23/04/2026
🏛️გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ერთ-ერთი მოწინავე დაწესებულებაა მსოფლიოში, რომელიც 1923 წლიდან დღემდე უწყვეტად მოღვაწეობს ბაქტერიოფაგების კვლევისა და განვითარების მიმართულებით.
💯 ბაქტერიოფაგების სამიზნე მხოლოდ მავნე ბაქტერიებია, ამიტომ ისინი ბუნებრივი, ზუსტი და ეფექტურია, მაშინაც კი, როცა ანტიბიოტიკები უშედეგოა.
🧪 ელიავა ბიოპრეპარატები ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში არსებული ფაგური პრეპარატების წარმოების უშუალო გამგრძელებელია. 100 წლიან გამოცდილებასა და ცოდნაზე დამყარებით, ჩვენ გთავაზობთ 6 სახის მაღალეფექტურ ანტიბაქტერიულ საშუალებას. პრეპარატები გამოირჩევა მოქმედების ფართო სპექტრით და არ გააჩნიათ გვერდითი ეფექტები.
🏥 ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ბაქტერიოფაგის ავტორიზებულ აფთიაქში (თბილისი, გოთუას ქუჩა N3), ნეოფარმის სააფთიაქო ქსელში და Wolt-ის აპლიკაციაში.
📽️ვრცლად: https://www.youtube.com/watch?v=XThTj7yJWdY
#ფაგები1923წლიდან
“ელიავას სახელობის ინსტიტუტი“ 100 წლისაა - მზია ქუთათელაძე ქალების ნარატივში