30/12/2022
🇨🇱 ✈️ 🇬🇪
24 საათიანი ფრენა ჩილედან საქართველოში და
8 რჩევა, რაც ბავშვით მგზავრობას გაგიმარტივებთ:
ჩვენი ფრენისას რამდენიმე ხერხის გამოყენებით მგზავრობა ძალიან კომფორტული და უსაფრთხო იყო, ამიტომ ზოგიერთ მათგანს გიზიარებთ თქვენც ❤️
1) მშობლებს ხშირად ეშინიათ, რომ ფრენისას პატარებს ყურები დაუგუბდებათ... ეს რომ ასე არ მოხდეს, აფრენამდე თქვენს პატარას აჭამეთ ძუძუ (თუ ხელოვნურ კვებაზეა - ხელოვნური), მთავარია რომ ყლაპვის რეფლექსმა ყურები დაიცვას დაგუბებისგან. (იდეალურია ყურის მასაჟიც).
2) საფენები, სველი ხელსახოცები და ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება დაგჭირდეთ, იქონიეთ ხელბარგში (უმჯობესია წელის ჩანთაში, ანუ ისეთში, რისი თაროზე შენახვაც კი არ მოგიწევთ).
3) საბავშვო ეტლის ბარგში ჩაბარება და შემდეგ ლოდინი რომ არ მოგიწიოთ, აეროპორტში ეტლით მისვლისას რეგისტრაციაშივე მოითხოვეთ სპეციაური იარლიყი (ე.წ. თაგი). შემდეგ ბავშვი ეტლით უშუალოდ თვითმფრინავამდე მიიყვანეთ და მხოლოდ ბორტზე შესვლისას გადაეცით ეტლი ბორტგამცილებელს, რომელიც შეინახავს (ეტლს, ქარსითს, ბასინეტს...ყველაფერს ერთად) და ფრენის დასრულებისას დაგახვედრებთ თვითმფრინავის გამოსასვლელთან. ასე აღარ მოგიწევთ სატვირთო ბარგის სექციაში თქვენი ეტლისთვის ლოდინი, არც ეტლი დაზიანდება და არც ხელით მოგიწევთ თქვენი პატარას ტარება ❤️
4) ბავშვიან მგზავრებს ჩასხდომისას და გადმოსხდომისას შეგიძლიათ მოძრაობა ურიგოდ (ასევე სასაზღვრო გამშვებ პუნქტზებზე). თუ პერსონალმა არ გითხრათ, თავისუფლად შეგიძლიათ თავად იყოთ ინიციატორი ურიგოდ გავლის.
5) ბილეთების ყიდვისას შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც "ბასინეტის" ანუ ბავშვის საწოლის გამოყენება იქნება შესაძლებელი, ხოლო ფრენის დაწყებისას ბორტგამცილებელს სთხოვეთ, რომ მოგცეთ და დაგიმაგროთ ბასინეტი სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (ყველა თვითმფრინავშია).
ასე თქვენი პატარა მთელი მგზავრობის მანძილზე შეძლებს უსაფრთხოდ და კომფორტულად ძილს, თქვენ კი არ მოგიწევთ ბავშვის მუდამ ხელში ჭერა.
6) იმ შემთხვევისთვის როცა ბავშვს საჭმელად ან გამოსაცვლელად ამოიყვანთ ბასინეტიდან, მოითხოვეთ ბალიში მუხლებზე დასადებად და ბავშვის კომფორტულად დასაწვენად.
7) თუმცა ფრენისას ბავშვები იშვიათად ტირიან, არ გაბრაზდეთ თქვენს პატარაზე და არც სხვისი მოგერიდოთ თუ მისი ტირილი აწუხებს სხვას (საზ. ტრანსპორტში ხან ბავშვის ტირილი ისმის, ხან წინ მჯდომი მგზავრი გადმოგიწევს საზურგეს და ხან ვიღაცის მზერა არ მოგეწონება, ამიტომ ვინც ასეთი რამეებით წუხდება, ურჩიეთ, რომ იმგზავროს საკუთარი, კერძო თვითმფრინავით).
8)თუკი მგზავრობისას შეზღუდული ხართ ხელბარგის რაოდენობასა და წონაში, შეგიძლიათ სამგზავრო ბალიშებიდან ამოიღოთ ღრუბელი და მის მაგივრად მოათავსოთ ბავშვის ტანსაცმელი ან თქვენი, მცირე ზომის რბილი ნივთები. (სამგზავრო ბალიშები არ ექვემდებარება აღრიცხვას და არც ბარგად ითვლება, თან გაგიკვირდებათ და საკმაოდ ტევადია + თავის ფუნქციასაც არ კარგავს და იყენებთ როგორც ბალიშს.
ჩვენ უკვე მშვიდობიანად და სასიამოვნოდ ჩამოვედით. მთელი გზის მანძილზე ექვსმა ან შვიდმა ადამიანმა იცნო და პირადად გაიცნო პატარა ჩილელი ქეთო ☺️
ქეთოს თავის ნამდვილ სამშობლოში ზამთრის სუსხის მიუხედავად უდიდესი სითბო დახვა. მალე საქართველოს მოქალაქეც ოფიციალურად გახდება და იქნება პირველი, ყველაზე პატარა ქართველ-ჩილელი.
🥰 მეგობრებო, დიდი მადლობა იმ უამრავი თბილი წერილისთვის, რასაც არ იშურებთ პირად შეტყობინებებსა თუ კომენტარებში.
❤️ ხვალიდან გვერდი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს თქვენს შეკითხვებზე პასუხების გაცემას
ℹ️ თუ გსურთ, რომ თქვენი სამშობიარო მოგზაურობა ზეიდეალურად იყოს დაგეგმილი, ზედმეტი რისკების, არასასიამოვნო თავგდასავლებისა და გაუთვალისწონებელი შემთხვევების გარეშე, მოგვწერეთ პირადში ❤️
ჩვენ ვგეგმავთ და ვაორგანიზებთ ჩილეში მოგზაურობას ისე, რომ თქვენგან მხოლოდ დანიშნულ დროს აეროპორტში მოსვლაა საჭირო.
ჩვენ მივხედავთ:
• ბოლო თაობის კლინიკას,
• მაღალკვალიფიციური ექიმებს,
• ბილეთებს,
• ტრანსფერს,
• კეთილმოწყობილ ბინას აუზითა და სატრენაჟორო დარბაზით,
• ბავშვის მოქალაქეობას და საბუთებს,
• მშობლების და ოჯახის წევრების რეზიდენტობას,
• 24/7 ქართულენოვან ასისტენტს,
• პირად მძღოლს,
• მშობიარობას და ყველა ინვენტარს, რაც ახალშობილს ან დედას შეიძლება დასჭირდეს,
• უკან დაბრუნებას...