Psychea • ფსიქეა

Psychea • ფსიქეა გიორგი ჭეიშვილის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი

„ფსიქეა“ ფსიქიატრ გიორგი ჭეიშვილის მიერ 2021 წელს დაარსებული მენტალური ჯანმრთელობის ცენტრია, რომელიც როგორც ფსიქიატრიის ისე ფსიქოლოგიის კუთხით მუშაობს.

სფეროში არსებულ უმთავრეს გამოწვევებზე საპასუხოდ „ფსიქეა“ სტიგმისგან თავისუფალ, თანამედროვე ფსიქიატრიის სტანდარტებზე დაფუძნებულ სივრცეს ქმნის, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების სრულ რეგისტრზე მუშაობს - იქნება ეს ნევროზულ-დეპრესიული თუ ფსი

ქოზური.

ცენტრი ემსახურება პაციენტების როგორც ფსიქოლოგიურ და სამედიცინო, ისე სოციალურ რეაბილიტაციას, მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ ცნობიერების ამაღლებასა და დახმარების თხოვნისა და მიღების ნორმალიზებას.

👉 რა არის სხეულის დისმორფია?👩‍⚕️ სხეულის დისმორფული აშლილობა (ასევე ცნობილი როგორც დისმორფოფობია) ფსიქიკური ჯანმრთელობის...
19/02/2026

👉 რა არის სხეულის დისმორფია?

👩‍⚕️ სხეულის დისმორფული აშლილობა (ასევე ცნობილი როგორც დისმორფოფობია) ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი შეპყრობილია იდეით, რომ მისი გარეგნობის რომელიმე ნაწილი ნაკლოვანი, მახინჯი, არამიმზიდველი ან დეფორმირებულია - მაშინ როდესაც სინამდვილეში სხვებისთვის ეს „ნაკლოვანება“ ან სრულიად შეუმჩნეველია, ან უმნიშვნელოა.

🫣 ამ დროს ადამიანებს სჯერათ, რომ სხვები მუდმივად ამჩნევენ, განსჯიან და საუბრობენ მათ „ფიზიკურ ნაკლზე“. ისინი ხშირად დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ეს „ფიზიკური არასრულყოფილება“ არის მათი პირადი, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების მთავარი მიზეზი.

☹️ ამ ფიქრებს თან ახლავს განმეორებადი ქმედებები: სარკეში საკუთარი გარეგნობის გამუდმებული დაკვირვება, „ნაკლის“ შენიღბვის მცდელობა, სხვებთან შედარება, სოციალური შეხვედრებისა და ადამიანებთან კონტაქტის თავიდან არიდება, კოსმეტიკური პროცედურებისა და პლასტიკური ოპერაციების ჩატარების მუდმივი მცდელობა ან დაუძლეველი სურვილი. ეს ქმედებები იმდენად დიდ დროს იკავებს და იმდენად მტანჯველია, რომ მნიშვნელოვნად აფერხებს ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებას, პროფესიულ საქმიანობასა და სოციალურ ურთიერთობებს.

👉 ხშირად ამ აშლილობის მქონე ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ პროფესიულ მხარდაჭერას საჭიროებენ. თუ თქვენს ახლობელში მსგავს ნიშნებს ამოიცნობთ, ეცადეთ, დაარწმუნოთ ის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს მიმართოს.

📲 მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში დეტალებისთვის ან დაგვიკავშირდით: 599 96 67 65
📍 მისამართი: რევაზ მარგიანის ქ. 20

👩‍⚕️ ზრუნვა იწყება დროული მხარდაჭერით! 📣 თუ თქვენს ოჯახში არის ადამიანი, რომელიც რთულ ემოციურ მდგომარეობაშია, „ფსიქეა“-ს...
04/02/2026

👩‍⚕️ ზრუნვა იწყება დროული მხარდაჭერით!

📣 თუ თქვენს ოჯახში არის ადამიანი, რომელიც რთულ ემოციურ მდგომარეობაშია, „ფსიქეა“-ს სუიციდის რისკის მართვის პროგრამა უზრუნველყოფს პროფესიულ დახმარებას მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით.

🕑 კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა
👉 ასაკი: 18+

📲 მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში დეტალებისთვის ან დაგვიკავშირდით: 599 96 67 65
📍 მისამართი: რევაზ მარგიანის ქ. 20

03/02/2026

💭📲 ციფრული ურთიერთობების სირთულეებზე გვესაუბრება ფსიქიატრი, პროფესორი მარინა გეგელაშვილი.

30/01/2026

💭 რატომ გრძნობენ მოზარდები მუდმივ დაღლილობას? | ნაწილი 2.

👩‍⚕️ ამ თემაზე გვესაუბრება ფსიქიატრი, პროფესორი მარინა გეგელაშვილი.

15/01/2026

💭 რატომ გრძნობენ მოზარდები მუდმივ დაღლილობას? ამ თემაზე გვესაუბრება ფსიქიატრი, პროფესორი მარინა გეგელაშვილი.

👩‍⚕️ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "ფსიქეა" მუშაობას განაახლებს 8 იანვარს!📲  ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 599 96 67 65📍 მის...
06/01/2026

👩‍⚕️ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "ფსიქეა" მუშაობას განაახლებს 8 იანვარს!

📲 ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 599 96 67 65
📍 მისამართი: რევაზ მარგიანის ქ. 20

🎄 ფსიქეა გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ წელს, სადაც მენტალური ჯანმრთელობა პრიორიტეტული იქნება ✨
31/12/2025

🎄 ფსიქეა გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ წელს, სადაც მენტალური ჯანმრთელობა პრიორიტეტული იქნება ✨

👉 კვებითი აშლილობების მართვის გამოწვევებზე „დოქტორ დეტერმინისტის“ პოდკასტში გვესაუბრება კოგნიტურ-ბიჰევიორალური ფსიქოთერა...
19/12/2025

👉 კვებითი აშლილობების მართვის გამოწვევებზე „დოქტორ დეტერმინისტის“ პოდკასტში გვესაუბრება კოგნიტურ-ბიჰევიორალური ფსიქოთერაპევტი და კვებითი აშლილობების სპეციალისტი ნინო პატურაშვილი.

ამ ეპიზოდში ნინო პატურაშვილი საუბრობს პრობლემებზე, რომლებიც გვხვდება კვებითი აშლილობების მართვისას. დოქტორ დე....

🎄 ზამთრის სეზონი და საახალწლო დღესასწაულები ხშირად ასოცირდება სიხარულთან და სადღესასწაულო განწყობასთან. თუმცა, დღესასწაუ...
19/12/2025

🎄 ზამთრის სეზონი და საახალწლო დღესასწაულები ხშირად ასოცირდება სიხარულთან და სადღესასწაულო განწყობასთან. თუმცა, დღესასწაულებს ყველა ერთნაირი ემოციით არ ხვდება. ბევრი ადამიანისთვის ეს პერიოდი სევდის, მწუხარების და დაძაბულობის განცდას იწვევს.

✨ ზამთრის თვეებში მოკლე დღეები, სინათლის ნაკლებობა და ცივი ამინდი გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე. დღესასწაულებმა შეიძლება დამატებითი სტრესი შექმნას - ფინანსური დატვირთვა, „სრულყოფილი დღესასწაულის“ ილუზია, ოჯახური ვალდებულებები და სოციალური მოლოდინები. თუ ამ პერიოდში განიცდით გლოვას ან დანაკარგს, სხვების სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო აძლიერებს მარტოობისა და სევდის შეგრძნებას.

👉 თუმცა არსებობს გზები, რომლებიც ამ პერიოდში შეიძლება დაგეხმაროთ:

✅ იყავით რეალისტები. ნუ დაისახავთ ზედმეტად მაღალ მიზნებს. კონცენტრირდით იმაზე, რაც თქვენთვის პრიორიტეტულია.

✅ დააწესეთ საზღვრები. არ ხართ ვალდებული დაესწროთ ყველა წვეულებას, თუ ამის სურვილი არ გაქვთ. ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ მოწვევის გაუქმების გამო.

✅ გამონახეთ დრო საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. პრიორიტეტულად მიიჩნიეთ: რეგულარული ძილის რეჟიმი, დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობა.

✅ შექმენით საკუთარი ტრადიციები. ნუ მისცემთ უფლებას კულტურულმა ტრადიციებმა გიკარნახონ როგორ გაატაროთ დღესასწაული. დაკავდით იმით, რაც ნამდვილად გაბედნიერებთ - იქნება ეს წიგნის კითხვა, ფილმის ყურება თუ საყვარელი კერძის მომზადება.

✅ შეინარჩუნეთ კავშირი მხარდამჭერ გარემოსთან. თუ ოჯახური დინამიკა დისკომფორტის ან კონფლიქტის გამომწვევია, ნუ დააძალებთ თავს. დაუკავშირდით იმ ადამიანებს, ვისთანაც კომფორტულად გრძნობთ თავს. გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ მარტო ამ შეგრძნებით.

🥰 მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ყველა ემოცია ვალიდურია. ნუ აიძულებთ თავს იყოთ ბედნიერი. თქვენი განცდები ლეგიტიმურია.

🥹 თუ მწუხარების შეგრძნება გრძელდება და აფერხებს თქვენს ყოველდღიურ ფუნქციონირებას, შეატყობინეთ ახლობლებს თქვენი მდგომარეობის შესახებ და მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტს. გახსოვდეთ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნებისმიერ დროს პრიორიტეტულია.

📲 ფსიქეაში კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 314 471
📍 მისამართი: რევაზ მარგიანის ქ. 20

☁️ სეზონური აფექტური აშლილობა შეიძლება მნიშვნელოვნად აფერხებდეს ყოველდღიურ ცხოვრებას, ფუნქციონირებასა და ურთიერთობებს, თ...
04/12/2025

☁️ სეზონური აფექტური აშლილობა შეიძლება მნიშვნელოვნად აფერხებდეს ყოველდღიურ ცხოვრებას, ფუნქციონირებასა და ურთიერთობებს, თუმცა არსებობს ეფექტური გზები, მის დასაძლევად.

☀️ ბუნებრივი სინათლე
დღის ბუნებრივი სინათლე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეზონური აფექტური აშლილობის დროს. დილით, მზის ამოსვლის შემდეგ, ეცადეთ დრო გაატაროთ გარეთ. გახსენით ფარდები და მაქსიმალურად გაანათეთ ოთახები. სამუშაო სივრცე შეარჩიეთ ფანჯრის მახლობლად.

🧘‍♀️ ⁠ფიზიკური აქტივობა
ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს სტრესს. შეეცადეთ ივარჯიშოთ დღეში სულ მცირე 30 წუთი, სასურველია დღის სინათლის საათებში.

🌙 ⁠ძილის ჰიგიენა
სეზონური აფექტური აშლილობის დროს შეიძლება გამოვლინდეს ჭარბი ძილიანობისკენ მიდრეკილება. ეცადეთ დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს, და შეძლებისდაგვარად მოერიდოთ დღის ძილს. ეს ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივი რიტმის შენარჩუნებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

🥗 ⁠დაბალანსებული კვება
სეზონური აფექტური აშლილობის დროს ხშირად ძლიერდება ნახშირწყლებზე მოთხოვნილება. მიუხედავად ამისა, შეეცადეთ შეინარჩუნოთ დაბალანსებული კვება – მიირთვით საკმარისი ხილი, ბოსტნეული და ცილა. ეს დაგეხმარებათ ენერგიის სტაბილური დონის შენარჩუნებაში.

💁‍♀️ ⁠სოციალური აქტივობა
მოერიდეთ სოციალურ იზოლაციას - შეინარჩუნეთ კავშირი ახლობლებთან და მეგობრებთან. სოციალური აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს განწყობის გაუმჯობესებას.

👉 თუ ეს რეკომენდაციები არ არის საკმარისი და თქვენი სიმპტომები აგრძელებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას, მნიშვნელოვანია მიმართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს.

📲 ფსიქეაში კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 314 471
📍 მისამართი: რევაზ მარგიანის ქ. 20

ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგი, ელენე ბერიკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე ზრუნავს სხვების მენტალურ ჯანმრთელობაზე და ამა...
21/11/2025

ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგი, ელენე ბერიკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე ზრუნავს სხვების მენტალურ ჯანმრთელობაზე და ამასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს მშვიდობიან საპროტესტო აქციებში.

19 ნოემბერს ელენე უკანონოდ დააკავეს საპროტესტო აქციაზე, საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო.

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „ფსიქეა" სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ელენეს.

თავისუფლება ელენე ბერიკაშვილს და ყველა უსამართლოდ დაკავებულ აქციის მონაწილეს!

👨‍⚕️ 16 ნოემბერს, ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში, კონსულტაციებს ჩაატარებს ყველასთვის ცნობილი და მაღალკვალიფიციური ფსიქიატრი...
14/11/2025

👨‍⚕️ 16 ნოემბერს, ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში, კონსულტაციებს ჩაატარებს ყველასთვის ცნობილი და მაღალკვალიფიციური ფსიქიატრი - გიორგი ჭეიშვილი.
გიორგი ჭეიშვილი, თითოეულ პაციენტს სთავაზობს ინდივიდუალურ მიდგომას.

👉 ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური - სწორი დიაგნოზი, მკურნალობის გეგმა და მხარდაჭერა დაგეხმარებათ ცხოვრების უკეთესი ხარისხის დაბრუნებაში.

✅ კონსულტაციები შფოთვის, დეპრესიის, უძილობის, სტრესის, დამოკიდებულებებისა და სხვა ემოციური სირთულეების დროს.
✅ ინდივიდუალური და მედიკამენტოზური თერაპია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

📅 ჩაეწერეთ ფსიქიატრთან კონსულტაციაზე დღესვე: 0422 21 33 33

Address

Revaz Margiani #20
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 10:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 20:00
Sunday 10:00 - 20:00

Telephone

+995599966765

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Psychea • ფსიქეა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Psychea • ფსიქეა:

Share