გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (GNHI) არის ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში, , რომელიც თავდაპირველად დაარსდა 1892 წელს როგორც სურსათისა და წყლის ლაბორატორია,ხოლო 1926 წლიდან კი დაარსდა, როგორც ინსტიტუტი. დღეს ინსტიტუტი სპეციალიზირებულია სურსათის უვნებლობის, გარემოს უსაფრთხოების, ნუტრიციოლოგიის,, სამედიცინო ეკოლოგიის, აგრეთვე მიკრობული ეკოლოგიასა და ევოლუციის სფეროში. ზოგიერთ ამ სფეროში, GNHI-ის უახლესი სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ამსახველი მიღწევები ხელმისაწვდომია რეცენზირებული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების აღიარებულ მონაცემთა ბაზაში (PubMed, Scopus და ა.შ.). GNHI საგამოცდო ლაბორატორია სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს, როგორც ლაბორატორიულ მომსახურეობას ფიზიკურ-ქიმიური (მ.შ. ტოქსიკური ელემენტები, პესტიციდები, მიკოტოქსინები და სხვა), მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, რადიოლოგიური და სხვა კვლევების სახით, ხოლო დაინტერესებულ პირებს უწევს მომსახურებას შესაბამისი დასკვნებისა და ჰიგიენური შეფასების მისაღებად. ინსტიტუტი ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე GNHI მხარს უჭერს სამთავრობო დაწესებულებებს (თავდაცვის სამინისტრო და სხვა) და კერძო ორგანიზაციებს ( საბავშვო ბაღები, სკოლები და სხვა) მათთვის საჭიროებისამებრ სასმელი წყლების ხარისხის კვლევაში, კვების მენიუს შემუშავებაში. გარდა ამისა, საწარმოებს მათი მოთხოვნითა და საჭიროების გათვალისწინებით უტარდებათ ინსტიტუტის ექსპერტების მხრიდან მცირე მოცულობის საკონსულტაციო მომსახურება, გაიცემა რეკომენდაციები.
ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული ჰიგიენური ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში. ამის საფუძველზე საქართველოში მიღებულია მთელი რიგი ტექნიკური რეგლამენტები. GNHI-ის სასწავლო ცენტრი აქტიურად იყო და არის ჩართული სახელმწიფო და კერძო სექტორის სურსათის უვნებლობის პროფესიონალთა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებში, მათთვის ცოდნის თანამედროვე დონის შესაბამისი მოწინავე სასწავლო კურსების შეთავაზებით. GNHI წარმატებით თანამშრომლობს საერთაშორისო დონეზეც, თანამშრომლობის აქტიური მემორანდუმებით, ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ზოგიერთ ზემოაღნიშნულ სფეროებში, როგორიცაა მაგალითად, გერმანიის რისკების შეფასების ფედერალური ინსტიტუტი (BfR) და ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტი (BIOR). GNHI ასევე აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოსა (EFSA) და DG SANTE-ის ექსპერტებთან. GNHI არის ევროკავშირის MED-VET-NET ასოციაციის აქტიური ასოცირებული წევრი, რომელიც ახორციელებს აქტივობებს ერთი ჯანმრთელობის სფეროში. ამის გათვალისწინებით, GNHI ცდილობს კიდევ უფრო გააფართოოს თავისი საერთაშორისო თანამშრომლობითი საქმიანობა.