PhotoTherapy • Anano Gunia

PhotoTherapy  • Anano Gunia ფოტოთერაპია ეხმარება
ადამიანს საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში,არაცნობიერი შინაარსების გააზრებაში.

10/04/2025

გელოდებით “საფეხურში” ფოტოთერაპიის ჯგუფზე 🩵

30/01/2024

ფოტოთერაპია - საკუთარი თავის უკეთესად შეცნობის მეთოდი.

🔸თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო რთულდება კომუნიკაცია საკუთარ თავთან.რაც უფრო მეტად შორდება ადამიანი საკუთარ თავს, მით მეტ ბარიერს აწყდება ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში. ეს პროცესები არაცნობიერ დონეზე მიმდინარეობს და ხშირად არც კი ვიცით, რომ ჩვენი პრობლემების მიზეზი ჩვენივე გამოუხატავი ემოციებია.

📷ფოტოთერაპია ორიგინალური ტექნიკების მეშვეობით ცდილობს დაეხმაროს ადამიანს საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, აღნიშნული ფარული და არაცნობიერი მეტაფორების გააზრებაში, ნორმალიზაციასა და მიღებაში.

მადლობა შუადღე • Shuadge

🟡სტუმრად უნივერსიტეტ ალტერბრიჯში. Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი📸 “ფოტოთერაპია ეგზისტენციალურ მოცემულო...
09/12/2023

🟡სტუმრად უნივერსიტეტ ალტერბრიჯში.
Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი

📸 “ფოტოთერაპია ეგზისტენციალურ მოცემულობებთან მუშაობის პროცესში”

💭 “სიკვდილი, უსაზრისობა, იზოლაცია და თავისუფლება - ეგზისტენციალური მოცემულობების პირისპირ დარჩენილი ადამიანი, რომელმაც დაკარგა თავისი ადგილი სამყაროში. მას უფრო და უფრო მეტად აწუხებს შეკითხვები ,,ვინ ვარ?”, ,,ვინ მინდა ვიყო?”

ფოტოთერაპიის პროექციული ტექნიკის საშუალებით, ადამიანს აქვს შესაძლებლობა უკეთ ჩაწვდეს საკუთარ თავს, გააცნობიეროს და მიიღოს საკუთარი არსებობა ამ დაპირისპირებების პასუხად.”

09/12/2023

🟡სტუმრად უნივერსიტეტ ალტერბრიჯში. Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი

,,ფოტოთერაპიის პროექციული ტექნიკის საშუალებით, ადამიანს აქვს შესაძლებლობა უკეთ ჩაწვდეს საკუთარ თავს,გააცნობიეროს და მიიღოს საკუთარი არსებობა ამ დაპირისპირებების პასუხად.”

🔹რაც უფრო მეტად შორდება ადამიანი საკუთარ თავს, მით მეტ ბარიერს აწყდება ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში. ეს პროცეს...
20/11/2023

🔹რაც უფრო მეტად შორდება ადამიანი საკუთარ თავს, მით მეტ ბარიერს აწყდება ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში. ეს პროცესები არაცნობიერ დონეზე მიმდინარეობს და ხშირად არც კი ვიცით, რომ ჩვენი პრობლემების მიზეზი ჩვენივე გამოუხატავი ემოციებია.

🔸გიწვევთ ჯგუფურ ფოტოთერაპიაზე, სადაც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტექნიკა, რომელთა მიზანია დაეხმაროს ადამიანს საკუთარ თავთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ემოციების უკეთ გამოხატვაში.

თერაპია ხუთი სტრუქტურირებული შეხვედრისგან შედგება. ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა 5 – 6 ადამიანია.

ინტერაქციული თერაპიული პროცესის საფუძველზე, მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს, განცდებს, ემოციებს, რისი მეშვეობითაც საშუალება ექნებათ გააცნობიერონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

🔶 ჯგუფური ფოტოთერაპიის დაწყების თარიღი : 14 დეკემბერი

🔶დასწრების მსურველებმა მოგვწერეთ პირადი შეტყობინება.

🔸თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო რთულდება კომუნიკაცია საკუთარ თავთან, ამის შედეგად ადამიანებს ხშირად გვიჭირს საკუ...
28/06/2023

🔸თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო რთულდება კომუნიკაცია საკუთარ თავთან, ამის შედეგად ადამიანებს ხშირად გვიჭირს საკუთარი ემოციების ამოცნობა და მათი გამოხატვა. რაც უფრო მეტად შორდება ადამიანი საკუთარ თავს, მით მეტ ბარიერს აწყდება ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში. ეს პროცესები არაცნობიერ დონეზე მიმდინარეობს და ხშირად არც კი ვიცით, რომ ჩვენი პრობლემების მიზეზი ჩვენივე გამოუხატავი ემოციებია.

როგორ გვეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში ფოტოთერაპია?

„ფოტოსურათებში ჩვენ არ უნდა ვხედავდეთ მარტო გამოსახულ ძაღლს, მოხუცს, ხედს, ბავშვს, რომელიც ეზოში თამაშობს და ა.შ. ფოტოები იმას გვაჩვენებს, რაც არ ვიცით, ეს ერთგვარი საიდუმლოს გამჟღავნება და პოვნაა…“ Duane Michals

ფოტოთერაპია საკუთარი ორიგინალური ტექნიკების მეშვეობით ცდილობს დაეხმაროს ადამიანს საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, აღნიშნული ფარული და არაცნობიერი მეტაფორების გააზრებაში, ნორმალიზაციასა და მიღებაში.
ფოტოთერაპია ადამიანს აძლევს საშუალებას ვიზუალურად გამოხატული დოკუმენტური მასალის საფუძველზე დაიწყოს ამ ყველაფერზე ფიქრი და შემდგომ გამოხატვა.

🔸გიწვევთ ჯგუფურ ფოტოთერაპიაზე, სადაც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტექნიკა, რომელთა მიზანია დაეხმაროს ადამიანს საკუთარ თავთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ემოციების უკეთ გამოხატვაში.

თერაპია ხუთი სტრუქტურირებული შეხვედრისგან შედგება. ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა 5 – 6 ადამიანია.
ფოტოთერაპია განკუთვნილია ნებისმიერ მსურველისთვის, ვისაც საკუთარ თავთან უკეთესი კომუნიკაციის დამყარება, საკუთარი ემოციების ჯანსაღი წვდომა სურს.

ინტერაქციული თერაპიული პროცესის საფუძველზე, მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს, განცდებს, ემოციებს, რისი მეშვეობითაც საშუალება ექნებათ გააცნობიერონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

🔶 ჯგუფური ფოტოთერაპიის დაწყების თარიღი : 08.07

🔶დასწრების მსურველებმა მოგვწერეთ პირადი შეტყობინება.

🔹 ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University -ში გაიმართა სტუდენტ...
29/05/2023

🔹 ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University -ში გაიმართა სტუდენტური ფოტო-გამოფენა - ,,ნამდვილი მე საზოგადოებაში“

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ფოტოთერაპიის ჭრილში განიხილა და შეაფასა ფსიქოლოგმა, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ფოტოთერაპევტმა ანანო გუნიამ. ნამუშევრების გარშემო წარიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც ფსიქოლოგთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს ასევე ნამუშევრების ავტორებმა და აუდიტორიის სხვა წევრებმა.

🔸ძალიან ხშირად ადამიანს უჭირს მოახდინოს სახელდება, ვერბალურად გამოხატოს და აღწეროს ის, რაც აწუხებს. ფოტოთერაპია აძლევს მ...
13/05/2023

🔸ძალიან ხშირად ადამიანს უჭირს მოახდინოს სახელდება, ვერბალურად გამოხატოს და აღწეროს ის, რაც აწუხებს. ფოტოთერაპია აძლევს მას საშუალებას საკუთარი უხილავი განცდები, ემოციები, ფიქრები ხილული გახადოს, აქციოს ისინი რეალობად. ფოტოთერაპია ეხმარება ადამიანს აღმოაჩინოს თავის თავში რესურსი და შესაძლებლობები, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდა. ჯუდი ვაიზერი აღწერს მისი ერთ-ერთი კლიენტის მონათხრობს:

,,კონკრეტულმა ფოტოსურათმა უეცრად მიიპყრო ჩემი ყურადღება. ავიღე, რომ დამეხედა. ფოტოზე ადამიანია, რომელიც გატეხილი ფანჯრიდან იყურება. ფანჯარა ხეებს ირეკლავს. კედლები, რომელზეც ფანჯარაა მიმაგრებული, ფოლადისაა. მე ვფიქრობ: მატარებელია? შენობა? ციხე? სახე, რომელსაც ფოტოსურათზე ვუყურებდი დაღლილად გამოიყურებოდა. მივხვდი, რომ ასე თავს სწორედ მე ვგრძნობდი. ათი წელია სკოლაში ვარ და უბრალოდ დავიღალე. დავიღალე მუდმივი ბრძოლით ფულის, დროისა და იმისთვის, რისიც მჯერა. ვგრძნობდი, რომ ადამიანი ფოტოზე ზის მატარებელში, რომელიც ციხეს ჰგავს. თითქოს, მატარებლიდან ვეღარ ჩამოდის, სანამ არ გაჩერდება (როგორიცაა ჩემი სკოლის გამოცდილება).
ამ ადამიანს ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან მხოლოდ გატეხილი ფანჯრიდან აქვს.
ეს ადამიანი არ არის უბედური, უბრალოდ დაღლილია. მან იცის, რომ უნდა დარჩეს მატარებელში და რომ ვერ ჩამოვა მანამ, სანამ ეს მგზავრობა არ დასრულდება, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს. ეს არის ის, რასაც მე ვგრძნობ.
ამდენ ხანს სკოლაში დარჩენას არ ვგეგმავდი. გულის სიღრმეში აკადემიკოსი არ ვარ. მე მსურდა ხელოვნების ხარისხის მიღება, უნარების განვითარება და შესაძლოა, საბავშვო წიგნებიც მეწერა. მე კი, ათი წლის შემდეგაც იმავე მატარებელში ვზივარ, რომელიც არ ჩერდება.
მე თითქმის დამავიწყდა, თუ როგორია ცხოვრება ნიშნების, აკადემიური წერის, თანამშრომელთა სიცივის გარეშე. დამავიწყდა რა არის დასვენება და ჩემს ბუნებრივ მდგომარეობაში ყოფნა. ფიქრი დამავიწყდა.
როცა ფოტოსურათს ვუყურებ, ვხვდები, რომ თავს განცალკევებულად ვგრძნობ. ხეებს ვხედავ, მაგრამ მათი შეხება არ შემიძლია. ვხედავ ცხოვრებას, მაგრამ მასში ვერ ვმონაწილეობ, რადგან მატარებლიდან ვერ ჩამოვდივარ.
და ვხვდები, რომ მგზავრობის დასრულება ჩემი პასუხისმგებლობაა. რომ თუ მოვინდომებ, მე შემიძლია გავაჩერო მატარებელი, ჩამოვიდე და შევეხო ხეებს, გარესამყაროს. დავუბრუნდე ფიქრს, ჩემს ჭეშმარიტ არსებობას. დავუბრუნდე ცხოვრებას, რომელსაც აქამდე მხოლოდ გატეხილი ფანჯრიდან ვუყურებდი და ყოველთვის მინდოდა, რომ მეცხოვრა.”

📣   #ალტერსტუმარი  - ანანო გუნია📸 1 მაისს, ალტერბრიჯის უნივერსიტეტს ეწვია კლინიკური ფსიქოლოგი და ფოტოთერაპევტი - ანანო გ...
02/05/2023

📣 #ალტერსტუმარი - ანანო გუნია

📸 1 მაისს, ალტერბრიჯის უნივერსიტეტს ეწვია კლინიკური ფსიქოლოგი და ფოტოთერაპევტი - ანანო გუნია.

▪️ მოწვეულმა სტუმარმა მსმენელებს გაუზიარა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ფოტოთერაპიის შესახებ.

▪️ შეხვედრა გაიმართა ინტერაქციულ ფორმატში, სტუმრებმა გააკეთეს პრაქტიკული სამუშაო და დასვეს კითხვები.

✔️ #ალტერსტუმრის ფარგლებში, უნივერსიტეტი #ალტერბრიჯი კვლავ შემოგთავაზებთ საინტერესო შეხვედრების ციკლს!

26/04/2023

🔸ფოტოთერაპია არის ტექნიკა, რომელიც ფოტოგრაფიას მთავარ ინსტრუმენტად იყენებს.
🔸ფოტოთერაპია ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, ფარული, არაცნობიერი შინაარსების გააზრებაში და მიღებაში.

#ფოტოთერაპია #ანანოგუნია

1 მაისს, 18:00 საათზე, ალტერბრიჯი გიწვევთ საინტერესო შეხვედრაზე, სადაც ვისაუბრებთ ფოტოთერაპიის მნიშვნელობის შესახებ. 📍 დ...
25/04/2023

1 მაისს, 18:00 საათზე, ალტერბრიჯი გიწვევთ საინტერესო შეხვედრაზე, სადაც ვისაუბრებთ ფოტოთერაპიის მნიშვნელობის შესახებ.
📍 დასწრება თავისუფალია!
🖱 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3N7QSbT

📣 #ალტერსტუმარი - ანანო გუნია ალტერბრიჯში!

📸 1 მაისს, 18:00 საათზე, ალტერბრიჯი გიწვევთ საინტერესო შეხვედრაზე, სადაც მოწვეული სტუმარი ისაუბრებს ფოტოთერაპიის მნიშვნელობის შესახებ.

,,ფოტოგრაფიას აქვს ძალა დაიჭიროს და გამოხატოს გრძნობები და იდეები ვიზუალური სიმბოლური ფორმით, რომელთაგან ზოგი ინტიმური, პერსონალური მეტაფორაა”.

▪️ შეხვედრას გაუძღვება კლინიკური ფსიქოლოგი და ფოტოთერაპევტი - ანანო გუნია. ანანოს ფოტოთერაპიის იდეა დაებადა ამერიკაში და აქვს საკუთარი თერაპიული სივრცე, სადაც ახორციელებეს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფოტოთერაპიას.

▪️ შეხვედრაზე მოწვეული სტუმარი მსმენელებს გაუზიარებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას ფოტოთერაპიის შესახებ და გააცნობს მას, როგორც თერაპიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმდინარეობასა და საკუთარი თავის უკეთ გაცნობის გზას.

📍 თარიღი: 1 მაისი
📍 დრო: 18:00 სთ
📍 დასწრება თავისუფალია!

🖱 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3N7QSbT

Address

39 Ilia Chavchavadze Avenue
Tbilisi

Telephone

+995577754411

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when PhotoTherapy • Anano Gunia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to PhotoTherapy • Anano Gunia:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category