რეაბილიტაციის ცენტრი - თანადგომა • Rehabilitation Center - Tanadgoma

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • რეაბილიტაციის ცენტრი - თანადგომა • Rehabilitation Center - Tanadgoma

რეაბილიტაციის ცენტრი - თანადგომა • Rehabilitation Center - Tanadgoma დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი

🎄 თანადგომას სარეაბილიტაციო ცენტრის გუნდი გილოცავთ ახალ წელს! 🎉 გისურვებთ მიზნების ასრულებას, საკუთარი თავის ახლიდან აღმ...
31/12/2025

🎄 თანადგომას სარეაბილიტაციო ცენტრის გუნდი გილოცავთ ახალ წელს!
🎉 გისურვებთ მიზნების ასრულებას, საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენას და დამოკიდებულებისგან თავისუფალ ცხოვრებას!

🫂 ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანადგომისთვის!

#თანადგომა

🫂  თუ შენი ოჯახის წევრი, მეგობარი ან ახლო ადამიანი არის დამოკიდებული, თანადგომა შენც გჭირდება.👥  კვირაში 2-ჯერ, ჩვენს დღ...
09/12/2025

🫂 თუ შენი ოჯახის წევრი, მეგობარი ან ახლო ადამიანი არის დამოკიდებული, თანადგომა შენც გჭირდება.

👥 კვირაში 2-ჯერ, ჩვენს დღის ცენტრში ერთმანეთს შევხვდებით და ვისაუბრებთ საკუთარ ფიქრებზე, ემოციებსა და განწყობებზე.

🗣 ერთმანეთის მოსმენით, გაზიარებით და თანადგომით, ერთობლივად გავუმკლავდებით პრობლემებს, რომლის წინაშეც ვდგებით, როცა ახლო ურთიერთობაში ვართ დამოკიდებულ ადამიანებთან, რადგან მათი ყოველდღიური გამოწვევები ჩვენიც ხდება.

🙏 ჩვენს შეხვედრებზე ვქმნით მყუდრო და უსაფრთხო გარემოს ურთიერთობისთვის, სადაც კონფიდენციალურობა დაცულია.

👤 შემოგვიერთდით ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს - 18:30-ზე;
👤 დასწრება თავისუფალია.

🙏 დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
📍 თბილისის ცენტრი - ქუთაისის ქ. 18
📞 599 98 63 68

#რეაბილიტაციისცენტრი #თანადგომა #სარეაბილიტაციოცენტრი

🙏 დაიწყე ახალი ცხოვრება ჩვენი თანადგომით! ✔ ისარგებლე შეთავაზებით სრულ კურსზე - 1500₾ (3000-ის ნაცვლად)თუ ხარ დამოკიდებუ...
06/11/2025

🙏 დაიწყე ახალი ცხოვრება ჩვენი თანადგომით!
✔ ისარგებლე შეთავაზებით სრულ კურსზე - 1500₾ (3000-ის ნაცვლად)

თუ ხარ დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე, ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე და გსურს გათავისუფლდე მისგან - ეს ინტენსიური თერაპიული კურსი შენთვის შევქმენით.

თერაპიული პროცესი მოიაზრებს დღეში 2-3 საათიან შეხვედრებს, რომელიც ინდივიდუალურად მორგებულია შენს საჭიროებებზე და აერთიანებს სხვადასხვა აქტივობებს:
🔸 ინდივიდუალური ფსიქოთერაპია;
🔹 ჯგუფური ფსიქოთერაპია;
🔸 ფსიქოგანათლება და ქცევითი თერაპია;
🔹 ჯგუფური სათემო თერაპია;
🔸 ხელოვნებითი თერაპია;
🔹 კერამიკის თერაპია.

🔶 მოსალოდნელი შედეგები პროგრამის დასრულების შემდეგ:
• ბენეფიციარები არ იყენებენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ინაჩუნებენ ხანგრძლივ რემისიას;
• იძენენ ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულების გაგების საბაზისო ცოდნას და რეციდივის პრევენციის უნარებს;
• ორიენტირებულნი არიან იზრუნონ და თანდათანობით მოახდინონ სოციუმში რეინტეგრაცია, გააუმჯობესონ ოჯახური ურთიერთობები, აღიდგინონ კავშირი ნათესავებთან, მეგობრებთან, იმ ადამიანებთან, ვისთანაც დაკარგული ქონდათ კონტაქტი, დამოკიდებულების გამო.

✔️ კურსის სრული ღირებულება - 1500₾
✔️ გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად;

▪️ ჩასაწერად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 +995 599 986 368
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

#თანადგომა #დამოკიდებულება #რეაბილიტაცია

✨  სიახლე თანადგომას სარეაბილიტაციო ცენტრის კერამიკულ სახელოსნოში:🙏  თუ გჭირდება განტვირთვა, დაინტერესებული ხარ კერამიკუ...
27/10/2025

✨ სიახლე თანადგომას სარეაბილიტაციო ცენტრის კერამიკულ სახელოსნოში:
🙏 თუ გჭირდება განტვირთვა, დაინტერესებული ხარ კერამიკული ნაკეთობების შექმნით ან ფიქრობ, რომ შენს შვილს ძალიან მოეწონება ეს აქტივობა - გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ერთჯერად ვორკშოპებს, ისე სრულ კურსს - 8 სესიით.
🏺 კერამიკის ჯგუფს წაიყვანს: თეონა დვალიძე, მხატვარი-კერამიკოსი.
🏺 ადგილები შეზღუდულია!

🔸 აარჩიე სასურველი ვორკშოპი და რეგისტრაციისთვის:
📩 მოგვწერე პირად შეტყობინებებში
☎️ დაგვიკავშირდი ნომერზე:
📍 მისამართი: თბილისი, ქუთაისის ქუჩა N18

#რეაბილიტაციისცენტრი #კერამიკა #თიხა

#კერამიკა #თიხა #თერაპია

🟠 დამოკიდებულებისგან გამოჯანმრთელების გზაზე - შენი გამოცდილებები ისევე ფასეულია სხვისთვის, როგორც სხვისი დაგხმარებია შენ...
21/07/2025

🟠 დამოკიდებულებისგან გამოჯანმრთელების გზაზე - შენი გამოცდილებები ისევე ფასეულია სხვისთვის, როგორც სხვისი დაგხმარებია შენ.

🗣 გააზიარე შენი გამოცდილება, მიღწევები, სირთულეები, გამოწვევები - გაუწოდე დახმარების ხელი მას, ვისაც ახლა სჭირდება.

🫂 ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ყოველკვირეულად ტარდება სათემო შეხვედრა, სადაც თითოეული ჩვენგანი აზიარებს პირად ამბავს, რომელიც თანადგომის და მოტივაციის ფასეული ფორმაა.

🟡 დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზაზე, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ გამოჯანმრთელება არ არის მხოლოდ ნივთიერებისგ...
14/07/2025

🟡 დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზაზე, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ გამოჯანმრთელება არ არის მხოლოდ ნივთიერებისგან ან კონკრეტული დამოკიდებულებისგან თავის შეკავება - არამედ, ეს არის სრულფასოვანი, გააზრებული გადაწყვეტილება.

🟡 ეს არის, მუდმივად არჩევანის გაკეთება საკუთარი ჯანმრთელობის, პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის, საკუთარი სიჯანსაღის ხელშეწყობისთვის და თავისუფლებისთვის.

07/07/2025

რა როლი აქვს ფსიქოთერაპიას და განსაკუთრებით სხეულზე ორიენტირებულ თერაპიას, დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზაზე? - თანადგომას ფსიქოთერაპევტი, მარიკა უნგიაძე.

👥 დაესწარი შეხვედრებს ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში
💬 დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
📍 თბილისის ცენტრი - ქუთაისის ქ. 18
📞 599 98 63 68

#რეაბილიტაციისცენტრი #თანადგომა #სარეაბილიტაციოცენტრი

👤 გამოჯანმრთელების გზაზე, უმნიშვნელოვანესია პოზიტიური ცვლილებები ცხოვრების წესში, რომლებიც ხელსუწყობენ სიფხიზლეს და საერ...
01/07/2025

👤 გამოჯანმრთელების გზაზე, უმნიშვნელოვანესია პოზიტიური ცვლილებები ცხოვრების წესში, რომლებიც ხელს
უწყობენ სიფხიზლეს და საერთო კეთილდღეობას.

👇 ეს შეიძლება მოიცავდეს:
- გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენას;
- სტრესის შემცირების ტექნიკის პრაქტიკას;
- სპორტულ აქტივობებს;
- ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული გარემოს ან სოციალური წრეების თავიდან
არიდებას/ჩამოშორებას.

#თანადგომა #სარეაბილიტაციოცენტრი #რეაბილიტაცია #დამოკიდებულება

🫂 თუ შენი ოჯახის წევრი, მეგობარი ან ახლო ადამიანი არის დამოკიდებული, თანადგომა შენც გჭირდება. 👥 კვირაში 2-ჯერ, ჩვენს დღი...
28/05/2025

🫂 თუ შენი ოჯახის წევრი, მეგობარი ან ახლო ადამიანი არის დამოკიდებული, თანადგომა შენც გჭირდება.

👥 კვირაში 2-ჯერ, ჩვენს დღის ცენტრში ერთმანეთს შევხვდებით და ვისაუბრებთ საკუთარ ფიქრებზე, ემოციებსა და განწყობებზე.

🗣 ერთმანეთის მოსმენით, გაზიარებით და თანადგომით, ერთობლივად გავუმკლავდებით პრობლემებს, რომლის წინაშეც ვდგებით, როცა ახლო ურთიერთობაში ვართ დამოკიდებულ ადამიანებთან, რადგან მათი ყოველდღიური გამოწვევები ჩვენიც ხდება.

🙏 ჩვენს შეხვედრებზე ვქმნით მყუდრო და უსაფრთხო გარემოს ურთიერთობისთვის, სადაც კონფიდენციალურობა დაცულია.

👤 შემოგვიერთდით ყოველ ხუთშაბათს - 18:30-ზე და ყოველ სამშაბათს, 14:00-ზე.
👤 დასწრება თავისუფალია.

🙏 დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
📍 თბილისის ცენტრი - ქუთაისის ქ. 18
📞 599 98 63 68

#რეაბილიტაციისცენტრი #თანადგომა #სარეაბილიტაციოცენტრი

კურსი იწყება 3 ივნისს - დარჩენილია რამდენიმე ადგილი! 🟡 თუ თქვენი ოჯახის წევრს აქვს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ...
20/05/2025

კურსი იწყება 3 ივნისს - დარჩენილია რამდენიმე ადგილი!

🟡 თუ თქვენი ოჯახის წევრს აქვს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და ქცევითი ადიქცია და გსურთ მათი გამოჯანმრთელება, ურთიერთობის დალაგება, ან გაწუხებთ ისეთი ცხოვრებისეული საკითხები, როგორიცაა: დაბალი თვითშეფასება, თვითრეალიზაციის და ურთიერთობის სიძნელეები გთავაზობთ ხელოვნებით თერაპიას.

🎨 თანადგომას სარეაბილიტაციო ცენტრში, 3 თვიან კურსს გაუძღვება 15 წლიანი გამოცდილების მქონე თერაპევტი - მარიამ ქუთათელაძე.

🔸აქ დაგხვდებათ ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო გარემო, მთავარი პირობაა კონფიდენციალურობის დაცვა, რაც გვეხმარება გულწრფელობაში და თერაპიული პროცესის დროს გახსნაში.
🔸 ხელოვნებით-თერაპიას არ ჭირდება ხატვის და თიხაში პლასტიცირების ნიჭი ან გამოცდილება, ადამიანი თვითონ იღებს საკუთარ გამოცდილებას თერაპევტის დახმარებით.
🔸 თვითდაკვირვებით ცოცხლდება ემოციები, შეგრძნებები, შესაძლებლობა გვეძლევა მივყვეთ პროცესს და განვიცადოთ შედეგის თავისუფლება.
🔶 კურსი მოიცავს როგორც ფერწერას ასევე თიხაში პლასტიცირებას: გაეცნობით ფერს, მათ თვისებებს, მოსინჯავთ და გაიცნობთ საკუთარ თავს სიახლეებში.

〰️ შეხვედრა ტარდება კვირაში ერთხელ;
〰️ ხანგრძლივობა - 1:30-2:00 სთ;
〰️ კურსის ხანგრძლივობა - 3 თვე;
〰️ ჯამში - 12 შეხვედრა;
〰️ მონაწილეების რაოდენობა 8-10 ადამიანი.

☑️ კურსის სრული ღირებულება - 480₾
☑️ გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად (თვეში - 160₾)
☑️ კურსის სრულად წინასწარ გადახდის შემთხვევაში - 400₾

〰 მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 +955 599 986 368

#რეაბილიტაციისცენტრი #რეაბილიტაცია #არტთერაპია #ხელოვნებითითერაპია #თანადგომა

დაიწყე ახალი ცხოვრება ჩვენი თანადგომით!თუ ხარ დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე, ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე და გსურს გათავ...
19/05/2025

დაიწყე ახალი ცხოვრება ჩვენი თანადგომით!

თუ ხარ დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე, ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე და გსურს გათავისუფლდე მისგან - ეს ინტენსიური თერაპიული კურსი შენთვის შევქმენით.

ყოველი დღე ნაბიჯია გამოჯანმრთელებისკენ! თერაპიული პროცესი მოიაზრებს დღეში 2-3 საათიან შეხვედრებს, რომელიც ინდივიდუალურად მორგებულია შენს საჭიროებებზე და აერთიანებს სხვადასხვა აქტივობებს:

🔸 ინდივიდუალური ფსიქოთერაპია: 8 სესია, ხანგრძლივობა: 1-1.5 საათი, სულ 8-12 საათი;
🔹 ჯგუფური ფსიქოთერაპია: 8 სესია, ხანგრძლივობა: 1.5-2 საათი, სულ 12-16 საათი;
🔸 ფსიქოგანათლება და ქცევითი თერაპია: 8 სესია, ხანგრძლივობა 1-1,5 საათი, სულ 8-12 საათი;
🔹 ჯგუფური სათემო თერაპია: 8 სესია, ხანგრძლივობა 1.5-2 საათი, სულ 12-16 საათი;
🔸 ხელოვნებითი თერაპია: 8 სესია, ხანგრძლივობა 1.5-2 საათი, სულ 12-16 საათი;
🔹 კერამიკის თერაპია: 8 სესია, ხანგრძლივობა 2-2.5 საათი, სულ 16-20 საათი.

🔶 მოსალოდნელი შედეგები პროგრამის დასრულების შემდეგ:
• ბენეფიციარები არ იყენებენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ინაჩუნებენ ხანგრძლივ რემისიას;
• იძენენ ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულების გაგების საბაზისო ცოდნას და რეციდივის პრევენციის უნარებს;
• ორიენტირებულნი არიან იზრუნონ და თანდათანობით მოახდინონ სოციუმში რეინტეგრაცია, გააუმჯობესონ ოჯახური ურთიერთობები, აღიდგინონ კავშირი ნათესავებთან, მეგობრებთან, იმ ადამიანებთან, ვისთანაც დაკარგული ქონდათ კონტაქტი, დამოკიდებულების გამო.

✔️ კურსის სრული ღირებულება - 3 000₾
✔️ გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად;
✔️ წინასწარ და სრულად გადახდის შემთხვევაში - 2 500₾

▪️ ჩასაწერად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 +995 599 986 368
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

#თანადგომა #დამოკიდებულება #რეაბილიტაცია

Address

Georgia, Kutaisi Street 18
Tbilisi
4600

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599986368

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რეაბილიტაციის ცენტრი - თანადგომა • Rehabilitation Center - Tanadgoma posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to რეაბილიტაციის ცენტრი - თანადგომა • Rehabilitation Center - Tanadgoma:

Share