Alternative Georgia • ალტერნატივა ჯორჯია

Alternative Georgia • ალტერნატივა ჯორჯია Alternative Georgia was founded in 2004. Our mission is to promote evidence-based policies and interventions in the addiction field.

To accomplish this mission we engage in research, education, and advocacy related to substance use and dependencies.

"როდესაც მკურნალობას ვამბობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯანმოსა და სხვა ავტორიტეტული სტრუქტურების მიერ ოპიოიდებზე დამოკი...
05/07/2025

"როდესაც მკურნალობას ვამბობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯანმოსა და სხვა ავტორიტეტული სტრუქტურების მიერ ოპიოიდებზე დამოკიდებულება არის მიჩნეული, როგორც ქრონიკული დაავადება, და ქრონიკული დაავადების მკურნალობა შეიძლება გრძელდებოდეს უვადოდ, სულ" - ექიმ-ნარკოლოგი, დავით ოთიაშვილი.

სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე 👇

"ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილება ჩანაცვლებითი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებულებასთან საბრძოლველად ყველაზე ....

29/06/2025
🚭დღეს თამბაქოზე უარის თქმის საერთაშორისო დღეა.📈WHO-ს მიერ ევროპის რეგიონში 1.1 მილიონი გარდაცვალების შემთხვევაა დოკუმენტ...
31/05/2025

🚭დღეს თამბაქოზე უარის თქმის საერთაშორისო დღეა.

📈WHO-ს მიერ ევროპის რეგიონში 1.1 მილიონი გარდაცვალების შემთხვევაა დოკუმენტირებული, რომელიც უკავშირდება თამბაქოს მოხმარებას. მათ შორის 153 000 შემთხვევა მეორად კვამლთან კონტაქტითაა გამოწვეული.

შეწყვიტეთ მოწევა, გახდით მაგალითი თქვენი შვილებისთვის.

🔵 2025 წლის 15 მაისს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ზრუნვა, პრევენცია, უფლებების - დასკვნითი ღონისძიება გაიმა...
30/05/2025

🔵 2025 წლის 15 მაისს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ზრუნვა, პრევენცია, უფლებების - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.



🔷️ პროექტი მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა და ექვსი პარტნიორი ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით: ალტერნატივა ჯორჯია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს საოჯახო მედიცინის კავშირი, საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი, კავშირი ნაბიჯი მომავლისაკენ (გორი) და ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი (ზუგდიდი).



🔵 CPR პროექტის მთავარი მიზანი იყო ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმირების გაზრდა საზოგადოებაში, ასევე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისების გაუმჯობესება, უკეთესი მკურნალობის გამოსავლების მისაღწევად. ამასთანავე, პროექტი მოიცავდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის დანერგვას. პროექტის ფარგლებში დარგის პროფესიონალების და სპეციალისტების ჩართულობით გახდა შესაძლებელი დასახული მიზნების მიღწევა.



🟢 მათ შორის შეიქმნა CPR გვერდი (ბმული იხილეთ კომენტარში), რომელიც თავს უყრის დარგში არსებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, ასევე აკრედიტირებულ ტრენინგის მოდულებს, ვიდეო და საკითხავ მასალებს, ასევე ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბორბალსა და რისკის ცხრილს. ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია, როგორც ზოგადი მოსახლეობისთვის, ასევე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის.

24/03/2025

🔵 საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციის მიმართვა ნარკოკანონმდებლობის დასჯაზე ორიენტირებული ცვლილების თაობაზე

საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია, რომლის პროფესიული მისიაც არის ჩვენი ქვეყნის ხელშეწყობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული ეფექტური ნარკოპოლიტიკის, სტრატეგიისა და პრაქტიკის დამკვიდრებაში, გამოხატავს შეშფოთებას ქვეყანაში ინიცირებული ნარკოკანონმდებლობის გამკაცრებაზე მიმართული რეფორმის გამო.

რეფორმის ავტორები ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას ხსნიან „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მძიმე შედეგებით”. ამის საპასუხოდ, თავს ვალდებულად ვთვლით, მივუთითოთ შემდეგზე:

1) სინამდვილეში, საქართველოს ნარკოპოლიტიკა არასდროს ყოფილა ლიბერალური. საქართველოს ნარკოპოლიტიკა, საბჭოთა ინერციით, ტრადიციულად იყო და არის დამსჯელობითი.

2) საქართველოში არსებული ნარკოვითარების მიზეზები შემდეგია:

- ქვეყანაში არასაკმარისად არის განვითარებული და ფინანსურად ხელმიუწვდომელია წამალდამოკიდებულებისა და თამაშდამოკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციისა და მტკიცებულებითი პრევენციის შესაძლებლობები, რის გარეშეც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობელემების მოგვარება შეუძლებელია;

- ქვეყანაში არ არსებობს დეპრესიის, შფოთვითი აშლილობების, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა გავრცელებული პრობლემების სამკურნალო და პრევენციული უფასო სერვისები. ეს მაშინ, როცა გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ნარკოტიკების მოხმარების ერთ-ერთი წამყვანი რისკის ფაქტორია;

- სიღარიბის გამო (რაც, ასევე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და აზარტული თამაშის რისკის ფაქტორია), საქართელოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელია წამალდამოკიდებულების თავიდან აცილებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი დაცვითი ფაქტორი, როგორიცაა ცხოვრების ჯანსაღი წესი: ჯანსაღი და საკმარისი კვება, ჯანსაღი დღის რეჟიმი, ფიზიკური კულტურა და ა.შ.;

- ქვეყანაში არსებული უმუშევრობის გამო მშობლების ნაწილი იძულებულია დატოვოს ქვეყანა (ან, დაბალანაზღაურებიანი დროებითი სამუშაოს მუდმივ ძიებაში იყოს), რათა ოჯახები არჩინონ, და შვილები, ფაქტობრივად, ერთი ან ორივე მშობლის გარეშე, დისფუნქციურ ოჯახურ გარემოში იზრდებიან, რაც ასევე ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებისა და აზარტული თამაშის მაღალი რისკის ფაქტორია;

- ქვეყანაში მაღალია მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის პრობლემური მოხმარება. თუ ქვეყნის გენოფონდის განადგურებაზე ვსაუბრობთ - სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის თვალსაზრისით ალკოჰოლისა და თამბაქოს მიერ მიყენებული ზარალი ათჯერ და მეტჯერ აღემატება არალეგალური ნარკოტიკული საშუალებებით მიყენებულ ზარალს;

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი წამალდამოკიდებულებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების რისკის ფაქტორებია. სწორედ ამის გამოა ჩვენს ქვეყანაში არასაკმარისად კარგი ნარკოვითარება, და არა „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის” გამო, რომელსაც ადგილი ჩვენს ქვეყანაში არასდროს ჰქონია.

3) ინიცირებული რეფორმა არ ითვალისწინებს სამეცნიერო მტკიცებულებასა და არ ემყარება პროფესიულ ცოდნას:
- ნარკოკანონმდებლობის რეფორმა ინიცირებულია არა პროფესიულ თემთან თანამშრომლობითა და შესაბამისად, პროფესიული ცოდნის გათვალისწინებით, არამედ პოლიტიკოსების მიერ, ვისაც არა აქვთ და არც მოეთხოვებათ რომ ჰქონდეთ სათანადო მომზადება, რათა ნარკოპოლიტიკა დაგეგმონ.

- რეფორმის ავტორები გამოსავალს, პრევენციის თვალსაზრისით, “ანტინარკოტიკულ და ცხოვრების ჯანსაღი წესის კამპანიებში” ხედავენ. სამეცნიერო მტკიცებულებები კი გვიჩვენებს, რომ ანტინარკოტიკული კამპანიები ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის საქმეში არაეფექტურია კარგ შემთხვევაში, ხოლო ცუდ შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების პოპულარიზაციას ახდენს.

- საქართველოში არაერთი შემთხვევაა პოლიტიკოსების მიერ ნარკოტიკების თემის პიარ (PR) სტრატეგიად გამოყენებისა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არაეთიკური პრაქტიკა შეწყდეს და აღარ განმეორდეს.

- რეფორმის ავტორები მკურნალობის თვალსაზრისით გამოსავალს მკურნალობის იძულებაში ხედავენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინიციატივა ეფუძნება მოძველებულ და მახინჯ პრაქტიკებს, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიიდან მოდის, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და თანამედროვე სამედიცინო ეთიკას. ასეთი მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფო კვლავ ხელს უწყობს სტიგმის გაღრმავებას და არა ზიანის შემცირებას.

- სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, ეფექტური და მდგრადი შედეგის მისაღწევად მკურნალობა უნდა იყოს დაფუძნებული პაციენტის ნებაზე, ნდობასა და მოტივაციაზე - და არა კონტროლსა და რეპრესიაზე.

4) რას ნიშნავს ეფექტური ნარკოპოლიტიკა და როგორია არაეფექტური ნარკოპოლიტიკა:

- პროფესიულ ლიტერატურაში უხვად არის აღწერილი ნარკოპოლიტიკის ეფექტური რეფორმები სხვადასხვა ქვეყანაში, და ნაჩვენებია, რომ დასჯითი მიდგომის საპირისპიროდ პრევენციასა და ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას ამ ქვეყნებში ნარკოვითარების გაუმჯობესება მოყვა;

- ეფექტური ნარკოპოლიტიკა ემყარება შემდეგ ოთხ კომპონენტს: მტკიცებულებითი პრევენცია (და არა არამტკიცებულებითი ანტინარკოტიკული კამპანიები), ხარისხიანი და ფინანსურად, გეოგრაფიულად და ასაკობრივად ხელმისაწვდომი მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და მოწოდების შემცირება. ეს ოთხი მიმართულება უნდა იყოს ურთიერთშემავსებელი და დაბალანსებული;

- მხოლოდ მოწოდების შემცირება და მკურნალობის იძულება დადებით შედეგს ვერ გამოიღებს. მითუმეტეს, რომ ხარისხიანი მკურნალობა-რეაბილიტაციის შესაძლებლობები (რომელსაც 3-5 წელი ესაჭიროება) ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის და მათი განვითარება უაღრესად ნელი ტემპით მიმდინარეობს;

- ისტორიულმა გამოცდილებამ მრავალ ქვეყანაში აჩვენა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ არის ეფექტური ნარკოტიკების მოხმარების შემცირების თვალსაზრისით. მიუხედავად მკაცრი სასჯელებისა და დასჯაზე ორიენტირებული მიდგომებისა, მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ამ გზით ვერ მოხერხდა მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება;

- რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხშირად იწვევს ნარკოტიკების მოხმარების გადასვლას მიწისქვეშა სივრცეში, სადაც ადამიანები მოკლებულნი არიან ჯანმრთელობის სერვისებსა და უსაფრთხო გარემოს. ასეთ პირობებში იზრდება ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიკვდილიანობა, სისხლით გადამდები დაავადებების გავრცელება, და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სხვა სავალალო შედეგები;

- რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სავალალო შედეგების თვალსაჩინო მაგალითია რუსეთი, სადაც როგორც წამალდამოკიდებულების, ასევე აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში - სწორედ დამსჯელობითი ნარკოპოლიტიკის გამო.

- ქვეყნებმა, რომლებმაც ნარკოპოლიტიკა ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების პრინციპებზე გადააწყვეს, გაცილებით უკეთეს შედეგებს მიაღწიეს, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ისე ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის შემცირების თვალსაზრისით.


5) რას ნიშნავს ის, რომ ახალი ნარკოკანონმდებლობით ადამიანს არ შეეძლება უარის თქმა ქუჩის ნარკოტესტირებაზე:

- განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქუჩის ნარკოტესტირების გამკაცრება, რომელიც არა მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებელთა, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის დაკანონების საფუძველი გახდება;

- ამის დასტურად საკმარისია ის ფაქტი, რომ კვლევის თანახმად, ქუჩის ნარკოტესტირების სიხშირის მრუდი ჩვენ ქვეყანაში მიყვება საარჩევნო ციკლს - წინასაარჩევნოდ ის მცირდება, ხოლო არჩევნების შემდგომ მნიშვნელოვნად იზრდება;

- ნარკოტესტირების სისტემის ამოქმედება, როგორც ის წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებებში, არ ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზანს და არც ზრუნვის პოლიტიკას. ჩნდება საფუძვლიანი მოლოდინი, რომ იგი გამოყენებული იქნება როგორც ადამიანებზე კონტროლის გამკაცრების ინსტრუმენტი;

- იძულებითი ტესტირება, სანქციების მუქარა და ტესტირების შედეგების გამოყენება ადამიანებისთვის უფლებების შეზღუდვის საფუძვლად ემსახურება არა დახმარებას, არამედ დასჯასა და დამორჩილებას. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმასა და შიშზე დაფუძნებულ გარემოს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის სტანდარტებს.

საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ოფიციალურად მიღებულ და ძალაში მყოფ ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021–2026 წლების ეროვნულ სტრატეგიას და ნარკოპოლიტიკის 2023–2030 წლების ეროვნულ სტრატეგიას. ორივე სტრატეგიული დოკუმენტი ხაზს უსვამს ზრუნვაზე, ადამიანის უფლებებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, მაშინ როცა შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები გადახრილია ამ მიმართულებებისგან და უბრუნდება რეპრესიულ და არაეფექტურ პრაქტიკებს.

‼️ ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ჩვენი პროფესიული საზოგადოების სახელით, მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ შეაჩერონ დაგეგმილი დესტრუქციული რეფორმა, რათა არ დაგვაბრუნონ საბჭოთა დამსჯელობით კორუმპირებულ ნარკოპოლიტიკის ნიშნულთან და თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი კატასტროფული შედეგები საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით.

2024 წლის ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირების დღის წლევანდელი ღონისძიების თემა იყო თამბაქო და კანაფი.აღნიშნუ...
27/12/2024

2024 წლის ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირების დღის წლევანდელი ღონისძიების თემა იყო თამბაქო და კანაფი.

აღნიშნული ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და ფულბრაითის ჰუბერტ ჰამფრის გაცვლითი პროგრამა.
მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ალტერნატივა ჯორჯია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და ფულბრაითის ჰუბერტ ჰამფრის გაცვლითი პროგრამის შეხედულებებს.
European Union in Georgia
The Hubert H Humphrey Fellowship Program

21/11/2024

21 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირების დღე. წლევანდელი ღონისძიების თემაა თამბაქო და კანაფი.
შემოგვიერთდით და დასვით თქვენთვის საინტერესო შეკითხვები თამბაქოს, კანაფისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ. შეკითხვების დასმა შეგიძლიათ დღეიდან - მოგვწერეთ მესენჯერში ან გამოიყენეთ ანონიმური ჩათი, სადაც არ მოხდება თქვენი ვინაობის იდენტიფიცირება.
ანონიმური ჩათი: https://tellonym.me/Altgeorgia
ონლაინ ღონისძიების დროს შეკითხვების დასმა ასევე შეგეძლებათ Facebook-ის ან Youtube-ის კომენტარებში. ღონისძიება გავა პირდაპირ ეთერში ფეისბუქზე, YouTube-ზე და WWW.CPR.GE პორტალზე.
თუკი შემოსული კითხვების დიდი რაოდენობის გამო, ვერ მოხერხდება ლაივ რეჟიმში ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, ღონისძიების დღიდან 2 კვირის ვადაში, ექსპერტები მოამზადებენ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხებს, რომელიც გამოქვეყნდება ალტერნატივა ჯორჯიას Facebook-ზე და ასევე WWW.CPR.GE-ზე.
პანელზე მოწვეული ექსპერტები:
• თათა ასათიანი - ექიმი, ნარკოლოგი, ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნარკოლოგიური კლინიკა „ლიბერტასის“ დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი.
• ირმა კირთაძე - ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და “ალტერნატივა ჯორჯიას” მთავარი მკვლევარი.
• დავით ოთიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ექიმი, ნარკოლოგი, „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელი.
• ლელა სტურუა - ექიმი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო მაგისტრი, თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი.
• ეკა ჭყონია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ თავმჯდომარე.
• ჯანა ჯავახიშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ადიქციის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.
აღნიშნული ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და ფულბრაითის ჰუბერტ ჰამფრის გაცვლითი პროგრამა.
მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ალტერნატივა ჯორჯია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და ფულბრაითის ჰუბერტ ჰამფრის გაცვლითი პროგრამის შეხედულებებს.
European Union in Georgia
The Hubert H Humphrey Fellowship Program

20/11/2024

21 ნოემბერს, 15:00 საათზე Facebook Live რეჟიმში გაიმართება ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის დღე.

მოწევა საგრძნობლად აზიანებს კუჭს და ზრდის კუჭის წყლულის რისკს.ჩამოტვირთეთ Adiquit - ის აპლიკაცია დღესვე.აპლიკაცია ხელმის...
30/09/2024

მოწევა საგრძნობლად აზიანებს კუჭს და ზრდის კუჭის წყლულის რისკს.
ჩამოტვირთეთ Adiquit - ის აპლიკაცია დღესვე.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც ანდროიდის, ასევე IOS - ის მომხმარებლისთვის!
აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ აუცილებლად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ენა. აპლიკაციის შემდგომი გამოყენების პროცესში ენის შეცვლას ვეღარ მოახერხებთ.

აპლიკაციით უფასოდ სარგებლობისთვის გამოიყენეთ კოდი - FREEG!

Android 👉 www.bit.ly/adiquit1

IOS 👉 https://bit.ly/3Wx6Y1N

პროექტს „ისუნთქე საქართველო: მოწევის შეწყვეტის ციფრული ტრანსფორმაცია Adiquit-ით“ ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ნიკოტინი იწვევს თვალის მრავალ დაავადებას. გაუფრთხილდით მხედველობას, ჩამოტვირთეთ Adiquit - ის აპლიკაცია დღესვე და შეწყვიტ...
27/09/2024

ნიკოტინი იწვევს თვალის მრავალ დაავადებას. გაუფრთხილდით მხედველობას, ჩამოტვირთეთ Adiquit - ის აპლიკაცია დღესვე და შეწყვიტეთ მოწევა.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც ანდროიდის, ასევე IOS - ის მომხმარებლისთვის!
აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ აუცილებლად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ენა. აპლიკაციის შემდგომი გამოყენების პროცესში ენის შეცვლას ვეღარ მოახერხებთ.

აპლიკაციით უფასოდ სარგებლობისთვის გამოიყენეთ კოდი - FREEG!

Android 👉 www.bit.ly/adiquit1

IOS 👉 https://bit.ly/3Wx6Y1N

პროექტს „ისუნთქე საქართველო: მოწევის შეწყვეტის ციფრული ტრანსფორმაცია Adiquit-ით“ ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

თამბაქო ვნებს თავის ტვინის მუშაობას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ჩამოტვირთეთ Adiquit - ის აპლიკაცია დღესვე.აპლიკაცია ხელმ...
25/09/2024

თამბაქო ვნებს თავის ტვინის მუშაობას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ჩამოტვირთეთ Adiquit - ის აპლიკაცია დღესვე.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც ანდროიდის, ასევე IOS - ის მომხმარებლისთვის!
აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ აუცილებლად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ენა. აპლიკაციის შემდგომი გამოყენების პროცესში ენის შეცვლას ვეღარ მოახერხებთ.

აპლიკაციით უფასოდ სარგებლობისთვის გამოიყენეთ კოდი - FREEG!

Android 👉 www.bit.ly/adiquit1

IOS 👉 https://bit.ly/3Wx6Y1N

პროექტს „ისუნთქე საქართველო: მოწევის შეწყვეტის ციფრული ტრანსფორმაცია Adiquit-ით“ ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

Endereço

ნუცუბიძის ქ. #14ა, ოფისი #2
Poti, CE
0177

Horário de Funcionamento

Segunda-feira 10:00 - 18:00
Terça-feira 10:00 - 18:00
Quarta-feira 10:00 - 18:00
Quinta-feira 10:00 - 18:00
Sexta-feira 10:00 - 16:00

Telefone

+995322391166

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando Alternative Georgia • ალტერნატივა ჯორჯია posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Entre Em Contato Com A Prática

Envie uma mensagem para Alternative Georgia • ალტერნატივა ჯორჯია:

Compartilhar

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram