26/12/2025
🗓️27 დეკემბერს „პრანაში“ გიწვევთ სალონურ შეხვედრაზე ლევან ლაზარიშვილთან, სადაც შევეცდებით დავინახოთ ახალი წელი არა მხოლოდ როგორც კალენდრული თარიღი, არამედ როგორც კოსმოსური პროცესების ნაწილი.
👉🏻დარეგისტრირდი აქ: https://shorturl.at/gPmeR
დასწრების ღირებულება: 25 ლარი
რატომ ვზეიმობთ ახალ წელს კონკრეტულ დღეს?
🌟არის თუ არა ეს უბრალოდ ადამიანური შეთანხმება, თუ ამ პერიოდს რეალურად ახლავს ენერგეტიკული ცვლილებები, ციკლების დასრულება და ახალი ეტაპის გახსნა?
ლევან ლაზარიშვილი გაგვიზიარებს ხედვებს კოსმოგონიური კანონზომიერებების, გალაქტიკათა შორის კავშირებისა და იმ გავლენების შესახებ, რომლებიც დედამიწასა და ადამიანურ ცნობიერებაზე აისახება.
👉🏻საუბარი შეეხება დროს, როგორც ცოცხალ პროცესს, ციკლურობას, ენერგეტიკულ გადატვირთვას და იმას, თუ როგორ შეგვიძლია ამ პერიოდთან უფრო შეგნებული ურთიერთობა.
🌟ეს შეხვედრა არის სივრცე დაკვირვებისთვის, კითხვის დასმისთვის და ფართო სურათის დანახვისთვის — იმაზე, თუ სად ვართ ჩვენ კოსმოსში და რას ნიშნავს „ახალი დასაწყისი“ სინამდვილეში.