Dr. Irakli Kokhreidze's Consulting Center ი.კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Dr. Irakli Kokhreidze's Consulting Center ი.კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრი

Dr. Irakli Kokhreidze's Consulting Center ი.კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Dr. Irakli Kokhreidze's Consulting Center ი.კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრი, Medical and health, vasil barnovi str 80, Tbilisi.

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:🔸ფიბროადენომა კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია. ფიბროადენომა შემაერთებელქსოვილოვანი...
26/07/2025

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:

🔸ფიბროადენომა კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია. ფიბროადენომა შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურის მქონე კარგად მოძრავი, ოვალური ფორმის წარმონაქმნია. ის შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი, ისინჯებოდეს ერთ ან ორივე ძუძუში. ფიბროადენომა არ იწვევს ტკივილს და ადვილად მოძრაობს შეხებისას. თუ აღნიშნულ სიმაგრეს აღმოაჩენთ მკერდის არეში, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს❗️

🔸ფიბროადენომის დროს, პაციენტს უტარდება:
▪️ ძუძუს ექოსკოპია ▪️ მამოგრაფია ▪️ ციტოლოგიური
კვლევა.

🔸მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კვლევების შემდგომ, ეს იქნება კონსერვატული, თუ ინვაზიური.

"ქალბატონებო გახსოვდეთ❗️ პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ნებისმიერი დაავადების დამარცხების გარანტიაა" -
☎️პროფესორ ირაკლი კოხრეიძესთან ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით: +𝟵𝟵𝟱 𝟱𝟵𝟭 𝟮𝟴 𝟯𝟯 𝟮𝟮 ან გადადით ბმულზე: https://kokhreidzecenter.com/booking/
📍მის: თბილისი, ვასილ ბარნოვის #80

👨‍⚕‍მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:📢სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა მნიშვნელოვანი ე...
25/07/2025

👨‍⚕‍მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:

📢სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა მნიშვნელოვანი ეტაპია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისთვის❗️
📢თვითგასინჯვა უნდა ჩატარდეს ყოველთვიურად მენსტრუაციული ციკლის ერთსა და იმავე დღეს, მენსტრუაციის დაწყებიდან მეშვიდე მეათე დღეს.
📢უმჯობესია თვითგასინჯვა მოხდეს შხაპის მიღების დროს.
პალპაციით გასინჯვა ხდება სამი მოხრილი თითის ბალიშებით, გასინჯვა იწყება იღლიის ფოსოდან, მოძრაობა ხდება ზემოდან ქვემოთ; შემდეგ თითები გადანაცვლდება ახლოს ცენტრისკენ და ნელა მოძრაობს ქვემოდან ზემოთ. მოძრაობა გაიმეორეთ მანამ, სანამ მთელი სარძევე ჯირკვალი და იღლია არ იქნება გასინჯული. პალპაციის დროს თანდათან უფრო ძლიერად დააჭირეთ თითები, რათა ღრმად მდებარე წარმონაქმნები შეუმჩნეველი არ დაგრჩეთ.
📢თუ შენიშნავთ რაიმე ცვლილებას, გასქელებულ ან გამკვრივებულ კვანძს, დაუყოვნებლივ მიმართეთ მამოლოგს.

☎️პროფესორ ირაკლი კოხრეიძესთან ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით: +𝟵𝟵𝟱 𝟱𝟵𝟭 𝟮𝟴 𝟯𝟯 𝟮𝟮 ან გადადით ბმულზე: https://kokhreidzecenter.com/booking/
📍მის: თბილისი, ვასილ ბარნოვის #80
🌐

👨‍⚕‍მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:👉რეკომენდებულია ქალებმა მამოლოგთან ვიზიტი ჩაიტარ...
24/07/2025

👨‍⚕‍მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:

👉რეკომენდებულია ქალებმა მამოლოგთან ვიზიტი ჩაიტარონ პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით 40 წლის ასაკის შემდეგ. ეს ხელს უწყობს სიმსივნეების ან პათოლოგიების ადრეულ დიაგნოსტიკას!

🔸თუ თვითგასინჯვით მკერდის შიგნით ან იღლიის არეში შეიგრძნობა კვანძები ან სიმაგრეები;
🔸თუ გამონადენი აღენიშნება >50 წლის ქალს (აუცილებლად);
🔸თუ გამონადენი აღენიშნა

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:👉მამოგრაფია არის არაინვაზიური, სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მკერდის პრობ...
23/07/2025

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:

👉მამოგრაფია არის არაინვაზიური, სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მკერდის პრობლემების ადრეულ დიაგნოსტიკას.
მამოგრაფიის უპირატესობებია: უმაღლესი ხარისხის გამოსახულება; დიაგნოზის უმაღლესი სანდოობა; სურათები სხვადასხვა რაკურსიდან; ადრეული არასასურველი სიმსივნური წარმონაქმნის ვიზუალიზაცია. მამოგრაფიული კვლევა შესაძლოა ჩატარდეს წელიწადში 1-ჯერ, გამონაკლის შემთხვევის გარდა.

„ნუ შეგეშინდებათ, ეს პროცედურა მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. მამოგრაფიის დახმარებით შესაძლებელია კიბოს ადრეული აღმოჩენა, რაც მკურნალობის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ქალბატონებო გახსოვდეთ❗️ პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ნებისმიერი დაავადების დამარცხების გარანტიაა!"

☎️პროფესორ ირაკლი კოხრეიძეთან ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით: +𝟵𝟵𝟱 𝟱𝟵𝟭 𝟮𝟴 𝟯𝟯 𝟮𝟮 ან გადადით ბმულზე: https://kokhreidzecenter.com/booking/
📍ჩვენი მისამართია: თბილისი, ვასილ ბარნოვის #80

📢2025 წლის 22 ივნისს Novartis Pharma-ს ორგანიზებით გაიმართა ძუძუს ჰორმონდამოკიდებული ადრეული სტადიის კიბოს მკურნალობისად...
24/06/2025

📢2025 წლის 22 ივნისს Novartis Pharma-ს ორგანიზებით გაიმართა ძუძუს ჰორმონდამოკიდებული ადრეული სტადიის კიბოს მკურნალობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - "HR+HER2 - ადრეული ძუძუს კიბოს ადიუვანტური თერაპიის ოპტიმიზაციის ასპექტები".

📌კონფერენციაზე, მულტიდისციპლინური ონკობორდის წევრის სტატუსით, მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელმაც კონფერენციის საპატიო სტუმართან, პროფესორ ნადია ჰარბეკთან (მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორი) ერთად დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარა.

📌შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ჰორმონდამოკიდებული ძუძუს ადრეული კიბოს თანამედროვე თერაპიული სტრატეგიები, მათ შორის:
– მკურნალობის ინდივიდუალიზაცია;
– რისკის სტრატიფიკაცია და გადაწყვეტილების მიღება ბიომარკერებზე დაყრდნობით;
– ონკობორდის როლი და კოლექტიური გადაწყვეტილებების ძალა.

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე მადლობას უხდის კოლეგებს საინტერესო დისკუსიისა და საერთო მიზნისთვის, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის თანამედროვე სამედიცინო მომსახურების მიღებას.



https://kokhreidzecenter.com/saerthashoriso-sameditsino-konpherentsia-hr-her2-adreuli-dzudzus-kibos-adiuvanturi-therapiis-optimizatsiis-aspeqtebi/

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:🧬ხშირად გეუბნებიან: „არ ინერვიულოთ, კეთილთვისებიანია!“თუმცა იცოდით, რომ ზოგი კეთილთვისებია...
24/06/2025

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:

🧬ხშირად გეუბნებიან: „არ ინერვიულოთ, კეთილთვისებიანია!“
თუმცა იცოდით, რომ ზოგი კეთილთვისებიანი ცვლილება ძუძუს კიბოს რისკს მნიშვნელოვნად ზრდის?
მიუხედავად იმისა, რომ სარძევე ჯირკვლის დაავადებათა შორის - უმრავლესობა კეთილთვისებიანი პათოლოგიაა, ზოგიერთ მათგანს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.

🔬 ეს დაზიანებები დაყოფილია 3 კატეგორიად:

1. არაპროლიფერაციული დაზიანებები (მაგ. კისტები)
→ ძუძუს კიბოს რისკი არ მატულობს ან უმნიშვნელოდ მატულობს
2. პროლიფერაციული დაზიანებები ატიპიის გარეშე
(მაგ. პაპილომები, ადენოზი)
→ 1.5–1.9-ჯერ გაზრდილი რისკი
3. ატიპიური ჰიპერპლაზია
(მაგ. ატიპიური ლობულური და სადინაროვანი ჰიპერპლაზია)
→ 3–5-ჯერ გაზრდილი რისკი

⚠️ განსაკუთრებული დაზიანებები:

• Flat epithelial atypia — მიეკუთვნება ატიპიური დაზიანებების კატეგორიას, თუმცა უჯრედული ჰიპერპლაზიის გარეშე.
→ რისკი დაახლოებით 2-ჯერ იზრდება
• ატიპიური ლობულური ჰიპერპლაზია — რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ატიპიური სადინაროვანი ჰიპერპლაზიის დროს
• Lobular carcinoma in situ (LCIS) – ყველაზე მაღალი რისკის მარკერი
→ კიბოს განვითარების რისკი იზრდება 8–10-ჯერ

📌 ამ დაზიანებების მქონე პაციენტებში ძუძუში კიბოს განვითარების რისკი, განსაკუთრებით მაღალია დიაგნოზიდან დადგენიდან პირველი 5 წლის განმავლობაში.
#ძუძუსკიბო #პრევენცია #კეთილთვისებიანი #ონკოპროფილაქტიკა

https://kokhreidzecenter.com/dzudzus-kethilthvisebiani-daavadebebi-da-kibos-riski/

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:⚖️ წონა და ძუძუს კიბო – ყველაფერი ისე მარტივად არ არის!წარმოადგენს თუ არა სხეულის ჭარბი წო...
21/06/2025

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:

⚖️ წონა და ძუძუს კიბო – ყველაფერი ისე მარტივად არ არის!
წარმოადგენს თუ არა სხეულის ჭარბი წონა ყოველთვის რისკს? – არა!
ყველაფერი დამოკიდებულია ასაკსა და მენოპაუზურ სტატუსზე:

🟢 რეპროდუქციული და პრემენოპაუზური ასაკის ქალებში – ზომიერ სიმსუქნეს შესაძლოა დამცავი ეფექტიც ჰქონდეს!
📉 ხომ უცნაურია? აღმოჩნდა, რომ:
• ექსპერიმენტში, ცხიმოვანი ქსოვილი აჩქარებდა ძუძუს ქსოვილის დიფერენციაციას;
• მაღალი BMI ასევე ამცირებდა IGF-1-ის დონეს და ანელებდა უჯრედულ ზრდას — რაც კიბოს რისკს აქვეითებს;

🔴 Postmenopausal ქალებში კი ვითარება მკვეთრად იცვლება:
📈 ყოველი 5 kg/m²-ით BMI-ის ზრდა დაკავშირებულია ძუძუს ჰორმონდამოკიდებული კიბოს განვითარების 12%-ით გაზრდილ რისკთან
🧠 რატომ?
ცხიმოვანი ქსოვილი მოქმედებს როგორც “ესტროგენების დეპო”;
👉 ინსულინის, IGF-ისა და ლეპტინის დისბალანსი ასტიმულირებს უჯრედულ პროლიფერაციას, ამავე დროს TNF-α, IL-6 და CRP დონე იზრდება, რაც ხელს უწყობს კარცინოგენეზს
#ძუძუსჯანმრთელობა #პრევენცია #მენოპაუზა #გონივრულიინფორმაცია
🏃‍♀️ ფიზიკური აქტივობა = ძუძუს კიბოსგან დაცვას!
ძუძუს კიბოს განვითარების 7–17%–ით ნაკლები რისკი – მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი იმოძრაოთ!
📌 კვლევები აჩვენებს:
🔹 Premenopausal ქალებში ინტენსიური აქტივობა ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს 17%-ით
🔹 Postmenopausal ასაკში კი ეს რისკი მცირდება 13–21%-ით
🧠 რატომ?
ვარჯიში:
✔ ”წვავს”ცხიმს;
✔ არეგულირებს ჰორმონულ ბალანსს;
✔ ამცირებს ინსულინსა და ქრონიკულ ანთებას;
✔ აძლიერებს იმუნურ სისტემას.

📍 საკმარისია მხოლოდ:
➤ კვირაში 150 წუთი ზომიერი სიარული ან
➤ 75 წუთი აქტიური დატვირთვა..და თქვენი სხეული თავად დაიწყებს დაცვას!
#ძუძუსჯანმრთელობა #ვარჯიში #პრევენცია

https://kokhreidzecenter.com/tsona-da-dzudzus-kibo-tsarmoadgens-thu-ara-skheulis-tcharbi-tsona-qhovelthvis-risks-ara/

12/06/2025

🧑‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:"გიყვებით, როგორ შეამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი! 🦴 კალციუმი თანამედროვე კვლევები...
11/06/2025

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:

"გიყვებით, როგორ შეამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი!

🦴 კალციუმი

თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ კალციუმით მდიდარი საკვები დადებითად მოქმედებს ძუძუს კიბოს პრევენციაზე, როგორც პრემენოპაუზურ, ისე პოსტმენოპაუზურ ასაკის ქალებში.

📌 რამდენიმე მსხვილმა კვლევამ დაადასტურა, კალციუმით მდიდარი საკვების ანტიკარცინოგენული ეფექტი!

🔹 პრემენოპაუზური ასაკის ქალებში (+300 მგ კალციუმი) - რისკი მცირდება 13%-ით;
🔹 პოსტმენოპაუზურ ქალებში 4%-ით.

🔬 როგორ მუშაობს კალციუმი?
• ის მოქმედებს როგორც second messenger და არეგულირებს უჯრედულ პროლიფერაციასა და აპოპტოზს!

https://kokhreidzecenter.com/karotinoidebi-pheri-romelits-sitsotskhles-itsavs/

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:"გიყვებით, როგორ შეამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი! 🥕 კაროტინოიდები – ფერი, რომელიც...
10/06/2025

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:

"გიყვებით, როგორ შეამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი!

🥕 კაროტინოიდები – ფერი, რომელიც სიცოცხლეს იცავს!

📌 ბოლო წლების განმავლობაში დაგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კაროტინოიდებს — განსაკუთრებით β-კაროტინს და ლუტეინს - გააჩნიათ მკაფიოდ გამოხატული დამცავი ეფექტი!

🔬 დღევანდელი მონაცემებით, α-კაროტინს, β-კრიპტოქსანტინს და ლიკოპინს გააჩნიათ ესტროგენრეცეპტორ-ნეგატიური (ER−) კიბოს პროტექტორული ეფექტი!

➡️ EPIC კვლევა (ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი პროსპექტური კვლევა) ცხადად ადასტურებს, რომ:
• სისხლში α- და β-კაროტინის მაღალი დონე ამცირებს ER− კიბოს რისკს!
• ლუტეინს აქვს დამცავი მოქმედება ER+ ძუძუს კიბოს დროს!

💡 როგორ მუშაობენ კაროტინოიდები?
• ააქტიურებენ უჯრედის დიფერენციაციისა და აპოპტოზის პროცესებს;
• აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება;
• იცავენ უჯრედის დნმ-ს დაზიანებისგან;
• აფერხებენ კარცინოგენეზის პროცესს.

https://kokhreidzecenter.com/rogor-sheamtsiroth-dzudzus-kibos-ganvitharebis-riski/

🥛 რძის პროდუქტების მიღება ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს?👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:"რეპროდუქციული და პრემენოპაუზური ასაკ...
09/06/2025

🥛 რძის პროდუქტების მიღება ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს?

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:

"რეპროდუქციული და პრემენოპაუზური ასაკის ქალთა პოპულაციაში რძის პროდუქტების ყოველდღიური მოხმარება ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს.

☑️ დღის განმავლობაში, მინიმუმ 200 გ. რძის პროდუქტი – დაახლოებით, 5%-ით ამცირებს რისკს (D**g და კოლეგების მეტა-ანალიზი (ჩატარდა 18 კვლევა)!

☑️ >600 გ. დღის განმავლობაში – წარმოადგინა დამცავი ეფექტი (Zang-ის და თანაავტ. მიერ ჩატარებულმა მეტა-ანალიზმა, რომელიც მოიცავდა 22 პრო-სპექტურ კვლევას)!

☑️ საუკეთესო არჩევანია - იოგურტი და უცხიმო რძის პროდუქტები;

📌 დამტკიცებულია: პროტექტორული ეფექტი ვლინდება მხოლოდ რეპროდუქციული და პრემენოპაუზური ასაკის ქალებში!

https://kokhreidzecenter.com/rdzis-produqtebis-migheba-amtsirebs-dzudzus-kibos-risks/

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:" რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა ძუძუს კიბოს დიაგნოზი უკვე დასმულია. 👉ძუძუს კიბოს მართვის შე...
04/06/2025

👨‍⚕️პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:

" რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა ძუძუს კიბოს დიაგნოზი უკვე დასმულია.

👉ძუძუს კიბოს მართვის შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება — ქიმიოთერაპია, ოპერაცია, იმუნოთერაპია... მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს პრევენციაზე — იმ მარტივ და რეალურად მოქმედ ნაბიჯებზე, რომლითაც შეგვიძლია ეს დიაგნოზი თავიდან ავიცილოთ.

👉პირველი ნაბიჯი – ბოსტნეული.

🔬მრავალრიცხოვანი კვლევების მეტა-ანალიზმა ცალსახად აჩვენა: დღეში 300 გრამზე მეტი ბოსტნეულის მიღება 12%-ით ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

ამ ეფექტის ძირითადი მიზეზი იმ ფიტონაერთებში იმალება, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა მწვანე და ე.წ. უსახამებლო ბოსტნეულში.

👉მათ მიეკუთვნება:
• არტიშოკი და არტიშოკის გული
• ასპარაგუსი (ასპარაგი)
• ბრიუსელის კომბოსტო
• ბროკოლი
• კომბოსტო (მწვანე, ბოკ ჩოი, ჩინური და წითელი სახეობები)
• ნიახური
• ციკორიის ფოთლები
• ჩაიოტე (ასევე ცნობილია როგორც ბოსტნეული მსხალი ან სეიჩიუმი)
• კიტრი
• გუგულა დანდელიონის ფოთლები)
• პრასი
• ბამია
• მწვანე წიწაკა (ყველა სახეობა)
• მწვანე ხახვი (საკმელა ან მწვანე ღეროიანი ხახვი)
• ყაბაყი (ზუჩინი)

🥦 გინდა რომ შეამცირო ძუძუს კიბოს რისკი? დაიწყე თეფშიდან!
📉 აღნიშნული პროდუქტები ამცირებენ ეპიდერმული ზრდის ფაქტორის (EGF) დონეს — რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ER-ნეგატიური ძუძუს კიბოს პრევენციისთვის"

http://bit.ly/4531BNK

Address

Vasil Barnovi Str 80
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 22:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 21:00
Saturday 09:00 - 21:00
Sunday 09:00 - 21:00

Telephone

+995591283322

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Irakli Kokhreidze's Consulting Center ი.კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Dr. Irakli Kokhreidze's Consulting Center ი.კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram