DR. Ketevan Berianidze • ქეთევან ბერიანიძე

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • DR. Ketevan Berianidze • ქეთევან ბერიანიძე

DR. Ketevan Berianidze • ქეთევან ბერიანიძე ახალგაზრდობის შენარჩუნება ორგანიზმის შიდა რესურსების ხარჯზე-სილამაზე და ახალგაზრდობა ჩვენს სისხლშია!

04/11/2025

📍ახალგაზრდობის აღდგენა, ორგანიზმის შიდა რესურსების გააქტიურების გზით!

📍პლაზმოლიფტინგი - ბუნებრივი გაახალგაზრდავებისა და კანის მკურნალობის უნიკალურ მეთოდს წარმოადგენს. თანამედროვე მედიცინაში პლაზმოლიფტინგი რევოლუციურ აღმოჩენად ითვლება, რომლის დანიშნულება სახის კანის , დეკოლტის და ხელის კანის გაახალგაზრდავება, პათოლოგიური და ასაკობრივი ცვლილებების კორექცია და მათი აღმოფხვრაა.

📍პლაზმოლიფტინგი ხელზე ასევე რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ : ქრონიკული ეგზემა, ალერგილული დერმატიტი , კანის სიმშრალე, ასაკობრივი პიგმენტური ლაქები.

25/05/2024

გაახალგაზრდავება საკუთარი რესურსებით

⚜მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო გამომწერებო და გულშემატკივრებო. ❗️არაკეთილსინდისიერი ჩარევის გამო აღნიშნულ გვერდს შეექმნა პ...
14/11/2023

⚜მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო გამომწერებო და გულშემატკივრებო.
❗️არაკეთილსინდისიერი ჩარევის გამო აღნიშნულ გვერდს შეექმნა პრობლემა.
💎გთხოვთ გამოიწეროთ და სიახლეებს თვალი ადევნოთ ფეისბუქის ახალ გვერდზე.

https://www.facebook.com/profile.php?id=100094715320521

08/10/2023
17/06/2023
🔎🍃აირჩიეთ საჭირო და აქტიური ნივთიერებით გაჯერებული კოსმეტიკური საშუალებები.🧪 აქტიური ნივთიერება კოსმეტიკური პროდუქტის ბი...
07/06/2023

🔎🍃აირჩიეთ საჭირო და აქტიური ნივთიერებით გაჯერებული კოსმეტიკური საშუალებები.

🧪 აქტიური ნივთიერება კოსმეტიკური პროდუქტის ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტია, თავის მოვლის საშუალებებში რამდენიმე ნივთიერების კომბინაცია შესაძლებელია ერთ ფორმულაში იყოს თავმოყრილი, რაც მომხმარებლისთვის რთულად გასაგებია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დეტალურად ვისაუბროთ კანისთვის ამ „სუპერ საკვების“ შესახებ.

❔ ყველა აქტიური ინგრედიენტი ერთნაირად სასარგებლო და საჭიროა კანისათვის, თუმცა რომელია თქვენთვის შესაფერისი? განვიხილოთ ყველაზე პოპულარული და თანამედროვე ინგრედიენტები კოსმეტიკური პროდუქციის შემადგენლობაში.

💧 AHA - და BHA მჟავა, ქიმიური ექსფოლიანტი, აშორებს კანს გარქოვანებულ, მკვდარ უჯრედებს. აპრიალებს კანს და ხდის ერთგვაროვანს,ხელს უწყობს ფორების შევიწროვებას, კანს სძენს ჯანსაღ და ბზინვარე ეფექტს. უფრო მაღალი კონცენტრაციით მისი გამოყენება ღრმად აღწევენ კანის შრეებში და მოქმედებს ეპიდერმისსა და დერმაზე, ზრდის კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს.

🧬 რეტინოლი - საუკეთესო დამხმარე საშუალებაა კანის განახლებისა და დაბერების ნიშნების შესამცირებლად, ის ხსნის აკნეს პრობლემას, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ამცირებს ნაოჭებს და პიგმენტაციას, ათანაბრებს კანის ტონს და ავიწროებს ფორებს.

✨ პეპტიდებს აქვთ გაახალგაზრდავების მძლავრი პოტენციალი. ისინი ასტიმულირებენ კოლაგენის, ელასტინის და უჯრედშორისი მატრიქსის კომპონენტების სინთეზს. კოსმეტიკური საშუალებების ეტიკეტებზე ხშირად გვხვდება სავაჭრო სახელწოდება Matrixyl ან Palmitoyl Oligopeptide, ის აძლიერებს კანის სიმკვრივეს, ამცირებს პტოზს, რის გამოც სახის ოვალი ხდება გამოკვეთილი.

🧫ეპიდერმული ზრდის ფაქტორი EGF (Epidermal Grow Factor) - არეგულირებს უჯრედების ზრდას და დაყოფას, შესწევს უნარი მნიშვნელოვნად გააქტიუროს კანში რეგენერაციული პროცესები და შეანელოს ბუნებრივი დაბერება.

✅📍გაითვალიsწინეთ , რომ კოსმეტიკურ თავის მოვლის საშუალებებში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ეფექტი დგება მაშინ, როდესაც პროდუქტს ვიყენებთ კურსის სახით, ყოველდღიურად.

#აქტიურიინგრედიენტები #აქტიურიინგრედიენტებითქვენსკოსმეტიკაში #პეპტიდები #რეტინოლი

06/06/2023

📍აკნე დერმატოლოგიურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია. მის განვითარებას ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გაძლიერებული გამოყოფა.

📍აკნე მოსახლეობის დაახლოებით 85%-ს 12-25 წლის ასაკში უვლინდება და 11%-ს, კი 25 წლის ზევით.

⚜️აკნე ძირითადად ვლინდება და აზიანებს სახეს. მნიშვნელოვანია, როგორც დაავადების პროცესის, ასევე პოსტაკნე ნაწიბურებისა და ლაქების სწორი მკურნალობა. აღნიშნული პრობლემით პაციენტების მომართვიანობა ძალიან ხშირია.

✅პოსტაკნე პერიოდის დროს, მნიშვნელოვანია სახის მოვლის სწორად შერჩეული პროდუქტების გამოყენება.

🔷 Roche-Posay -ის EFFECLAR DOU- ს დღის კრემი, SPF 30 -ის შემცველობით უზრუნველყოფს კანის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ყოველ დილით, გასუფთავებულ კანზე.

🔷რაც შეეხება სახის დასაბან საშუალებებს. დილით რეკომენდირებულია La Roche-Posay-ის EFFECLAR DOU- ს ლოსიონი, ხოლო საღამოს მიკროამქერცლავი გელი. მაკიაჟის მოშორებისთვის კი ამავე ხაზის მიცერალური წყალი.

🔷დღის ბოლო, საღამოს რუტინა სასურველია დასრულდეს ეფეკლარის შრატის გამოყენებით. მასში შემავალი ნიაცინამიდი და თერმული წყალი კანის ბარიერულ ფუნქციას ააქტიურებს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ შრატს აქვს ანთების საწინააღმდეგო დანიშნულებაც. მნიშვნელოვანია პერიოდულობის დაცვა, რაც გულისხმობს ორ დღეში ერთხელ, შრატის სახეზე თხელ ფენად დატანას.

#სახე #კანი #კანის #კანისმოვლა #კანისმოვლისრუტინა #კანისმოვლისსაშუალებები #აკნე #აკნეს #აკნესმკურნალობა #აკნედანაწიბურები #აკნესმოვლა #აკნესნაწიბურები #აკნესწინააღმდეგ

27/05/2023

🧚‍♀️💎ყინულის კუბები სახის კანის სილამაზისთვის.- დღეს კრიოთერაპიის შესახებ მოგიყვებით. 👇

☀️🌡ზაფხულის სეზონზე, მაღალი ტემპერატურის პირობებში კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. კოსმეტოლოგების რეკომენდაციით ყინულის მცირეხნიანი ზემოქმედება კანის ფუნციების აღდგენას უწყობს ხელს.

✅სასარგებლო თვისებები:
🔸ანთების და სიწითლის საწინააღმდეგო მოქმედება, განსაკუთრებით თვალების შეშუპების დროს;
🔸მატონიზირებელი ფუნქცია;
🔸აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას - რაც იწვევს კანის უჯრედების აღდგენას;
🔸ეხმარება კოლაგენის და ელასტინის სინთეზის პროცესს, რის შედეგადაც ხდება კანის ტონუსში მოყვანა, მცირე ნაოჭების გასადავება და კანის გამკვრივება.

💎ყინულის კუბებით პროცედურის ჩატარება სახლის პირობებშიც მარტივია. მათი მომზადებისთვის რეკომენდირებულია თერმული, მინერალური ან წყაროს წყლი. მომზადებული კუბების საყინულეში შენახვა არ შეიძლება ერთ კვირაზე მეტი დროით.

💎ყინულის კუბების გამოყენება რეკომენდირებულია კვირაში ორჯერ, დილით და საღამოს

📍სპეციალისტები გვირჩევენ, არ გამოიყენოთ ყინულის კუბები:
🔸დაბალი ტემპერატურის მიმართ მომატებული გრძნობელობის - ე.წ.სიცივის ალერგიის დროს.;
🔸მშრალი კანის შემთხვევაში;
🔸კუპეროზის დროს;

✅დამატეითი დეტალებისთვის მოუსმინეთ ექიმ - დერმატოლოგს, მედიცინის დოქტორ ქეთევან ბერიანიძეს ტელეკომპანია "ფორმულის" დილის გადაცემის ეთერს. 📺

❓როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას? 🔴 PRP და PRF თერაპია ყველა სახის ალოპეციის სამკურნალოდ - ერთ-ერთი ეფექტური პროცედურა მამაკ...
19/05/2023

❓როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას?

🔴 PRP და PRF თერაპია ყველა სახის ალოპეციის სამკურნალოდ - ერთ-ერთი ეფექტური პროცედურა მამაკაცის ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ!

✅მკურნალობის კურსი მხოლოდ 4-6 პროცედურას მოიცავს და შედეგიც არ დააყოვნებს! პირველივე პროცედურის შემდეგ თმის ცვენა შესამჩნევად მცირდება. ხოლო 4-5 პროცედურის დასრულების შემდეგ აღინიშნება ახალი თმის ზრდა, თმის ბოლქვის გაძლიერება და ბზინვარება.

🔴ტრიქოლოგიაში PRP თერაპიის გამოიყენების ჩვენებები:
✔️ თმის ზრდის სტიმულირება;
✔️თმის ცვენის მკურნალობა და პროფილაქტიკა (დიფუზური, კეროვანი ალოპეცია);
✔️თმის სტრუქტურის გაუმჯობესება;
✔️სებორეული დერმატიტის მკურნალობა (ქერტლი, სიმშრალე, ქავილი);
✔️ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზება;
✔️სკალპის მომზადება თმის გადანერგვამდე და გადანერგვის შემდეგ;

👌 თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის წყალობით აღდგება სკალპის ადგილობრივი იმუნიტეტი, რაც საგრძნობლად ამცირებს მიკოზის (სოკოვანი ინფექციების) რისკს.

✅გარდა ამისა, ზრდის ფაქტორის უშუალო გავლენით აქტიურდება სისხლის მიმოქცევა და მეტაბოლიზმის პროცესები, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის ფოლიკულის მდგომარეობას და თმის სიჯანსაღეს!

❓ პროცედურასთან დაკავშირებით დასვით თქვენი შეკითხვები და მიიღეთ კომპეტენტური პასუხები.

#ალოპეცია #თმისცვენა #თმისმოვლა #თმა #სილამაზე

⁉️როგორ მივხვდე რომელი ტიპის კანი მაქვს მშრალი,  ცხიმიანი, თუ ნორმალური? როგორ მოვუარო სახის კანს გაზაფხულზე? როგორ გამო...
01/05/2023

⁉️როგორ მივხვდე რომელი ტიპის კანი მაქვს მშრალი, ცხიმიანი, თუ ნორმალური? როგორ მოვუარო სახის კანს გაზაფხულზე? როგორ გამოვიყენთ ჩვენი ორგანიზმიის შიდა რესურსები ჩვენი კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის? - ეს ის კითხვებია რაც ყველა ჩვენგანს აწუხებს.

⚜️საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე გადავწყვტეთ ახალი პროექტი გაგაცნოთ - თქვენს კითხვებს ექიმი დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი Ketevan Berianidze უპასუხებს.

💢პირველი რუბრიკის თემად გვინდა შემოგთავაზოთ პლაზმისა (PRP-PRF) და პლაზმოგელის გამოყენება დერმატოლოგიაში, ტრიხოლოგიასა (თმის ცვენასთან დაკავრებული პრობლემები) და ესთეტიურ მედიცინაში.

📣კანის რეგენერაცია უჯრედულ დონზე, გაახალგაზრდავება თრომბოციტებით მდიდარი პლაზმით! - რა უნდა ვიცოდეთ პროცედურის სწორად წარმართვისთვის, რა მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ სინჯარას - აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებით მოგვწერეთ თქვენი კითხვები და მოსაზრებები, ან დაგვიტოვეთ კომენტარი პოსტის ქვეშ და მიიღეთ მათზე კომპეტენტური და პროფესიული პასუხები facebook ლაივის საშუალებით. 👇

🕰ჩართვის დრო 17 მაისი, 16:00. საათი.

01/05/2023

🌞ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად კანი დამატებით ზრუნვას საჭიროებს. მზის სხივები, დაბინძურებული ჰაერი, მომატებული ოფლიანობა- სახის კანზე უარყოფით გავლენას ახდენს. იმისთვის რომ კანი გამოშრობისგან, სიწითლისგან და სხვადასხვა გართულებებისგან დავიცვათ - საუკეთესო გამოსავალი თერმული წყლის ყოველდღიური გამოყენებაა.

💧თერმული წყალი, მაღალი კონცენტრაციით შეიცავს მიკროელემენტებს და მინერალებს, რომელიც, დედამიწაში, ღმად განთავსებული წყაროებიდან მიიღება, რაც მინერალების მეტ კონცენტრაციას უზრყნველყოფს.

💧✅თერმული წყლის მოხმარება შესაძლებელია, როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო დანიშნულებით.
🔵ცხელ დღეებში, ტენიანობის აღდგენისთვის, პროფილაქტიკური მიზნით საუკეთესო საშუალება- ბუნებრივი და ნატურალური თერმული წყლის მისხურებაა.
🔵ატოპიური და მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, რეკომენდირებულია თერმულ წყალში დასველებული საფენების სახეზე მოთავსება, რაც მოხსნის არსებულ გაღიზიანებას.

🌞 ზაფხულის სეზონზე 💧 თერმული წყლის საჭიროებებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის უსმინეთ ექიმ-დერმატოლოგ, მედიცინის დოქტორს, Ketevan Berianidze.

#თერმულიწყალი #დატენიანება #სახე #კანი #სახისკანი #სახისმოვლა #კანისმოვლა

Address

A. Kazbegi Avenue 53
Tbilisi
0177

Opening Hours

Tuesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599916864

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when DR. Ketevan Berianidze • ქეთევან ბერიანიძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to DR. Ketevan Berianidze • ქეთევან ბერიანიძე:

Share

Category