Medიატორი

Medიატორი MEDიატორი აერთიანებს მედიცინის ფაკულტ?

გვერდის და ზოგადად, MEDიატორთა სტუდენტური ქსელის მიზანია, საზოგადოებამდე მიიტანოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია კოვიდ ვაქცინების შესახებ.

გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია იზიარებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და სხვა, მაღალი სანდოობით გამორჩეული წყაროების მიერ გავრცელებულ მოსაზრებებს კოვიდ ვაქცინების შესახებ.

ინფორმაციის სანდოობაზე პასუხისმგებელია იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაცია.

🔵 გაეროს ბავშვთა ფონდისა და USAID/Georgia-ს ერთობლივი კამპანიის შედეგად ახალგაზრდა მედიკოსი სტუდენტები კოვიდ-19-ის ვაქცი...
02/05/2022

🔵 გაეროს ბავშვთა ფონდისა და USAID/Georgia-ს ერთობლივი კამპანიის შედეგად ახალგაზრდა მედიკოსი სტუდენტები კოვიდ-19-ის ვაქცინაციის აქტიური ხელშემწყობები გახდნენ: https://uni.cf/3khRcVQ

✅ საქართველოს მაღალმთიანი სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების 3,000-ზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო ინფორმაცია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ზომების, მათ შორის, ვაქცინაციის შესახებ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდისა და AIVA • Association of Immunization and Vaccinology-ის მიერ ორგანიზებულ კამპანიას ხუთი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტები უძღვებოდნენ.

#აიცერი #პანდემიასასრულებშენ

16 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლაში იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის წარმომად...
18/04/2022

16 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლაში იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის წარმომადგენლებმა, მოხალისე MEDიატორებთან ერთად გამართეს შემეცნებით გასართობი შეხვედრა კოვიდ ვაქცინაციის თემაზე.

შეხვედრა ჩატარდა იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტ MEDიატორის ფარგლებში.

გაწეული თანადგომისა და შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ქალბატონ ირმა ბერიძეს და საკვირაო სკოლა ,, სახლი - ცისარტყელა ''-ს წარმომადგენელს, ქალბატონ ნონა მარტიაშვილს, რომელიც ემსახურება სოფლად მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.

ერთ-ერთი MEDიატორის თხოვნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაც შემოვიარეთ.მაცხოვრებლებს ვესაუბრეთ კოვიდ ვაქცინაციის ეფექტურო...
12/04/2022

ერთ-ერთი MEDიატორის თხოვნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაც შემოვიარეთ.
მაცხოვრებლებს ვესაუბრეთ კოვიდ ვაქცინაციის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე. აგრეთვე, დავუტოვეთ საინფორმაციო ბროშურები.

კოვიდ ვაქცინაციაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით მიმდინარე კამპანია "MEDიატორი" ხორციელდება იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და USAID-ის თანამშრომლობით და სამედიცინო და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების დახმარებით მოსახლეობის ინფორმირებას ისახავს მიზნად.

იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და USAID-ის თანამშრომლობით მიმდინარე პროექტ MEDიატორის ფ...
27/03/2022

იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და USAID-ის თანამშრომლობით მიმდინარე პროექტ MEDიატორის ფარგლებში, კოვიდ ვაქცინების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების თემაზე ახალგაზრდებთან 2 ონლაინ შეხვედრა განხორციელდა.

👩‍🏫 შეხვედრებს უძღვებოდნენ ასოციაციის წარმომადგენლები, თამარ რატიშვილი და მარიამ ჯაში.

🙏 მადლობას ვუხდით ახალგაზრდულ ორგანიზაციას My Books და საქართველოს სტუდენტურ პარლამენტს, განსაკუთრებით კი არევიკ ბალასანიანს და ანი მგალობლიშვილის, გამოჩენილი ინტერესისა და ღონისძიებების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.

გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტ MEDიატორის ფარგლებში, ჩვენს მოხალისეებთან...
21/03/2022

გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტ MEDიატორის ფარგლებში, ჩვენს მოხალისეებთან ერთად რუსთაველ ახალგაზრდებს შევხვდით, კოვიდ ვაქცინაცისთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაზიარებლად და მათი შეხედულების მოსასმენად.

დიდ მადლობას ვუხდით კოლეჯი მოდუსი College Modus -ს, განსაკუთრებით კი ბატონ გედევანს, თანადგომისა და ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.

20/03/2022

22 თებერვალს, იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციამ, UNICEF-თან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით, მოხალისე MEDიატორებთან ერთად ახალციხეში შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გამართა, სადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ კოლეჯი ,,ოპიზარი"-ს სტუდენტებს გავუზიარეთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია კოვიდ ვაქცინების შესახებ.

22/02/2022

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველთა მაჩვენებელი შემცირებულია. NC...

🔵 დღეს, 22 თებერვალს, ახალციხეში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიმართა, რომელსაც ...
22/02/2022

🔵 დღეს, 22 თებერვალს, ახალციხეში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიმართა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაცია (AIVA) ახორციელებს.

✅ ახალგაზრდა ექიმებმა და სამედიცინო სფეროს სტუდენტებმა ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ახალგაზრდებს მიაწოდეს. ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი დაესწრო.

ℹ საინფორმაციო კამპანია, რომლის დევიზიცაა ''პანდემიას ასრულებ შენ!'', USAID/Georgia-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

🚌 MEDიატორთა აჭარის ტური ხულოსა და ქედაში ვიზიტით დასრულდა. 🔹 შეხვედრები გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, გავაცანით მტ...
17/02/2022

🚌 MEDიატორთა აჭარის ტური ხულოსა და ქედაში ვიზიტით დასრულდა.

🔹 შეხვედრები გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, გავაცანით მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია და ვუპასუხეთ მათ კითხვებს კოვიდ ვაქცინების შესახებ.

🔹 მადლობას ვუხდით კოლეჯს სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" ხულოს ფილიალი და ქედის მუნიციპალიტეტი • Keda Municipality, განსაკუთრებით კი, ბატონ მამუკას და ბატონ სულიკოს ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.

🔹 MEDიატორთა სტუდენტური ქსელი, რომელიც მიზნად ისახავს კოვიდ ვაქცინების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, ჩამოყალიბდა იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობითა და USAID-ის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

#პანდემიასასრულებშენ #აიცერი #ნუღარგადადებ #სწორადგანსაზღვრეშენიმიზანი

🔹 14 თებერვალს, MEDიატორთა სტუდენტური ქსელის აჭარის ტურის ფარგლებში ჩაქვიც მოვინახულეთ. 🤸🤸‍♀️ პარკში გამართულ შეხვედრას ...
17/02/2022

🔹 14 თებერვალს, MEDიატორთა სტუდენტური ქსელის აჭარის ტურის ფარგლებში ჩაქვიც მოვინახულეთ.

🤸🤸‍♀️ პარკში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ჩაქვის პირველი სკოლის მოსწავლეები და ყველანი გაგვაბედნიერეს კოვიდ ვაქცინების შესახებ თავიანთი ცოდნით, მსჯელობის უნარითა და სიხალისით.

🔹 გვსურს მადლობა გადავუხადოთ ეკო კლუბი "არტემისი"(ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022)-ს შეხვედრის ორგანიზებისა და თანადგომისთვის.

🔹 MEDიატორთა სტუდენტური ქსელი, რომელიც მიზნად ისახავს კოვიდ ვაქცინების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, ჩამოყალიბდა იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობითა და USAID-ის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

#პანდემიასასრულებშენ #აიცერი #ნუღარგადადებ #სწორადგანსაზღვრეშენიმიზანი

🚌 MEDიატორთა სტუდენტური ქსელის წარმომადგენლები განაგრძობენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და ამჯერად აჭარის რეგიონს ვეწვიეთ. ...
17/02/2022

🚌 MEDიატორთა სტუდენტური ქსელის წარმომადგენლები განაგრძობენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და ამჯერად აჭარის რეგიონს ვეწვიეთ.

💞14 თებერვალს ბათუმის ქუჩები შემოვიარეთ და მოსახლეობას გავაცანით მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია კოვიდ ვაქცინების შესახებ.

🔹 MEDიატორთა სტუდენტური ქსელი ჩამოყალიბდა იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობითა და USAID-ის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

#პანდემიასასრულებშენ #აიცერი #ნუღარგადადებ #სწორადგანსაზღვრეშენიმიზანი

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Medიატორი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Medიატორი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram