06/05/2026
📣 სიახლე თოდუას კლინიკაში!
გულის არაინვაზიური ულტრაბგერითი კვლევა- ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია!
სრულყოფილი ინფორმაცია გულის სტრუქტურულ და ფუნქციურ მდგომარეობაზე.
✔️კვლევა ტარდება სედაციისა და ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში, სტანდარტულად გრძელდება 15-20 წუთი.
ულტრაბგერითი გადამწოდი თავსდება საყლაპავში, რის შედეგადაც, მისი გულთან და მსხვილ სისხლძარღვებთან სიახლოვის გამო, მიიღება მაღალი ხარისხის და დეტალური გამოსახულება.
ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების შეფასებისთვის:
🔹გულის სარქვლოვანი პათოლოგიები
🔹ინტრაკარდიული თრომბის, სიმსივნის ან ინფექციური წარმონაქმნების დიაგნოსტიკა
🔹ემბოლიური კერის შეფასება კარდიოვერსიამდე ან არითმოლოგიურ პროცედურებამდე (აბლაცია)
🔹თანდაყოლილი და შეძენილი სტრუქტურული დეფექტების გამოვლენა
☑️ კვლევა არ საჭიროებს წინასწარ მომზადებს, მაგრამ აუცილებელია, რომ პაციენტმა პროცედურამდე მინიმუმ 4–6 საათით ადრე თავი შეიკავოს საკვების და სითხის მიღებისგან.
👉 ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია ტარდება ბოლო თაობის ულტრაბგერით აპარატზე – GE Vivid IQ, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას და მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს.
📍თევდორე მღვდლის 13
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ☎️ 2 57 57 57