15/08/2025
აქტუალური თემა: საზღვრები – ურთიერთობის უხილავი წესები.
📍ყველა ურთიერთობაში – სიყვარულში, მეგობრობაში, სამსახურში – არსებობს ადამიანთა შორის სივრცე. ეს სივრცე ჩვენი საზღვარია, სადაც იბადება, ყალიბდება ურთიერთობის ხარისხი და მისგან მიღებული გამოცდილება.
💡საზღვრები ზუსტად გვიჩვენებს, რას ვითვალისწინებთ, რამდენად ვცემთ პატივს სხვა ადამიანს და რამდენად ვაფასებთ მის გარემოცვას. როცა ვიცავთ საზღვრებს, გვაქვს პასუხისმგებლობაც – საკუთარი და სხვისი.
🤔რა ხდება, როცა საზღვარი ირღვევა?
საზღვრის დარღვევა შეუმჩნეველი პროცესია – ან ზომაზე მეტად შევიჭერით სხვის სივრცეში, ან ვინმე ჩვენს სივრცეში ზედმეტად შემოვუშვით და ამის უფლება თავადვე მივეცით. თავიდან თითქოს ეს სიყვარულის, მონატრების გამოხატულებაა, მაგრამ ბოლოს ეს იწვევს - გაუცხოებას, ან კონფლიქტს.
👉 არასწორად დაშვებული ადამიანი ჩვენს სივრცეში თანდათან ამ სივრცეს შლის და ანგრევს.
👉 ვინც არ აყენებს საზღვარს, ის ქმნის დაუფასებლობას ურთიერთობაში.
👉 როცა საზღვარი მოშლილია, მაშინ იწყება განდგომა და განცალკევება.
📎არსებობს ჯანსაღი ურთიერთობის ხაზი:
ზომა და წონა – ეს არის ბალანსი, რაც ურთიერთობას სიცოცხლეს სძენს. თუ ეს არ არსებობს, ურთიერთობა ან კოორდინაციას კარგავს, ან მთლიანად იშლება.
საზღვარი კი არ აშორებს, საზღვარი აყალიბებს – ვინ ვართ ჩვენ და ვინ არის ჩვენს გვერდით მყოფი. სწორედ ამ ხაზზე გადის და ჩანს პატივისცემა – პიროვნებისა და მისი გარემოცვის მიმართ.
საზღვრის არქონა დროებით ქმნის სიახლოვის ილუზიას, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ინგრევა. საზღვარი კი, რომელიც პატივისცემით, სიღრმითა და ზომიერებითაა გამოკვეთილი – ურთიერთობას იცავს.
არჩევანი ჩვენზეა - ან ვადგენთ და ვიცავთ საზღვრებს, ან შედეგებზე აღარ მოვთქვამთ✅️
P.S ისე, მოშლილი საზღვრის აღდგენა ძალიან ძნელია.
პატივისცემით, თქვენი კეთილის მსურველი - სალომე ჩხიტუნიძე.
#ფსიქოლოგი #ციფრულიფსიქოლოგი #ენეაგრამაკონსულტანტი #ნუმეროლოგი #ფსიქოლოგია #საზღვრები #ურთიერთობები
@მხურვალე გულშემატკივრები