Dr. Maiko Miqiashvili

Dr. Maiko Miqiashvili dental clinic

⚠️კარიესული პროცესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რის შედეგადაც ყალიბდება კა...
04/10/2022

⚠️კარიესული პროცესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რის შედეგადაც ყალიბდება კარიესული ღრუ.
კარიესის განვითარების სტადია განისაზღვრება მისი სიღრმის მიხედვით:

ლაქის სტადია

ზედაპირული კარიესი

საშუალო კარიესი

ღრმა კარიესი

✅კარიესის მკურნალობის მიზანია აღვადგინოთ დაზიანებული კბილის ქსოვილის მთლიანობა და შევაჩეროთ პროცესის პროგრესირება.

ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან
დაგვიკავშირდით 📲555 32 24 59
whatsapp +995 555 32 24 59

🥰♥️ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით  📲555 32 24 59whatsapp  +995 555 32 24 59
04/10/2022

🥰♥️

ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან
დაგვიკავშირდით 📲555 32 24 59
whatsapp +995 555 32 24 59

ბედნიერი პაციენტი 💫♥️ვიზიტის დასაჯავშნად  მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით  📲555 32 24 59whatsapp  +995 555 32 24 59
04/10/2022

ბედნიერი პაციენტი 💫♥️

ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან
დაგვიკავშირდით 📲555 32 24 59
whatsapp +995 555 32 24 59

🔴პაციენტს აღენიშნებოდა 47 კბილის ღრმა კარიესული ღრუ. 🟢მოხდა კბილის პრეპარირება და რესტავრაცია.ვიზიტის დასაჯავშნად  მოგვწ...
04/10/2022

🔴პაციენტს აღენიშნებოდა 47 კბილის ღრმა კარიესული ღრუ.
🟢მოხდა კბილის პრეპარირება და რესტავრაცია.

ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან
დაგვიკავშირდით 📲555 32 24 59
whatsapp +995 555 32 24 59

ამჩნევთ სისხლს კბილების წმენდის დროს🩸🦷❓❓❓საჭიროა დაუყონებლივ მოქმედება ❗️❗️❗️  ღრძილიდან სისხლდენა შეიძლება იყოს მათი და...
20/02/2022

ამჩნევთ სისხლს კბილების წმენდის დროს🩸🦷❓❓❓
საჭიროა დაუყონებლივ მოქმედება ❗️❗️❗️

ღრძილიდან სისხლდენა შეიძლება იყოს მათი დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანი , რომელმაც საბოლოოდ კბილის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს .😲😲
რა არის გინგივიტი❓❓❓

გინგივიტი არის ღრძილების ანთება ,გამოწვეული ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორებით. სიმპტომები გამოვლინდება ღრძილებიდან სისხლდენის სახით კბილის ჯაგრისით ან ძაფით კბილების გაწმენდის დროს, ასევე სიწითლით და ღრძილის ანთებით.

❗️❗️❗️

ღრძილების ანთების უყურადღებოთ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნი(ჰალიტოზი),არასასიამოვნო გემოპირის ღრუში, ღრძილის დაწევა,შემდგომში კი კბილის დაკარგვაც.

გინგივიტის პრევენცია ❗❗❗

იმისთვის რომ არ დაგვემართოს გინგივიტი არსებობს ძალიან მარტივი საშუალება, ეს არის პირის ღრუს სწორი ჰიგიენა და ვიზიტი სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ, სადაც ჩაგიტარდებათ პროფესიული წმენდა 🙂

გისურვებთ ჯანმრთელ ღიმილს 💎💫🤍

🦷🤍კბილების გათეთრება ესთეთიკური სტომატოლოგიის ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. კბილების გათეთრებისთვის გამოიყენება როგორც ...
30/01/2022

🦷🤍
კბილების გათეთრება ესთეთიკური სტომატოლოგიის ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. კბილების გათეთრებისთვის გამოიყენება როგორც ინდივიდუალური კაპები (სახლის სისტემა), ასევე სხივით გათეთრება (ოფისის სისტემა).

✅ კბილების გათეთრება სახლის პირობებში გულისხმობს ანაბეჭდის აღებას და ინდივიდუალური კაპების დამზადებას. მათეთრებელი გელი უნდა მოთავსდეს კბილებზე, მხოლოდ განსაზღვრული დროით. აუცილებელია, რომ გათეთრების სისტემა შეირჩეს თქვენი სტომატოლოგის მიერ.
უკლებლივ დაიცვათ მოხმარების წესები!

✅ გათეთრების სწრაფი მეთოდია საოფისე სისტემა
( კლინიკაში გათეთრება), ამ შემთხვევაში შედეგი ერთ ვიზიტში მიიღწევა.
-ეფექტის შენარჩუნება შესაძლებელია 1-2 წლის განმავლობაში, მაგრამ პიგმენტების შემცველი საკვებისა და სასმელის ხშირი გამოყენება ამ ვადას ამცირებს.

შესაბამისად, ამ პროცესის კონტროლის ბერკეტი თქვენს ხელშია... 🙂

❗მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ... გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები, ხელოვნური კონსტრუქციები.
❗გათეთრების წინ აუცილებელია პირის ღრუს სანაცია და პროფესიული ჰიგიენა.

#ღიმილიმნიშვნელოვანია 🦷🤍🥰

სკაისი 💎🥰საკუთარი ინდივიდუალურობის და სილამაზის გამოხატვაში დაგეხმარებათ ე.წ. სკაისები... ნახევრად ძვირფასი და ძვირფასი ...
29/01/2022

სკაისი 💎
🥰საკუთარი ინდივიდუალურობის და სილამაზის გამოხატვაში დაგეხმარებათ ე.წ. სკაისები... ნახევრად ძვირფასი და ძვირფასი თვლები. ისინი ძალიან მსუბუქია და მათი დაყენება ძალიან მარტივია, ფიქსირდება თხევადი კომპოზიტით და სრულიად უვნებელია კბილის ჯანმრთელობისთვის!
💎 სამკაულის მასალა დამოკიდებულია პაციენტზე - ბრილიანტი, ცირკონი, სვაროვსკი თუ სხვა...

მავნე ჩვევები ბავშვებში.👶🏻👧🏼რა სახის პრობლემებია მოსალოდნელი თითის,ენის,ლოყის და ტუჩების წოვის დროს?🤰🏻🤱🏻ბავშვი იბადება წ...
29/01/2022

მავნე ჩვევები ბავშვებში.👶🏻👧🏼

რა სახის პრობლემებია მოსალოდნელი თითის,ენის,ლოყის და ტუჩების წოვის დროს?

🤰🏻🤱🏻ბავშვი იბადება წოვითი რეფლექსით, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს მუცლადყოფნის პერიოდშიც და ქრება 1-1,5 წლის ასაკში. ეს არ უნდა იყოს მშობლების ნერვიულობის მიზეზი. თუმცა თუკი ეს ჩვევა რჩება 5-6 წლის მერეც ცვლადი თანკბილვის ( როგორც სარძევე ასევე მუდმივი კბილები) ჩამოყალიბების პერიოდში არსებობს დიდი ალბათობა, რომ განვითარდება ანომალიური თანკბილვა და კბილების არასწორი დგომა.

🍼🍼🍼ხელოვნური კვების დროს ხშირ შემთხვევაში ბავშვი წოვის მოთხოვნილებას ვერ იკმაყოფილებს.ამიტომ ჩვენ ვაძლევთ მას მატყუარა საწოვარას ან ის მაინც რაღაცას მოწოვს, თითი იქნება ეს, მუშტი, ლოყა, ენა, ტუჩი თუ სხვა. რის შედეგადაც მას უყალიბდება მავნე ჩვევა.

რა სახის პრობლემებია მოსალოდნელი თითის ლოყის ან ენის წოვის დროს❓❓❓

კბილებზე თითის,ლოყის ენის და ტუჩების ზეწოლის გამო ვითარდება ღია და ჯვარედინი თანკბილვა.

ქვედა საჭრელები შესაძლოა დახრილი იყოს წინა უკანა მიმართულებით, იმის მიხედვით თუ როგორ ხდებოდა თითით ზეწოლა. ასევე შესაძლოა განვითარდეს კბილთა რკალის ასიმეტრია. ჯვარედინი თანკბილვა შესაძლოა განვითარდეს ენის მეტად დაბალი მდებარეობის შედეგად, ხოლო წოვის დროს ლოყებიდან მომატებული ზეწოლის შედეგად ზედა ყბა იღებს V-ს ფორმას. ღია თანკბილვა ვითარდება მას შემდეგ რაც თითი ხელს უშლის წინა კბილების ნორმალურ ამოჭრას ხოლო უკანა კბილების ამოჭრა ხდება უფრო მეტად, რასაც იწვევს ყბის დაბალი მდებარეობა.

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების პროფილაქტიკა იწყება 1-2 წლის ასაკიდან. მავნე ჩვევით გამოწვეული პათოლოგიების აღმოფხვრა შესაძლებელია. თუკი ბავშვი არ გადაეჩვია მავნე ჩვევას 5-6 წლის ასაკამდე,აუცილებლად მიმართეთ ორთოდონტს.❗️❗️❗️

🔻რა არის ფისურების ჰერმეტიზაცია და რატომ არის ის , ასეთი მნიშვნელოვანი???⚡️ფისურები - ეს ბუნებრივი ღარებია საღეჭი კბილებ...
19/01/2022

🔻რა არის ფისურების ჰერმეტიზაცია და რატომ არის ის , ასეთი მნიშვნელოვანი???

⚡️ფისურები - ეს ბუნებრივი ღარებია საღეჭი კბილების ზედაპირზე.მათი სრულყოფილი წმენდა ჯაგრისის გამოყენებით შეუძლებელია , რაც იწვევს ბაქტერიების გამრავლებას , შემდგომ კარიესის განვითარებას .

⚡️ფისურების ჰერმეტიზაცია ანუ ჩაბეჭდვა , პროფილაქტიკური ხასიათის მანიპულიაციაა, რომელიც კეთდება 6-7 წლის ასაკიდან ( მუდმივი მეექვსე კბილების ამოჭრისთანავე ) და მეორე- 12-14 წლის ასაკში. დროული ჩაბეჭდვა , ამცირებს კარიესის განვითარების რისკს 80-90% - ით .

⚡️ამისთვის გამოიყენება სილანტი , სპეციალური თხელი კონსისტენციის კომპოზიციური მასა , რომლის შემადგენლობაში შედის ფტორი და კალციუმი. ის მარტივად ჩაიჟონება კბილის ბუნებრივ ღარებში და ავსებს მათ მთელ სიღრმეზე .

🦷რაც უფრო ღრმაა ფისურა, მით უფრო ეფექტური და სასარგებლოა მისი ჩაბეჭდვა. რადგან ღრმა ფისურებში კარიესის განვითარების საშიშროება მეტია და სილანტი უფრო კარგად აღწევს ვიწრო ფისურებში. როგორც წესი ასეთი ღრმა და ვიწრო ფისერები აქვთ უკანა საღეჭ კბილებს (მოლარებს). ამიტომ მათ პირველებს ემუქრებათ კარიესი და სჭირდებათ დამცავი ბარიერი.

⚡️რაც მთავარია , პროცედურა ბავშვებისთვის არის სრულიად უმტკივნეულო 🥰

რა არის ფლოსი ❓❓❓ფლოსი ანუ დენტალური ძაფი პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს კბილის ჯაგრ...
19/01/2022

რა არის ფლოსი ❓❓❓

ფლოსი ანუ დენტალური ძაფი პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს კბილის ჯაგრისთან ერთად და გამოიყენება კბილთაშორისი და ღრძილქვეშა სივრცეების გასაწმენდად, რომელიც მიუწვდომელია კბილის ჯაგრისისთვის.

მაგრამ ძალიან ცოტა თუ იყენებს ფლოსს ანუ კბილის ძაფს გახეხვის შემდეგ. არადა ამის გარეშე კბილების საერთო ზედაპირის მხოლოდ 60% იწმინდება და ნადების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ პირის ღრუში რჩება🤷‍♀️

1️⃣ ყოველთვის დაიბანეთ ხელი ფლოსის გამოყენების წინ.
2️⃣ თუ ფლოსი კოლოფშია მოთავსებული, მოჭერით დაახლოებით 30 სმ სიგრძის.
3️⃣ დაიხვიეთ ძაფის ბოლოები ორივე ხელის შუა ან საჩვენებელ თითებზე.
4️⃣ ფრთხილად ჩააცურეთ ძაფი კბილებს შორის საღეჭი ზედაპირიდან ღრძილისკენ.
5️⃣ წმენდითი მოძრაობით ღრძილისქვეშა არედან საღეჭი ზედაპირისკენ ამოძრავეთ ფლოსი ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე კბილის კედელზე (2-3ჯერ).
6️⃣ ყოველი ახალი უბნის გასაწმენდად გამოიყენეთ ფლოსის ახალი მონაკვეთი.

🦷❗❗❗კბილების პროფესიული ჰიგიენა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკისთვის. კბ...
11/01/2022

🦷❗❗❗
კბილების პროფესიული ჰიგიენა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

კბილების პროფესიული წმენდა მოიცავს კომპლექსურ პროცედურულ მიდგომას, რომელშიც შედის:
1. კბილების წმენდა ულტრაბგერის აპარატით
2. კბილების წმენდა air-flow-ს აპარატით
3. კბილების ზედაპირების პოლირება სპეციალური პასტით

✅პროცედურა უნდა ჩავიტაროთ წელიწადში 2ჯერ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

✅პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა აუცილებელი ჰიგიენური, პროფილაქტუკური და დიაგნოსტიკური პროცედურაა. ვინაიდან ყოველი წმენდის შემდეგ, ექიმს საშუალება ეძლევა ადვილად აღმოაჩინოს კარიესი ადრეულ სტადიაზე.
🦷❣

Address

თბილისი. ა. მიცკევიჩის 29/29ა
Tbilisi
0194

Telephone

+995555322459

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Maiko Miqiashvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category