20/03/2021
👨⚕️🔆🔆🔆21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ეს სინდრომი პირველად 1856 წელს აღწერა აღწერა ჯონ დაუნმა, ხოლო 1959 წელს ფრანგმა გენეტიკოსმა და ჰუმანისტმა, ჯერემი ლეჟერმა აღმოაჩინა რომ მიზეზი ქრომოსომული ანომალიაა. მისი მეცნიერული კვლევები ახლაც გრძელდება და შესაძლებელია, სულ მალე მედიცინამ შეძლოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უნარების გაუმჯობესება.
🔆საერთაშორის დღის აღსანიშნავად თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა. 21 ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, ტრისომიულ მოვლენას. სინდრომის დიაგნოსტიკა პერინატალურ პერიოდში, ორსულობის 1-ლი და მე-2 ტრიმესტრის კველევებით ხდება. ორსულობის 11-13 კვირაზე კისრის ნაოჭის სისქის დადგენა ულტრასონოგრაფიული მარკერია, თუმცა ამის საფუძველზე ნაყოფის აბსოლუტური ჯანმრთელობის, ან დაუნის სინდრომის არსებობის შესახებ დასკვნის გამოტანა არ არის სწორი.
ორსულობის მე-16 კვირაზე სამმაგი ტესტირების შედეგის მიხედვით, კველევა გრძელდება და დაუნის სინდრომის საბოლოო დიაგნოსტიკისათვის ტარდება ამნიოცენტეზი. დაუნის სინდრომის დიაგნოზი განაჩენი არ არის. მშობლების დროული და სწორი ინფორმირება მნიშვნელოვნად ამცირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის მიტოვების რისკს. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დაბადება არ არის სამყაროს დასასრული და ტრაგედია. შვილის შეძენის დიდ ბედნიერებას, დედა-შვილობის საოცარ კავშირს, პირველივე შეხების, კონტაქტისა და გულში ჩახუტების შემდეგ თავადვე შეიგრძნობს დედა. სტრესი, რაც ახალბედა მშობლებს დაიგნოზის გაგების შემდეგ აქვთ, წარმავალია. იყავით ემპათიურები, ყოველთვის ეცადეთ ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ. გიხაროდეთ თქვენი შვილის მშობლობა, ნუ მოგერიდებათ თქვენი შვილის დიაგნოზზე საუბარი, დაელაპარაკეთ სხვა მშობლებს, გააგრძელეთ ცხოვრება ჩვეულ რიტმში, ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ თქვენი შვილის განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის, ნუ იტყვით უარს დახმარებაზე, თუკი შეგთავაზებენ.
ფსიქოლოგიური მხარდაჭერისათვის მუშაობს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მიერ შექმნილი „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ და ცხელი ხაზი https://downsyndrome.ge/ka/parent-club