დოკა ქოჩიაშვილი-Doka Qochiashvili

დოკა ქოჩიაშვილი-Doka Qochiashvili ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი

03/05/2023

დაგიბრუნდით საპატიო პაუზის შემდგომ 😆განვაგრძობ პაციენტების მიღებას, ჯერჯერობით მხოლოდ დისტანციურად, ონლაინ პლათფორმაზე.
კონსულტაციის ჩასანიშნად მომწერეთ პირად შეტყობინებაში ❤️

02/05/2022
02/05/2022
სტრესი  – როგორც ადაპტაციური მექანიზმი,ორგანიზმის რეაქცია გარემო პირობების ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე,რომელთანაც მორგებ...
21/09/2021

სტრესი – როგორც ადაპტაციური მექანიზმი,ორგანიზმის რეაქცია გარემო პირობების ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე,რომელთანაც მორგება და შეგუებაა საჭირო.
სტრესი არის მდგომარეობა, რა დროსაც ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რისი გადაჭრაც იმ ეტაპზე, მის ფსიქკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება.

არსებობს ერთგვარი მექანიზმი,როდესაც ჩვენი თავის ტვინი იწყებს საჭირო იმპულსების გზავნას,რომ ორგანიზმი გააფრთხილოს მოსალოდნელი საფრთხისთვის,რა დროსაც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ჰორმონად გვევლინება,ადრენალინი,რომელიც ჩვენი სხეულის მობილიზებას უზრუნველყოფს და ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის მატება, სუნთქვის გახშირება, სისხლის ნაკადის გაძლიერება თავის ტვინის მიმართულებით, ერთი სიტყვით გვამზადებს, რომ სტრესულ მდგომარეობას გაქცევით და განრიდებით, ან პირიქით, მოქმედებით და აღნიშნული სიტუაციის დაძლევით ვუპასუხოთ.

ადამიენების გარკვეული ნაწილი სტრესს საკმაოდ ადვილად უმკლავდება, შესაძლოა ამას განაპირობებდეს მათი ფიზიკური მზაობა, სოციალური მხარდაჭერა (ოჯახი, მეგობრები) და სიტუაციის კონტროლის უნარი.
თუმცა არსებობს საპირისპირო მდგომარეობა,როდესაც ადამიანებს ძალიან უჭირთ სტრესის დაძლევა,რაც შეიძლება მაპროვოცირებელი გახდეს სხვადასხვა,უკვე არსებული დაავადებების.ამ დროს აუცილებელია კონსულტაცია და საჭირო რეკომენდაციის მიღება.

სტრესის გამომწვევი ძირითადი,შესაძლო ფაქტორებია:
• რთული სამუშაო პირობები
• ფინანსური პრობლემები
• სომატური ჯანმრთელობის პრობლემები
• სირთულეები პირად ცხოვრებაში
• ეპიდემიები და ა.შ

თუმცა სტრესთან გამკლავების რამდენიმე გზა არსებობს, რაც შეიძლება დაგეხმაროთ მის დაძლევაში,მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ადაპტირებული მეთოდებია:
• სტრესის წყაროს იდენტიფიცირება,ანუ “რა მაწუხებს”- და “რატომ მაწუხებს”
• სტრესის დროს მნიშვნელოვანია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა
• ბუნებასთან კონტაქტი
• არტ-თერაპია
• ჯანსაღი ცხოვრების წესი
• რეალისტური ოპტიმიზმი,ანუ ვინარჩუნებთ რეალობის აღქმას მაგრამ ვიშორებთ ნეგატიურ წინასწარ განწყობას კონკრეტული სიტუაციის ან საქმის მიამრთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი გეგმის დასახვა სტრესთან გასამკლავებლად,რადგან არცერთი პრობლემა არ გვარდება თავისით, ასე რომ მარტო შეძლებთ ამას თუ სპეციალისტის დახმარებით, არსებითი მნიშვნელობა მაინც იმას ენიჭება,რომ კარგად გააცნობიეროთ თუ რა იწვევს ამას, რა დისკომფორტს გიქმნით ცხოვრებაში,როგორ მოაგვაროთ და ის, თუ რამდენად გჭრიდებათ ამის მოგვარება,ეს მოგცემთ ძალას რომ დაიწყოთ სტრესთან გამკლავება.

კომპლექსიიდეების ან იმპულსების ჯგუფი, როელთაც აქვთ საერთო ემოციური ტონი და ახდენენ ძლიერ,არაცნობიერ გავლენას, ინდივიდის ...
13/08/2021

კომპლექსი

იდეების ან იმპულსების ჯგუფი, როელთაც აქვთ საერთო ემოციური ტონი და ახდენენ ძლიერ,არაცნობიერ გავლენას, ინდივიდის დამოკიდებულებასა და ქცევაზე.
გავრცელებული მოსაზრებით, ნებისმიერი კომპლექსი უსარგებლო ფენომენია, რომლის უგულებელყოფის შემთხვევაში თითქოს ყველაფერი კარგად იქნება.
ერთ შემთხვევაში კომპლექსი შეიძლება განხილულ იქნეს პრობლემად და პათოლოგიურ მდგომარეობად, მეორე ვერსიით კი, ფსიქიკური აქტივობის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად.
ფსიქოლოგიური კომპლექსები გავლენას ახდენს საკუთარი თავის,როგორც აღქმაზე,ისე თვითშეფასებაზე. იმაზე,თუ როგორ იქცევა პიროვნება საკუთარი თავის,ან სხვების მიმართ და ამ ყველაფერს უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე.

ემოციასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა კომპლექსია, ზოგიერთი მათგანი მამოძრავებელი, ზოგიც დამამამუხრუჭებელი და პრაქტიკულად კომპლექსის არქონა ფსიქიკური აქტივობის არარსებობაა.
იმ შემთვევაში,თუ კომპლექსს შემბოჭველ ფაქტორად განვიხილავთ, მის საპირისპიროდ თავისუფლებას მოვიაზრებთ, თუმცა, თავისუფლება არ გულისხმობს, რომ ადამიანს ჯანსაღი კომპლექსი არ გააჩნია.
კომპლექსებიც იყოფა გარკვეულ კატეგორიად.არის შემთხვევები, როდესაც ინდივიდი განიცდის საზოგადოების მხრიდან მისი მისამართით განხორციელებულ ზეწოლას. სწორედ აქ განირჩევა თავს მოხვეული და გამოცდილების შედეგად მიღებული კომპლექსები. მარტივი მაგალითისთვის, ადამიანი ცხელი უთოთი ხელს თუ დაიწვავს, ჩამოუყალიბდება განცდა, რომ უთო წვავს და სახიფათოა,ეს პირადი გამოცდილებაა და ამ დროს სასარგებლო კომპლექსი მუშაობ,მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოება აიძულებს ინდივიდს, უარყოფითი დამოკიდებულება იქონიოს ცხელ უთოსთან, ეს ძალადობრივი კომპლექსის ჩამოყალიბებაა.ანალოგიური პრინციპი მოქმედებს ყოველდღიურობაში და ნებისმიერ საკითხთან მიმართბაში.
კომპლექსებთან მიმართებაში ყურადღებას და ცნობიერს ნაკლები ფუნქცია აქვს, თუ ადამიანი გულმოდგინედ ეძებს პრობლემის მიზეზს, სავარაუდოდ მის საფუძველსაც იპოვის.
კომპლექსების სწორად გაცნობიერებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ინდივიდის ყურადღების მართვას ენიჭება,ეს ის არის,რაც ძალიან დაგეხმარებათ.ამ დროს უნდა მოხდეს ცნობიერი რესურსების სრული მობილიზება ერთ კონკრეტულ საკითხზე,კომფორტის ზონის დატოვება და კონცენტრირება კონკრეტულ პრობლემაზე.

რამდენად შესაძლებელია ფსიქიკური დაავადება იყოს გენეტიკური ან მემკვიდრეობითი.ორივე შემთხვევაში შესაძლებელია,თუმცა არ გამო...
06/06/2021

რამდენად შესაძლებელია ფსიქიკური დაავადება იყოს გენეტიკური ან მემკვიდრეობითი.
ორივე შემთხვევაში შესაძლებელია,თუმცა არ გამოირიცხება ისიც,რომ ადამიანს ქონდეს ფსიქიკური აშლილობა გენში, მაგრამ არ გამოვლინდეს და არ იყოს მემკვიდრეობითი.
შიზოფრენია,ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადება, რომელიც გენეტიკასთან მჭიდრო კავშირშია.
გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე, აღქმაზე და საკუთარი თავის განცდაზე.
მიუხედავად იმისა,რომ რისკი ზოგადად მოსახლეობაში 1%-ს შეადგენს, პირველი ხარისხის ნათესაური კავშირი, შიზოფრენიით დაავადებული მშობელი ან და-ძმა, ამ რისკს 10%-მდე ზრდის.
ხოლო 50%-მდე იზრდება, თუ ორივე მშობელი შიზოფრენიის დიაგნოზის მატარებელია.
გენეტიკასთან ერთად შიზოფრენიას სხვა პოტენციური მიზეზები მოიცავს:
* Გარემო-ვირუსების ან ტოქსინების ზემოქმედება.
* ტვინის ქიმია-ტვინის ქიმიკატებთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ნეიროტრანსმიტერები დოფამინი და გლუტამატი
* ფსიქოაქტიური ან ფსიქოტროპული წამლები,რომლის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შიზოფრენიის რისკი და იყოს მაპროვოცირებელი.
* იმუნური სისტემის გააქტიურება,აუტოიმუნური დაავადებება ან ანთება.

DSM-5- ის თანახმად, შიზოფრენიის დიაგნოზირებისთვის, ერთი თვის განმავლობაში უნდა არსებობდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი სიმპტომი, ან შესაძლებელია იყოს ერთი-ერთი 1,2 ან 3 სიმპტომებიდან და საკმაოდ მკვეთრად გამოხატული.
სიმპტომები:
1. ბოდვები
2. ჰალუცინაციები
3. არაორგანიზებული მეტყველება
4. უხეშად არაორგანიზებული ან კატატონური ქცევა
5. უარყოფითი სიმპტომები (შემცირებული ემოციური გამოხატვა ან მოტივაცია)

25/04/2021

რთული ქცევა მოზარდებში

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დოკა ქოჩიაშვილი-Doka Qochiashvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to დოკა ქოჩიაშვილი-Doka Qochiashvili:

Share

Category