვასა და არასრულფასოვნების განცდას;

რეალური პროგრესი ინდივიდუალურ ზრდაშია.

5. „არ მისცე ბავშვებს უფლება, გააკეთონ ისეთი რამ, რის გამოც მათ ვერ შეიყვარებ“

ეს წესი ეხება მშობლობასა და
საზღვრებს.

პეტერსონის აზრით:

ზედმეტი ლიბერალიზმი ბავშვს საზღვრების გარეშე ტოვებს;

დისციპლინა ბავშვის უსაფრთხოებისა და სოციალიზაციის ნაწილია.

6. „მოაწესრიგე საკუთარი ოთახი, სანამ სამყაროს გააკრიტიკებ“
ეს წესი პასუხისმგებლობის სიმბოლოა.

აზრი⬇️

ცვლილება იწყება საკუთარი ცხოვრებიდან;

ადამიანი ხშირად გარე სამყაროს ადანაშაულებს საკუთარი ქაოსის ნაცვლად.

7. „აირჩიე ის, რაც აზრიანია და არა უბრალოდ მოსახერხებელი“
პეტერსონი მნიშვნელობას ანიჭებს მნიშვნელობის საზრისის ძიებას.

მისი აზრით:

მოკლევადიანი სიამოვნება ყოველთვის არ იწვევს სრულფასოვნებას;

ღირებულებებზე დაფუძნებული ცხოვრება უფრო მდგრადია.

8. „თქვი სიმართლე — ან სულ მცირე, ნუ იტყუები "

სიმართლე პეტერსონისთვის ფსიქოლოგიური ინტეგრაციის საფუძველია.

ტყუილი:

ქმნის შინაგან კონფლიქტს;

არღვევს იდენტობას;

ზრდის შფოთვას.

9. „მოუსმინე ადამიანს ისე, თითქოს მან იცის რაღაც, რაც შენ არ იცი“
ეს წესი აქტიური მოსმენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

რადგან:⬇️

დიალოგი განვითარების საშუალებაა;

თავმდაბლობა ინტელექტუალური ზრდის ნაწილია.

10. „გამოხატე აზრები ზუსტად“
პეტერსონის აზრით:

ბუნდოვანი აზროვნება ზრდის ქაოსს;

პრობლემის ზუსტი ფორმულირება მისი გადაჭრის დასაწყისია.

11. „არ შეუშალო ხელი ბავშვებს სკეიტბორდზე“

ეს წესი მეტაფორულად ეხება რისკის მნიშვნელობას.

პეტერსონის აზრით:

ზედმეტი დაცვა აფერხებს დამოუკიდებლობას;

სირთულეები აუცილებელია სიმწიფისთვის.

სიამოვნების მიᲦებისა და ბალანსის მნიᲨვნელობა.

12. „როცა ქუჩაში კატას შეხვდები, მოეფერე“
ეს ბოლო წესი სიმბოლურად ეხება ცხოვრების მცირე, მშვიდ მომენტებს.

მᲗავარი აზრი:

ტკივილის მიუხედავად, ადამიანს შეუძლია სილამაზისა და სიმშვიდის აღმოჩენა;

მადლიერება და მცირე პოზიტიური გამოცდილებები ფსიქოლოგიურად დამცავია Შენივე ფსიქიკისაᲗვის.

15/04/2026

შენ არ იღებ იმას, რაც გინდა.
შენ იღებ იმას, რასაც იტან.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოვრება უსამართლოა.
მაგრამ უფრო ღრმად თუ დააკვირდები…

ყოველ ჯერზე, როცა უგულებელყოფ წითელ სიგნალს,
ყოველ ჯერზე, როცა იღებ იმაზე ნაკლებს, რასაც იმსახურებ —
შენ ჩუმად აყალიბებ ახალ სტანდარტს.

და სტანდარტები პატარა არ რჩება.
ისინი იზრდება და იქცევა საზღვრებად.
საზღვრები კი აყალიბებს შენს თვითღირებულებას.

და შენი თვითღირებულება?
ის წყვეტს, როგორი ცხოვრება გექნება საბოლოოდ.

ამიტომ, თუ რაღაც არასწორად გეჩვენება…
ეს პატარა რამ არ არის. ეს არის სიგნალი.

რას იტან ახლა ისეთს,
რაც ნელ-ნელა შენს ცხოვრებად იქცევა?

დააკვირდი რას იტან — ეს შენი სტანდარტი ხდება.
დააკვირდი შენს სტანდარტებს — ისინი შენს საზღვრებად ყალიბდება.
დააკვირდი შენს საზღვრებს — ისინი შენს თვითღირებულებად იქცევა.
დააკვირდი შენს თვითღირებულებას — ის შენს იდენტობად ყალიბდება.

შენი იდენტობა განსაზღვრავს შენს სამყაროს… შენს ცხოვრებას.

სამყარო არ გაძლევს იმას, რაც გინდა —
ის გაძლევს იმას, რაზეც დათანხმდი.

ქვეცნობიერად შენ თავად აგზავნი ამ მესიჯს სამყაროში:
„აი ვინ ვარ მე… და აი როგორ შეიძლება მომექცეთ.“

შესაძლოა ეს ბავშვობაში ჩამოყალიბდა,
მაგრამ ახლა დროა ცვლილების —
ობიექტური განსაზღვრა გადააქციო სუბიექტურ თვითგანსაზღვრად.

გინდა შეცვალო ცხოვრება? — შეცვალე იდენტობა.
გინდა შეცვალო იდენტობა? — დააკვირდი რას იტან.
გინდა შეცვალო ტოლერანტობა? — გადააქციე ემპათიად.
გადააქციე ეს თვითსიყვარულად და თვითღირებულებად.

გინდა გაიზარდო თვითსიყვარული და თვითღირებულება?
უᲗხარი „არა“ თვითვიქტიმიზაციას/მსხვერპლის მდგომარეობა
უᲗხარი „კი“ შენს უნიკალურ ცხოვრებას.

გჭირდება მხარდაჭერა?
დამიკავშირდი — ნანა ალექსიძე, ფსიქოლოგი 💛

You don’t get what you want.
You get what you tolerate.

Most people think life is unfair.
But look closer…

Every time you ignore a red flag,
every time you accept less than you deserve—
you are quietly setting a new standard.

And standards don’t stay small.
They grow into boundaries.
Boundaries shape your self-worth.

And your self-worth?
It decides the life you end up living.

So if something feels off…
it’s not small. It’s a signal.

What have you been tolerating… that’s slowly becoming your life?

Watch what you tolerate — it becomes your standard.
Watch your standards — they become your boundaries.
Watch your boundaries — they become your self-worth.
Watch your self-worth — it becomes your identity.

Your identity defines your world… your life.

The universe does not give you what you want —
it gives you what you settle for.

Subconsciously, you send this message to the world:
“This is who I am… and this is how you can treat me.”

Maybe it was shaped in your childhood,
but now it’s time for change —
to turn objective determination into subjective self-determination.

Want to change your life? — Change your identity.
Want to change your identity? — Observe what you tolerate.
Want to change your tolerance? — Transform it into empathy.
Turn that into self-love and self-worth.

Want to build self-love and self-worth?
Say “no” to self-victimization.
Say “yes” to your unique life.

Need support?
Connect with me — Nana Aleksidze, Psychologist 💛

ქალის ემოციური მდგომარეობა ხშირად ზედაპირზე არ ჩანს ისე, როგორც რეალურად არის. ის აᲦარ რეაგირებს „გადაჭარბებულად“, გადატ...
10/04/2026

ქალის ემოციური მდგომარეობა ხშირად ზედაპირზე არ ჩანს ისე, როგორც რეალურად არის.

ის აᲦარ რეაგირებს „გადაჭარბებულად“, გადატვირთულია იმ დონეზე, რომლის სიტყვებით ახსნა თავადაც უჭირს.

ეს იწყება მცირე ცვლილებებით: მოთმინების შემცირება, ძილის დარღვევა, ემოციების გამძაფრება. შემდეგ კი მოდის ეტაპი, როცა ყველაფერი ერთდროულად ძალიან ბევრად ეჩვენება, Შეს აᲫლოა მიზეზის სრულად გაცნობიერების გარეშე.

ყველაზე რთული ამ პროცესში არის შინაგანი დისონანსი — ქალი ხვდება, რომ მისი რეაქცია თითქოს „ლოგიკური არ არის“, მაგრამ სხეული და ემოციები აღარ ემორჩილება "Ჩვეულ ლოგიკას" დაუქვემდებაროს.

სწორედ ეს კონტროლის დაკარგვის განცდა ხდება ყველაზე მტკივნეული.

ქალი, რომელიც ადრე ყველაფერს მარტივად უმკლავდებოდა, ახლა საკუთარ თავს ვეღარ ცნობს. ამიტომ, როდესაც ის „ფეთქდება“, ეს შეტევა კი არა, სიგნალია — „მე კარგად არ ვარ“, „მჭირდება მხარდაჭერა“.

ამ ემოციური გადატვირთვის პარალელურად, ურთიერთობებში ხშირად ვითარდება სხვა, უფრო ღრმა პროცესი — „ჩუმად წასვლა“.

ეს არ ხდება ერთ დღეში. ეს არის ხანგრძლივი ემოციური დაშორების შედეგი. ქალი შეიძლება ფიზიკურად ჯერ კიდევ ურთიერთობაში იყოს, მაგრამ ემოციურად უკვე დიდი ხნის „წასულია“.

ეს მდგომარეობა რამდენიმე ძირითად ასპექტს მოიცავს:

🔴ემოციურად ამოწურვა — როდესაც ქალი აღარ ფლობს ენერგიას, რომ ურთიერთობა „გადაარჩინოს“.

🔴უგულებელყოფის განცდა — მისი ხმა არ ისმის, მოთხოვნები იგნორირებულია

🔴თავის დაცვა — ის ირჩევს სიმშვიდეს კონფლიქტის ნაცვლად

🔴ძალის დაბრუნება — ჩუმად წასვლა ხშირად ნიშნავს საკუთარი თავისკენ დაბრუნებას.

🔴გადაწყვეტილება უსაფრთხოებაზე — ზოგჯერ ეს არის სტრატეგიული, გააზრებული ნაბიჯი.

🔴საბოლოოდ, ასეთი ქალს უკვე გადატანილი აქვს ურთიერთობის „გლოვა“ მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ ამ ურᲗიერᲗობაᲨია მასშია.

🔴 ამიტომ, როცა რეალურად მიდის, ის აღარ არის გაბრაზებული, ნაწყენი, ნატკენი იმ ურᲗიერᲗობაᲨი, რომელᲨი ყოფნისას ცდილობს ამის გადადᲩენას, არა...როცა ქალი Ჩუმდება და გვერდზე დგება, იქ აᲦარაა ურᲗიერᲗობა, არამედ ის უბრალოდ დასრულებულია.

🔴ამ ყველაფერს ემატება „ცნობიერი ქალის“ კონცეფცია. ცნობიერი ქალი არის ემპათიური, ინტუიციური, კომუნიკაციური, მაგრამ ამავე დროს თვითკმარიც. მას არ სჭირდება პარტნიორი, აქ არაა საᲭიროება, არამედ სურვილი, არᲩევანი , ის მას ირჩევს. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა — „მჭირდება“ და „მინდა“ შორის.

🔴როდესაც ასეთი ქალი მუდმივად გასცემს, ცდილობს კომუნიკაციას, მაგრამ პასუხად იღებს დუმილს, უგულებელყოფას ან მანიპულაციას, მისი ბალანსი ირღვევა.

🔴საბოლოოდ, ის ჩუმდება. ეს დუმილი არ ნიშნავს სიცარიელეს — პირიქით, ეს არის სავსე მდგომარეობა, სადაც მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ იბრძოლებს იქ, სადაც არ ესმიᲗ, სადაც არ უᲦირს და სადაც მისი რესურსები სᲭირდებაᲗ და არა ის...

ამას უწოდებენ ქალის შიდა ქაოსს — მდგომარეობას, სადაც ის ჯერ კიდევ ცდილობს, მაგრამ ვეღარ უმკლავდება.

ეს მდგომარეობა აჩვენებს პროცესის საბოლოო ფაზას — როცა მცდელობები დასრულებულია და ქალი შინაგანად უკვე წასულია.

ეს ორი ეტაპი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული:

გადატვირთვა ↔️ დაუფასებლობა↔️ ემოციური დაღლა

დაღლა↔️ დისტანცირება🔜 ჩუმად წასვლა➡️➡️⭕

ანუ, ქალი თავიდან ცდილობს, სიგნალებს აძლევს, გამოხატავს საჭიროებებს.

თუ ეს არ ისმის, ის ნელ-ნელა შორდება. საბოლოოდ კი დუმილი ხდება არა დასაწყისი, არამედ დასასრული.

მამაკაცის რეაქციულობის და პროაქტიულობის განსხვავება ამ კონტექსტში არ განისაზღვრება მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობებით ან სტატუსით. მთავარი განსხვავება ემოციურ ქცევაშია:

♾️პროაქტოური მამაკაცი:

უსმენს და რეაგირებს

გამოხატავს სიყვარულს და ყურადღებას

აღიარებს პარტნიორის ემოციებს

ქმნის უსაფრთხო ემოციურ სივრცეს

არ აიძულებს ქალს „იბრძოლოს“ ყურადღებისთვის

⛔რეაქტიული მამაკაცი:

უგულებელყოფს კომუნიკაციას

არ გამოხატავს სიყვარულს

აკნინებს ემოციებს ( ეუბნება რომ ან აᲭარბებს ან აუფასურებს :"სალაპარაკოდ არ Ღირს")

იყენებს მანიპულაციას ან დუმილს

მიიჩნევს, რომ კონტროლი აᲫლევს ძალა. კონტროლი არა საკუᲗარი, არამედ ქალის ემოციებზე.

🔴სწორედ აქ ხდება კრიტიკული შეცდომა — როცა მამაკაცი ფიქრობს, რომ ქალის დუმილი ნიშნავს მორჩილებას ან კონტროლს დაქვემდებარებას. რომ ნამდვილი "კომფორტი და Თავისუფლება" მოპოვებულია, აი ეს რეალურად კი ნიშნავს, რომ ქალმა უკვე დაკარგა ემოციური კავშირიკავშირი , ამოეწურა და არა ურᲗიერᲗობის, არამედ ᲗვიᲗგადარᲩენის რეᲟიმᲨია...
მან საბოლოოდ საკუᲗარი Თავი აირᲩია.

ქალის ემოციური რეაქციები ხშირად არის არა სისუსტის, არამედ დაგროვილი დაღლის შედეგი. თუ ეს სიგნალები იგნორირებულია, პროცესი გადადის უფრო ღრმა ფაზაში — ჩუმად წასვლაში.

ურთიერთობის გადარჩენა იწყება არა „გამოსწორებით“, არამედ გაგებით.
როდესაც ქალი ამბობს „მე არ ვარ კარგად“, მას არ სჭირდება გამოსავალი — მას სჭირდება, რომ ვინმემ დაინახოს.

რადგან საბოლოოდ, როცა ქალი ჩუმდება —
ეს არ არის სიმშვიდე.
ეს არის დასასრული.

ქალი, რომელიც ტკივილში აზრს პოულობს — გადის ემოციურ ტრანსფორმაციას და ურთიერთობის დინამიკა.
ქალის შინაგანი სამყარო ხშირად უხილავი ბრძოლებით არის სავსე — ბრძოლებით, რომლებიც გარედან „გადაჭარბებულ რეაქციად“ შეიძლება ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში ღრმა ემოციური გადატვირთვის შედეგია.

ქალის ემოციური დაშლის პროცესი იშვიათად იწყება ერთბაშად. ის იწყება ნელა — მოთმინების შემცირებით, დაღლილობით, დაუფასებლობის განცდით. შემდეგ კი მოდის ფაზა, როდესაც ის ვეღარ აკონტროლებს საკუთარ რეაქციებს.

ეს არ არის სისუსტე — ეს არის დაგროვილი ემოციური წნევის გამოშვება. მაგრამ თუ ეს სიგნალები იგნორირებულია, იწყება უფრო ღრმა და უხმო პროცესი — ემოციური დაშორება.

ქალი, რომელიც „ჩუმად მიდის“, რეალურად დიდი ხნით ადრე წავიდა შინაგანად. მან სცადა საუბარი, ახსნა, მოთხოვნა, მაგრამ როცა მისი ხმა არ ისმის, ის ნელ-ნელა წყვეტს მცდელობას.

საბოლოოდ, დუმილი ხდება მისი არჩევანი — არა იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი, არამედ იმიტომ, რომ მიხვდა: მისი სიტყვები აღარ ცვლის არაფერს.

ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პარტნიორის ქცევა. ხშირად, ურთიერთობის დესტრუქციას აძლიერებს მანიპულატორი და ემოციურად უკონტაქტო მამაკაცი, რომლის ძირითადი მახასიათებლებია:

⭕ემოციური იგნორირება — ის არ რეაგირებს ქალის განცდებზე.

⭕გაზლაითინგი — ქალს აეჭვებს საკუთარ აღქმაში („ეს შენი ბრალია“, „ასე არ მომხდარა“)

⭕დუმილით დასჯა — კომუნიკაციის შეწყვეტა როგორც კონტროლის ფორმა.

⭕არასტაბილური ქცევა — ერთ მომენტში თბილი, შემდეგ კი ცივი ან აგრესიული.

⭕ფეთქებადობა — მცირე საკითხებზეც ძლიერი, არაპროპორციული რეაქცია.

⭕პასუხისმგებლობის არ აღება — პრობლემის გადატანა ქალზე.

ასეთი გარემო ქალს კიდევ უფრო ამოწურავს. ის ცდილობს „მოარგოს“ საკუთარი თავი, გააკეთოს მეტი, იყოს უფრო გაგებული — მაგრამ საბოლოოდ კარგავს საკუთარ თავს⛔

თუმცა არსებობს სხვა, ძლიერი ტრანსფორმაციული გზა♾️

ქალი, რომელმაც ტკივილში აზრი იპოვა, უკვე სხვა რეალობაში ცხოვრობს.

ის არამხოლოდ გადარჩა — მან გააანალიზა თავისი ნანგრევები. თითოეული ტკივილი იქცა გამოცდილებად, თითოეული იმედგაცრუება — გაკვეთილად. მან არ დამალა თავისი ჭრილობები და არც უარყო წარსული. პირიქით — მიიღო, გაიაზრა და გადააქცია ძალად.

მისთვის ტკივილი აღარ არის დასასრულის სიმბოლო — ის არის ტრანსფორმაციის დასაწყისი.

ის აღარ გარბის რთული ემოციებისგან. უყურებს მათ თვალებში. უძილობა, ცრემლები, სასოწარკვეთილება — ეს ყველაფერი მისი ისტორიის ნაწილია, რომელსაც ის სირცხვილის გარეშე ატარებს.

რადგან მან გააცნობიერა: ტკივილი შეიძლება ან დაგმარხოს, ან აგაშენოს — და მან აირჩია აშენება.

ასეთი ქალი აღარ არის მყიფე.

ის ხდება შეურყეველი.

როდესაც ქალი საკუთარ თავში ბრუნდება, ის აღარ ეძებს გარედან დადასტურებას. აღარ ითხოვს ყურადღებას იქ, სადაც ის არ არსებობს. აღარ ებრძვის იქ, სადაც არ ისმის. ის უბრალოდ მიდის — მშვიდად, მაგრამ საბოლოოდ.

და სწორედ აქ იკვეთება მთავარი სიმართლე:

ქალს ვერ გატეხავ, თუ მან უკვე გადააქცია თავისი ტკივილი ძალად.
ქალს ვერ გააკონტროლებ, თუ მან უკვე იპოვა საკუთარი ღირებულება.
და ქალს ვერ შეაჩერებ, როცა ის საკუთარ გზას ირჩევს.

ქალის ემოციური გზა ხშირად გადის სამი ძირითადი ეტაპით:

☝სიგნალი — ემოციური გადატვირთვა, დახმარების მოთხოვნა

☝დაღლა — დაუფასებლობა და მცდელობების ამოწურვა

✔️ტრანსფორმაცია — საკუთარი თავის პოვნა და გაძლიერება

თუ ამ გზაზე მას ხვდება ემოციურად არამწიფე, მანიპულატორი პარტნიორი, პროცესი უფრო მტკივნეული ხდება — მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ეს ტკივილი შეიძლება იქცეს მისი ძალის წყაროდ.

რადგან ქალი, რომელმაც ტკივილში აზრი იპოვა —
აღარ ეშინია დაკარგვის.
აღარ ეძებს საკუთარ თავს სხვაში.
და აღარ ბრუნდება იქ, სადაც ერთხელ უკვე დაიკარგა.

მანიპულატორი კაცის საქციელი/აᲦიარებს მარᲗალი ხარ და არასოდეს ასწორებს საქციელს.

ეს ქცევა ძალიან ტიპურია მანიპულაციური კომუნიკაციისთვის — სიტყვით აღიარებს („მართალი ხარ“), მაგრამ ქცევით არაფერს ცვლის.

ასეთი წინააღმდეგობა სიტყვებსა და ქმედებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალია, რომ ადამიანი რეალურად არ იღებს პასუხისმგებლობას.

რა ხდება რეალურად?
ფორმალური თანხმობა — ამბობს, რომ მართალი ხარ, რათა:

დაასრულოს კონფლიქტი სწრაფად

არ შევიდეს ღრმა განხილვაში

შეინარჩუნოს „კარგი ადამიანის“ იმიჯი.

ქცევის უცვლელობა — ეს ნიშნავს:

არ აღიარებს პრობლემას შინაგანად

არ აქვს მოტივაცია ცვლილებისთვის

ან უბრალოდ არ სურს ძალისხმევის გაღება

ეს ხშირად არის პასიური მანიპულაცია

ემოციური განრიდება.

ზოგჯერ — გაზლაიᲗინგის რბილი ფორმა (გაგრძნობინებს, თითქოს პრობლემა გადაწყდა, როცა რეალურად არ არის) ზოგჯერ — ეს რბილი ფორმა გაგრძნობინებს, თითქოს პრობლემა გადაწყდა, როცა რეალურად არ არის

რატომ არის ეს პრობლემური?
იმიტომ რომ:

მასᲗან ქალო რჩება დაუკმაყოფილებელი, გამოფიტი დაბნეული, ბრაზგადაყლაპული, სევდიანი, დასჯილიც და ნაპატიებიც, Თუმცა რისᲗვის არ იცის.

კონფლიქტი „ქრება“ ზედაპირზე, მაგრამ გროვდება შიგნით☝

დროთა განმავლობაში ჩნდება იმედგაცრუება და უნდობლობა

მთავარი ნიშანი
თუ ადამიანი ბოდიშს იხდის ან გეთანხმება, მაგრამ ქცევა არ იცვლება — ეს არ არის ნამდვილი პასუხისმგებლობა.

რას უნდა მიაქციო ყურადღება?
არა იმას, რას ამბობს

არამედ — რას აკეთებს განმეორებით

რა შეგიძლია გააკეთო?
მკაფიოდ დააფიქსირო:
„შენ ამბობ, რომ მეთანხმები, მაგრამ იგივე ქცევა გრძელდება — ეს ჩემთვის პრობლემაა“

დააყენო საზღვრები .

დააკვირდე, არის თუ არა ქცევითი ცვლილება დროში

სიტყვები, რომლებიც არაფერს ცვლის — მანიპულაცია, ემოციური დისტანცია და ქალის ტრანსფორმაცია
ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი და დამანგრეველი გამოცდილება არის ის, როცა ადამიანი სიტყვებით თანხმდება, მაგრამ ქმედებებით არ იცვლება. ფრაზა — „მართალი ხარ“ — თითქოს უნდა ნიშნავდეს აღიარებას, პასუხისმგებლობას და ცვლილების დასაწყისს. მაგრამ როდესაც ამ სიტყვებს არ მოჰყვება ქცევითი ტრანსფორმაცია, ის კარგავს ნამდვილ მნიშვნელობას და იქცევა მანიპულაციის ინსტრუმენტად.

ეს ქცევა განსაკუთრებით ტიპურია ემოციურად უკონტაქტო და მანიპულაციური მამაკაცებისთვის. გარედან შეიძლება ჩანდეს, რომ კონფლიქტი „მოგვარდა“, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა. სწორედ ამ წინააღმდეგობაში — სიტყვებსა და ქმედებებს შორის — იმალება მთავარი პრობლემა.

რა ხდება რეალურად?

როდესაც მამაკაცი ამბობს „მართალი ხარ“, ხშირად ეს არის ფორმალური თანხმობა, რომლის მიზანია არა პრობლემის გადაჭრა, არამედ:

კონფლიქტის სწრაფად დასრულება

ღრმა ემოციური განხილვის თავიდან არიდება

საკუთარი „კარგი ადამიანის“ იმიჯის შენარჩუნება

ამასთან ერთად, მისი ქცევა უცვლელი რჩება. ეს კი მიუთითებს, რომ:

პრობლემა შინაგანად არ არის აღიარებული

არ არსებობს რეალური მოტივაცია ცვლილებისთვის

ან არ სურს პასუხისმგებლობის აღება და ძალისხმევის გაღება

რა ტიპის მანიპულაციაა ეს?
ასეთი ქცევა შეიძლება განვიხილოთ როგორც:

პასიური მანიპულაცია — პირდაპირი უარყოფის გარეშე, მაგრამ ცვლილების გარეშე

ემოციური თავიდან არიდება — კონფლიქტის ზედაპირულად დახურვა

რბილი გაზლაიᲗინგი— ქმნის ილუზიას, თითქოს პრობლემა უკვე „მოგვარდა“, რაც რეალურად არ შეესაბამება სიმართლეს

ეს განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან არ არის აშკარა აგრესიული, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო ღრმად აზიანებს ურთიერთობას.

რატომ არის ეს პრობლემური?

ამ ტიპის კომუნიკაცია იწვევს:

დაუკმაყოფილებლობის მუდმივ განცდას

დაგროვილ, გამოუთქმელ ემოციებს

იმედგაცრუებას და ნდობის დაკარგვას

კონფლიქტი თითქოს ქრება ზედაპირზე, მაგრამ სინამდვილეში გროვდება შიგნით — და სწორედ ეს არის ის „ჩუმი ზეწოლა“, რომელიც საბოლოოდ ანგრევს ურთიერთობას.

მანიპულატორი და ემოციურად უკონტაქტო მამაკაცი
ასეთ ქცევას ხშირად ახლავს სხვა მახასიათებლებიც:

ემოციური იგნორირება — პარტნიორის განცდების გაუფასურება

არასტაბილური რეაქციები — თბილიდან ცივზე სწრაფი გადასვლა. სიფიცხე უეცარი დამᲨვიდება, სიᲗბო ყურადᲦება, უეცარი განრიდება..

ფეთქებადობა — მცირე საკითხებზე ძლიერი ემოციური აფეთქება

დუმილით კონტროლი — კომუნიკაციის შეწყვეტა როგორც „სასჯელი“

პასუხისმგებლობის არ აღება — პრობლემის გადატანა პარტნიორზე

ასეთი გარემო ქალს მუდმივად აიძულებს ეჭვი შეიტანოს საკუთარ აღქმაში და ცდილობდეს „უფრო სწორად“ მოქცევას, რაც საბოლოოდ ემოციურ გამოფიტვამდე მიჰყავს.

მთავარი ნიშანი⬇️
თუ ადამიანი გეთანხმება, ბოდიშს იხდის, მაგრამ ქცევა არ იცვლება — ეს არ არის ნამდვილი პასუხისმგებლობა.

რეალური ცვლილება ყოველთვის ჩანს ქმედებაში, არა სიტყვებში.

რას უნდა მიაქციო ყურადღება?⬇️
ურთიერთობაში ყველაზე სანდო ინდიკატორი არის არა ის, რას ამბობს ადამიანი, არამედ ის, რას აკეთებს განმეორებით.

ქცევის გამეორება აჩვენებს ნამდვილ დამოკიდებულებას, ღირებულებებს და მოტივაციას.

რა შეგიძლია გააკეთო?⬇️
მკაფიოდ დააფიქსირო პრობლემა:
„შენ ამბობ, რომ მეთანხმები, მაგრამ იგივე ქცევა გრძელდება — ეს ჩემთვის პრობლემაა“

დააყენო საზღვრები.

დააკვირდე, არის თუ არა რეალური ქცევითი ცვლილება დროში.

თუ ცვლილება არ ჩანს, მნიშვნელოვანია გააცნობიერო, რომ პრობლემა არა კომუნიკაციის ფორმაში, არამედ მეორე ადამიანის მზადყოფნაშია.

ქალის ტრანსფორმაცია:

ტკივილიდან ძალამდე
ამგვარ ურთიერთობაში ქალი გადის რთულ ემოციურ გზას — თავიდან ცდილობს, ხსნის, ითხოვს, ეძებს გამოსავალს. მაგრამ როცა ხედავს, რომ მისი სიტყვები არაფერს ცვლის, იწყება შინაგანი გადაღლა.

და სწორედ აქ იწყება გარდატეხა.

ქალი, რომელმაც ტკივილში აზრი იპოვა, აღარ ცდილობს შეცვალოს ის, ვინც არ იცვლება. ის იწყებს საკუთარი თავის აღდგენას.

ის არამხოლოდ გადარჩა — მან გააანალიზა თავისი გამოცდილება. თითოეული იმედგაცრუება იქცა გაკვეთილად, თითოეული ტკივილი — ძალად. მან არ დამალა თავისი სისუსტეები — მან ისინი საკუთარ იდენტობად აქცია.

ასეთი ქალი აღარ არის დამოკიდებული სხვის აღიარებაზე.
ის აღარ ითხოვს იმას, რაც ერთხელ უკვე არ მიიღო.
და ყველაზე მნიშვნელოვანი — ის აღარ რჩება იქ, სადაც მისი ხმა არ ისმის.

ურთიერთობა ვერ შენარჩუნდება მხოლოდ სიტყვებით.
„მართალი ხარ“ არაფერს ნიშნავს, თუ მას არ მოჰყვება ქმედება.

მანიპულაციური კომუნიკაცია შეიძლება ჩანდეს მშვიდი, მაგრამ ის ნელ-ნელა ანგრევს ნდობას, კავშირს და საბოლოოდ — ურთიერთობას.

და ბოლოს, ქალი, რომელმაც ეს გააცნობიერა და ტკივილი გარდაქმნა ძალად —
აღარ ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი ღირებულება.
აღარ ელის ცვლილებას იქ, სადაც ის არ მოდის.

ის უბრალოდ ირჩევს საკუთარ თავს.

წყვილების Თერაპია
Nana Aleksidze/ნანა ალექსიძე, ფსიქოლოგი/psychologist

აკრᲫალვას უნდა მოჰყვეს არგუმენტირებული ახსნა, ამ არგუმენტებს კი გააᲩნდეს რეალობასᲗან Შესაბამისი გონივრულობა... და სარგებ...
02/02/2026

აკრᲫალვას უნდა მოჰყვეს არგუმენტირებული ახსნა, ამ არგუმენტებს კი გააᲩნდეს რეალობასᲗან Შესაბამისი გონივრულობა...
და სარგებელზე ორიენტირებულობა და არა პირიქიᲗ...
ეს აᲩენს მოტივაციას, რომ რაც დაუᲨვებელია, ვიცი რისᲗვის და რა მიზნიᲗ..
რაც Შეეხება ამ Თემას უᲨუალოდ, დამატებიᲗ ვიდეოს Ჩავწერ💕
მარიამ ბუკია კი ის გოგონაა, რომელიც Ძალიან ზუსტ და გონივრულ აქცენტებს აკეᲗებს Თავის სფეროᲨი☀💕

აქცენტები⬇️

🤝მე ᲨემიᲫლია გავაკონტროლო:🔵 რაც ჩემს კონტროლშიამაგალიᲗად⬇️როგორ ვექცევი სხვებსრამდენჯერ ვცდილობ და Ძალისხმევას გავწევსჩე...
30/01/2026

🤝მე ᲨემიᲫლია გავაკონტროლო:
🔵 რაც ჩემს კონტროლშია

მაგალიᲗად⬇️

როგორ ვექცევი სხვებს
რამდენჯერ ვცდილობ და Ძალისხმევას გავწევს
ჩემს საზღვრებს როგორ აᲦვიქვამ და ვუფრᲗხილდები/ვიცავ
ჩემს განწყობას (რეაგირების კუთხით)
ვისთან ვატარებ დროს
სად მივმართავ ჩემს ენერგიას
როგორ ვლაპარაკობ
როგორ ვატარებ თავისუფალ დროს
როგორ ვხარჯავ ფულს
როგორ ვრეაგირებ Ჩემსავე ქმედებებზე
როგორ ვექცევი საკუთარ თავს
რისი მჯერა
როგორ ვფიქრობ
რას მივირᲗმევ
რა მსურს, რა არ მსურს
როგორ გამოვხატავ Თავს

👉 ეს ყველაფერი ჩემი არჩევანია და პასუხისმგებლობა.

🔴 რაც ჩემს კონტროლში არ არის

მე ვერ ვაკონტროლებ:

სხვა ადამიანების აზრებს
სხვა ადამიანების ქცევებს
სხვის ემოციებს
წარსულს
მოულოდნელ მოვლენებს
სხვა ადამიანების გადაწყვეტილებებს
გარე გარემო პირობებს
იმას, როგორ გამიგებენ სხვები
სხვის რეაქციებს ჩემს საზღვრებზე

✔️♾️აქ ჩემი ძალა არა კონტროლში, არამედ მიღებასა და ადაპტაციაშია.

29/01/2026

ადამიანი ადამიანისᲗვის მზეა💕
ემოცია, ემოციური ინტელექტი და სხეულისა და ფიქრების მეგიბრობა💕
როგირც გულის და გონების💕

გამიხარდება თუ შემივსებთ და დამეხმარებით საინტერესო კვლევაში
29/01/2026

გამიხარდება თუ შემივსებთ და დამეხმარებით საინტერესო კვლევაში

„კვანტური ნახტომი“ და წარმოსახვა გულისხმობს შინაგან ფსიქოლოგიურ ცნობიერების ცვლილებას, როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარი ...
19/01/2026

„კვანტური ნახტომი“ და წარმოსახვა გულისხმობს შინაგან ფსიქოლოგიურ ცნობიერების ცვლილებას, როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარი სურვილების აღქმას არა როგორც Თავისუფალ, სიტუაციურ ფანტაზირებას, არამედ როგორც მყარ სურვილს, ოცნებებს და მაᲦალ მოტივაციურ მიᲦწევის სურვილს ასე ვᲗქვაᲗ მომავალი „მე“-სგან მომავალ სიგნალებს..

წარმოსახვა აქ მუშაობს როგორც ხიდი აწმყოსა და სასურველ მომავალს შორის: როდესაც ადამიანი ნათლად ხედავს, გრძნობს და განიცდის იმას, რაც სურს, ტვინი და ემოციური სისტემა იწყებს ამ მდგომარეობის რეალურად აღქმას, რაც ზრდის მოტივაციას, თვითეფექტურობასა და ქცევით თანმიმდევრულობას. „კვანტური ნახტომი“ არ ნიშნავს მაგიურ ცვლილებას, არამედ შინაგან გადართვას — აზროვნების, თვითიდენტობისა და შინაგანი რწმენების დონეზე — როდესაც ადამიანი უკვე აწმყოში იწყებს იმ ღირებულებების, დამოკიდებულებებისა და ქცევების ცხოვრებას, რომლებიც შეესაბამება მის სასურველ მომავალს.

წარმოსახვა ხდება შესრულების ინსტრუმენტი: ის ეხმარება ადამიანს მიმართულების დანახვაში, შიშების შემცირებაში და იმ „ნიშნების“ ამოცნობაში, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს მიზნის რეალიზაციისკენ.

წარმოიდგინეᲗ ნაᲗლად რაც გსურᲗ და იᲨრომეᲗ სისტემატურად მის მისაᲦწევად.
სისტემატურობა მნიᲨვნელოვანია.
ᲨესაᲫლოა არ იᲩქაროᲗ, ან ტემპი ცვალოᲗ.. მაგრამ არ ᲨეᲩერდეᲗ✔️♾️

Address

Qristine Sharashidze 25, Dihgomi 7, ქრისტინე ᲨარაᲨიᲫის 25, დიᲦომი 7
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 21:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 21:00
Saturday 00:00 - 16:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nana Aleksidze/ნანა ალექსიძე, ფსიქოლოგი/psychologist posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Nana Aleksidze/ნანა ალექსიძე, ფსიქოლოგი/psychologist:

Share