MD Mindia Metreveli / მინდია მეტრეველი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • MD Mindia Metreveli / მინდია მეტრეველი

MD Mindia Metreveli / მინდია მეტრეველი ყველა სიახლე ზოგად, ბარიატრიულ, ონკოქირურგიის მიმართულებით თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში.
(1)

📌 ხშირად დასმული კითხვები ბარიატრიულ ქირურგიაზე.🔹 1. რა არის ბარიატრიული ქირურგია?ბარიატრიული ქირურგია სიმსუქნის მკურნალ...
27/09/2025

📌 ხშირად დასმული კითხვები ბარიატრიულ ქირურგიაზე.

🔹 1. რა არის ბარიატრიული ქირურგია?
ბარიატრიული ქირურგია სიმსუქნის მკურნალობის ქირურგიული მეთოდია, რომელიც მოიცავს კუჭის ზომის შემცირებას ან/და საჭმლის მონელების გზის შეცვლას, რაც ხელს უწყობს წონის სწრაფ და გრძელვადიან კლებას.

🔹 2. ვინ არის ბარიატიული ოპერაციის კანდიდატი?
ოპერაცია რეკომენდებულია ადამიანებისთვის: რომელთაც აქვთ BMI ≥ 40, ან აქვთ BMI ≥ 35 და თანმდევი დაავადებები (მაგ.: ტიპი 2 დიაბეტი, დისლიპიდემია, მაღალი წნევა, აპნოე და სხვა).

🔹 3. რა ტიპის ბარიატიული ოპერაციებია ყველაზე გავრცელებული?
კუჭის შენტირება (Gastric Bypass)
კუჭის დაპატარავების ოპერაცია (Sleeve Gastrectomy)

🔹 4. უსაფრთხოა ბარიატიული ქირურგია?
დიახ, თანამედროვე ბარიატრიული ოპერაციები, განსაკუთრებით ლაპარასკოპიული მეთოდით, ითვლება უსაფრთხოდ და ეფექტურად. თუმცა, როგორც ყველა ოპერაციას, ამ შემთხვევაშიც აქვს გარკვეული რისკები და საჭიროა დეტალური შეფასება ექიმის მიერ.

🔹 5. ოპერაციის შემდეგ აუცილებლად დავიკლებ წონაში?
დიახ, თუმცა შედეგი დამოკიდებულია პაციენტის შემდგომი ცხოვრების სტილზე. ოპერაცია ეფექტურია, თუ მისდევთ ექიმის რეკომენდაციებს — ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და რეგულარული პოსტოპერაციული მონიტორინგი.

🔹 6. საჭიროა თუ არა დიეტა ოპერაციის შემდეგ?
აუცილებლად. ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადადის ეტაპობრივ დიეტურ რეჟიმზე და შემდგომ მუდმივ ჯანსაღ კვებაზე. კვების დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი წარმატებისთვის.

🔹 7. რამდენად სწრაფად იკლებს წონა ოპერაციის შემდეგ?
პირველ 6-12 თვეში ხდება ყველაზე სწრაფი წონის კლება. ზოგი პაციენტი ორ წელიწადში კარგავს საწყისი წონის 60-80%-მდე.

🔹 8. ხდება თუ არა წონის დაბრუნება ოპერაციის შემდეგ?
დიახ, თუ პაციენტი არ იცავს კვებისა და ცხოვრების წესს, წონის დაბრუნება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ საჭიროა მუდმივი მხარდაჭერა ექიმის, დიეტოლოგისა და ფსიქოლოგის მხრიდან.

🔹 9. შესაძლებელია ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ ორსულობა?
დიახ, თუმცა რეკომენდებულია დაორსულება მინიმუმ 12-18 თვის შემდეგ ოპერაციიდან, როდესაც ორგანიზმი სტაბილურ ფაზაშია.

🔹 10. დაფინანსდება თუ არა ბარიატრიული ოპერაცია სახელმწიფოს ან კერძო დაზღვევით?
ოპერაცია ნაწილობრივ ფინანსდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტს აქვს მაღალი სხეულის მასის ინდექსი და თანმხლები მძიმე დაავადებები.

✅შენ არ იცვლი მხოლოდ სხეულს, არამედ შენ იბრუნებ შენს ცხოვრებას!!!

#ბარიატრიულიქირურგია #წონისკლება
#ბაიპასი #სლივგასტრექტომია

🏥დღეს კიდევ ერთი წარმატებული ბარიატრიული ოპერაცია შესრულდა ჩვენს კლინიკაში✅ პაციენტი რამდენიმე თვეში მიაღწევს სასურველ შ...
09/04/2025

🏥დღეს კიდევ ერთი წარმატებული ბარიატრიული ოპერაცია შესრულდა ჩვენს კლინიკაში✅ პაციენტი რამდენიმე თვეში მიაღწევს სასურველ შედეგს👌

🔎 სხვადასხვა ზომის, ფორმის და შენების კონკრემენტები.✅ ბედნიერები ვართ, რომ გემსახურებით❤️😊
27/04/2023

🔎 სხვადასხვა ზომის, ფორმის და შენების კონკრემენტები.

✅ ბედნიერები ვართ, რომ გემსახურებით❤️😊

26/04/2023

✅ ნაღვლის საერთო სადინრიდან მრავლობითი კონკრემენტების გამოღება.

ბედნიერები ვართ, რომ გემსახურებით❤️😊

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს❤️
15/04/2023

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს❤️

15/04/2023

🔎 პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას უჩიოდა ტკივილის მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოსა და ეპიგასტრიუმში, გულისრევას, ღებინებას.

✅ ლაბორატორიული კვლევით პირდაპირი ბილირუბინი სისხლში-34,9(ნორმა

✅ კუჭის პროქსიმალური რეზექციის დასასრული, ავთვისებიანი სიმსივნის გამო. სრულ ქეისს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 👨‍⚕️ოპერატო...
18/03/2023

✅ კუჭის პროქსიმალური რეზექციის დასასრული, ავთვისებიანი სიმსივნის გამო. სრულ ქეისს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

👨‍⚕️ოპერატორი-გიორგი ნიკოლიშვილი.

ბედნიერები ვართ, რომ გემსახურებით😊❤️

✅ ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული ოპერაციები ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით.ბედნიერები ვართ, რომ გემსახურებით❤️😊
19/02/2023

✅ ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული ოპერაციები ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით.

ბედნიერები ვართ, რომ გემსახურებით❤️😊

✅ შევასრულეთ ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპული ამოკვეთა 80 წლის ბატონზე, რომელსაც საკმაოდ დატვირთული კარდიოლოგიური ანამნეზი დ...
25/01/2023

✅ შევასრულეთ ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპული ამოკვეთა 80 წლის ბატონზე, რომელსაც საკმაოდ დატვირთული კარდიოლოგიური ანამნეზი და ნაოპერაციევი მუცელი ჰქონდა, რაც მუცლის ღრუში შეხორცებების რისკს ზრდიდა.

✅ შემოსვისას უჩიოდა ძლიერ ტკვილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევას, ღებინებას, ზოგად საერთო სისუსტეს.

✅პაციენტი ოპერაციიდან მეორე დღეს გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

👨‍⚕️ოპერატორი-კობა წიკლაური.
👨‍⚕️ასისტენტი-მინდია მეტრეველი.

ბედნიერები, ვართ რომ გემსახურებით😊❤️

🔎 გამარჯობა მეგობრებო, შევასრულეთ საკმაოდ რთული და საინტერესო ოპერაცია ღვიძლის დიდი ზომის ექინოკოკური ცისტის გამო ღია მე...
19/01/2023

🔎 გამარჯობა მეგობრებო, შევასრულეთ საკმაოდ რთული და საინტერესო ოპერაცია ღვიძლის დიდი ზომის ექინოკოკური ცისტის გამო ღია მეთოდით.

✅ პაციენტი ჩვენთან მოსვლისას უჩიოდა ყრუ ხასიათის ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, კანისა და სკლერების სიყვითლეს, კანის ქავილს, ტემპერატურის მატებას, ზოგად საერთო სისუსტეს.

✅ ყველა ამ ჩივილის გათვალისწინებით ჩაუტარდა მუცლის ღრუს ექოსკოპია და შემდგომ მუცლის ღრუს MRI კვლევა, რომლითაც ღვიძლში მარჯვენა წილში, მე-5, მე-6 და მე-8 სეგმენტების დონეზე გამოისახა 12 სმ დიამეტრის ზომის ექინოკოკური ცისტა, როგორც ძველი, დაჩირქებული, ასევე ახალი შვილეული ცისტებით. აღსანიშნავია, რომ ეს ცისტა იწვევდა სანაღვლე გზებზე ზეწოლას, მათ დახშობას და მექანიკურ სიყვითლეს.

✅ დიაგნოზის დადგენის შემდეგ პაციენტს გავუკეთეთ ღვიძლის ექინოკოკური ცისტის ამოკვეთა ღია მეთოდით. ოპერაციის შემდეგ პაციენტს ყველა ზემოთ აღნიშნული ჩივილი მოეხსნა და ოპერაციიდან მე-4 დღეს გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

👨‍⚕️ოპერატორი-გიორგი ნიკოლიშვილი.
👨‍⚕️ასისტენტი-კობა წიკლაური.
👨‍⚕️ასისტენტი-მინდია მეტრეველი.

ბედნიერები ვართ, რომ გემსახურებით😊❤️

06/01/2023

Address

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
Tbilisi
0100

Telephone

+995571777876

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when MD Mindia Metreveli / მინდია მეტრეველი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to MD Mindia Metreveli / მინდია მეტრეველი:

Share