22/08/2025
➡ დიაბეტური ნეიროპათია — შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული გართულებაა. ის აზიანებს პერიფერიულ ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში და იწვევს ტკივილს, დაბუჟებას, კუნთების სისუსტეს და კოორდინაციის დარღვევას.
🔸 დიაბეტური ნეიროპათია ვითარდება მაშინ, როცა ხანგრძლივი ჰიპერგლიკემია ( სისხლში გლუკოზის მაღალი დონე ) აზიანებს პერიფერიულ ნერვულ სისტემას და მის მკვებავ სისხლძარღვებს.
მთავარი სიმპტომებია:
1️⃣ სენსორული სიმპტომები:
დაბუჟება, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, მგრძნობელობის ცვლილება/დაქვეითება განსაკუთრებით ფეხის თითებში;
2️⃣ მოტორული სიმპტომები:
კუნთების სისუსტე (განსაკუთრებით ტერფის და წვივის არეში), სიარულის გაძნელება, ბალანსის დარღვევა;
3️⃣ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს:
ჭარბი ოფლიანობა, ჰიპოტონია.
დიაბეტური ნეიროპათის დროს მნიშვნელოვანია ფიზიკური თერაპია, რომლის მიზანია:
✅ ნერვული გამტარებლობის გაუმჯობესება;
✅ კუნთოვანი სისტემის გაძლიერება;
✅ ბალანსისა და კოორდინაციის გაუმჯობესება;
✅ სისხლის მიმოქცევის გაძლიერება ;
✅ ცხოვრების ხარისხის გაზრდა;
☎️ 032 250 15 55
📞+995 577 155 000
📍 ლუბლიანას ქ. N11
✨ ყველაფერი თქვენი სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის