29/01/2023
ფსიქიატრი თუ ფსიქოთერაპევტი? ვის უნდა მივმართოთ საჭიროების შემთხვევაში
ბოლო ორ წელიწადში კორონავირუსის პანდემიის შედეგად როგორც ეკონომიკური ასევე ფსიქოსოციალური პრობლემების წინაშე დავდეგით. ეპიდემიის შედეგად იმატა როგორც დეპრესიულმა მდგომარეობამ ასევე შფოთვითმა. თუკი ჩვენ არ მივაქცევთ ყურადღებას ჩვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, შესაძლებელია რომ იგნორირებამ გამოიწვიოს მდგომარეობის დამძიმება. ამიტომ ამ დროს სპეციალისტთან ვიზიტი დროულია რათა აღმოვფხვრათ შმდგომი გართულებები. ხშირად არ იციან თუ ვის მიმართონ ფსიქიატრს თუ ფსიქოთერაპევტს?
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფსიქიატრებიცა და ფსიქოთერაპევტებიც აქტიურად მიმართავენ თერაპიას, რაც პაციენტის მოსმენას, კითხვების დასმას, მათი მდგომარეობის შეფასებასა და ავადმყოფობის ისტორიის შედგენას გულისხმობს. განსხვავდება მხოლოდ მკურნალობის მეთოდები. მას შემდეგ, რაც ფსიქიატრი დეპრესიის, შფოთვის ან სხვა ფსიქიატრიული დაავადების დიაგნოზს დასვამს, იგი პაციენტს წამლებს უნიშნავს,შეიძლება დანიშნოს ანტიდეპრესანტები ან ძლიერი შფოთვის დროს სედაციის მომგვრელი მედიკამენტები. მკურნალობა გრძელდება 2 კვირიდან 1 წლამდე, გააჩნია მადგომარეობის სიმძიმეს. ფსიქიატრი აქტიურადაა ჩართული მკურნალობის პროცესში და მედიკამენტის გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, სხვა მედიკამნტით ანაცვლებს არსებულს. გამოჯანმრთელების შემთხვევაში ხშირად ხდება პაციენტის გადამისამართება ფსიქოთერაპევტთან. ფსიქოთერაპევტები ადამიანის ქცევებს, ფიქრებს, ცხოვრების წესს აკვირდებიან. როგორც წესი, თერაპიული მკურნალობა 40-45 წუთიან სეანსებად მიმდინარეობს, კვირაში ერთხელ ან რამდენჯერმე. სეანსების დროს ფსიქოთერაპევტი სწავლობს პაციენტის ფსიქოტიპს,მის ფიქრებს, ქცევებს, ცხოვრების წესს, ძილისა და კვების რეჟიმებსა და სხვა დეტალებს, რაც მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებათ.
მაგალითად, თუ თქვენი პრობლემის გამო ფსიქიატრთან მიხედვით, სავსებით შესაძლებელია, რომ მან, თქვენი მოსმენის შემდეგ, აგიხსნათ, რომ მედიკამენტები არ გჭირდებათ, ფსიქოთერაპევტთან გადაგამისამართოთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი მკურნალობის დაწყებაა, სწორ მიმართულებას კი პროფესიონალები გირჩევენ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მენტალური პრობლემების იგნორირება და მკურნალობის გადავადება სიტუაციას მხოლოდ აუარესებს. რაც უფრო მალე დავიწყებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრს, მით უფრო მარტივი იქნება სიტუაციის მართვა და გამოჯანმრთელება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს დიაგნოზი. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმაა, მკურნალობის მეთოდს კი პროფესიონალები შეგირჩევენ.