Ophthalmic Surgeon Shota Tadumadze • ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Ophthalmic Surgeon Shota Tadumadze • ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე

Ophthalmic Surgeon Shota Tadumadze • ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Ophthalmic Surgeon Shota Tadumadze • ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე, Ophthalmologist, 12 krtsanisi str, Tbilisi.

ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი

🔹 სპეციალიზაცია: თერაპიული ოფთალმოლოგია, კატარაქტის ქირურგია, რეფრაქციული ქირურგია (მხედველობის ლაზერული კორექცია), ვიტრეორეტინული ქირურგია, ვიტრეორეტინული დაავადებები

🔹 საქართველოს ოფთალმოლოგთა საზოგადოების წევრი

🔹 რეფრაქციული და კატარაქტალური ქირურგიის ამერიკული საზოგადოების წევრი

🔹 საქართველოს ვიტრეორეტინოლოგთა ასოციაციის ასოცირებული წევრი

🔹 პროფესიული გა

ნათლება მიღებული აქვს საქართველოში, გერმანიაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში.

🔹 სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს გერმანიაში („ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკა“), ინდოეთსა (Modern Eye Hospital) და ბელარუსში („მე-10 კლინიკური საავადმყოფო“)

___________________________________________________
Doctor Ophthalmologist, Eye Surgeon

🔹 Specialty: general ophthalmology, cataract surgery, refractive surgery (laser eye-surgery), vitreoretinal surgery, vitreoretinal diseases

🔹 Member of Georgian Ophthalmological Society

🔹 Member of the American Society of Cataract and Refractive Surgery

🔹 Associated Member of Georgian Association of Vitreoretinal Specialists

🔹 Has received professional education in Georgia, Germany, Russia, Belarus and USA

🔹 Has gained professional experience in Germany ("Leipzig University Clinic"), India (Modern Eye Hospital) and Belarus ("10th Clinical Hospital")

07/03/2024
ჩაიტარეთ უფასო კონსულტაცია და გამოკვლევა სათვალის მოხსნის ოპერაციასთან დაკავშირებით და მიიღეთ 10% ფასდაკლება ფემტო- ექსი...
23/06/2023

ჩაიტარეთ უფასო კონსულტაცია და გამოკვლევა სათვალის მოხსნის ოპერაციასთან დაკავშირებით და მიიღეთ 10% ფასდაკლება ფემტო- ექსიმერლაზერულ კორექციაზე.

24 ივნისს 10:00-15:00 სთ

📣 „ნიუ ჰოსპიტალსის“ოფთალმოლოგიის ეროვნილი ცენტრი 𝐁𝐞𝐚𝐮𝐭𝐲 𝐅𝐚𝐢𝐫-ის პარტნიორია

🧚‍♀️ 𝟐𝟑, 𝟐𝟒 და 𝟐𝟓 ივნისს სილამაზის ფესტივალის ფარგლებში მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები მხედველობის დიაგნოსტიკასა და მხედველობის ლაზერული კორექციის პროცედურაზე 👇

🔹 მხედვალობის ლაზერული კორექციის სკრინინგი;
🔹 პაციენტებს, რომლებსაც დაუდგინდებათ რეფრაქციული დარღვევა (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) მიეცემათ საშუალება უფასოდ ჩაიტარონ სრულფასოვანი კვლევა ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში;
​🔹 ასევე, პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ კვლევები და სპეციალისტის მიერ მიეცემათ რეკომენდაცია ჩაიტარონ მხედველობის ლაზერული კორექცია, აღნიშნულ პროცედურაზე მიიღებენ 𝟏𝟎% ფასდაკლებას. ​

📝 ფესტივალზე დასასწრებად გაიარე წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://go.psp.ge/45IXmVn

✨დასწრება უფასოა!

#ნიუჰოსპიტალსი #ოფთალმოლოგია

გილოცავთ!
31/12/2022

გილოცავთ!

👁 შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) - თვალის რეფრაქციის გავრცელებული მანკია, რომლის დროსაც ახლო მანძილძე არსებული საგნები ჩ...
10/01/2022

👁 შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) - თვალის რეფრაქციის გავრცელებული მანკია, რომლის დროსაც ახლო მანძილძე არსებული საგნები ჩანს ბუნდოვნად.

☝ ჰიპერმეტროპია უმეტესწილად თავს იჩენს ადრეულ ასაკში. ძალზე მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს შორსმხედველობის გამოვლენა და კორექცია, რათა არ ჩამოყალიბდეს ე.წ ამბლიოპია (თვალი არ გაზარმაცდეს).

👨‍⚕️ ოფთალმოლოგის კონსულტაციისა და პირველადი კვლევების შედეგად, შორსმხედველობის დადგენა საკმაოდ მარტივია.

👉 ჰიპერმეტროპია შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
🔹 ახლო საგნებზე ფოკუსირების გაძნელება
🔹 ბუნდოვანი ხედვა
🔹 თავის ტკივილი
🔹 თვალის დაძაბვა

👓 ჰიპერმეტროპიის საკორექციოდ არსებობს სხვადასვა გზები:
სათვალე, კონტაქტური ლინზა და მხედველობის ლაზერულ კორექცია.

❗️ მიმართეთ სპეციალისტს, თუ შეამჩნევთ აღნიშნულ სიმპტომებს.

📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსს ნომერზე: 032 2 190 190

💙 გისურვებთ ბედნიერ 2022 წელს!
31/12/2021

💙 გისურვებთ ბედნიერ 2022 წელს!

👉 დიაგნოზი: ბადურის ტოტალური ჩამოცლა და კატარაქტა. შედეგად, პაციენტმა სრულად დაკარგა მხედველობა.👨‍⚕️ ბადურის ჩამოცლისა დ...
06/12/2021

👉 დიაგნოზი: ბადურის ტოტალური ჩამოცლა და კატარაქტა. შედეგად, პაციენტმა სრულად დაკარგა მხედველობა.

👨‍⚕️ ბადურის ჩამოცლისა და კატარაქტის სამკურნალოდ, ჩატარდა კომბინირებული ვიტრექტომია კატარაქტის ოპერაციასთან ერთად.

👁 ოპერაციის შედეგად, მოხერხდა მხედველობის აღდგენა ერთ თვალში.

👇 პაციენტი მაკა კუკულაძე გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას.

"ალიას" ესაუბრება 45 წლის ქალბატონი, მაკა კურკულაძე გურიიდაან, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ ო.....

👁 ახლომხედველობა (მიოპია) - თვალის რეფრაქციის გავრცელებული მანკია, რომლის დროსაც ადამიანი ახლომდებარე საგნებს ხედავს კარ...
10/11/2021

👁 ახლომხედველობა (მიოპია) - თვალის რეფრაქციის გავრცელებული მანკია, რომლის დროსაც ადამიანი ახლომდებარე საგნებს ხედავს კარგად, ხოლო შორს - ცუდად.

☝ ახლომხედველობა უმეტესწილად თავს იჩენს ადრეულ გარდატეხის ასაკში და შესაძლოა პროგრესირებდეს ზრდასრული ასაკის მიღწევამდე.

👨‍⚕️ ოფთალმოლოგის კონსულტაციისა და პირველადი კვლევების შედეგად, ახლომხედველობის დადგენა საკმაოდ მარტივია.

👉 მიოპია შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
🔹 შორი საგნების ბუნდოვანი ხედვა
🔹 გაძნელებული ხედვა (განსაკუთრებით ღამით)
🔹 თავის ტკივილი
🔹 თვალის დაძაბვა

👓 პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, მკურნალი ექიმი დანიშნავს - სათვალეს, კონტაქტურ ლინზებს ან მხედველობის ლაზერულ კორექციას.

❗️ მიმართეთ სპეციალისტს, თუ შეამჩნევთ აღნიშნულ სიმპტომებს.

📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსს ნომერზე: 032 2 190 190

👁 ასაკობრივი მაკულოდეგენერაცია 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთ უხშირეს მიზეზს წარმოადგენ...
29/10/2021

👁 ასაკობრივი მაკულოდეგენერაცია 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთ უხშირეს მიზეზს წარმოადგენს.

👉 საწყის ეტაპზე, დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პროგრესირებასთან ერთად კი პაციენტს შესაძლოა გამოუვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

🔹 ერთ ან ორივე თვალში ცენტრალური მხედველობის დაქვეითება
🔹ფერების აღქმის გაძნელება
🔹 გამოსახულების გამრუდება (მაგ: კითხვის დროს ციფრების და ასოების გამრუდება)

🤓 სახელწოდების შესაბამისად, დაავადება ძირითადად ასაკში იჩენს თავს. ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობას. თამბაქოს მოხმარება და არაჯანსაღი ცხოვრების წესი ასევე ზრდის ასაკობრივი მაკულოდეგენერაციის განვითარების რისკს.

💊 დაავადება სრულად არ იკურნება, თუმცა დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში, გარკვეულ ფორმებში შესაძლებელია მისი პროგრესირების შეჩერება, მხედველობის შენარჩუნება და ხშირად გაუმჯობესებაც კი.

❗️ მიმართეთ ოფთალმოლოგს, თუ შენიშნავთ მოცემულ სიმპტომებს.

📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსს ნომერზე: 032 2 190 190

👁 ნორმის ფარგლებში თვალის შიგნით არსებული ლინზა - ბროლი  გამჭვირვალეა. თუმცა, სხვადასხვა მიზეზით შესაძლოა ბროლი შეიმღვრე...
19/10/2021

👁 ნორმის ფარგლებში თვალის შიგნით არსებული ლინზა - ბროლი გამჭვირვალეა. თუმცა, სხვადასხვა მიზეზით შესაძლოა ბროლი შეიმღვრეს და განვითარდეს ე.წ კატარაქტა. კატარაქტის პროგრესირებასთან ერთად მხედველობა ხდება არამკვეთრი, დაბინდული და შესაძლოა სიბრმავის მიზეზიც გახდეს.

🌎 მსოფლიოში სიბრმავის უხშირეს მიზეზს სწორედ კატარაქტა წარმოადგენს.

👉 კატარაქტის მქონე ადამიანს შესაძლოა გამოუვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
🔹 დაბინდული მხედველობა
🔹 სათვალის ხშირი გამოცვლის საჭიროება
🔹 ფერების აღქმის გაძნელება
🔹 ღამით მხედველობის გაუარესება
🔹 გაორებული მხედველობა
🔹 სიბრმავე

💠 კატარაქტის მკურნალობის ერთადერთ გზას ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. ოპერაციის დროს, შემღვრელი ბროლი ჩანაცვლდება ხელოვნური, გამჭვირვალე ბროლით, რომელიც სამუდამოდ დარჩება თვალის შიგნით. ოპერაციის ხანგრძლოვობა 10-15 წუთს შეადგენს და მისი შედეგი სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება.

❗️ დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს, თუ შენიშნავთ მხედველობის ცვლილებას, მკვეთრ გაუარესებას ან გაორებულ ხედვას.

📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსს ნომერზე: 032 2 190 190

13/10/2021

❓ რა ტიპის დარღვევების დროს არის შესაძლებელი მხედველობის ლაზერული კორექციის ჩატარება?
❓ რამდენად ეფექტურია პროცედურა და რამდენ ხანს გაგრძელდება ეფექტი?
❓ რა უპირატესობები აქვს ფემტო-ექსიმერულ ლაზერს?

👨🏻‍⚕️ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე საუბრობს მხედველობის ლაზერული კორექციის შესახებ

📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსს ნომერზე: 032 2 190 190

👁 ბადურის ვენის თრომბოზი იწვევს ბადურის (თვალის ნერვული ქსოვილის) სისხლის მიმოქცევის მოშლას. შედეგად, მხედველობის სიმახვ...
13/10/2021

👁 ბადურის ვენის თრომბოზი იწვევს ბადურის (თვალის ნერვული ქსოვილის) სისხლის მიმოქცევის მოშლას. შედეგად, მხედველობის სიმახვილე ქვეითდება ნაწილობრივ ან სრულად.

👉 ბადურის ვენის თრომბოზის დროს მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაწყება. მკურნალობის დაყოვნებისას, მოსალოდნელია მხედველობა მნიშვნელოვნად დაქვეითდეს ან სრულად დაიკარგოს.

💠 დაავადების ადრეულ ეტაპზე მკურნალობისთვის გამოიყენება ლაზერი ან მედიკამენტის ინექციები. შორსწასულ სტადიაში, ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

🤓 დაავადება უმეტესწილად ვითარდება ერთ თვალზე.

☝ არსებობს სხვადასხვა რისკფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენენ ბადურის ვენის თრომბოზის განვითარებაზე:
🔹 დიაბეტი
🔹 მაღალი არტერიული წნევა
🔹 ქოლესტერინის მაღალი დონე
🔹 ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რომელთა დროსაც იცვლება სისხლის მიმოქცევა და შედედების უნარი.

❗️ დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს, თუ შენიშნავთ მხედველობის ცვლილებას ან მკვეთრ გაუარესებას.

📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსს ნომერზე: 032 2 190 190

❓ დაიღალეთ სათვალისა და კონტაქტური ლინზების ტარებით? ☝ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მხედველობის ფემტო და ექსიმერლაზერული კო...
26/09/2021

❓ დაიღალეთ სათვალისა და კონტაქტური ლინზების ტარებით?

☝ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მხედველობის ფემტო და ექსიმერლაზერული კორექცია (ე.წ. უდანო მეთოდი) საუკეთესო გამოსავალი იყოს თქვენთვის!

👉 ფემტო და ექსიმერ ლაზერით შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის დაქვეითების ისეთი მიზეზების მკურნალობა, როგორიცაა:
🔹 ახლომხედველობა
🔹 შორსმხედველობა
🔹 ასტიგმატიზმი

⏰ ლაზერული კორექციის პროცედურა სულ რამდენიმე წამი გრძელდება და შედეგი თვალსაჩინოა მისი დასრულებისთანავე.

🌟 ოპერაციის შედეგი უმეტესწილად სამუდამოდ გრძელდება.

📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსს ნომერზე: 032 2 190 190

Address

12 Krtsanisi Str
Tbilisi
0114

Telephone

+995322190190

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ophthalmic Surgeon Shota Tadumadze • ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share