მეან-გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი: თეონა ფოლადაშვილი. Teona Poladashvili

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მეან-გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი: თეონა ფოლადაშვილი. Teona Poladashvili

მეან-გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი: თეონა ფოლადაშვილი. Teona Poladashvili ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩემი მისიაა!!!

05/06/2024

#კონტრაცეფცია #სპირალი #გინეკოლოგი

ექიმება ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. პაციენტი, რომელიც თავისი სიცოცხლის ფუნდამენტს ჯანმრთელობას  გაბარებს...
30/03/2024

ექიმება ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. პაციენტი, რომელიც თავისი სიცოცხლის ფუნდამენტს ჯანმრთელობას გაბარებს, როგორც ექიმი ვალდებული ხარ, პატიოსნად იზრუნო და მოუფრთხილდე მის ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას, მის სიცოცხლის ხარისხს და ყველაზე ღირებულს, უფლისგან ბოძებულ თავად სიცოცხლეს. დიახ, მე ამაყი ვარ რომ ვარ ექიმი, გათავისებული ჩემი ცხოვრებისეული მისიით! ვულოცავ ყველა ჩემს კოლიგას და ვიღებთ მოლოცვებს 🥰🩷

 ❗️არ გადადოთ გინეკოლოგთან ვიზიტი, თუ გაქვთ:⭕️სისხლდენა სასქესო გზებიდან;⭕️არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;⭕️ჭარბი და/ა...
13/02/2024

❗️არ გადადოთ გინეკოლოგთან ვიზიტი, თუ გაქვთ:
⭕️სისხლდენა სასქესო გზებიდან;
⭕️არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
⭕️ჭარბი და/ან გახანგრძლივებული მენსტრუაცია;
⭕️მტკივნეული მენსტრუაცია;
⭕️პრემენსტრუალური სინდრომი;
⭕️კლიმაქტერიული პერიოდი და მასთან დაკავშირებული ჩივილები;
⭕️სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი საშოდან მენოპაუზაში.
⭕️მწვავე ტკივილი მუცლის არეში;
⭕️ქრონიკული მენჯის ტკივილი;
⭕️სიმძიმის, ქაჩვის შეგრძნება მუცლის არეში;
⭕️ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს;
⭕️სისლიანი გამონადენი საშოდან, სქესობრივი კავშირის შემდეგ;
⭕️ჭარბი, შემაწუხებელი გამონადენი საშოდან, სპეციფიური სუნით (სუნის გარეშე);
⭕️გარეთა სასქესო ორგანოებზე გამონაყრის ან წვეტიანი წანაზარდების გამოვლენა.

31/12/2023

გილოცავთ შობა-ახალ წელს ჩემო ძვირფასებო! გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას! 🥂🩷

04/04/2022

🔴🟠 საკვერცხის ცისტები.

საკვერცხის ცისტა არის საკვერცხის მოცულობითი წარმონაქმნი, რომელსაც გააჩნია კაფსულა და სხვა და სახვა სახის შიგთავსი.
🔴🟠👉საკვერცხის ცისტების 2 ძირითადი ჯგუფია:
ფუნქციური და პათოლოგიური.

🟢ფუნქციური, იგივე რეტენციული კისტები დამახასიათებელია რეპროდუქციული ასაკის ქალებში ესენია: ფოლიკულური და ყვითელი სხეულის ცისტები.
🟢 ნორმალური საკვერცხის ციკლის შემადგენელი ნაწილია ფოლიკულების ზრდა, მათგან 1 ფოლიკულის დაწინაურება, მომწიფება და შემდეგ გასკდომა (ოვულაცია), საიდანაც მწიფე კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება. როდესაც ეს პროცესი ირღვევა ყალიბდება ფოლიკულუირი ცისტა.
🟢 ზოგჯერ კი, საკვერცხეში ცისტა ოვულაციის შემდეგ წარმოიქმნება ყვითელი სხეულის ელემენტებით, რასაც ლუთეინური იგივე ყვითელ სხეულის ცისტა ეწოდება.
ფუნქციური ცისტები საჭიროებს ულტრაბგერით კონტროლს და როგორც წესი ჩარევის გარეშეც, რამოდენიმე კვირაში, განიცდის უკუგანვითარებას, ზოგჯერ ინიშნება ჰორმონალური მკურნალობა.

🔴🟠👉ხშირად რთულია ინვაზიური გამოკვლევების გარეშე საზღვრის გავლება საკვერცხის ცისტა ფუნქციურია თუ პათოლოგიური.
იმ შემთხვევაში თუ ცისტა 3-4 მენსტრუალური ციკლის განმავლობაში არ განიცდის უკუგანვითარევას, ჰორმონალური, მკურნალობა არ არის შედეგის მომტანი, ცისტა აღწევს დიდ ზომებს და/ან მიდრეკილია ზომებში მატებისკენ, გამოირჩევა სიმპტომური მიმდინარეობით, ფუნქციური დარღვევებით, საეჭვოა საკვერცხის პათოლოგიური ცისტის არსებობა, რაც მოითხოვს დროულ რეაგირებას, მკურნალობას.
🔴🟠👉საკვერცხის პათოლოგიური ცისტები კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნებია. ესენია:
🔴ენდომეტრიოიდული ცისტა -ენდომეტრიომა, საკვერცხის ენდომეტრიოზის გამოხატულებაა, ამ დროს საკვერცხე შეიცავს საშვილოსნოს შიგნითა გარსის ქსოვილებს, რომელიც ენდომეტრიუმის მსგავსად განიცდის ციკლირ ცვლილებებს (პროლიფერაცია- ჩამოშლა), მენსტრუაციის პარალელურად საკვერცხეებიდანაც ხდება სისხლოვანი გამონაჟონი, რომელიც ხვდება მუცლის ღრუში და საკვერცხეების ქსოვილში, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება ცისტის სახით, ამიტომ მას "შოკოლადის ცისტასაც" ეძახიან. შემთხვათა 40 %ში პროცესი ორმხრივია. ახასიათებელია ტკივილი მუცლის არეში, რიმელიც ძლიერდება მენსტრუაციის პერიოდში. ხშირია რეციდივები.
🔴მუცინური ცისტები ხშირად დიდ ზომებს აღწევს, ახასიათებს მრავალკამერიანი შენება და ჟელატინისებური ან ლორწოვანი შიგთავსი. გამოირაჩევა ავთვისებიანად გადაგვარების შედარებით მაღალი რისკით.
🔴დერმოიდული კისტა, იგივე მწიფე (კეთილთვისებიანი) ტერატომა, გამოირჩევა სქელი კაფსულით, ერთაკმერიანი ცისტაა შიგთავსი შეიძლება იყოს ცხიმოვანი ქსოვილი, თმა, ხრტილი, ძვლის, კბილის ან კანის ქსოვილები. აღინიშნება ახალგაზრდა ასაკის ქალებში. შემთვევათა 10-15 % ში ორმხრივია.
🔴 კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი კისტომები;

🔴🟠👉საკვერცხის ცისტების განვითარების მიზეზებია:
👉ჰორმონალური დარღვევები;
👉ინფექციური/ ანთებადი პროცესები;
👉ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ჰორმონალურ-მეტაბოლური დარღვევები, რომელიც მეორადად იწვევს მენსტრუალური ფუნქციის მოშლას.

🔴🟠👉სიმპტომები:
👉მენსტრუაციული ციკლის დარღვევა;
👉დისფუნქციური სისხლდენენა საშვილოსნოდან;
👉ყრუ სახის ან ქაჩვითი ტკივილები საკვერცხეების საპროექციოდ;
👉ტკივილი წელის არეში;
დიდი ზომის საკვერცხის კისტის დროს გამოხატულია:
👉მუცლის ზომაში ზრდა, სიმძიმის და დისკომფორტი მუცლის არეში;
👉შარდის ბუშტზე ზეწოლის გამო, გახშირებული შარდვა.
👉ხშირ შემთხვევაში, საკვერცხის ცისტა, აბსოლიტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გამოვლინდება პროფილაქტიკური გამოკვლევების დროს.

🔴🟠👉ცისტის გართულებების დროს, როგორიცაა ცისტის ფეხზე შემოგრეხა და ცისტის აპოპლექსია-გასკდომა, სახეზეა მწვავე მუცლის სიმპტომატიკა:
👉ძალაინ ძლიერი ტკივილი და დაჭიმულობა მუცლის არეში, შესაძლოა გონების კარგვის ეპიზოდით. საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება. ამ დროს აუცილებელია გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა.( გართულებები მოსალოდნელია დიდი ზომის ფუნქციური ცისტების დროსაც)
🟠🔴👉კისტის გართულებაა ასევე: კისტის ავთვისებიანად გადაგვარება.
მასთანავე, გვიან რეპროდუქციულ და მენოპაუზალურ ასაკში დიაგნოსტირებული საკვერცხეზე ნებისმიერი მოცულობი წარმონაქმნის დროს, დიფერენციული დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს საკვერცხის ჭეშმარიტ სიმსივნესთან. ამისათვის საჭიროა საკვერცხის ონკომარკერი- CA125 -ის განსაზღვრა სისხლში და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

🔴🟠👉საკვერცხეების ცისტის მკურნალობის საკითხი მეტად ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ცისტის ბუნებასა და ზომაზე, ცისტის კლინიკურ გამოვლინებებსა და ქალის ასაკზე.
ფუნქციური ცისტები როგორც ავღნიშნეთ მკურნალობის გარეშე ალაგდება, ზოგჯერ კი საჭირა ჰირმონალური თერაპია.
დერმოიდული და მუცინური ცისტები ცალსახად ოპერქციულ ჩარევას საჭიროებსს, უპირატესობა ენიჭება დამზოგველ, ლაპარასკოპიულ მიდგომას. ენდომეტრიომის მკურნალობა კომპლექსურია.

მოგიწოდებთ, ყველა ქალს, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გინეკოლოგიური კონსულტაცია და საჭირო გამოკვლევები.❤️

მეან-გინეკოლოგი: თეონა ფოლადაშვილი.

#საკვრცხისცისტა; #საკვერცხისკისტა; #ფოლიკულურიცისტა. #გინეკოლოგი

Address

Tbilisi

Telephone

+995592102005

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეან-გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი: თეონა ფოლადაშვილი. Teona Poladashvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მეან-გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი: თეონა ფოლადაშვილი. Teona Poladashvili:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram