19/05/2020
რა არის „მეორე აზრი/Second Opinion" ?
მეორე აზრი/Second Opinion
დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის გადამოწმება
მედიცინაში „მეორე აზრი”-ს სერვისი არის დიაგნოზის, მკურნალობის კურსის, დაავადების მართვის ოპტიმალურ მეთოდზე იმ სპეციალისტების მოსაზრება, რომელსაც პაციენტი მიმართავს ექიმის რეკომენდაციით ან დამოუკიდებლად - საკუთარი სურვილით.
როდის მიმართავენ „მეორე აზრს“?
პაციენტს შეუძლია მოისმინოს „მეორე აზრი“ იმ შემთხვევაში თუ:
• პაციენტი არ არის დარწმუნებული დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის
სისწორეში;
• პაციენტს სურს არსებული დიაგნოზის გადამოწმება;
• სურს დარწმუნდეს ნამდვილად სარგებლობს თუ არა ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით;
• როცა დანიშნული მკურნალობის კურსი დაავადებასთან უძლურია და სხვა.
რა უნდა გაითვალისწინოთ „მეორე აზრი”-ს“ შესახებ?
• ყველა პაციენტს აქვს უფლება მისთვის გასაგები ფორმით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და მოიძიოს „მეორე აზრი“ - საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
• ნებისმიერ შემთხვევაში „მეორე აზრი" სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მკურნალ ექიმს უნდობლობას უცხადებთ - სხვა მედიკოსის მოსაზრების გაცნობა სრულებით ნორმალური და მიღებული პრაქტიკაა.
• ხშირად პაციენტი თავს უხერხულად გრძნობს და არ იცის როგორ უთხრას მკურნალ ექიმს, რომ ინფორმაციის გადამოწმება სურს და სხვა მედიკოსის კონსულტაცია სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი კანონიერი უფლება და არჩევანია, რისთვისაც ბევრი ახსნა-განმარტება არაა აუცილებელი.
რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გჭირდებათ „მეორე აზრი”-თ სარგებლობა:
• მიმართეთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და ექიმებთან.