Occupational health and safety specialist

Occupational health and safety specialist შექმენი ჩვენთან ერთად უსაფრთხო სამუშაო გარემო

🌍 გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს!
28/08/2023

🌍 გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს!

✅ ასწავლე დასაქმებულს უსაფრთხოდ მუშაობის წესები❤
15/07/2023

✅ ასწავლე დასაქმებულს უსაფრთხოდ მუშაობის წესები❤

03/03/2023

✍️ კარგი პრაქტიკაა მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე სამუშაოები განხორციელდეს წინასწარ შემუშავებული უსაფრთხოების პროცედურებით - სამუშაო ნებართვის სისტემის დანერგვით(Work Permit).

✅ სამუშაო ნებართვა არის დოკუმენტირებული პროცესი, რომელიც მომუშავეებს უფლებას აძლევს განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს სამუშაოები.

👷‍♂️ ნებართვის გაცემაში მონაწილეობს: საქმის მწარმოებელი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და ობიექტის მენეჯერი.

📌 დოკუმენტების კრებული მოიცავს:

◾️ სამუშაოს და მისი შემადგენელი ნაბიჯების ჩამონათვალი;
◾️ სამუშაო მეთოდოლოგია - სწორად შესრულების დეტალური აღწერა;
◾️ გამოყენებული დანადგარების, ხელსაწყოების, ტექნიკის ჩამონათვალი;
◾️ სამუშაოზე მონაწილე ადამიანების ჩამონათვალი;
სამუშაოების რისკების შეფასება;
◾️ მინიმალური შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები.

👉 აღსანიშნავია, რომ ნებართვების სისტემების სწორად დანერგვა შესაძლებელია ყველა ძირითადი სამუშაოს წარმოებისას, რაც გააუმჯობესებს ზედამხედველობის პროცესს.

📋 ამ ეტაპზე, სამუშაო ნებართვები ძირითადად გამოიყენება შემდეგი სამუშაოებისთვის: ელექტრობასთან მუშაობა, დახურულ სივრცეში მუშაობა, ექსკავაცია, ტვირთამწე სამუშაოები და სხვა მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოები.

🔗 სამუშაო ნებართვის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვით კონფედერაციის ელ. ბიბლიოთეკას: https://cosho.ge/biblioteka/

03/03/2023

⛔️ დახურულ სივრცეს გააჩნია შეზღუდული შესასვლელები და გამოსასვლელები. ის არ არის განკუთვნილი მუდმივი სამუშაოებისთვის, თუმცა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მომუშავე პირმა შეძლოს მასში მთლიანად შესვლა/ჩასვლა.

👉 სივრცეში ნებისმიერი მიზეზით ჩასვლამდე აუცილებელია სამუშაო პროცესის დეტალურად დაგეგმვა, საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების განსაზღვრა და მათი კონტროლის მექანიზმების გატარება.

✅ კონტროლის იერარქიის მიხედვით უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს საფრთხის გამორიცხვას, ანუ შესაძლებლობის შემთხვევაში, სამუშაოს გარედან შესრულებას.

📌 სივრცეში შესვლამდე აუცილებელია არსებული და პოტენციური სახიფათო ატმოსფეროს (ჟანგბადის, აალებადი და ტოქსიკური აირების, ორთქლის) შემოწმება და მუდმივი მონიტორინგი სპეციალური აირ დეტექტორით.

❗️ ხშირად, დახურულ სივრცეში ტოქსიკურ ატმოსფეროს ქმნის გოგირდწყალბადი (H2S), რომელსაც არ გააჩნია ფერი და ხასიათდება ლაყე კვერცხის სუნით.

🔺 მისი შესუნთქვა მყისიერად აქვეითებს ყნოსვის შეგრძნებას/კლავს ყნოსვის რეცეპტორებს, აფერხებს ჟანგბადის გადაადგილებას უჯრედის დონეზე და იწვევს ასფიქსიას. შესაძლებელია მომუშავეზე ზემოქმედება კანზე შეღწევის გზითაც.

🔍 აუცილებელია, დახურულ სივრცეში შესვლამდე ატმოსფეროს ტესტირება, შესაბამისი უწყვეტი/გამწოვი ვენტილაციის შენარჩუნება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სხვა კონტროლის მექანიზმების განხორციელება.

🔗 დახურული სივრცის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ელ.ბიბლიოთეკას: https://cosho.ge/biblioteka/

🔗 დახურულ სივრცეში მუშაობის ტრენინგ-კურსის გასავლელად და სერტიფიკატის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://academy.safco.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%94/

03/03/2023

📢 ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების ნორმებს ადგენს მთავრობის 60-ე დადგენილება და ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ (V თავი).

📌 ავტოგასამართ სადგურებზე და კომპლექსებზე აუცილებელია იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

◾️ ხანძარსაშიში სიტუაციებისა და ხანძრების ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმა;
◾️ უახლოესი წყლის წყაროების გეგმა-სქემა მანძილების და წყლის წყაროების დებიტების აღნიშვნით;
◾️ ტერიტორიიდან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის გეგმა;
◾️ ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუქციები;
◾️ მეხამრიდ სისტემებზე ჩატარებული სარეგლამენტო და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალი.

🧯 სადგურებსა და კომპლექსებზე სატრანსპორტო საშუალებების გამართვისას საჭიროა შემდეგი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა:

👉 მოტოციკლებისა და მოტოროლერების ძრავას ამოქმედება და გამორთვა უნდა ხდებოდეს საწვავ-სარიგებელი სვეტიდან არანაკლებ 15 მ მანძილზე, ხოლო ავტომობილები უნდა მოძრაობდნენ თავისი სვლით;
👉 დაღვრილი ნავთობპროდუქტები უნდა დაიფაროს სორბენტით. სორბენტი და გაზეთილი საწმენდი მასალები უნდა შეგროვდეს ნაპერწკალუსაფრთხო ხუფების მქონე ლითონის ყუთებში და შევსებისთანავე გატანილ იქნეს ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან;
👉 მანძილი გასამართ ავტომობილსა და მის უკან მდგომ ავტომობილს შორის უნდა იძლეოდეს უსაფრთხო მანევრირების და ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან გასვლის შესაძლებლობას;
👉 საწვავის ჩასხმა მინის ან პოლიეთილენის ტარაში ანტისტატიკის გარეშე აკრძალულია.

👷 მომსახურე პერსონალს და ავტოცისტერნების მძღოლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგები (არანაკლებ 6 თვეში ერთხელ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ.

🔍 ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების ინსპექტირებას ახორციელებს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

#კონფედერაცია

 #შრომისუსაფრთხოება
10/02/2023

#შრომისუსაფრთხოება

 #შრომისუსაფრთხოება❗
09/02/2023

#შრომისუსაფრთხოება❗

✅უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში⬇️გაეცანით, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ბადეებიიცოდე წესები და იყავი ...
29/01/2023

✅უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში

⬇️გაეცანით, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ბადეები

იცოდე წესები და იყავი დაცული! 👷‍♂️👷‍♀️

✅შენი შრომის უფლებისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის.
📞 დაგვიკავშირდით - 599124772; 599115297

,, #მძიმეტექნიკა" #უსაფრთხოება
26/01/2023

,, #მძიმეტექნიკა"
#უსაფრთხოება

25/01/2023
18/01/2023

✅გუნდი, რომელიც უსაფრთხო და თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ⭕
✅გახადეთ თქვენი ბიზნესი და საქმიანობა მისაბაძი❗

⏳ 🦺 ☢ ☣ 🧯

☎️ 599115297
☎️ 577522328

Address

Tbilisi

Telephone

+995599124772

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Occupational health and safety specialist posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram