Invitro Life • ინვიტრო ლაიფი

Invitro Life • ინვიტრო ლაიფი რეპროდუქციული კლინიკა, რომელიც გთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომასა და სრულფასოვან სერვისს ერთ სირვცეში

Invitro life - რეპროდუქციული კლინიკა, რომელიც სთავაზობს პაციენტებს ინდივიდუალურ მიდგომასა და სრულფასოვან სერვისს ერთ სირვცეში. მისი ძირითადი მიმართულება ინ ვიტრო განაყოფიერებაა, თუმცა ის მოიცავს ყველა სფეროს, რომელიც ქალის ჯანმრთელობას ემსახურება.

გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, ენდოკრინოლოგია, ექოსკოპია,ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, გინეკოლოგიური ქირურგია, გენეტიკური კვლევები.

კლინიკა აერთიანებს საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი ექიმების გუნდს.

06/05/2026

🗓️ ძვირფასო პაციენტებო და კლინიკის სტუმრებო გაცნობებთ, რომ 9 მაისი "ინვიტრო ლაიფში" არასამუშაო დღეა.

📞 კონსულტაციის და ვიზიტის დასაჯავშნად - დაგვიკავშირდით: 032 280 12 12

🧡 გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ უქმეებს!

06/05/2026

👉🏻 რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?
რა შეცდომებს ვუშვებთ, რა ფაქტორები გვიშლის ხელს და როგორ განვსაზღვროთ სწორად ჩვენი ყოველდღიური კალორიები?

✔️ ჩვენი კლინიკის, „ინვიტრო ლაიფის“ ენდოკრინოლოგი, თამარ ჩადუნელი, „რადიო სივრცის“ ეთერში საუბრობს თემაზე, რომელიც ბევრი ჩვენგანის გამოწვევაა.

ემბრიონის გადატანის წარმატება მხოლოდ მის ხარისხზე არ არის დამოკიდებული — მნიშვნელოვანია, რამდენად მზად არის ენდომეტრიუმი...
05/05/2026

ემბრიონის გადატანის წარმატება მხოლოდ მის ხარისხზე არ არის დამოკიდებული — მნიშვნელოვანია, რამდენად მზად არის ენდომეტრიუმი მის მისაღებად კონკრეტულ დროს. 🤍

🧬 ERA (Endometrial Receptivity Analysis) ტესტი განსაზღვრავს თქვენს ინდივიდუალურ „იმპლანტაციის ფანჯარას“ — პერიოდს, როცა ორგანიზმი ყველაზე მეტადაა მზად წარმატებული იმპლანტაციისთვის.

🌿 ERA ტესტის უპირატესობები:

✔️ განსაზღვრავს ემბრიონის გადატანის ყველაზე ოპტიმალურ დროს
✔️ IVF-ს აქცევს ინდივიდუალურ პროცესად
✔️ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმეორებითი წარუმატებელი იმპლანტაციის შემთხვევაში

💡 რატომ არის მნიშვნელოვანი ERA ტესტი?

იმპლანტაციისთვის იდეალური პერიოდი ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია.
⏳ ზუსტად განსაზღვრული დრო კი მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული იმპლანტაციის შანსს.

📩 დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:
📞 032 280 12 12
📍 ლავრენტი მანაგაძის 17 (ყოფილი წინანდლის 9)

🧡 InvitroLife – ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდით

❓ რატომ არ დგება ორსულობა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა?თუ გარკვეული პერიოდის მცდელობის მიუხედავად ორსულობა არ დგება, ა...
24/04/2026

❓ რატომ არ დგება ორსულობა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა?

თუ გარკვეული პერიოდის მცდელობის მიუხედავად ორსულობა არ დგება, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ პრობლემა ხშირად მრავალფაქტორულია...
მოდი, განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული და ხშირი მიზეზები:

🔹 ჰორმონალური დისბალანსი
ჰორმონები პირდაპირ გავლენას ახდენს ოვულაციაზე. თუ ციკლი არ არის რეგულარული ან ოვულაცია არ ხდება — ორსულობა ბუნებრივად ვერ დადგება.

🔹 ოვულაციის პრობლემები
ზოგჯერ კვერცხუჯრედი საერთოდ არ გამოიყოფა ან მისი ხარისხი არ არის საკმარისი განაყოფიერებისთვის.

🔹 საშვილოსნოს მილების პრობლემა
თუ მილები ნაწილობრივ ან სრულად დაბლოკილია, სპერმატოზოიდი ვერ აღწევს კვერცხუჯრედამდე.

🔹 სპერმის ხარისხი
ორსულობა დამოკიდებულია ორივე პარტნიორზე. სპერმის დაბალი რაოდენობა ან მისი მოძრაობის სიჩქარე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

🔹 ასაკი
ასაკთან ერთად, განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ, კვერცხუჯრედის ხარისხი და რაოდენობა მცირდება.

🔹 სტრესი და ცხოვრების წესი
ქრონიკული სტრესი, უძილობა, არასწორი კვება და მავნე ჩვევები — ეს ყველაფერი გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

💬 რას გირჩევთ?
თუ 6–12 თვეა აქტიურად ცდილობთ და შედეგი არ არის — მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

თანამედროვე მედიცინა, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერება, საშუალებას გაძლევთ იპოვოთ მიზეზი და სწორად დაგეგმოთ გზა სასურველ შედეგამდე.

❤️ გახსოვდეთ, თქვენ მარტო არ ხართ — და თითქმის ყოველთვის არსებობს გამოსავალი.

დაგეგმეთ კონსულტაცია - დაგვიკავშირდით:
📞 032 280 12 12
📍 ლავრენტი მანაგაძის 17 (ყოფილი წინანდლის 9)
🧡 InvitroLife – ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდით

🌿 ქრისტე აღდგა! ✨ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
12/04/2026

🌿 ქრისტე აღდგა!

✨ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

08/04/2026

🗓 ძვირფასო პაციენტებო და კლინიკის სტუმრებო გაცნობებთ, რომ 9 აპრილიდან - 13 აპრილის ჩათვლით "ინვიტრო ლაიფში" არასამუშაო დღეებია.

🧡 ბედნიერ უქმეებს გისურვებთ!

🧡 2 აპრილი — აუტიზმის ცნობადობის დღეა!დღე, რომელიც ძალიან მარტივი შეხსენებაა ჩვენთვის — ყველა ადამიანი განსხვავებულია და...
02/04/2026

🧡 2 აპრილი — აუტიზმის ცნობადობის დღეა!

დღე, რომელიც ძალიან მარტივი შეხსენებაა ჩვენთვის — ყველა ადამიანი განსხვავებულია და ვალდებულნი ვართ პატივი ვცეთ, მხარში დავუდგეთ და უპირობო სიყვარული ვაჩუქოთ მათ 🧩

ორსულობის დაგეგმვა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია წყვილის ცხოვრებაში და ბევრი ოჯახი ცდილობს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს ამ პროცესს:
✔️ ექიმთან კონსულტაცია
✔️ საჭირო კვლევები
✔️ ინდივიდუალურად შერჩეული მიდგომა

🧬 გენეტიკური ტესტები, ერთ-ერთი რეკომენდირებული კვლევაა, რომელიც გვაძლევს დამატებით ინფორმაციას და გვეხმარება უფრო მშვიდად და ცნობიერად გავიაროთ ეს გზა.

👉 აუტიზმი არ არის დაავადება — ეს არის სამყაროს აღქმის განსხვავებული გზა და ჩვენ, ამ გზაზე ვართ თქვენთან ერთად.

🧡 Invitro Life - ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდით.

👨‍🔬 გაიცანით ჩვენი ექიმები 👨‍🔬ოზჰან ატვარი - მთავარი ემბრიოლოგი, მრავალწლიანი პრაქტიკით რეპროდუქციული მედიცინის სფეროში....
31/03/2026

👨‍🔬 გაიცანით ჩვენი ექიმები 👨‍🔬

ოზჰან ატვარი - მთავარი ემბრიოლოგი, მრავალწლიანი პრაქტიკით რეპროდუქციული მედიცინის სფეროში.

🔬 კარიერის განმავლობაში მუშაობდა თურქეთის წამყვან კლინიკებში და მოხარულნი ვართ რომ დღეს ჩვენი გუნდის წევრია📍

ოზჰანის პროფესიული გზა აერთიანებს როგორც პრაქტიკულ, ისე სამეცნიერო გამოცდილებას 📚 — ის მონაწილეობდა არაერთ კვლევაში და გახლავთ საერთაშორისო პუბლიკაციების ავტორი 🌍

🔬 ცოდნა
💡 გამოცდილება
🤍 და მაღალი პროფესიონალიზმი — სწორედ ეს ქმნის იმ ხარისხს, რომელსაც პაციენტები ენდობიან და რომელსაც ჩვენი კლინიკა სთავაზობს მათ.

🧡 ინვიტრო ლაიფი – ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდით

საშვილოსნოს მილები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორსულობის პროცესში — სწორედ აქ ხდება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის “შეხ...
26/03/2026

საშვილოსნოს მილები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორსულობის პროცესში — სწორედ აქ ხდება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის “შეხვედრა”.

მილების პათოლოგიებმა კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ან სრულიად შეუძლებელი გახადოს ბუნებრივი ჩასახვა.

📌 რა ტიპის პრობლემები გვხვდება ყველაზე ხშირად?
• მილების გაუვალობა (ბლოკირება)
• ანთებითი პროცესები
• შეხორცებები (ადჰეზიები)
• ჰიდროსალპინქსი (სითხის დაგროვება მილში)

📌 რა იწვევს ასეთ მდგომარეობებს?
• გადატანილი ინფექციები
• მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები
• ქირურგიული ჩარევები
• ენდომეტრიოზი

📌 როგორ ვლინდება?
ხშირად სიმპტომები არ აქვს და დიაგნოსტირდება მაშინ, როცა ორსულობა არ დგება.
ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტკივილით ან დისკომფორტით მენჯის არეში.

🩺 დიაგნოსტიკა მოიცავს:
• ულტრაბგერით კვლევას
• ჰისტეროსალპინგოგრაფიას (HSG)
• ლაპაროსკოპიას

💡 მკურნალობა დამოკიდებულია პრობლემის ტიპსა და სიმძიმეზე:
• მედიკამენტოზური თერაპია
• ქირურგიული მკურნალობა (ლაპაროსკოპია)

✨ თანამედროვე მედიცინა იძლევა საშუალებას, ბევრ შემთხვევაში წარმატებით მოგვარდეს პრობლემა და პაციენტმა მიაღწიოს სასურველ შედეგს.

📩 ნუ გადადებთ კონსულტაციას - დაგვიკავშირდით:
032 280 12 12
ლავრენტი მანაგაძის 17 (ყოფილი წინანდლის 9)
InvitroLife – ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდით

🌈 21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა💙 💛დღე, რომელიც გვახსენებს, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და სწორედ განსხ...
21/03/2026

🌈 21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა💙 💛

დღე, რომელიც გვახსენებს, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და სწორედ განსხვავებულობა ქმნის სამყაროს უფრო ფერადს.

ჩვენ გვჯერა, რომ:
✨ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უპირობო სიყვარული
✨ ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომელიც უშრეტია
✨ განსხვავებულობა არის ძალა და არა ნაკლი

💛 მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! 🧦🌈

💛 “ინვიტრო ლაიფი” - ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდით!

🧬 იცოდით?ემბრიონის განვითარება ლაბორატორიის პირობებში, პირველივე დღეებიდან ძალიან დინამიური პროცესია.ხშირად გვგონია, რომ...
12/03/2026

🧬 იცოდით?
ემბრიონის განვითარება ლაბორატორიის პირობებში, პირველივე დღეებიდან ძალიან დინამიური პროცესია.

ხშირად გვგონია, რომ ყველაფერი მხოლოდ გადატანის დღეზეა დამოკიდებული, მაგრამ რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები სწორედ მანამდე ხდება.

თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს:
☑️ ვაწარმოოთ თითქმის საათობრივი მონიტორინგი და შევაფასოთ ემბრიონის განვითარება
☑️ შევარჩიოთ საუკეთესო ემბრიონი საშვილოსნოში გადასატანად
☑️ შესაბამისად, გავზარდოთ წარმატებული ორსულობის შანსი

ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) მხოლოდ პროცედურა არ არის — ეს არის მეცნიერების, პროფესიონალიზმის და ზრუნვის ერთობლიობა, რომელიც ახალი სიცოცხლის საწინდარია.

დეტალური ინფორმაციისთვის, კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 032 280 12 12
📍 ლავრენტი მანაგაძის 17 (ყოფილი წინანდლის 9)
🧡 InvitroLife – ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდით

#ინვიტრო

Address

ლავრენტი მანაგაძის ქუჩა N17 (ყოფილი წინანდლის 9)
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:30 - 17:30
Tuesday 09:30 - 17:30
Wednesday 09:30 - 17:30
Thursday 09:30 - 17:30
Friday 09:30 - 17:30
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995322801212

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Invitro Life • ინვიტრო ლაიფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share