Prenatal Bliss • პრენატალ ბლისს

Prenatal Bliss • პრენატალ ბლისს Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Prenatal Bliss • პრენატალ ბლისს, Health & Wellness Website, Tbilisi.

🤰 უსაფრთხო სივრცე ორსულთათვის

📲 სანდო რჩევები და მხარდაჭერა: დაგეგმვა | ორსულობა | მშობიარობა | პოსტპარტუმი

👩‍⚕️ მეან-გინეკოლოგი 15+ წლიანი გამოცდილებით სოფიო ანანიკოვი 🤰ანტენატალური ზრუნვის ონლაინ პროგრამა ორსულთათვის – "Prenatal Bliss"

✨ მოემზადეთ დედობისთვის მშვიდად!

🌸 ონლაინ პროგრამა განკუთვნილია ორსულთათვის, რომლებსაც სურთ პროფესიონალური რჩევები და ემოციური მხარდაჭერა ამ უნიკალურ პერიოდში

.

📌 რას გთავაზობთ:
✔️ პირდაპირი კონსულტაციები გამოცდილი მეან-გინეკოლოგისგან
✔️ სპეციალური თემატური სესიები: ჯანმრთელობის მონიტორინგი ორსულობის დროს, ფსიქოლოგიური მზადყოფნა დედობისთვის, ორსულობა და კვება, ფიზიკური აქტივობა, მშობიარობისთვის მომზადება
✔️ მხარდამჭერი ჩათი: გაიცანით სხვა მომავალი დედები და გაუზიარეთ ერთმანეთს მხარდაჭერა
✔️ მოწვეული სპიკერები: ფსიქოლოგები, პედიატრები და სხვა სფეროს ექსპერტები


💬 დაგვიკავშირდით დეტალებისთვის და გაიგეთ მეტი!

16/12/2025

ჩემო ძვირფასებო 🤍

ხშირად მეკითხებით მედიკამენტებზე, რომელთა მიღება ნებადართულია ორსულობის პერიოდში 💊🤰

❗️მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ❗️ რომ ნებისმიერი მედიკამენტი უნდა შეირჩეს მხოლოდ ექიმის მიერ , ინდივიდუალური ანამნეზისა და ორსულობის მიმდინარეობის გათვალისწინებით. მედიკამენტის თვითნებურად მიღება დაუშვებელია ❌❗️

გთავაზობთ იმ მედიკამენტების ჩამონათვალს , რომელთა გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია , თუმცა მათი მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია 👩‍⚕️❗️

გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდ ორსულობას 🌸🤍

02/12/2025

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! ✨
დღეს გიპასუხებთ ყველაზე გავრცელებულ კითხვაზე, რისი მიღებაა აკრძალული ორსულობის პერიოდში?🚫

მეტი რჩევებისთვის გამომიწერეთ ჩემი გვერდი 💛

გისურვებთ ჯანმრთელობას! 🌸

28/10/2025

💥 თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ ორსულობისას უნდა „ჭამოთ ორის ნაცვლად“, დროა ეს მითი დავივიწყოთ! 🤰🏻

ჭკვიანურად და ბალანსირებულად კვება ნიშნავს, რომ ზრდით საკვების ხარისხს, არა რაოდენობას.

✅ მოკლე რჩევები ჯანმრთელი კვებისთვის:
🥦 ფოლიუმის მჟავა – აუცილებელია ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისთვის;
🍗 ცილა, რკინა, კალციუმი – უცხიმო ხორცი, კვერცხი, თევზი და რძის პროდუქტები;
🍞 რთული ნახშირწყლები – მთლიანი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული.
💧 წყალი – მინიმუმ 2 ლიტრი დღეში.

🚫 არ დაგავიწყდეთ, რისი აკრძალვაა აუცილებელი:
– ალკოჰოლი და თამბაქო
– უმი ხორცი ან თევზი
– არაპასტერიზებული რძე და ყველი
– სასურველია, შეზღუდოთ შაქრიანი სასმელები და ფასტფუდი

🌿 აირჩიე ჯანსაღი ჩვევები, მოუსმინეთ თქვენს სხეულს და დაეყრდენით პროფესიონალურ რჩევებს.
📲 გამოიწერე ჩემი გვერდი, თუ გსურს, რომ მიიღო მეტი რჩევა ორსულობისას კვებასა და ჯანმრთელობაზე.
მომწერე კითხვები ✅

#ორსულობა #გინეკოლოგი #სწორკვება #დედობა #ჯანსაღიკვება

24/10/2025

🌸 გიფიქრია ოდესმე, რატომ არის მშობიარობა მტკივნეული?

ეს ტკივილი არ არის საშიში, ესაა ძალა, რომელიც ახალ სიცოცხლეს მოაქვს 💫

🤰 მშობიარობის ტკივილი ბუნებრივი პროცესია:

🩺 I ეტაპზე: საშვილოსნოს შეკუმშვები და ყელის გახსნა

💪 II ეტაპზე: ქსოვილების გადაჭიმვა და ახალი სიცოცხლის დაბადება.

🔥 ტკივილის ინტენსივობა განსხვავებულია, თითოეული დედა თავის უნიკალურ გზას გადის.

ჩემო ძვირფასებო, ტკივილის მართვა შესაძლებელია როგორც ბუნებრივი მეთოდებით, ისე მედიკამენტური გზით.

✨ მთავარია, შენ აირჩიო ის, რაც შენს სხეულსა და შეგრძნებებს შეესაბამება 🤍

💬 დაწერე კომენტარებში — რომელი ტკივილის მართვის მეთოდი გგონია შენთვის უფრო კომფორტული ?
ვიმსჯელოთ ერთად 🫶

#მშობიარობა #დედობა #ტკივილისმართვა #ორსულობა #სიცოცხლე

19/10/2025

🍼🌟 მზად ხარ ყველაზე ამაღელვებელი შეხვედრისთვის?

ორსულობის ბოლო ეტაპი არ ნიშნავს დასასრულს, ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია.

მესამე ტრიმესტრი (28-ე კვირიდან მშობიარობამდე) არის პერიოდი, როცა შენ და შენი პატარა ერთად გადიხართ უმნიშვნელოვანეს ფიზიკურ და ემოციურ პროცესებს.

🔹 ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:
• ნაყოფი ყოველდღიურად იმატებს წონაში
• ფილტვები ვითარდება
• თქვენი პატარა პოზიციას ცვლის მუცელში

🔸 შენ კი, შესაძლებელია განიცდიდე:
• მუცლის სიმძიმეს და ხშირი შარდვის სურვილს
• წელის ტკივილებს
• ძილის ხშირად შეწყვეტას ღამით
• “ბრექსტონ ჰიქსის” შეკუმშვებს

🔍 რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი:
• რეგულარული მონიტორინგი გინეკოლოგთან და საჭირო ანალიზები
• მშობიარობის დაგეგმვა
• ნაყოფის მოძრაობის ყოველდღიური კონტროლი

✨ ეს პერიოდი შეიძლება იყოს დამღლელი, მაგრამ ის სულ რამდენიმე კვირა გრძელდება და ყოველი დღე გაახლოვებს ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მომენტს.

გახსოვდეს, ყოველი ქალი უნიკალურია და მესამე ტრიმესტრის გამოცდილებაც ინდივიდუალურია.
თუ გაქვს კითხვები, შიშები ან უბრალოდ გინდა გაესაუბრო პროფესიონალს — მომწერე კომენტარებში.

და არ დაგავიწყდეს, გამოიწერე ჩემი გვერდი, რათა არ გამოგრჩეს მნიშვნელოვანი რჩევები ორსულობისა და დედობის გზაზე 💛

#გინეკოლოგისრჩევა #მესამეტრიმესტრი #ორსულობა #მშობიარობისგეგმა #დედობისმოლოდინში #ფეხმძიმე

15/10/2025

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო🌸

გრძნობთ, რომ ორსულობა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს? დიდი ალბათობით, თქვენ უკვე მეორე ტრიმესტრში იმყოფებით. ეს პერიოდი ცნობილია, როგორც ორსულობის შედარებით სტაბილური ფაზა, როდესაც ჰორმონალური ფონიც მეტნაკლებად ბალანსდება და საერთო შეგრძნებაც უმჯობესდება.

მეტი რჩევებისთვის გამოიწერე ჩემი გვერდი❤️

#ორსულისრჩევები #გინეკოლოგისრჩევა #ტრიმესტრი #ორსულობა #ქალისჯანმრთელობა

13/10/2025

🌸 პირველი ტრიმესტრი - საოცარი მოგზაურობის დასაწყისი! 🌸

ორსულობის პირველი 12 კვირა ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი ეტაპია. სწორედ ამ პერიოდში იწყება ახალი სიცოცხლის ფორმირება და მიმდინარეობს ჰორმონული ცვლილებები, რომელიც ხშირად ქმნის სირთულეებს, მაგრამ ამავე დროს საოცრად ამაღელვებელია. 💫

👶 რა ხდება ამ დროს:

იწყება ემბრიონის ჩამოყალიბება და ორგანოების განვითარება;

ჩნდება გულისცემა, უკვე 6–7 კვირიდან შეგვიძლია მისი მოსმენა ულტრაბგერითი კვლევით;

ნელ-ნელა ყალიბდება პლაცენტა, რომელიც მომავალში თქვენი ბავშვის უსაფრთხო გარემო იქნება.

💛 რა შეიძლება იგრძნოთ:

გულისრევა და ღებინება;

მკერდის მგრძნობელობა;

დაღლილობა და ენერგიის კლება;

განწყობის ხშირი ცვალებადობა.

⚠️ რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება:

პირველი ტრიმესტრი სპონტანური აბორტის ყველაზე მაღალი რისკის პერიოდია. ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის (მაგ., ვაგინალური სისხლდენა, მუცლის ქვედა ნაწილის სპაზმური ტკივილი) შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. ფოლიუმის მჟავის (400-800 მკგ დღეში) ადეკვატური მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნერვული მილის დეფექტების რისკის შესამცირებლად. მიღება რეკომენდებულია ჩასახვამდე და მთელი პირველი ტრიმესტრის განმავლობაში.

თუ ახლა იწყებ ამ საოცარ მოგზაურობას 🤰✨ გამოიწერე ჩემი გვერდი. კითხვები შეგიძლია მომწერო კომენტარებში ან პირადში. 💬💫

#ორსულისრჩევები #ორსულობა #გინეკოლოგი #გინეკოლოგისრჩევა #ტრიმესტრი #დედები

10/10/2025

✈️🤰 ორსულობის დროს გეგმავ თვითმფრინავით მოგზაურობას?

მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს უსაფრთხო როგორც შენთვის, ისე შენი პატარასთვის.

🔸 მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა ორსულობის 14-დან 28 კვირამდე პერიოდი, ანუ მეორე ტრიმესტრი. ამ დროს მუცელი ჯერ არ არის დიდი, შემცირებულია გართულებების რისკი და თავს გრძნობ ყველაზე კომფორტულად.

🔸 თუ ორსულობა მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად და არ არსებობს საფრთხის ნიშნები , მოგზაურობა შესაძლებელია 36 კვირამდე.

❗ მოგზაურობა რეკომენდებული არ არის როდესაც არის:
• პლაცენტის წინმდებარეობა
• პრეეკლამფსია ან მაღალი წნევა
• ცოტა ხნის წინ იყო სისხლდენა
• არსებობს ნაადრევი მშობიარობის რისკი 👶

✅ რჩევები უსაფრთხო მგზავრობისთვის:
💧 მიიღე დიდი რაოდენობით სითხე
🚶 იმოძრავე მინიმუმ საათში ერთხელ, განსაკუთრებით ხანგრძლივი ფრენისას
🧦 ჩაიცვი კომფორტული ტანსაცმელი და კომპრესიული წინდები

📌 აუცილებლად გაიარე კონსულტაცია შენს გინეკოლოგთან მოგზაურობის დაგეგმვამდე ✨

📲 თუ გსურს მეტი რჩევა ორსულობის შესახებ –
👉 გამოიწერე ჩემი გვერდი და მოიწონე ეს პოსტი ❤️

#ორსულობა #გინეკოლოგი #მოგზაურობა #ორსულისრჩევები

🤰 ორსულობის პერიოდში ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული შიშები, გაურკვევლობა თუ მცდარი შეხედულებები, რომ ვარჯიშმა შესაძლ...
17/09/2025

🤰 ორსულობის პერიოდში ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული შიშები, გაურკვევლობა თუ მცდარი შეხედულებები, რომ ვარჯიშმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან გაართულოს ორსულობის მიმდინარეობა, მრავალი ქალისთვის ნაცნობია.

🩺 ადეკვატურად შერჩეული და ექიმთან შეთანხმებული ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ სასარგებლოც დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

სწორად შერჩეულმა ვარჯიშმა შეიძლება:
• გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა;
• შეამციროს შეშუპება და ტკივილები;
• გაგიადვილოთ მშობიარობის პროცესი;
• ხელი შეუწყოს ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებას.

⚠️ ორსულობის დროს, მაღალი რისკის შემცველი აქტივობების თავიდან არიდება აუცილებელია. ესენია:

• ❌ ხტომა;
• 🧗 ნებისმიერი სპორტის სახეობ, სადაც დაცემის რისკი არსებობს;
• 🧘‍♀️ იოგას რთული პოზები;
• 🛌 ზურგზე წოლით შესრულებული ვარჯიშები ორსულობის მე-14 კვირის შემდეგ.

❗️და რაც ყველაზე მთავარია:
ყველა ფიზიკური აქტივობა უნდა შეირჩეს ექიმის რეკომენდაციით და იყოს მორგებული ინდივიდუალურად!

ნუ შეგეშინდებათ მოძრაობის.
სწორად შერჩეული ფიზიკური აქტივობა თქვენს ორსულობა კიდევ უფრო ჯანსაღსა და კომფორტულს გახადის 🌿🤰🌈

თქვენი გინეკოლოგი
სოფიო ანანიკოვი

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Prenatal Bliss • პრენატალ ბლისს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share