17/12/2021
რა არის სუროგაცია?
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, შესაძლებელი გახდა უნაყოფობის გადალახვა იმ შემთხვევებში, რომლებიც ადრე განუკურნებლად ითვლებოდა.
სუროგაციის პროგრამების განხორციელება რეპროდუქტოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.
სუროგაცია იძლევა გენეტიკურად საკუთარი შვილის ყოლის შესაძლებლობას ქალებისთვის, რომელთაც არ აქვთ საშვილოსნო – თანდაყოლილი (რაქიტანსკი-კუსტერის სინდრომი) ან ამოღებული აქვს ქირურგიული გზით.
ადრე, თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების აღმოჩენამდე, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ქალს არასოდეს არ ეყოლებოდა შვილი. თუმცა, ხელოვნურმა განაყოფიერებამ (IVF) ყველაფერი შეცვალა.
სუროგატი დედა❤️
სუროგაცია ეხმარება იმ ქალებსაც, ვისაც აქვთ ორსულობის შენარჩუნების პრობლემები, ან გააჩნიათ ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც აკრძალულია ორსულობა და მშობიარობა, ან რომლებსაც ჰქონდათ ხელოვნური განაყოფიერების მრავალი, აუხსნელი მიზეზებით უშედეგო მცდელობა.
სუროგაცია არის ხელოვნური განაყოფიერების (IVF) ერთ – ერთი პროგრამა, რომლის დროსაც სინჯარაში გაზრდილი ემბრიონები გადააქვთ არა გენეტიკური დედის საშვილოსნოში, არამედ სპეციალურად მომზადებული სუროგატი დედის საშვილოსნოში, რომელიც მათ მუცლად ატარებს დაბადებამდე. შესაბამისად, სუროგატი დედა არის ის ქალი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას თქვენს შვილზე, საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდის მანძილზე.