Medge/დიაბეტის ცენტრი

Medge/დიაბეტის ცენტრი დიაბეტის ცენტრი "მედჯი/MEDGE" ში წარმოდგენლია დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამები

🔹შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა ...
23/08/2023

🔹შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო.
🔹კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა - Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.
🔹Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია 7 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან, არ გაიცა რეკომენდაცია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში Guardian 4-ის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სისტემა 7-18 წლის მოზარდებისთვის გაიცემა. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი Guardian 3 სენსორების გაცემა გრძელდება. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს, ასაკის დაწევისა და მეოთხე თაობის აპარატით, 7 წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
🔹რაც შეეხება სმარტფონებს, განცხადებით მომართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია, 18 წლამდე ასაკის, ორი ან მეტი ბენეფიციარი.

🙋🙋‍♀️💉🗓🌏აგვისტო იმუნიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე  იმუნიზაცია და ვაქცინაცია წარმოადგენს პროფილაქტიკურ ღონისძ...
21/08/2023

🙋🙋‍♀️💉🗓🌏აგვისტო იმუნიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

იმუნიზაცია და ვაქცინაცია წარმოადგენს პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად ვაქცინაცია მედიცინის ყველაზე დიდი მიღწევაა

ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება პროფილაქტიური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად. აუცილებელია ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი, იმისთვის რომ ჩვენს პატარას სრულყოფილად და დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი.

დიაბეტის ცენტრი - მედჯი

📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
📍მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

📌15 აგვისტოდან იწყება Medtronic-ის გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების ( CGM System ) Guardian 4- ის გაცემა მომხმარ...
15/08/2023

📌15 აგვისტოდან იწყება Medtronic-ის გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების ( CGM System ) Guardian 4- ის გაცემა მომხმარებლის განცხადების საფუძველზე.
დეტალებისთვის დაუკავშირდით კლინიკას ან ჯანდაცვის სამინისტროს .
დაგვიკავშირდით წინასწარ
დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
📍მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

🔍დიაბეტი და ზაფხული ზაფხულის ექსტრემალურმა სიცხემ საფრთხე შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც შეუქმნას, მაგრამ ჰაერის ტემპერატუ...
11/08/2023

🔍დიაბეტი და ზაფხული

ზაფხულის ექსტრემალურმა სიცხემ საფრთხე შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც შეუქმნას, მაგრამ ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება განსაკუთრებით რთულია ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციები დავიცვათ
🔍ერიდეთ დეჰიდრატაციას - ორგანიზმის სითხით გაღარიბებას. დეჰიდრატაციის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც სიცხე და ამით გამოწვეული ოფლიანობა, ისე სისხლში გლუკოზის დონის მომატებაც, ამიტომ სვით საკმარისი წყალი და დაიცავით დიეტა.
🔍ერიდეთ ალკოჰოლს - დიაბეტის დროს ის არ არის რეკომენდებული, თანაც სხეულის ტემპერატურის რეგულაციას არღვევს.
🔍სიცხის ატანასა და დეჰიდრატაციის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ახალი ხილი და ბოსტნეული.
საზამთრო, ნესვი, კენკრა სითხის მაღალი შემცველობით გამოირჩევა.
🔍სასარგებლო ნახშირწყლები ენერგიას შეგინარჩუნებთ. საკმარისია დღეში 1/2 ჭიქა ან 1 ცალი საშუალო ზომის ხილი.
სალათა, კიტრი, ყაბაყი, გოგრა ც და ა ვიტამინების მდიდარი წყაროა. ც ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც გვიცავს მზის, დაბინძურებული გარემოსა და ზოგიერთი თერმულად დამუშავებული საკვების ზემოქმედებით წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალებისგან. ა ვიტამინი აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, საზამთრო და პომიდორი ანტიოქსიდანტ ლიპოკაინის წყაროა. ის მზის დამწვრობისგან გვიცავს.

დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
🔍📍 მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

🔍📌მეტაბოლური სინდრომი წარმოადგენს შემდეგი კლინიკური მდგომარეობების ერთობლიობას: არტერიული ჰიპერტენზია , ჰიპერგლიკემია( ს...
08/08/2023

🔍📌მეტაბოლური სინდრომი წარმოადგენს შემდეგი კლინიკური მდგომარეობების ერთობლიობას: არტერიული ჰიპერტენზია , ჰიპერგლიკემია( სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა), აბდომინალური სიმსუქნე( წელის მიდამოში ჭარბი ცხიმის დაგროვება),დისპლიპიდემია( ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმის მოშლა).
ამ კლინიკური სიმპტომებიდან ერთ-ერთის არსებობა არ ნიშნავს მეტაბოლურ სინდრომს,თუმცა, ამ მდგომარეობებიდან ნებისმიერი ახდენს სერიოზული დაავადების რისკის ზრდაზე გავლენას. თუ სახეზეა წარმოდგენილია ამ სიმპტომებიდან ერთზე მეტი, რისკი კიდევ უფრო იზრდება.
🔍📌 თუ თქვენ აღგენიშნებათ მეტაბოლური სინდრომი ან მისი ერთ-ერთი კომპონენტი, ცხოვრების სტილის რადიკალურმა შეცვლამ შესაძლოა დააყოვნოს ან სრულებით აგარიდოთ თავიდან ჯანმრთელობის პრობლემების სერიოზული გართულებები.
მეტაბოლური სინდრომი ყველაზე ხშირად გამოწვეულია სიმსუქნითა და ფიზიკური აქტივობის შემცირებით
მეტაბლურმა სინდრომმა შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთი დაავადებების განვითარება როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ძილის აპნოე,პოტენციის დაქვეითება.

დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
🔍📍 მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

🔍📌შაქრიანი დიაბეტის ერთერთი გართულება დიაბეტური ნეიროპათიაა.დიაბეტური ნეიროპათია შაქრიანი დიაბეტის ოთხი გართულებიდან ერთ...
04/08/2023

🔍📌შაქრიანი დიაბეტის ერთერთი გართულება დიაბეტური ნეიროპათიაა.
დიაბეტური ნეიროპათია შაქრიანი დიაბეტის ოთხი გართულებიდან ერთ-ერთია, რაც გულისხმობს თავის ტვინისა და პერიფერიული ნერვების დაზიანებას.
🔍📌დიაბეტური ნეიროპათიის განვითარებას საფუძვლად უდევს ნერვების უწვრილესი სისხლძარღვების იშემიური დაზიანება, ანუ მიკროანგიოპათია და ნერვულ უჯრედებში - ნეირონებში ნივთიერებათა ცვლის, ანუ მეტაბოლიზმის დარღვევა.
📌რისკ-ჯგუფი:
• ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი, როდესაც გლუკოზის შემცველობა სისხლში დაურეგულირებელია;
• რისკ-ჯგუფს წარმოადგენს ლატენტურად მიმდინარე დიაბეტისა და
• მსუბუქი ჰიპერგლიკემიის შემთხვევებიც.

🔍გამოიხატება უპირატესად ტერფებში და შედარებით იშვიათად ტერფის ზურგის არეში:
• დაბუჟება და ტკივილი;
• ჭიანჭველების ცოცვის;
• ჩხვლეტის;
• წვის და სიმხურვალის;
• სიცივეს შეგრძნება.

🔍პრევენცია
დიაბეტური ნეიროპათიის პრევენცია გულისხმობს გლუკოზის მაჩვენებლების რეგულაციას, ენდოკრინოლოგის ინსტრუქციების შესაბამისად ხშირი კონტროლით და ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების წესების დაცვით.

დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
🔍📍 მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

#შაქრიანიდიაბეტი #დიაბეტურინეიროპათია

🔍📌🍏🥦🧀დიაბეტის დროს სრულფასოვან და დაბალანსებულ კვების რაციონს დიდი მნიშვნელობა აქვს 🔍არ შეიძლება საუზმის, სადილის ან ვახ...
01/08/2023

🔍📌🍏🥦🧀დიაბეტის დროს სრულფასოვან და დაბალანსებულ კვების რაციონს დიდი მნიშვნელობა აქვს

🔍არ შეიძლება საუზმის, სადილის ან ვახშმის გამოტოვება. საკვების მიღება უნდა იყოს რეგულარული და დროის ინტერვალები – დაცული.
🔍კერძის ულუფა არც ძალიან მცირე უნდა იყოს და არც ბევრი. საკვების მოცულობა – დასანაყრებლად ოპტიმალური.
🔍აუცილებელია წონის კონტროლი, სიმსუქნე აქვეითებს ინსულინისადმი მგრძნობელობას და მნიშვნელოვნად ართულებს დაავადების მკურნალობას.
🔍ძირითადი კვების გარდა, დიეტა უნდა მოიცავდეს წახემსებასაც. მაგალითად, მეორე საუზმე და შუადღის წახემსება.
🔍საუკეთესოა დიეტოთერაპიისთვის ჯერადი კვება დღეში 5-6-ჯერ

📌ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს კვების ძირითადი პრინციპებია:

🔍საკვების სადღეღამისო კალორიულობა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 2000 კილოკალორიას;
🔍ნახშირწყლების მიიღება საუზმეზე და სადილად;
🔍აუცილებელია საქაროზაზე უარის თქმა და მისი ჩანაცვლება შაქრის შემცლელებით.
🔍ინსულინის ინექციის გრაფიკი უნდა მიესადაგოს საკვების მიღებას.

📌ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი დაავადების უფრო გავრცელებული ფორმაა. ამ დროს დიეტის უმთავრესი პარამეტრებია:

🔍დღიური კალორიულობა უნდა შეადგენდეს 1600-1800 კილოკალორიას;
🔍უნდა შემცირდეს მარტივი ნახშირწყლებისა და ცხოველური ცხიმების მოხმარება;
🔍საქაროზაზე სრულად უნდა ითქვას უარი და ის ჩანაცვლდეს შაქრის შემცვლელით;
🔍კვებათა შორის შუალედი უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 4 საათს.
🔍რადგანაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს იზრდება თირკმელების მგრძნობელობა, რეკომენდებულია მარილის მიღების შეზღუდვა დღეში 9 გრამამდე (1 ჩაის კოვზი+1/3 ჩაის კოვზი).

დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
🔍📍 მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

#შაქრიანიდიაბეტი

🔍❓რა იწვევს ჰიპოგლიკემიას ბავშვებშიჰიპოგლიკემია სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებაა, და ტვინის შემეცნებით უნარებზე უარყოფ...
28/07/2023

🔍❓რა იწვევს ჰიპოგლიკემიას ბავშვებში

ჰიპოგლიკემია სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებაა, და ტვინის შემეცნებით უნარებზე უარყოფით გავლენას ახდენს.
🔍ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ზრდის განვითარების შეფერხების, ფიზიკური და შემეცნებითი უნარების დარღვევის საფრთხეს.
სისხლში გლუკოზის ნორმალური დონე დამოკიდებულია დღე-ღამის მონაკვეთზე, საკვების მიღების დოზაზე. ნორმა 70-დან 140 მგ’დლ-მდე მერყეობს.
ჰიპოგლიკემია გლუკოზის დონის ისეთი დაქვეითებაა, რომელიც ტვინის დისფუნქციისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იწვევს.
ბავშვებთან ჰიპოგლიკემია სხვადასხვანაირად ვლინდება:
• გულისცემის გახშირებით;
• თავბრუხვევით;
• თავის ტკივილით;
• კანკალით;
• ოფლიანობით;
• შიმშილის გრძნობით;
• გაღიზიანებით;
• კანის სიფერმკრთალით;
• განწყობის ან ქცევის უეცარი ცვლილებით
ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებთან ჰიპოგლიკემიის სიმპტომები არასპეციფიკურია.
ბავშვებთან ჰიპოგლიკემიის ყველაზე ხშირი მიზეზია ჰიპერინსულინემია. ამ დროს პანკრეასის ბეტა უჯრედები ჭარბად გამოყოფს ჰორმონ ინსულინს, რის გამოც სისხლში გლუკოზის დონე ქვეითდება. თავად ინსულინის სიჭარბეს შესაძლოა საფუძვლად ედოს დედის შაქრიანი დიაბეტი ორსულობის დროს, გენეტიკური დეფექტები. ჰიპოგლიკემიის სხვა მიზეზები უკავშირდება ზრდის ჰორმონის ან კორტიზოლის დეფიციტს, ღვიძლში არსებულ გენეტიკურ დეფექტებს, რაც ხელს უშლის მის მიერ გლუკოზის წარმოქმნას. ჰიპოგლიკემია შესაძლოა იყოს დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შედეგი,
თუ ბავშვს ჰიპოგლიკემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უვითარდება, მიეცით მას ნახშირწყლების შემცველი სასმელი (მაგალითად, ხილის წვენი) ან ტკბილი საკვები (ნამცხვარი). თუ ჰიპოგლიკემია მძიმე ფორმით არის გამოხატული ან შეინიშნება ცნობიერების დარღვევა, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
მკურნალობას ექიმი ნიშნავს ჰიპოგლიკემიის გამომწვევი დაავადებისა და ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და სამედიცინო ისტორია, დაავადების სიმძიმის ხარისხი.
ჰიპოგლიკემიით მიმდინარე დაავადებების დროს მკურნალობის მიზანია სისხლში გლუკოზის დონის უსაფრთხო მაჩვენებლების შენარჩუნება.

დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
🔍📍 მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

#შაქრიანიდიაბეტი
#ჰიპოგლიკემია

🔍რა არის ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი?🔍ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც არღვევს გლუკოზის მეტაბოლიზმს. ორგანიზმ...
25/07/2023

🔍რა არის ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი?

🔍ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც არღვევს გლუკოზის მეტაბოლიზმს. ორგანიზმში ყველა უჯრედს სჭირდება გლუკოზა ნორმალური ფუნქციონირებისთვის. გლუკოზა უჯრედში აღწევს ჰორმონ ინსულინის მეშვეობით. თუ არ გვაქვს საკმარისი ინსულინი, ან ორგანიზმი არ რეაგირებს სათანადოდ ინსულინზე, გლუკოზის აკუმულაცია ხდება სისხლში, მაშინ, როცა უჯრედებში გლუკოზის ნაკლებობაა.
იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ვითარდება შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც ტიპი1 შაქრიან დიაბეტს ვუწოდებთ.

რა სიმპტომები ახასიათებს ტიპი 1 შაქრიან დიაბეტს?

ტიპი1 შაქრიან დიაბეტს მრავალფეროვანი სიმპტომები ახასიათებს, მათგან წამყვანია:

🔍გაძლიერებული წყურვილი;
🔍დაღლილობის შეგრძნება;
🔍ხშირი შარდვა;
🔍წონის კლება;
🔍დაბინდული მხედველობა
🔍გარკვეულ შემთხვევაში, ასევე შესაძლოა შეგვხვდეს გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, მუცლის ტკივილი, გახშირებული სუნთქვა.

როგორ მივხვდეთ, რომ გვაქვს ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი?

ზემოჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას, ასევე იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევითი ანალიზით დაფიქსირდა ჰიპერგლიკემია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც გარკვეული ანალიზების ჩატარების შემდეგ, კლინიკური სურათისა და ლაბორატორიული მაჩვენებლების შეჯერებით, დაგიდგენთ კლინიკურ დიაგნოზს და დაგინიშნავთ ადეკვატურ მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ ტიპი 1 დიაბეტი უპირატესად ვითარდება ახალგაზრდა ასაკში.
დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
🔍📍 მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

🔍🫀არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს ბევრი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნ...
19/07/2023

🔍🫀არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს ბევრი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ. პაციენტი, რომელსაც აღენიშნება ამ ორი დაავადებიდან ერთ - ერთი, მეორე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის თანაარსებობის პირობებში კი, ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთს აუარესებს.
🔍არტერიული ჰიპერტენზია შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანების 2/3 - ში გვხვდება და საგულისხმოა, რომ მათ გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების 2- ჯერ მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს.
👉🔍ცხოვრების წესის ცვლილება მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის გართულებებს, კერძოდ:
• საათობრივად ჯანსაღი პროდუქტებით კვებას ( წონის უმნიშვნელო კლებაც კი ამცირებს რისკ-ფაქტორებს);
• ფიზიკური აქტივობა;
• მავნე ჩვევებზე (თამბაქო, ალკოჰოლი) უარის თქმას;
• საკვებში ცხიმების შემცირებას;
• საკვები მარილის 5 გრამამდე შეზღუდვას;
• მაქსიმალურად დადებით ემოციებს, რაც საოცარ შედეგს იძლევა.
🔍დიაბეტის მქონე პაციენტების უმრავლესობის სისხლის წნევა არ უნდა აღემატებოდეს 130/80 მმ. ვწყ. - ს., ამიტომ, მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ხშირად, ექიმის დანიშნულებით, საჭიროა ანტიჰიპერტენზიული წამლების მიღება.

დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
🔍📍 მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი შესახვევი #8

რამდენია სისხლში შაქრის ნორმა?🔍შაქრის ნორმის განსაზღვრა რთულია და ზოგადად, სამედიცინო სფეროში, სიტყვა ნორმას არ იყენებენ...
17/07/2023

რამდენია სისხლში შაქრის ნორმა?

🔍შაქრის ნორმის განსაზღვრა რთულია და ზოგადად, სამედიცინო სფეროში, სიტყვა ნორმას არ იყენებენ. მის მაგივრად იყენებენ სამიზნე დონეს . რა არის ის მიზანი, რასაც პაციენტმა უნდა მიაღწიოს. ეს დონე დამოკიდებული არის პაციენტის ასაკზე, დიაბეტის ხანგრძლივობაზე, გამოწვეული გართულებების არსებობაზე, სხვა თანმხლებ დაავადებებზე და რა მოტივაცია აქვს პაციენტს - მიჰყვება თუ არა მკურნალობას. ის ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადად, შაქრის ნორმად ითვლება: უზმოდ 70-99 მგ/დლ (3,9-5,5 მმოლ/ლ), ჭამიდან 2 საათში 140 მგ/დლ (7,8 მმოლ/ლ), თუმცა ასაკის მიხედვით ეს მაჩვენებლები იცვლება.
დიაბეტის ცენტრი - მედჯი
სპეციალისტთან ჩასაწერად
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
🔍📍 მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

🔍🥑🍏შაქრიანი დიაბეტი რთული დაავადებაა, მაგრამ სრულფასოვანი ცხოვრება მის ფონზეც შესაძლებელია.სპეციალისტები ირწმუნებიან, რო...
14/07/2023

🔍🥑🍏შაქრიანი დიაბეტი რთული დაავადებაა, მაგრამ სრულფასოვანი ცხოვრება მის ფონზეც შესაძლებელია.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დიაბეტიანთა მესამედს მდგომარეობის დასასტაბილურებლად დიეტაც ჰყოფნის.
აღინიშნოს,რომ დიეტას ინსულინთან და
თვითკონტროლთან ერთად უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს დიაბეტის
მკურნალობაში. შესაბამისად, თუ ადამიანი არ იკვებება სწორად, არ
ითვალისწინებს რეკომენდაციებს, არ იქნება შედეგი, რომელიც მას სურს.
დიეტა ფიზიოლოგიურად დაბალანსებული უნდა იყოს, ცილების, ცხიმებისა და
ნახშირწყლების ასაკთან შესაბამისი თანაფარდობით. ნახშირწყლები-50-60%,
ცილები-15-20%, ცხიმები- 25-30%. ნახშირწყლების სახე და რაოდენობა უნდა
იყოს შერჩეული ისე,რომ თავიდან ავიცილოთ გლუკოზის მკვეთრი მერყეობა.
იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ და შევარჩიოთ სასურველი მენიუ ,საჭიროა
გავითვალისწინოთ მხოლოდ ის პროდუქტები ,რომლებიც იწვეენ სისხლში
შაქრის მატებას. დაბალი გლიკემიური ინდექსით საკვები მოკრძალებულად
ზრდის სისხლში შაქრის დონეს და ამით საუკეთესო არჩევანია დიაბეტის
მქონე პაციენტებისთვის. მარტივი ნახშირწყლები სწრაფად შეიწოვება
ორგანიზმში და მაღლა სწევს შაქრის დონეს .
ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ არაჯანსაღ
საკვებს.

კვება უნდა იყოს სამჯერადი: საუზმე ,სადილი და ვახშამი და მათ შორის
წახემსებები ხილით და ბოსტნეულით.
დიეტა გულისხმობს ტკბილეულის, თეთრი ფქვილისგან დამზადებული
ცომეულისა და პურ-ფუნთუშეულის ამოღებას .სასურველია მეტი ბოსტნეული
და დაბალცხიმიანი რძის პროდუქტი. თევზი აქტიურად უნდა შედიოდეს
რაციონში. პაციენტმა უნდა მოუკლოს ბევრი შაქრის შემცველი ხილის ჭამას.
რთული ნახშირწყლები დასაშვებია, როგორიცაა მარცვლეული - ჭვავის
ფქვილისგან დამზადებული პროდუქტი, რუხი პური და ა.შ.
ხორციც უნდა იყოს ნაკლებად ცხიმიანი. რა თქმა უნდა, გამორიცხულია ღორის
მწვადები, ბატკნის ჩაქაფულები და ა.შ .რეკომენდებულია ფრინველის
დაბალცხიმიანი და კანგაცლილი ხორცი.
სუპერ საკვები: არის საკვები, რომელიც სარგებელს მოუტანს თქვენს
ჯანმრთელობას კალორიების და ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების
მიწოდების მიღმა. სუპერ საკვები არის დიეტის შეზღუდვის საპირისპირო -რის
გამოც თქვენ შეგიძლიათ ასეთი საკვები მიირთვათ უხვად.
სუპერ საკვებიაბოჭკოვანი საკვები , კერძოდ კი : კენკრა, სელის და ჩიას
თესლი, შვრიის ფაფა, ვაშლი, მსხალი, ოსპი და ბარდა.
დიაბეტის ცენტრი მედჯი
📞ტელ: 577 08 33 66 ,500 50 88 50
მის: პ.ქავთარაძის პირველი შესახვევი #8

Address

ქავთარაძის პირველი შესახვევი #8
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995577083366

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Medge/დიაბეტის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Medge/დიაბეტის ცენტრი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram